სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის "მასტერა" - გახმაურებული დანაშაულები, რომელიც გიორგი დგებუაძის სახელს უკავშირდება
ვინ არის "მასტერა" - გახმაურებული დანაშაულები, რომელიც გიორგი დგებუაძის სახელს უკავშირდება

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტი გახ­სნა - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, სა­დაც წა­რად­გი­ნეს ორი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი - ერთ-ერ­თზე "მას­ტე­რას" იგი­ვე გია დგე­ბუ­ა­ძის და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლის სა­უ­ბა­რია ჩა­წე­რი­ლი, მე­ო­რე­ზე კი - კუდ-ის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ლე­ვან ქარ­და­ვას, რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვი­ლის სა­უ­ბა­რი გია დგე­ბუ­ა­ძეს­თან.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებს უკვე შე­უ­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა. ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მე­რა­ბაშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის და ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ლე­ვან ქარ­და­ვას და რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლის­თვის, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის თა­რი­ღის გან­სა­ზღვრის თა­ო­ბა­ზე. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხის შერ­ჩე­ვი­სას, სა­სა­მარ­თლომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­საძ­ლო ჩა­დე­ნა, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლის სა­ხედ მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა დგე­ბუ­ა­ძეს, ის უკვე სას­ჯელს იხ­დის კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის. "მას­ტე­რა" ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და და მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წლის მარ­ტში გან­ხორ­ცი­ელ­და. კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს.

ვინ არის სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი "მას­ტე­რა", რო­მე­ლიც ძებ­ნა­ში 2013 წლის 7 მარ­ტი­დან იმ­ყო­ფე­ბო­და?

"ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" ჯა­ლა­თად წო­დე­ბულ პო­ლი­ცი­ელ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბევ­რი არა­ფე­რი იცის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მის ბი­ოგ­რა­ფი­ას გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ადევს, მე­დი­ა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გია დგე­ბუ­ა­ძე, იგი­ვე "მას­ტე­რა" გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ცნო­ბი­ლი "იო­სე­ბი­ძე­ლე­ბის" საძ­მოს წევ­რი იყო (საძ­მო მეტ­წი­ლად იო­სე­ბი­ძი­სა და მისი მე­ზო­ბე­ლი ქუ­ჩე­ბის მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, რო­მელ­საც სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლა ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იმ­ხა­ნად ყვე­ლა­ზე თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ "კუ­ლი­ნა­რი­ე­ლებ­თან". იმ­დრო­ინ­დე­ლი განგსტე­რუ­ლი ქრო­ნი­კე­ბის გმი­რე­ბი "მას­ტე­რას" ვერ იხ­სე­ნე­ბენ, თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ ზუგ­დი­დე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძის (ზუგ­დიდსკის) ნა­თე­სა­ვია. სა­ვა­რა­უ­დოდ, კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან მისი ურ­თი­ერ­თო­ბაც აქე­დან მო­დი­სო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2005 წლი­დან გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე იკა­ვებ­და შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ო­რე სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბით და­ი­ნიშ­ნა სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად.

გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძეს ბრა­ლად ედე­ბა 2006 წლის 12 იან­ვარს, კუდ-ის უფ­როს­თან და­ვით ახა­ლა­ი­ას­თან და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, "ნავ­თლუ­ღის" ავ­ტო­სად­გურ­ში სამი ახალ­გაზ­რდის - შოთა გორ­გა­ძის, მა­რად არ­თმე­ლა­ძი­სა და რო­მან სურ­მა­ნი­ძის წი­ნას­წარ და­გეგ­მილ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა. 21 წლის რო­მან სურ­მა­ნი­ძე, 17 წლის შოთა გორ­გა­ძე და 23 წლის მა­რად არ­თმე­ლი­ძე მა­შინ სა­შიშ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი პა­ტი­მარ გი­ორ­გი გორ­გა­ძეს­თან შე­თან­ხმე­ბით, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის მიზ­ნით, რუს­თა­ვის ცი­ხე­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას გეგ­მავ­დნენ. მოკ­ლულ­თა შო­რის პა­ტი­მარ გორ­გა­ძის 17 წლის ძმა, შოთა გორ­გა­ძეც იყო. ინ­ფორ­მა­ცია "ცი­ხე­ზე შე­საძ­ლო თავ­დას­ხმის" შე­სა­ხებ კუდ-ში შე­ვი­და. ამის სა­ფუძ­ველ­ზე კი ნავ­თლუ­ღის ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და. ბი­ჭებს 10-11 ტყვია ჰქონ­დათ მოხ­ვედ­რი­ლი...

"მას­ტე­რას" ცოდ­ვე­ბი

დათა ახა­ლა­ი­ას მარ­ჯვე­ნა ხელ­მა გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ დათა ახა­ლა­ი­ას­თან ერ­თად და­ტო­ვა. "მას­ტე­რა" ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ზონ­დერჯგუ­ფე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. მას ბრა­ლად სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა და წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ედე­ბა. რო­გორც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, დგე­ბუ­ა­ძის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის, ასე­ვე რე­ინ­ჯერ და­ვით ცინ­დე­ლი­ა­ნის, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მზვე­რავ პა­ა­ტა ქარ­და­ვა­სა და ბა­თუ­მე­ლი სამ­ხედ­რო მზვე­რავ როინ შა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში. მის­მა სა­ხელ­მა ასე­ვე გა­იჟ­ღე­რა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი­სა და ოპე­რა­ცია "ენ­ვე­რის" საქ­მე­ებ­ში.

2007 წელს, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რის ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვამ იმ­დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუ­ლე­ბას მოს­ვე­ნე­ბა და­უ­კარ­გა, სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა საქ­მე­ში გარ­კვე­ვა და ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა, "მას­ტე­რას" მი­ან­დეს. მან მსგავ­სი საქ­მე­ე­ბის უბად­ლო ოს­ტა­ტი უვა­ის ახ­მა­დო­ვი გა­იხ­სე­ნა... ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სა­ვა­რა­უ­დოდ, დუ­ბა­ი­ში შეხ­ვდნენ. ცხრა ძმა ახ­მა­დოვს ჩეჩ­ნეთ­ში ყვე­ლა იც­ნობ­და. ომის დროს სა­ვე­ლე მე­თა­უ­რე­ბი იყ­ვნენ, მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის დროს კი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა­ში ბა­და­ლი არ ჰყავ­დათ. და­დი­ო­და ლე­გენ­დე­ბი, რომ მათ შე­ეძ­ლოთ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან გა­ე­ტა­ცე­ბი­ნათ ნე­ბის­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი. ომსა და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვებს ცო­ცხა­ლი ორი ძმა გა­და­ურ­ჩა. ისი­ნი 2001-2003 წლებ­ში პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ქოლ­გის ქვეშ მშვი­დად აგ­რძე­ლებ­დნენ ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

"მას­ტე­რა"-ახ­მა­დო­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სას და­სა­ხელ­და კი­დეც პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კი­ლე­რის კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რი - ეს რუს­ლან პა­პას­კი­რი (ზო­ო­ნი) უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად სტამ­ბოლ­ში დოკუ უმა­რო­ვის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­ზე ნა­დი­რობ­და. შე­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი, აჯო­ბებ­და, მკვლე­ლო­ბა ჰა­ერ­ში მომ­ხდა­რი­ყო... თით­ქოს ყვე­ლა­ფერ­ზე შე­თან­ხმდნენ, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ახ­მა­დოვ­მა საქ­მე­ზე უარი თქვა...

თუმ­ცა ჩე­ჩე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი ხელ­ცა­რი­ე­ლი მა­ინც არ დარ­ჩე­ნი­ლა. მან კარ­გად იცო­და, რომ ქარ­თვე­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და და "მას­ტე­რას­თან" ყვე­ლა სა­უ­ბარს იწერ­და. ბე­რე­ზოვ­სკის ჩა­ნა­წე­რე­ბი 1.500 000 დო­ლა­რად მი­ყი­და, ბე­რე­ზოვ­სკიმ კი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს მის­ცა. 2007 წლის დე­კემ­ბერ­ში ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც გახ­და ცნო­ბი­ლი. როცა 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში სტამ­ბოლ­ში რუს­ლან პა­პას­კი­რი და­ა­კა­ვეს, "მას­ტე­რას" სა­ხე­ლი თურ­ქი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვი­საც გახ­და ცნო­ბი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

2012 წლის იან­ვარ­ში "მას­ტე­რა" ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, გა­ნუყ­რელ მე­გობ­რებ­თან მე­გის ქარ­და­ვა­სა და ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძეს­თან ერ­თად. სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­თან "მუ­შა­ო­ბის" გა­მოც­დი­ლე­ბა "მას­ტე­რას" 2008 წლი­დან ჰქონ­და. 2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლებს აჭა­რი­დან თბი­ლის­ში გად­მოჰ­ყავ­დათ დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლი მო­ტი­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მზვე­რა­ვი როინ შა­ვა­ძე, რო­მე­ლიც იმ დროს რა­ტომ­ღაც სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ა­ცხა­დეს. გზა­ში ის უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლის წინ დახ­ვრი­ტეს (მოკ­ლულს 28 ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი). ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, შა­ვა­ძემ გაქ­ცე­ვა სცა­და. მზვე­რა­ვის ქვრი­ვი დღემ­დე აცხა­დებს, რომ მისი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში გა­რე­უ­ლია "კუდ"-ის იმ­დრო­ინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა - დათა ახა­ლია, გია დგე­ბუ­ა­ძე და აჭა­რის "კუდ"-ის უფ­რო­სი თე­მურ პა­ტა­რი­ძე.

2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, "მას­ტე­რა" მიხ­ვდა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში არც მას და­ად­გე­ბო­და კარ­გი დღე და გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა თავს. თა­ნაც ამ­ბო­ბენ, რომ შავი დღის­თვის" გა­და­ნა­ხუ­ლი უამ­რა­ვი კომ­პრო­მა­ტი გა­ი­ყო­ლა ჰო­ლან­დი­ა­ში... ასე რომ, "მას­ტე­რას" სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, მრა­ვალ გახ­მა­უ­რე­ბულ თუ გა­უხ­მა­უ­რე­ბელ და­ნა­შა­ულს ახ­დის ფარ­დას...

"მას­ტე­რა" სა­ვა­რა­უ­დოდ, ოქ­როს მოწ­მე იქ­ნე­ბა მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ადე­იშ­ვი­ლი­სა და თვით სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ებ­შიც. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ახა­ლა­ი­ე­ბის საქ­მე­ში. ამა­ზე სა­უბ­რობს "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" 2015 წელს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ნო­ზა­ძე: "დგე­ბუ­ა­ძე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე იქ­ნე­ბა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თის საქ­მე­შიც - ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩე­ჩენ სა­ვე­ლე მე­თა­ურ­თან დგე­ბუ­ა­ძე აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბას (ამა­ზე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მაც ილა­პა­რა­კა). ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბა მათ ჩე­ჩენ ტე­რო­რისტს შე­უკ­ვე­თეს და დგე­ბუ­ა­ძის აღი­ა­რე­ბა გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვებს შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბას. გა­ცხად­დე­ბა ცი­ხის ბუნტთან, ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან, გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თუ სხვა.

"მას­ტე­რა" გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის 90%-ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მე­ეჭ­ვე­ბა, მან დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­გორც წესი, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ უძ­ლე­ბენ სა­პა­ტიმ­როს და ად­ვი­ლად თან­ხმდე­ბი­ან შე­თა­ვა­ზე­ბას, რომ შე­ღა­ვა­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ, თქვან სი­მარ­თლე. ამის მა­გა­ლი­თია ოლეგ მელ­ნი­კო­ვი, რო­მელ­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი თქვა. მან ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა მამ­ხი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "კვი­რის პა­ლიტ­რის" მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ვინ არის "მასტერა" - გახმაურებული დანაშაულები, რომელიც გიორგი დგებუაძის სახელს უკავშირდება

ვინ არის "მასტერა" - გახმაურებული დანაშაულები, რომელიც გიორგი დგებუაძის სახელს უკავშირდება

საქართველოს პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნა - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც წარადგინეს ორი აუდიოჩანაწერი - ერთ-ერთზე "მასტერას" იგივე გია დგებუაძის და პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის საუბარია ჩაწერილი, მეორეზე კი - კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნების ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილისა და გიორგი მერებაშვილის საუბარი გია დგებუაძესთან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულებს უკვე შეუფარდა პატიმრობა. ბრალდებულ გიორგი მერაბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის და ამავე საქმეზე ბრალდებულ ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილისთვის, წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დგებუაძეს, ის უკვე სასჯელს იხდის კონკრეტული საქმეებისთვის. "მასტერა" ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი ექსტრადირება ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში 2016 წლის მარტში განხორციელდა. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით ჩამოიყვანეს.

ვინ არის სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი "მასტერა", რომელიც ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფებოდა?

"ვარდების ხელისუფლების" ჯალათად წოდებულ პოლიციელზე საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. როგორც ცნობილია, მის ბიოგრაფიას გრიფი "საიდუმლო" ადევს, მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" გასული საუკუნის 90-იან წლებში ცნობილი "იოსებიძელების" საძმოს წევრი იყო (საძმო მეტწილად იოსებიძისა და მისი მეზობელი ქუჩების მცხოვრები ახალგაზრდებისგან შედგებოდა, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული იმხანად ყველაზე თავზეხელაღებულ "კულინარიელებთან". იმდროინდელი განგსტერული ქრონიკების გმირები "მასტერას" ვერ იხსენებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ზუგდიდელი კანონიერი ქურდის, ზურაბ დგებუაძის (ზუგდიდსკის) ნათესავია. სავარაუდოდ, კრიმინალურ სამყაროსთან მისი ურთიერთობაც აქედან მოდისო.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2005 წლიდან გიორგი დგებუაძე იკავებდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობას, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას ბრძანებით დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსად.

გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, კუდ-ის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, "ნავთლუღის" ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის - შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. 21 წლის რომან სურმანიძე, 17 წლის შოთა გორგაძე და 23 წლის მარად ართმელიძე მაშინ საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს. ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდები პატიმარ გიორგი გორგაძესთან შეთანხმებით, მსჯავრდებულების ციხიდან გაქცევის მიზნით, რუსთავის ციხეზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ. მოკლულთა შორის პატიმარ გორგაძის 17 წლის ძმა, შოთა გორგაძეც იყო. ინფორმაცია "ციხეზე შესაძლო თავდასხმის" შესახებ კუდ-ში შევიდა. ამის საფუძველზე კი ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ბიჭებს 10-11 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი...

"მასტერას" ცოდვები

დათა ახალაიას მარჯვენა ხელმა გიორგი დგებუაძემ საქართველო არჩევნების შემდეგ დათა ახალაიასთან ერთად დატოვა. "მასტერა" ცნობილი იყო, როგორც ზონდერჯგუფების ხელმძღვანელი. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების ორგანიზება ედება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დგებუაძის სახელი ფიგურირებს ნავთლუღის სპეცოპერაციის, ასევე რეინჯერ დავით ცინდელიანის, თავდაცვის სამინისტროს მზვერავ პაატა ქარდავასა და ბათუმელი სამხედრო მზვერავ როინ შავაძის მკვლელობის საქმეში. მისმა სახელმა ასევე გაიჟღერა ბადრი პატარკაციშვილისა და ოპერაცია "ენვერის" საქმეებში.

2007 წელს, როდესაც ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამ იმდროინდელ ხელისულებას მოსვენება დაუკარგა, სპეცსამსახურებმა საქმეში გარკვევა და ბოლომდე მიყვანა, "მასტერას" მიანდეს. მან მსგავსი საქმეების უბადლო ოსტატი უვაის ახმადოვი გაიხსენა... ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, დუბაიში შეხვდნენ. ცხრა ძმა ახმადოვს ჩეჩნეთში ყველა იცნობდა. ომის დროს საველე მეთაურები იყვნენ, მშვიდობიანობის დროს კი ადამიანების გატაცებაში ბადალი არ ჰყავდათ. დადიოდა ლეგენდები, რომ მათ შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაეტაცებინათ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი. ომსა და კრიმინალურ გარჩევებს ცოცხალი ორი ძმა გადაურჩა. ისინი 2001-2003 წლებში პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ცენტრის ქოლგის ქვეშ მშვიდად აგრძელებდნენ ჩვეულ საქმიანობას.

"მასტერა"-ახმადოვის მოლაპარაკებებისას დასახელდა კიდეც პატარკაციშვილის კილერის კონკრეტული გვარი - ეს რუსლან პაპასკირი (ზოონი) უნდა ყოფილიყო, რომელიც იმხანად სტამბოლში დოკუ უმაროვის თანამოაზრეებზე ნადირობდა. შესაჯერებელი იყო მკვლელობის დეტალები, აჯობებდა, მკვლელობა ჰაერში მომხდარიყო... თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოულოდნელად ახმადოვმა საქმეზე უარი თქვა...

თუმცა ჩეჩენი ავტორიტეტი ხელცარიელი მაინც არ დარჩენილა. მან კარგად იცოდა, რომ ქართველი სპეცსამსახურების ნდობა არ შეიძლებოდა და "მასტერასთან" ყველა საუბარს იწერდა. ბერეზოვსკის ჩანაწერები 1.500 000 დოლარად მიყიდა, ბერეზოვსკიმ კი პატარკაციშვილს მისცა. 2007 წლის დეკემბერში ეს ჩანაწერები ქართული საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი. როცა 2012 წლის ნოემბერში სტამბოლში რუსლან პაპასკირი დააკავეს, "მასტერას" სახელი თურქი სამართალდამცავებისთვისაც გახდა ცნობილი.

იხილეთ ვიდეო

2012 წლის იანვარში "მასტერა" ბაჩანა ახალაიამ თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანა, განუყრელ მეგობრებთან მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძესთან ერთად. სამხედრო მოსამსახურეებთან "მუშაობის" გამოცდილება "მასტერას" 2008 წლიდან ჰქონდა. 2008 წლის 16 აგვისტოს სპეცრაზმის თანამშრომლებს აჭარიდან თბილისში გადმოჰყავდათ დღემდე დაუდგენელი მოტივით დაკავებული სამხედრო მზვერავი როინ შავაძე, რომელიც იმ დროს რატომღაც სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს. გზაში ის უამრავი თვითმხილველის წინ დახვრიტეს (მოკლულს 28 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი). ოფიციალური ვერსიით, შავაძემ გაქცევა სცადა. მზვერავის ქვრივი დღემდე აცხადებს, რომ მისი მეუღლის მკვლელობაში გარეულია "კუდ"-ის იმდროინდელი ხელმძღვანელობა - დათა ახალია, გია დგებუაძე და აჭარის "კუდ"-ის უფროსი თემურ პატარიძე.

2012 წლის სექტემბერში, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, "მასტერა" მიხვდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში არც მას დაადგებოდა კარგი დღე და გაქცევით უშველა თავს. თანაც ამბობენ, რომ შავი დღისთვის" გადანახული უამრავი კომპრომატი გაიყოლა ჰოლანდიაში... ასე რომ, "მასტერას" საქართველოში ჩამოყვანა სავარაუდოდ, მრავალ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ დანაშაულს ახდის ფარდას...

"მასტერა" სავარაუდოდ, ოქროს მოწმე იქნება მერაბიშვილის, ადეიშვილისა და თვით სააკაშვილის საქმეებშიც. ყველაზე მეტად კი ახალაიების საქმეში. ამაზე საუბრობს "კვირის პალიტრისთვის" 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში ადვოკატი მამუკა ნოზაძე: "დგებუაძე მნიშვნელოვანი მოწმე იქნება ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეშიც - ფარულ ჩანაწერებში ჩეჩენ საველე მეთაურთან დგებუაძე აწარმოებს მოლაპარაკებას (ამაზე ირაკლი ოქრუაშვილმაც ილაპარაკა). ბიზნესმენის მკვლელობა მათ ჩეჩენ ტერორისტს შეუკვეთეს და დგებუაძის აღიარება გამოააშკარავებს შეკვეთილ მკვლელობას. გაცხადდება ციხის ბუნტთან, ნავთლუღის სპეცოპერაციასთან, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია თუ სხვა.

"მასტერა" გახმაურებული საქმეების 90%-ში მონაწილეობდა. მეეჭვება, მან დუმილის უფლება გამოიყენოს, როგორც წესი, ასეთი ადამიანები ვერ უძლებენ საპატიმროს და ადვილად თანხმდებიან შეთავაზებას, რომ შეღავათების სანაცვლოდ, თქვან სიმართლე. ამის მაგალითია ოლეგ მელნიკოვი, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი თქვა. მან ყველას წინააღმდეგ მისცა მამხილებელი ჩვენება".

მომზადებულია "კვირის პალიტრის" მიხედვით

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს