საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კავშირშია კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი 2 წლის წინ თბილისში დევნილთა დასახლებაში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან
რა კავშირშია კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი 2 წლის წინ თბილისში დევნილთა დასახლებაში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან

კო­ჯორ­ში წუ­ხელ მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი შემ­თხვე­ვის სა­ზა­რელ დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან, თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს ჯერ არ აკე­თებს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვე­ბი­ან, რომ 27 წლის მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი მი­წა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 7 მეტ­რის სიღ­რმე­ზე კას­რით იყო ჩაფ­ლუ­ლი. მა­თი­ვე თქმით, სახ­ლის ეზო­ში, სა­დაც ცხე­და­რი იყო და­მარ­ხუ­ლი, პო­ლი­ცია თა­ვად დამ­ნა­შა­ვემ მი­იყ­ვა­ნა. გვა­მი კას­რში იყო და­მა­ლუ­ლი და კვა­ლის გაქ­რო­ბის მიზ­ნით მჟა­ვა ჰქონ­და გა­დას­ხმუ­ლი, შემ­დეგ კი კას­რი მი­წა­ში იყო და­მარ­ხუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იხ­სე­ნე­ბენ 2014 წელს მომ­ხდარ ყა­ჩა­ღო­ბის ფაქტს და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გა­და­მა­ლუ­ლი ცხე­და­რი სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვის გაგ­რძე­ლე­ბაა. 2014 წელს თბი­ლი­სის ზღვა­ზე მდე­ბა­რე დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში 50 წლამ­დე ასა­კის ქალი ყელ­გა­მოჭ­რი­ლი იპო­ვეს, მისი 25 წლის ვაჟი კი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და.

2014 წლის 17 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის ზღვა­ზე, დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში ნატო კვე­ზე­რე­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს. სახ­ლის აბა­ზა­ნა­ში ნა­პოვნ 50 წლამ­დე ასა­კის ქალს ცივი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ქა­ლის ცხე­და­რი მისი ვა­ჟის, გუ­რამ კვე­ზე­რე­ლის მე­გობ­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლე­ბიც მათ სახ­ლში გუ­რა­მის სა­ძებ­ნე­ლად მი­ვიდ­ნენ. მე­გობ­რებ­მა მას სახ­ლში პირ­ვე­ლად 16 დე­კემ­ბერს მი­ა­კი­თხეს. ბი­ნის კარი და­კე­ტი­ლი დახ­ვდათ, შუ­ქიც - ჩამ­ქრა­ლი და უკან გაბ­რუნ­დნენ. მომ­დევ­ნო დღე­საც რომ არ გა­მოჩ­ნდა, მისი 4 მე­გო­ბა­რი მი­ვი­და კვე­ზე­რე­ლის სახ­ლში. კარი ისევ არა­ვინ გა­ა­ღო. ერ­თმა ძლი­ე­რად და­არ­ტყა კარს ხელი და რკი­ნის კარი გა­ი­ღო. შე­სას­ვლელ­თან სის­ხლის კვა­ლი რომ შე­ნიშ­ნეს, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: რას ყვე­ბი­ან მე­ზობ­ლე­ბი ნატო კვე­ზე­რე­ლის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ

ბი­ნა­ში პირ­ვე­ლად სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და შე­ვი­და და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში გუ­რა­მის დე­დის, 49 წლის ნატო კვე­ზე­რე­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს. რო­გორც გა­ირ­კვა, მკვლე­ლო­ბა 14 დე­კემ­ბერს მოხ­და. ქალს სა­ძი­ლე არ­ტე­რია გა­დაჭ­რი­ლი ჰქონ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ქალი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მოკ­ლეს და მკვლელ­მა ის შემ­დეგ სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ათ­რია. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მა­გი­და ორ კაც­ზე იყო გაშ­ლი­ლი, საჭ­მე­ლი და სუფ­თა თეფ­შე­ბი ელა­გა, ვახ­შმო­ბა ვერ მო­ეს­წროთ. ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა წა­ღე­ბუ­ლი არ იყო, ამი­ტომ ყა­ჩა­ღო­ბა მა­შინ გა­მო­ი­რი­ცხა. ნატო კვე­ზე­რე­ლის მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მისი ვაჟი ფოთ­ში უცხო­ე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის და­სახ­ვედ­რად იყო წა­სუ­ლი, თუმ­ცა რო­გორც ისი­ნი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან კონ­ტაქ­ტი ვერ ხერ­ხდე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ გუ­რამ კვე­ზე­რე­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს წუ­ხელ კო­ჯორ­ში. დედა-შვი­ლი კვე­ზე­რე­ლე­ბი კა­ხე­თი­დან იყ­ვნენ, ისი­ნი 21 წელ­ზე მეტი თბი­ლი­სის ზღვა­ზე მდე­ბა­რე კა­დეტ­თა კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­დნენ. მე­ზობ­ლე­ბი მათ მშვიდ და გა­წო­ნას­წო­რე­ბულ ოჯა­ხად ახა­სი­ა­თებ­დნენ:

"ქალ­მა შვი­ლი მარ­ტომ გა­ზარ­და. მათი სახ­ლი­დან ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი არ გა­მო­სუ­ლა. ნა­ტოს შვილ­ზე ამოს­დი­ო­და მზე და მთვა­რე. იმას ნატ­რობ­და, რო­დის შე­ირ­თავ­და ცოლს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ყო­ველ დი­ლით აცი­ლებ­და სამ­სა­ხურ­ში. სა­ნამ გუ­რა­მი მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დე­ბო­და, დედა პირ­ჯვარს გა­და­სა­ხავ­და, აკო­ცებ­და და ისე უშ­ვებ­და. გუ­რა­მი დიდი ხანი თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და, სამი თვეა, რაც წა­მო­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან. ნა­ტოს სა­ო­ფი­სე ავე­ჯის ფირ­მა ჰქონ­და... ტრა­გე­დი­ის წი­ნა­დღეს ვი­ყა­ვი მათ­თან, ნა­ტომ სუფ­რა გა­მი­შა­ლა, თქვა, ერ­თა­დერ­თს ვნატ­რობ, მალე მო­მიყ­ვა­ნოს გუ­რამ­მა ცო­ლიო. ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია გუ­რა­მი - მშრო­მე­ლი, მი­სალ­მე­ბას ვერ და­ას­წრებ.

ნა­ტოს პა­ტა­რა ბოს­ტა­ნი ჰქონ­და, ყვა­ვი­ლებ­საც უვ­ლი­და..." - ამ­ბობ­და "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბე­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა კვე­ზე­რე­ლე­ბის სახ­ლი­დან ამო­ი­ღეს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა, რო­მე­ლიც ოჯახს უკვე დიდი ხა­ნია ეყე­ნა სახ­ლთან. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ამის მი­ზე­ზი, რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, ოჯა­ხის ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ქურდვა იყო. უც­ნო­ბია, იპო­ვეს თუ არა კად­რებ­ში სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ვა­რა­უ­დოდ დღის ბო­ლომ­დე გა­ავ­რცე­ლებს.

რა კავშირშია კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი 2 წლის წინ თბილისში დევნილთა დასახლებაში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან

რა კავშირშია კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი 2 წლის წინ თბილისში დევნილთა დასახლებაში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან

კოჯორში წუხელ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ბარათაშვილის ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილობრივები შემთხვევის საზარელ დეტალებს ყვებიან, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ 27 წლის მამაკაცის ცხედარი მიწაში დაახლოებით 7 მეტრის სიღრმეზე კასრით იყო ჩაფლული. მათივე თქმით, სახლის ეზოში, სადაც ცხედარი იყო დამარხული, პოლიცია თავად დამნაშავემ მიიყვანა. გვამი კასრში იყო დამალული და კვალის გაქრობის მიზნით მჟავა ჰქონდა გადასხმული, შემდეგ კი კასრი მიწაში იყო დამარხული. ადგილობრივები იხსენებენ 2014 წელს მომხდარ ყაჩაღობის ფაქტს და ვარაუდობენ, რომ გადამალული ცხედარი სწორედ ამ შემთხვევის გაგრძელებაა. 2014 წელს თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში 50 წლამდე ასაკის ქალი ყელგამოჭრილი იპოვეს, მისი 25 წლის ვაჟი კი შემთხვევის შემდეგ გაუჩინარდა.

2014 წლის 17 დეკემბერს თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში ნატო კვეზერელის ცხედარი იპოვეს. სახლის აბაზანაში ნაპოვნ 50 წლამდე ასაკის ქალს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. ქალის ცხედარი მისი ვაჟის, გურამ კვეზერელის მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომლებიც მათ სახლში გურამის საძებნელად მივიდნენ. მეგობრებმა მას სახლში პირველად 16 დეკემბერს მიაკითხეს. ბინის კარი დაკეტილი დახვდათ, შუქიც - ჩამქრალი და უკან გაბრუნდნენ. მომდევნო დღესაც რომ არ გამოჩნდა, მისი 4 მეგობარი მივიდა კვეზერელის სახლში. კარი ისევ არავინ გააღო. ერთმა ძლიერად დაარტყა კარს ხელი და რკინის კარი გაიღო. შესასვლელთან სისხლის კვალი რომ შენიშნეს, პოლიცია გამოიძახეს.

იხილეთ ვიდეო: რას ყვებიან მეზობლები ნატო კვეზერელის მკვლელობის შესახებ

ბინაში პირველად სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა და სააბაზანოში გურამის დედის, 49 წლის ნატო კვეზერელის ცხედარი იპოვეს. როგორც გაირკვა, მკვლელობა 14 დეკემბერს მოხდა. ქალს საძილე არტერია გადაჭრილი ჰქონდა. როგორც გაირკვა, ქალი სამზარეულოში მოკლეს და მკვლელმა ის შემდეგ სააბაზანოში შეათრია. სამზარეულოში მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი, საჭმელი და სუფთა თეფშები ელაგა, ვახშმობა ვერ მოესწროთ. ძვირფასეულობა წაღებული არ იყო, ამიტომ ყაჩაღობა მაშინ გამოირიცხა. ნატო კვეზერელის მეზობლები ამბობდნენ, რომ მისი ვაჟი ფოთში უცხოეთიდან გამოგზავნილი ავტომობილის დასახვედრად იყო წასული, თუმცა როგორც ისინი აღნიშნავდნენ, ახალგაზრდა მამაკაცთან კონტაქტი ვერ ხერხდებოდა. სავარაუდოდ, სწორედ გურამ კვეზერელის ცხედარი იპოვეს წუხელ კოჯორში. დედა-შვილი კვეზერელები კახეთიდან იყვნენ, ისინი 21 წელზე მეტი თბილისის ზღვაზე მდებარე კადეტთა კორპუსში ცხოვრობდნენ. მეზობლები მათ მშვიდ და გაწონასწორებულ ოჯახად ახასიათებდნენ:

"ქალმა შვილი მარტომ გაზარდა. მათი სახლიდან ხმამაღალი საუბარი არ გამოსულა. ნატოს შვილზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. იმას ნატრობდა, როდის შეირთავდა ცოლს. წარმოიდგინეთ, ყოველ დილით აცილებდა სამსახურში. სანამ გურამი მანქანაში ჩაჯდებოდა, დედა პირჯვარს გადასახავდა, აკოცებდა და ისე უშვებდა. გურამი დიდი ხანი თბილისის მერიაში მუშაობდა, სამი თვეა, რაც წამოვიდა სამსახურიდან. ნატოს საოფისე ავეჯის ფირმა ჰქონდა... ტრაგედიის წინადღეს ვიყავი მათთან, ნატომ სუფრა გამიშალა, თქვა, ერთადერთს ვნატრობ, მალე მომიყვანოს გურამმა ცოლიო. ძალიან გაწონასწორებული ადამიანია გურამი - მშრომელი, მისალმებას ვერ დაასწრებ.

ნატოს პატარა ბოსტანი ჰქონდა, ყვავილებსაც უვლიდა..." - ამბობდა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გარდაცვლილის მეზობელი.

აღსანიშნავია, რომ მკვლელობის შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტებმა კვეზერელების სახლიდან ამოიღეს სათვალთვალო კამერა, რომელიც ოჯახს უკვე დიდი ხანია ეყენა სახლთან. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი, როგორც მეზობლები ამბობდნენ, ოჯახის ავტომობილის გაქურდვა იყო. უცნობია, იპოვეს თუ არა კადრებში სავარაუდო მკვლელი სამართალდამცველებმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას სავარაუდოდ დღის ბოლომდე გაავრცელებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ