პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძილის წამალი ჩაუყარა სასმელში და ცეცხლი წაუკიდაო..." - გორში ჯარისკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა
"ძილის წამალი ჩაუყარა სასმელში და ცეცხლი წაუკიდაო..." - გორში ჯარისკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

გორ­ში მოკ­ლუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, 39 წლის რო­მან ბე­დი­ა­ნაშ­ვი­ლი, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფხვე­ნი­სი­დან იყო და გორ­ში, კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბა­ში, სო­ცი­ა­ლურ სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ცხოვ­რობ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის 7 მარტს სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით ახალ­გაზ­რდა ქა­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გო­რის პო­ლი­ცი­ა­ში სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­მო­ცხად­და და და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბა: "რო­მა­ნი მე­ხუ­თე ბრი­გა­და­ში, 51 ბა­ტა­ლი­ონ­ში კონ­ტრაქ­ტო­რად მსა­ხუ­რობ­და. ხუთი შვი­ლი ჰყავს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან. ცოლ­თან გა­ცი­ლე­ბუ­ლი იყო. აქ ქი­რით ცხოვ­რობ­და. ხან­და­ხან მე­გობ­რე­ბი ამოჰ­ყავ­და და ქე­ი­ფობ­დნენ, მაგ­რამ დიდი ხმა­უ­რით და აყალ­მა­ყა­ლით არას­დროს გვა­წუ­ხებ­და. საკ­მა­ოდ მშვი­დი ბიჭი იყო. არც იმ ღა­მეს გაგ­ვი­გია ხმა­უ­რი, მაგ­რამ ფან­ჯრი­დან გა­მო­სუ­ლი კვამ­ლი რომ და­ვი­ნა­ხეთ, მა­შინ­ვე პატ­რუ­ლი გა­მო­ვი­ძა­ხეთ... გვე­გო­ნა, რომ სახ­ლში ნას­ვა­მი მი­ვი­და, რამე დარ­ჩა ჩარ­თუ­ლი და ხან­ძა­რი ასე გაჩ­ნდა... შემ­დეგ მო­ვი­და პატ­რუ­ლი და ით­ქვა, რომ ხან­ძა­რი ხე­ლოვ­ნუ­რად იყო გა­ჩე­ნი­ლი. მე არ მი­ნა­ხავს ის გოგო ჩვენს და­სახ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ რო­გორც ით­ქვა, სხვებს უნა­ხავთ. ერთი ვერ­სი­ით, დიდი ხა­ნია უკვე რაც იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, მე­ო­რე ვერ­სი­ით, თით­ქოს მკვლე­ლო­ბის სა­ღა­მოს რო­მანს გოგო მე­გო­ბარ­მა გა­აც­ნო, რის შემ­დე­გაც ბი­ჭთან სახ­ლში ავიდ­ნენ, მოკ­ლედ, და­ნამ­დვი­ლე­ბით არა­ვინ არა­ფე­რი იცს.

- დე­და­მი­სის თქმით, მას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და...

- დიახ, შემ­დეგ გა­ვი­გეთ ჩვენც... მაგ­რამ მერე ისიც თქვეს, ძი­ლის წა­მა­ლი ჩა­უ­ყა­რა სას­მელ­ში და შემ­დეგ ცე­ცხლი წა­უ­კი­დაო. ბენ­ზი­ნი ამო­უ­ტა­ნია და გა­და­უს­ხამს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ვი­დეო| ვინ არის გო­რე­ლი ქალი, რო­მელ­მაც ჯა­რის­კა­ცი დაწ­ვა: "ყა­ვა­ში სა­ძი­ლე აბე­ბი ჩა­უ­ყა­რა, ბი­ნა­ში ბენ­ზი­ნი მო­ას­ხა, კარი ჩა­კე­ტა და..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ძილის წამალი ჩაუყარა სასმელში და ცეცხლი წაუკიდაო..." - გორში ჯარისკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

"ძილის წამალი ჩაუყარა სასმელში და ცეცხლი წაუკიდაო..." - გორში ჯარისკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

გორში მოკლული სამხედრო მოსამსახურე, 39 წლის რომან ბედიანაშვილი, გორის რაიონის სოფელ ფხვენისიდან იყო და გორში, კომბინატის დასახლებაში, სოციალურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 7 მარტს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. დანაშაულის ჩადენის ბრალდებით ახალგაზრდა ქალია დაკავებული, რომელიც გორის პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა და დანაშაული აღიარა.

ადგილობრივი მცხოვრები "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ყვება: "რომანი მეხუთე ბრიგადაში, 51 ბატალიონში კონტრაქტორად მსახურობდა. ხუთი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. ცოლთან გაცილებული იყო. აქ ქირით ცხოვრობდა. ხანდახან მეგობრები ამოჰყავდა და ქეიფობდნენ, მაგრამ დიდი ხმაურით და აყალმაყალით არასდროს გვაწუხებდა. საკმაოდ მშვიდი ბიჭი იყო. არც იმ ღამეს გაგვიგია ხმაური, მაგრამ ფანჯრიდან გამოსული კვამლი რომ დავინახეთ, მაშინვე პატრული გამოვიძახეთ... გვეგონა, რომ სახლში ნასვამი მივიდა, რამე დარჩა ჩართული და ხანძარი ასე გაჩნდა... შემდეგ მოვიდა პატრული და ითქვა, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გაჩენილი. მე არ მინახავს ის გოგო ჩვენს დასახლებაში, მაგრამ როგორც ითქვა, სხვებს უნახავთ. ერთი ვერსიით, დიდი ხანია უკვე რაც იცნობდნენ ერთმანეთს, მეორე ვერსიით, თითქოს მკვლელობის საღამოს რომანს გოგო მეგობარმა გააცნო, რის შემდეგაც ბიჭთან სახლში ავიდნენ, მოკლედ, დანამდვილებით არავინ არაფერი იცს.

- დედამისის თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა...

- დიახ, შემდეგ გავიგეთ ჩვენც... მაგრამ მერე ისიც თქვეს, ძილის წამალი ჩაუყარა სასმელში და შემდეგ ცეცხლი წაუკიდაო. ბენზინი ამოუტანია და გადაუსხამს... განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო| ვინ არის გორელი ქალი, რომელმაც ჯარისკაცი დაწვა: "ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, ბინაში ბენზინი მოასხა, კარი ჩაკეტა და..."

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ