საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა საქართველოში ბირთვული მასალა - ურანის გასაღებისთვის დაკავებულები პენსიონერები არიან
როგორ მოხვდა საქართველოში ბირთვული მასალა - ურანის გასაღებისთვის დაკავებულები პენსიონერები არიან

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ბირ­თვუ­ლი მა­სა­ლა ურა­ნის გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე 6 პირი და­ა­კა­ვა. ბირ­თვუ­ლი მა­სა­ლი­სად­მი უკა­ნო­ნო მო­პყრო­ბი­სა და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი: სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის 3 მო­ქა­ლა­ქე და სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი.

რო­გორც ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის, მუხ­ტარ ცქი­ტიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ხან­დაზ­მუ­ლი, პენ­სი­ო­ნე­რია. რო­გორც და­ვით აბე­სა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მუხ­ტარ ცქი­ტიშ­ვი­ლი, რომ­ლის სახ­ლი­და­ნაც ურა­ნის ამო­ღე­ბა მოხ­და, ამ ეტაპ­ზე ბრალს არ აღი­ა­რებს. "ამ ეტაპ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბრალს არ აღი­ა­რებს, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­დეს - ვნა­ხოთ. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი არის ხან­დაზ­მუ­ლი, პენ­სი­ო­ნე­რი და არ მგო­ნია, სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სი იყოს მათი ცი­ხე­ში ჩას­მა. საქ­მეს გრი­ფით "სა­ი­დუმ­ლო" არ ადევს, მაგ­რამ არ აქვს ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი და ხელს არა­ვის ადებს", - გა­ნა­ცხა­და აბე­სა­ძემ.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის ვა­რა­უ­დია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ჩა­მო­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ რა გზით მოხ­და ეს, აღ­ნიშ­ნუ­ლის დად­გე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მის მა­სა­ლებს, ად­ვო­კა­ტის თქმით, ის ჯერ­ჯე­რო­ბით მა­სა­ლებს სრუ­ლად არ გაც­ნო­ბია.

იხი­ლეთ ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა

"ამო­ღე­ბუ­ლია რა­ღაც კონ­ტე­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც არის რა­დი­აქ­ტი­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­ცვე­ლი და სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ვი­დეო გა­და­ღე­ბა და სხვა მოქ­მე­დე­ბე­ბი, არის საქ­მე­ში გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და აბე­სა­ძემ.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­კა­ვე­ბუ­ლი სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ად­ვო­კატ­მა, სოსო ნატ­როშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, არც ერთი პირი ბრალს არ აღი­ა­რებს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. და­კა­ვე­ბუ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ჩვე­ნე­ბე­ბი არ მი­უ­ცი­ათ. ნატ­როშ­ვი­ლის თქმით, ის სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ხა­ზი­ნო წე­სით იცავ­და, თუმ­ცა ახლა უკვე საქ­მე­ში კერ­ძო ად­ვო­კა­ტე­ბი ერ­თვე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ბირ­თვუ­ლი მა­სა­ლა ურა­ნის გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე 6 პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც სუს-ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბირ­თვუ­ლი მა­სა­ლი­სად­მი უკა­ნო­ნო მო­პყრო­ბი­სა და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი: სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის 3 მო­ქა­ლა­ქე და სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი თბი­ლის­ში, ბირ­თვუ­ლი მა­სა­ლა ურა­ნის (U 238) გას­ხვი­სე­ბას 200 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რად აპი­რებ­დნენ, რა დრო­საც ისი­ნი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე ერთ-ერთი პი­რის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ამო­ღე­ბუ­ლია ქარ­ხნუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო კონ­ტე­ი­ნე­რი ბირ­თვუ­ლი მა­სა­ლა U238 (ურა­ნი 238)-ით.

როგორ მოხვდა საქართველოში ბირთვული მასალა - ურანის გასაღებისთვის დაკავებულები პენსიონერები არიან

როგორ მოხვდა საქართველოში ბირთვული მასალა - ურანის გასაღებისთვის დაკავებულები პენსიონერები არიან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა. ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე და საქართველოს 3 მოქალაქე არიან დაკავებულნი.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, მუხტარ ცქიტიშვილის ადვოკატი ამბობს, ყველა დაკავებული ხანდაზმული, პენსიონერია. როგორც დავით აბესაძემ აღნიშნა, მუხტარ ცქიტიშვილი, რომლის სახლიდანაც ურანის ამოღება მოხდა, ამ ეტაპზე ბრალს არ აღიარებს. "ამ ეტაპზე ოფიციალურად ბრალს არ აღიარებს, თუმცა შეიძლება საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს - ვნახოთ. ყველა დაკავებული არის ხანდაზმული, პენსიონერი და არ მგონია, სახელმწიფოს ინტერესი იყოს მათი ციხეში ჩასმა. საქმეს გრიფით "საიდუმლო" არ ადევს, მაგრამ არ აქვს ჩვენება მიცემული და ხელს არავის ადებს", - განაცხადა აბესაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიების ვარაუდია, რომ აღნიშნული ნივთიერება სომხეთის მოქალაქეებმა ჩამოიტანეს, მაგრამ რა გზით მოხდა ეს, აღნიშნულის დადგენაზე მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება საქმის მასალებს, ადვოკატის თქმით, ის ჯერჯერობით მასალებს სრულად არ გაცნობია.

იხილეთ ოპერატიული ვიდეომასალა

"ამოღებულია რაღაც კონტეინერი, რომელიც არის რადიაქტიული ნივთიერების შემცველი და სასამართლოს განჩინებით არის ჩატარებული ფარული ვიდეო გადაღება და სხვა მოქმედებები, არის საქმეში გარკვეული მტკიცებულებები", - განაცხადა აბესაძემ.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებული სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ადვოკატმა, სოსო ნატროშვილმა განუცხადა, არც ერთი პირი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულებს გამოძიებისთვის ჩვენებები არ მიუციათ. ნატროშვილის თქმით, ის სომხეთის მოქალაქეებს სახაზინო წესით იცავდა, თუმცა ახლა უკვე საქმეში კერძო ადვოკატები ერთვებიან.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა. როგორც სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე და საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

უწყების განმარტებით, აღნიშნული პირები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა U238 (ურანი 238)-ით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ