ფონიჭალაში დღეს შემზარავი მკვლელობა მოხდა. მოკლულია დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი. მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი.
გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა მ. მ. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.
მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამომავალი კვამლი შენიშნეს.
მომხდარის სავარუდო მიზეზად შურისძიება სახელდება. მანამდე არსებობდა ვერსია, რომ მკვლელობაში ძარცვის მოტივი იკვეთებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს ვერსია შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა.
მოკლული ქალის მეუღლე ოთარ მამფორია და მეზობლები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.