პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობის საქმე გახსნილია - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი დანაშაულის ახალი დეტალები
დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობის საქმე გახსნილია - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი დანაშაულის ახალი დეტალები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 2014 წელს, თბი­ლი­სის ზღვა­ზე, დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნა. რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნეს, 2014 წლის 17 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის ზღვის და­სახ­ლე­ბა­ში, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ნა­პოვ­ნი იქნა 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნატო კვე­ზე­რე­ლის ცხე­და­რი, ხოლო მისი შვი­ლი - 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გუ­რამ კვე­ზე­რე­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ად­გი­ნეს, რომ ორმა პირ­მა კვე­ზე­რე­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი თან­ხის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, დედა-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა და­გეგ­მა.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­მა­სა­ლა ბრი­ფინ­გი­დან

ამ მიზ­ნით, 2014 წლის 17 დე­კემ­ბერს დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა კო­ჯორ­ში, ერთ-ერთ აგა­რაკ­ზე, მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს გუ­რამ კვე­ზე­რე­ლი და ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც იგი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი მო­ა­თავ­სეს კას­რში, და­ას­ხეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მჟა­ვა და აგა­რა­კის ეზო­ში ჩა­მარ­ხეს. იმა­ვე დღეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის­თვის, მი­ვიდ­ნენ თბი­ლი­სის ზღვის და­სახ­ლე­ბა­ში, გუ­რამ კვე­ზე­რე­ლის დე­დის, ნატო კვე­ზე­რე­ლის სახ­ლში.

ნატო კვე­ზე­რელს ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც იგი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა სახ­ლი­დან 12 000 აშშ დო­ლა­რი, გუ­რამ კვე­ზე­რე­ლის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი 2 ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, პორ­ტა­ტი­უ­ლი კომ­პი­უ­ტე­რი, პი­რა­დი ნივ­თე­ბი გა­ი­ტა­ცეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნა­პოვ­ნია გარ­დაც­ვლი­ლი გუ­რამ კვე­ზე­რე­ლის ცხე­და­რი, ამო­ღე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი პორ­ტა­ტი­უ­ლი კომ­პი­უ­ტე­რი და მისი კუთ­ვნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი.

და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის, და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლე­ბი­სა და ცხედ­რე­ბი­დან აღე­ბუ­ლი დნმ-ის ნი­მუ­შე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ორი პირი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მათ მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 376-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პი­რებს, მათ ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მე­ო­რე დამ­ნა­შა­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლიც და­ად­გი­ნეს, იგი სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა და მისი ექ­სტრა­დი­რე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

"მჟა­ვა ჰქონ­და გა­დას­ხმუ­ლი... მთლი­ა­ნად და­ფერ­ფლი­ლი იყო" - რას ყვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი კო­ჯორ­ში ნა­პოვ­ნი მა­მა­კა­ცის ცხე­დარ­ზე

რა კავ­შირ­შია კო­ჯორ­ში ნა­პოვ­ნი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი 2 წლის წინ თბი­ლის­ში დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას­თან

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობის საქმე გახსნილია - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი დანაშაულის ახალი დეტალები

დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობის საქმე გახსნილია - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი დანაშაულის ახალი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს, თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნეს, 2014 წლის 17 დეკემბერს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნაპოვნი იქნა 1965 წელს დაბადებული ნატო კვეზერელის ცხედარი, ხოლო მისი შვილი - 1986 წელს დაბადებული გურამ კვეზერელი გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს, რომ ორმა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის მკვლელობა დაგეგმა.

იხილეთ ვიდეომასალა ბრიფინგიდან

ამ მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს. იმავე დღეს, აღნიშნული პირები, განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის, მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის, ნატო კვეზერელის სახლში.

ნატო კვეზერელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავეებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი, პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნაპოვნია გარდაცვლილი გურამ კვეზერელის ცხედარი, ამოღებულია გარდაცვლილის სახლიდან გატაცებული პორტატიული კომპიუტერი და მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები დამნაშავეების, დანაშაულის ადგილებისა და ცხედრებიდან აღებული დნმ-ის ნიმუშების იდენტიფიცირებისთვის.

აღნიშნულ საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შსს-ს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიება მათ მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის ჩამდენ პირებს, მათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია.

სამართალდამცველებმა მეორე დამნაშავის ადგილსამყოფელიც დაადგინეს, იგი საზღვარგარეთ იმყოფება და მისი ექსტრადირებისთვის შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ასევე წაიკითხეთ:

"მჟავა ჰქონდა გადასხმული... მთლიანად დაფერფლილი იყო" - რას ყვებიან თვითმხილველები კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარზე

რა კავშირშია კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი 2 წლის წინ თბილისში დევნილთა დასახლებაში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ