26 თებერვალს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს. პოლიტიკოსი ქვედა კიდურებშია დაჭრილი და ოპერაციას უკეთებენ.
პოლიტიკოსის ახლობლები მომხდარზე ღიად საუბრისგან თავს იკავებენ. თუმცა, კულუარულად ეჭვს გამოთქვამენ, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, უკავშირდება პირად ცხოვრებას და არა - პოლიტიკურს.
ერთ-ერთი ვერსიით, ალექსი პეტრიაშვილს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა სოსო დოლიძესთან, რომელიც ალექსი პეტრიაშვილის მეუღლის, ჟურნალისტის, ეკა მიშველაძის ყოფილი შეყვარებულია. შეგახსენებთ, სოსო დოლიძის სახელი კარგა ხნის განმავლობაში უკავშირდებოდა ფოთის პორტის ტერმინალს. პოლიტიკოსის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, ბოლო ხანს მას ემუქრებოდნენ. როგორც ირკვევა, სოსო დოლიძე და ალექსი პეტრიაშვილი, კარგა ხანია იცნობენ ერთმანეთს, მათ საკმაოდ ბევრი საერთო მეგობარი ჰყავთ.
რუსუდან შელია