მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შექმნა 18 წლის ჰაკერმა ვასილ ჯამალაშვილმა კომპიუტერული ვირუსი, რომლითაც "ქართულ ოცნებას" უსმენდნენ
როგორ შექმნა 18 წლის ჰაკერმა ვასილ ჯამალაშვილმა კომპიუტერული ვირუსი, რომლითაც "ქართულ ოცნებას" უსმენდნენ

ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ხუთი პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო. მათ შო­რის ერთ-ერ­თია ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ჰა­კე­რის, კუდ-ის მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის მა­მაა. რო­გორც უმ­ცრო­სი ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, მა­მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია: "სხვა ოჯა­ხი ჰყავს და ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ერ­თოდ არ ვფლობ. ამ საქ­მეს­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ მაქვს. ძველ ამ­ბებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, მე ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მქონ­და ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი და ამ ჩა­ნა­წე­რებ­თან კავ­ში­რი არ მაქვს", - გა­ნა­ცხა­და ჯა­მა­ლაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო| ჰა­კე­რი ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვის შემ­დეგ პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს

გა­ზე­თი "ვერ­სია" ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ წერს, რომ ის 2012 წელს კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მას­თან ერ­თად კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის 9 მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ა­კა­ვეს. ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბი­სას 18 წლის იყო და კუდ-ში მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ. ის 16 წლის ასაკ­ში კუდ-ში სა­მუ­შა­ოდ ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვილ­მა (კუდ-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე) მი­იყ­ვა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­მა­ლაშ­ვილ­მა შექ­მნა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ვირუ­სი, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა კომ­პი­უ­ტე­რებ­ში შეღ­წე­ვა, მათ­ში და­ცუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა და აუ­დიო-ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლი. შექ­მნი­ლი პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით კუდ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­სა და რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მე­ბი­დან იღებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ჯა­მა­ლაშ­ვილ­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი შსს-ს ოპე­რა­ტი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ბექა კვა­რა­ცხე­ლია გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო გან­მარ­ტე­ბას აკე­თებ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჩვე­ნე­ბა­ში ბექა კვა­რა­ცხე­ლია აცხა­დებს, რომ ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო და­ვა­ლე­ბა, ისე­თი სა­ხის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა შე­ექ­მნა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მო­ახ­დენ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის ფა­რუ­ლად მო­პო­ვე­ბას.

ამ პროგ­რა­მით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტის კომ­პი­უ­ტერ­ში შეღ­წე­ვა, მას­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა და კო­პი­რე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რა­ნის ყუ­რე­ბა და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კომ­პი­უ­ტერს ეყე­ნა მიკრო­ფო­ნი, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო იმ ოთახ­ში სა­უბ­რე­ბის მოს­მე­ნა. ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კომ­პი­უ­ტე­რი ჩარ­თუ­ლი იყო ინ­ტერ­ნე­ტის ქსელ­ში: "და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ობი­ექტს ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე ვუგ­ზავ­ნით რა­ი­მე მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ფა­ილს, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სუ­რა­თი, ვი­დეო, რა­ი­მე წე­რი­ლი ან სხვა და მისი გახ­სნის შემ­თხვე­ვა­ში, უკვე პროგ­რა­მა ავ­ტო­მა­ტუ­რად ინ­სტა­ლირ­დე­ბა კომ­პი­უ­ტერ­ში და იწყებს მოქ­მე­დე­ბას"

"ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ამ პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით მოგ­ვეს­მი­ნა ეკა ბე­სე­ლი­ას­თვის, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის­თვის, გია ხუ­ხაშ­ვი­ლის­თვის, გი­ორ­გი გე­გეჭ­კო­რის­თვის, გია ვოლ­სკის­თვის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის, სო­ზარ სუ­ბა­რის­თვის. ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ცუ­ლი გვქონ­და მთე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა".

კვა­რა­ცხე­ლი­ას თქმით, მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ისი­ნი აწ­ვდიდ­ნენ ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვილს და დათა ახა­ლა­ი­ას, თუმ­ცა ჩვე­ნე­ბის ბო­ლოს კვა­რა­ცხე­ლია აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბოლო ერთი წელი მას კონ­ტაქ­ტი აღარ ჰქო­ნია დათა ახა­ლა­ი­ას­თან და ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და მხო­ლოდ ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვილს.

ლაშა დვა­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| პირ­ვე­ლი კად­რე­ბი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან, სა­დაც ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როგორ შექმნა 18 წლის ჰაკერმა ვასილ ჯამალაშვილმა კომპიუტერული ვირუსი, რომლითაც "ქართულ ოცნებას" უსმენდნენ

როგორ შექმნა 18 წლის ჰაკერმა ვასილ ჯამალაშვილმა კომპიუტერული ვირუსი, რომლითაც "ქართულ ოცნებას" უსმენდნენ

ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის ერთ-ერთია ზურაბ ჯამალაშვილი, რომელიც ცნობილი ჰაკერის, კუდ-ის მეოთხე სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა. როგორც უმცროსი ჯამალაშვილი ამბობს, მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია: "სხვა ოჯახი ჰყავს და ინფორმაციას საერთოდ არ ვფლობ. ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ძველ ამბებს თუ გადავხედავთ, მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და ამ ჩანაწერებთან კავშირი არ მაქვს", - განაცხადა ჯამალაშვილმა.

ნახეთ ვიდეო| ჰაკერი ვასილ ჯამალაშვილი პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

გაზეთი "ვერსია" ვასილ ჯამალაშვილის შესახებ წერს, რომ ის 2012 წელს კიბერდანაშაულის და სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 9 მაღალჩინოსანი დააკავეს. ჯამალაშვილი დაკავებისას 18 წლის იყო და კუდ-ში მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ. ის 16 წლის ასაკში კუდ-ში სამუშაოდ ვაჟა ლელუაშვილმა (კუდ-ის უფროსის მოადგილე) მიიყვანა. გამოძიების ინფორმაციით, ჯამალაშვილმა შექმნა კომპიუტერული ვირუსი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებელთა კომპიუტერებში შეღწევა, მათში დაცული ინფორმაციის მოპოვება და აუდიო-ვიდეოთვალთვალი. შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდ-ის ხელმძღვანელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერული სისტემებიდან იღებდა ინფორმაციას.

ჯამალაშვილთან ერთად დაკავებული შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბექა კვარაცხელია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში რამდენიმე საინტერესო განმარტებას აკეთებდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩვენებაში ბექა კვარაცხელია აცხადებს, რომ ვაჟა ლელუაშვილისგან მიიღო დავალება, ისეთი სახის კომპიუტერული პროგრამა შეექმნა, რომლის მეშვეობითაც მოახდენდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან საჭირო ინფორმაციების ფარულად მოპოვებას.

ამ პროგრამით შესაძლებელი გახდა დაინტერესებული ობიექტის კომპიუტერში შეღწევა, მასში არსებული ინფორმაციის ნახვა და კოპირება, კომპიუტერის ეკრანის ყურება და იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერს ეყენა მიკროფონი, შესაძლებელი იყო იმ ოთახში საუბრების მოსმენა. ეს იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერი ჩართული იყო ინტერნეტის ქსელში: "დაინტერესებულ ობიექტს ელექტრონულ ფოსტაზე ვუგზავნით რაიმე მისთვის საინტერესო ფაილს, ეს შეიძლება იყოს სურათი, ვიდეო, რაიმე წერილი ან სხვა და მისი გახსნის შემთხვევაში, უკვე პროგრამა ავტომატურად ინსტალირდება კომპიუტერში და იწყებს მოქმედებას"

"ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ პროგრამის საშუალებით მოგვესმინა ეკა ბესელიასთვის, გუბაზ სანიკიძისთვის, გია ხუხაშვილისთვის, გიორგი გეგეჭკორისთვის, გია ვოლსკისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, სოზარ სუბარისთვის. ფაქტობრივად, მოცული გვქონდა მთელი "ქართული ოცნება".

კვარაცხელიას თქმით, მიღებულ ინფორმაციას ისინი აწვდიდნენ ვაჟა ლელუაშვილს და დათა ახალაიას, თუმცა ჩვენების ბოლოს კვარაცხელია აღნიშნავდა, რომ ბოლო ერთი წელი მას კონტაქტი აღარ ჰქონია დათა ახალაიასთან და ინფორმაციას აწვდიდა მხოლოდ ვაჟა ლელუაშვილს.

ლაშა დვალი

გაზეთი "ვერსია"

ასევე დაგაინტერესებთ| პირველი კადრები სასამართლო პროცესიდან, სადაც ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ