პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს
შსს ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს

ფო­ნი­ჭა­ლა­ში დედა-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ძარ­ცვის მო­ტი­ვი არ იკ­ვე­თე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

შსს არ ადას­ტუ­რებს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით ბი­ნი­დან, სა­დაც დედა-შვი­ლი მკვდა­რი იპო­ვეს, ოქრო და თან­ხაა წა­ღე­ბუ­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, თან­ხა და ოქ­რო­უ­ლო­ბა სახ­ლში გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი და წა­ღე­ბუ­ლი არ არის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ამ ეტაპ­ზე ძარ­ცვის მო­ტივს გა­მო­რი­ცხავს.

შსს-ს ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მე­უღ­ლე ოთარ მამ­ფო­რია და მე­ზობ­ლე­ბი ამ დრო­ის­თვის და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლი ჰქონ­და ყა­ჩა­ღო­ბას, რის შე­დე­გა­დაც სახ­ლი­დან 7 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი და დიდი ოდე­ნო­ბით ოქ­როა წა­ღე­ბუ­ლი. ად­გილ­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი ამ დრომ­დე მუ­შა­ო­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 35 წლის ნინა რო­მა­ნა­ძე და მისი 3 წლის გო­გო­ნა. ნინა რო­მა­ნა­ძე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის მი­სა­ღებ ოთახ­ში იპო­ვეს, ხოლო 3 წლის გო­გო­ნა სა­ძი­ნე­ბელ­ში დამ­წვა­რი ნა­ხეს. 35 წლის ქალს ცივი ია­რა­ღით ყე­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ცხედ­რე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 13:00 სა­ათ­ზე მას შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რაც ბი­ნი­დან გა­მო­მა­ვა­ლი კვამ­ლი შე­ნიშ­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

შსს ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს

შსს ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ძარცვის მოტივი არ იკვეთება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ბინიდან, სადაც დედა-შვილი მკვდარი იპოვეს, ოქრო და თანხაა წაღებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, თანხა და ოქროულობა სახლში გამოსაჩენ ადგილას იყო განთავსებული და წაღებული არ არის. აქედან გამომდინარე, შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ამ ეტაპზე ძარცვის მოტივს გამორიცხავს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

მოკლული ქალის მეუღლე ოთარ მამფორია და მეზობლები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მათი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ყაჩაღობას, რის შედეგადაც სახლიდან 7 000 ამერიკული დოლარი და დიდი ოდენობით ოქროა წაღებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამომავალი კვამლი შენიშნეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ