პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარული ჩანაწერების სქემა: როგორ გეგმავდნენ და იღებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სასტუმროებსა და სახლებში
ფარული ჩანაწერების სქემა: როგორ გეგმავდნენ და იღებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სასტუმროებსა და სახლებში

პრო­კუ­რა­ტუ­რამ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის ფაქ­ტზე 5 პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა­ში გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­კეთ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნილ­ნი არი­ან ის პი­რე­ბი, რო­მელ­თა მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და მიმ­დი­ნა­რე წლის 11 და 14 მარტს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა და შე­ნახ­ვა. სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­კა­ვე­ბუ­ლია ამ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე 5 პირი, ერთი პი­რის და­კა­ვე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, ვი­ნა­ი­დან მი­ე­მა­ლა გა­მო­ძი­ე­ბას, ხოლო ერთ პირს კი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა.

ნა­ხეთ ვი­დეო| რო­გორ უმონ­ტა­ჟებ­დნენ ფა­რულ კა­მე­რებს პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს სას­ტუმ­რო­სა და სა­ძი­ნე­ბელ­ში - სქე­მა გა­შიფ­რუ­ლია

კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვი­ლი;

ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლი;

ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მე-3 სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი რო­მან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი;

შს სა­მი­ნის­ტროს ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ირაკ­ლი ყიფ­ში­ძე;

შს სა­მი­ნის­ტროს ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ზუ­რაბ პავ­ლი­აშ­ვი­ლი;

შს სა­მი­ნის­ტროს ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გიგ­ლა ში­ოშ­ვი­ლი მი­ე­მა­ლა გა­მო­ძი­ე­ბას, ხოლო კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-6 სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ უფ­როსს გივი კა­ცი­ტა­ძეს და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან მას და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი და თავს არი­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2011-2012 წლებ­ში, შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და და­ვა­ლე­ბით, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მა­კომ­პრო­მა­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლის შეგ­რო­ვე­ბის მიზ­ნით ახ­დენ­დნენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის წი­ნას­წარ შერ­ჩე­ვას, უკა­ნო­ნო თვალ­თვალს და მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის მო­პო­ვე­ბას.

კერ­ძოდ დად­გე­ნი­ლია, რომ 2012 წლის მა­ის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს ირაკ­ლი ყიფ­ში­ძეს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 2012 წლის 5 მა­ისს, ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კო­სი აპი­რებ­და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში გა­ჩე­რე­ბას. ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ, მან შე­ა­ტყო­ბი­ნა ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვილს, რომ­ლის და­ვა­ლე­ბი­თაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის ჩა­წე­რის მიზ­ნით, და­ი­გეგ­მა სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ფა­რუ­ლი გა­დამ­ღე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის თა­ნახ­მად, 2012 წლის 5 მა­ისს, ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვი­ლის და ირაკ­ლი ყიფ­ში­ძის და­ვა­ლე­ბით შსს ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ზუ­რაბ პავ­ლი­აშ­ვილ­მა და გიგ­ლა ში­ოშ­ვილ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წი­ეს სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ფა­რუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გან­თავ­სე­ბას, რი­თაც უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი.

ამ ფაქ­ტი­დან ერთ თვე­ში, 2012 წლის 5 ივ­ნისს, ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, ქ.თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა უფ­როს­მა რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვილ­მა და მის­მა მო­ად­გი­ლემ რო­მან ზა­ა­ლიშ­ვილ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წი­ეს ხსე­ნე­ბულ ბი­ნა­ში ფა­რუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გან­თავ­სე­ბას, რა გზი­თაც უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვეს ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კო­სის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე გახ­სნი­ლია ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­დევ ერთი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ეხე­ბა 2013 წლის მა­ის­ში სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბას. კერ­ძოდ, 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში ქ.თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-6 სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა გივი კა­ცი­ტა­ძემ ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია ფა­რუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გან­თავ­სე­ბა­სა და ჟურ­ნა­ლის­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბას.

"შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის და ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იქ­ნენ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის, რაც გუ­ლის­ხმობს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს გა­მო­ძი­ე­ბას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვე­ბა-გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით ეც­ნო­ბე­ბა" - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ფარული ჩანაწერების სქემა: როგორ გეგმავდნენ და იღებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სასტუმროებსა და სახლებში

ფარული ჩანაწერების სქემა: როგორ გეგმავდნენ და იღებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სასტუმროებსა და სახლებში

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება.

ნახეთ ვიდეო| როგორ უმონტაჟებდნენ ფარულ კამერებს პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს სასტუმროსა და საძინებელში - სქემა გაშიფრულია

კერძოდ, პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი;

ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი;

ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი;

შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე;

შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი;

შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი მიემალა გამოძიებას, ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2012 წლებში, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვასილ ლელუაშვილის ორგანიზებითა და დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები მაკომპრომატირებელი მასალის შეგროვების მიზნით ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების წინასწარ შერჩევას, უკანონო თვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას.

კერძოდ დადგენილია, რომ 2012 წლის მაისში, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსს ირაკლი ყიფშიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 5 მაისს, ერთ-ერთი პოლიტიკოსი აპირებდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე სასტუმროში გაჩერებას. ამ ფაქტის შესახებ, მან შეატყობინა ვასილ ლელუაშვილს, რომლის დავალებითაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ჩაწერის მიზნით, დაიგეგმა სასტუმროს ნომერში ფარული გადამღები მოწყობილობის დამონტაჟება. დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2012 წლის 5 მაისს, ვასილ ლელუაშვილის და ირაკლი ყიფშიძის დავალებით შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა თანამშრომლებმა ზურაბ პავლიაშვილმა და გიგლა შიოშვილმა ორგანიზება გაუწიეს სასტუმროს ნომერში ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებას, რითაც უკანონოდ მოიპოვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

ამ ფაქტიდან ერთ თვეში, 2012 წლის 5 ივნისს, ვასილ ლელუაშვილის დავალებით, ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა რევაზ შიუკაშვილმა და მისმა მოადგილემ რომან ზაალიშვილმა ორგანიზება გაუწიეს ხსენებულ ბინაში ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებას, რა გზითაც უკანონოდ მოიპოვეს ოპოზიციურად განწყობილი კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

ჩატარებული გამოძიებით, ასევე გახსნილია ვასილ ლელუაშვილის ორგანიზებით განხორციელებული კიდევ ერთი დანაშაულებრივი ფაქტი, რომელიც ეხება 2013 წლის მაისში საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას. კერძოდ, 2011 წლის დეკემბერში ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ვასილ ლელუაშვილის დავალებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს უფროსმა გივი კაციტაძემ ორგანიზება გაუწია ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებასა და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მოპოვებას.

"შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე იქნენ დაკავებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით. საქართველოს პროკურატურა აქტიურად განაგრძობს გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება" - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ