საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის ახალ დეტალებს ამჟღავნებს
პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის ახალ დეტალებს ამჟღავნებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მაგ­და პა­პი­ძის საქ­მე­ზე ახალ დე­ტა­ლებს შე­ე­ხე­ბა. გან­ცხა­დე­ბას­თან ერ­თად, პრო­კუ­რა­ტუ­რა ფოტო-ვი­დე­ო­მა­სა­ლა­სა და ჩვე­ნე­ბებს ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბას ჩვენ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ მაგ­და პა­პი­ძის მი­მართ არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

2015 წლის 20 დე­კემ­ბერს, მაგ­და პა­პი­ძე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი მე­უღ­ლი­სა და 5 წლის შვი­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის გამო. ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, 2015 წლის 19 დე­კემ­ბერს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ქ.თბი­ლის­ში, გ.ფე­რა­ძის ქუ­ჩის N6-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის N10 ოთახ­ში მაგ­და პა­პი­ძემ, თა­ვის არე­ში მკვრი­ვი ბლაგ­ვი საგ­ნის - უროს ჩარ­ტყმით მოკ­ლა მე­უღ­ლე ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი და გა­გუ­და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი - 2010 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლი, რის შემ­დე­გაც შე­ე­ცა­და და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის წაშ­ლას.

იხი­ლეთ ვი­დეო| რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­სუ­ლი მაგ­და პა­პი­ძე ურო­თი ხელ­ში შვილ­თან ერ­თად - პრო­კუ­რა­ტუ­რა ვი­დე­ო­მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ქ.თბი­ლის­ში, გრი­გოლ ფე­რა­ძის ქუჩა N6-ში მდე­ბა­რე მაგ­და პა­პი­ძი­სა და ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზოს წინ ნა­ნა­ხი იქნა ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი­სა და თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლის გვა­მე­ბი. ომარ და თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლებს ტანთ ეც­ვათ ზამ­თრის სე­ზო­ნის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად. კერ­ძოდ: ომარ ქა­ფი­აშ­ვილს ეცვა მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი შარ­ვა­ლი, მა­ი­სუ­რი და წინ­დე­ბი, ხოლო თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვილს მოკ­ლე­სა­ხე­ლო­ე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რი, რე­ი­ტუ­ზი და სპორ­ტუ­ლი შარ­ვა­ლი. ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის გვამს ზურ­გზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და სხე­უ­ლის ია­ტაკ­ზე გათ­რე­ვი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კვა­ლი. მაგ­და პა­პი­ძი­სა და ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ ოთახ­ში, ანუ მკვლე­ლო­ბის უშუ­ა­ლო ად­გი­ლას, სის­ხლის კვა­ლის წაშ­ლის მიზ­ნით გაწ­მენ­დი­ლი იყო ია­ტა­კი და ავე­ჯი. სის­ხლის ლა­ქე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რის შე­დე­გა­დაც ია­ტაკ­ზე, ოთახ­ში არ­სე­ბულ კა­რა­და­ზე, მა­გი­და­ზე, ტუმ­ბო­ზე, სა­წოლ­ზე, დი­ვან­ზე და ოთა­ხის კედ­ლებ­ზე აღ­მოჩ­ნდა ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სის­ხლის მრა­ვა­ლი კვა­ლი. სის­ხლის კვა­ლი ასე­ვე აღ­მოჩ­ნდა ამა­ვე ოთა­ხი­დან დე­რე­ფან­ში გა­სას­ვლე­ლი კა­რის ჩარ­ჩო­ზე და დე­რე­ფან­ში ქა­ფი­აშ­ვი­ლის გვა­მის აღ­მო­ჩე­ნის ად­გი­ლამ­დე, რაც მოწ­მობს იმას, რომ გვა­მის აღ­მო­ჩე­ნის ად­გი­ლამ­დე ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სხე­უ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლია ოთა­ხი­დან და არა დე­რეფ­ნი­დან, რო­გორც ამას მაგ­და პა­პი­ძე უთი­თებს. ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სის­ხლი ასე­ვე აღ­მოჩ­ნდა მისი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა მარ­ჯვე­ნა სა­ბუ­რავ­ზე და წინა მარ­ჯვე­ნა კა­რის კარ­ნიზ­ზე, რაც თა­ვის მხრივ მოწ­მობს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ეცა­და გვა­მის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­დე­ბას, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო. სწო­რედ ამ გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და­ი­წყო მაგ­და პა­პი­ძემ ყვი­რი­ლი და თით­ქოს­და "საშ­ვე­ლად" მო­უხ­მო მე­ზობ­ლებ­სა და დე­დამ­თილს.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან მდე­ბა­რე ნაგ­ვის ურ­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი - დიდი ზო­მის ჩა­ქუ­ჩი, ე.წ. ურო. დნმ-ის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, უროს სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ზე აღ­მოჩ­ნდა ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სის­ხლი, ხოლო უროს ტარ­ზე აღ­მოჩ­ნდა მხო­ლოდ მაგ­და პა­პი­ძის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა - დნმ, (იხ. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა) რაც ადას­ტუ­რებს, რომ ურო სწო­რედ მაგ­და პა­პი­ძემ ჩა­არ­ტყა თავ­ში მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მე­უღ­ლეს, რა­ზეც ასე­ვე მი­უ­თი­თებს ნაგ­ვის ურ­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სის­ხლით გაჟ­ღენ­თი­ლი ბა­ლი­ში. ნაგ­ვის ურ­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა ნივთმტკი­ცე­ბე­ბიც: ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სის­ხლით დას­ვრი­ლი ზე­წა­რი, პირ­სა­ხო­ცი, სხვა­დას­ხვა სა­ო­ჯა­ხო ნივ­თი, ტან­საც­მე­ლი, მუ­ყა­ოს კო­ლო­ფე­ბი, წიგ­ნე­ბი და რვე­უ­ლე­ბი, ანუ ყვე­ლა ის ნივ­თი, რო­მე­ლიც ოთახ­ში ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის დროს და­ის­ვა­რა სის­ხლით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თე­ბი, კვა­ლის წაშ­ლის მიზ­ნით, სა­ნაგ­ვე ურ­ნა­ში ბრალ­დე­ბულ­მა მაგ­და პა­პი­ძემ გა­და­ყა­რა.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი - ურო მაგ­და პა­პი­ძემ მა­ღა­ზი­ა­ში სწო­რედ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დღეს შე­ი­ძი­ნა, რა­საც ადას­ტუ­რებს რო­გორც მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლის ჩვე­ნე­ბა და ამოც­ნო­ბის ოქმი, ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­სუ­ლი მაგ­და პა­პი­ძე ურო­თი ხელ­ში შვილ­თან - 5 წლის თორ­ნი­კეს­თან ერ­თად.

მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, მაგ­და პა­პი­ძე შე­ე­ცა­და კვა­ლის წაშ­ლას, კერ­ძოდ, გაწ­მინ­და ია­ტა­კი, ავე­ჯი, ნაგ­ვის ურ­ნა­ში გა­და­ყა­რა სის­ხლი­ა­ნი ნივ­თე­ბი და გვერ­დით მცხოვ­რე­ბი დე­დამ­თი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ ოთახ­ში არ­სე­ბულ სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში გა­რე­ცხა სის­ხლით დას­ვრი­ლი იმ დი­ვა­ნის გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი, რო­მელ­ზეც თავ­ში უროს ჩარ­ტყმით მოკ­ლა მწო­ლი­ა­რე მე­უღ­ლე. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა დად­გე­ნი­ლია დე­დამ­თი­ლის და­რე­ჯან(ლილი) მინ­დი­კა­უ­რის ჩვე­ნე­ბე­ბით და მას­თან სტუმ­რად მყო­ფი მოწ­მე­ე­ბის - ირი­ნა მარ­ქა­რო­ვის და ალა მარ­ქა­რო­ვის ჩვე­ნე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ პა­პი­ძემ დე­დამ­თი­ლის ოთა­ხი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ტა­ნა "ტოლ­ჩით" წყა­ლი, ხოლო შემ­დეგ სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში ორ­ჯერ გა­რე­ცხა სა­რე­ცხი, მათ შო­რის დი­ვა­ნის გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი, რა დრო­საც წყალ­მა ფერი იც­ვა­ლა და გახ­და მო­ვარ­დის­ფრო-მო­წი­თა­ლო ფე­რის.

ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის დღი­უ­რის ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ხელ­წე­რის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, შეს­რუ­ლე­ბუ­ლია მაგ­და პა­პი­ძის მიერ. დღი­ურ­ში მაგ­და პა­პი­ძეს გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს შემ­დე­გი სა­ხის ჩა­ნა­წე­რი:

"ურო (ნაჭ­რით გახ­ვე­უ­ლი), პარ­კე­ბი დიდი გახ­სნი­ლი, გამ­ზა­დე­ბუ­ლი. პროს­ტი­ნა გამ­ზად, პირ­სახ. გამ­ზად. წყა­ლი გავ­სე­ბუ­ლი ტოლ­ჩა, ჩა­ი­ნი­კი. ტან­საც­მე­ლი გა­უმ­ზა­დო ორი­ვეს. გა­ვიმზ. ტან­საც­მე­ლი. სი­დე­ნი­ებს გა­და­ვა­ფა­რო შავი. დიდი პარ­კე­ბი"

ხსე­ნე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ანა­ლი­ზი ცხად­ჰყოფს, რომ მაგ­და პა­პი­ძეს წი­ნას­წარ ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა, გეგ­მავ­და თუ რო­გორ უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი და წა­ე­შა­ლა და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი.

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ "ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ქალა-ტვი­ნის ღია ბლაგ­ვი ტრავ­მა, ქა­ლას სარ­ქვე­ლი­სა და ფუ­ძის ძვლე­ბის მრა­ვალფ­რაგ­მენ­ტო­ვა­ნი დამ­სხვრე­უ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბი­თა და ქა­ლას ღრუ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვით. გვამს ზურ­გზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და თრე­ვის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ნაჭ­დე­ვე­ბი". რაც შე­ე­ხე­ბა 5 წლის თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვილს, მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია "ას­ფიქ­სია, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია ცხვირ-პი­რის შე­სავ­ლე­ბის გა­და­კეტვით", ანუ გა­გუდ­ვით. მაგ­და პა­პი­ძი­სათ­ვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გე­ნი­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს იგი იყო შე­რა­ცხა­დი და არ იმ­ყო­ფე­ბო­და აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

ის ფაქ­ტი, რომ მაგ­და პა­პი­ძემ მე­უღ­ლე მათ­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ ოთახ­ში მოკ­ლა, ასე­ვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დე­დის და­რე­ჯან (ლილი) მინ­დი­კა­უ­რის ჩვე­ნე­ბი­თაც, რო­მელ­მაც გან­მარ­ტა, რომ 2015 წლის 19 დე­კემ­ბერს, სა­ღა­მოს, რო­დე­საც შე­ვი­და შვი­ლის ოთახ­ში, ომარ ქა­ფი­აშ­ვილს ეღ­ვი­ძა და იწვა დი­ვან­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ოთა­ხის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, მი­თი­თე­ბუ­ლი დი­ვა­ნის ქვე­და სა­თავ­სო­დან და მისი ზე­და­პი­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სის­ხლის ლა­ქე­ბი.

უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ის ფაქ­ტი, რომ მკვლე­ლო­ბის დღეს, გვი­ან ღა­მით, რო­დე­საც დე­დამ­თილ­მა და­რე­ჯან(ლილი) მინ­დი­კა­ურ­მა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მაგ­და პა­პი­ძეს­თან მო­ი­კი­თხა შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი, ბრალ­დე­ბულ­მა მას გა­ნუ­ცხა­და, რომ ისი­ნი უკვე მო­დი­ოდ­ნენ სახ­ლში, არ ენერ­ვი­უ­ლა და და­ე­ძი­ნა. სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რის დრო­ი­სა და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გე­ნი­ლი მამა-შვი­ლის სიკ­ვდი­ლის დრო­ის შე­და­რე­ბი­სას აშ­კა­რაა, რომ მაგ­და პა­პი­ძეს მე­უღ­ლე და შვი­ლი ამ დროს უკვე მოკ­ლუ­ლი ჰყავ­და.

მაგ­და პა­პი­ძის დის - ლანა პა­პი­ძის ჩვე­ნე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ მაგ­და პა­პი­ძეს ჰყავ­და მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი და ბოლო პე­რი­ოდ­ში უკი­დუ­რე­სად აგ­რე­სი­უ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი მე­უღ­ლის - ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის მი­მართ. მი­სი­ვე ჩვე­ნე­ბით, მკვლე­ლო­ბამ­დე რა­მო­დე­ნი­მე დღით ადრე მაგ­დამ სთხო­ვა ჩა­ქუ­ჩი.მაგ­და პა­პი­ძის დე­დის - ლი­ა­ნა შა­მუ­გი­ას ჩვე­ნე­ბით, მათი სიძე - ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი იყო მო­სიყ­ვა­რუ­ლე მამა და მე­უღ­ლე, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, ხოლო თა­ვად მაგ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში ნე­გა­ტი­უ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ.

ამ­დე­ნად, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის - მაგ­და პა­პი­ძის და ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, სა­დაც აღ­მოჩ­ნდა ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლის კვა­ლი; ამო­ღე­ბუ­ლი ნივთმტკი­ცე­ბე­ბით: ურო, რო­მელ­ზეც ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად აღ­მო­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ მაგ­და პა­პი­ძის დნმ-ის კვა­ლი; გარ­დაც­ვლი­ლის სის­ხლით დას­ვრი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი, ზეწ­რე­ბი, სის­ხლი­ა­ნი ნაჭ­რე­ბი და ბა­ლი­ში; სა­მე­ურ­ნეო მა­ღა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რით, სა­დაც ჩანს თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა მაგ­და პა­პი­ძე შვილ­თან ერ­თად და ხელ­ში უჭი­რავს ურო; სა­მე­ურ­ნეო მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლის და­კი­თხვი­სა და ამოც­ნო­ბის ოქ­მე­ბით, რა დრო­საც მაგ­და პა­პი­ძე ამო­იც­ნო რო­გორც პირი, რო­მელ­მაც ურო შე­ი­ძი­ნა; მაგ­და პა­პი­ძის დღი­უ­რის ჩა­ნა­წე­რით, სა­ი­და­ნაც დას­ტურ­დე­ბა მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა; სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, რი­თაც დად­გე­ნი­ლია ომარ და თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის დრო და მი­ზე­ზი; მაგ­და პა­პი­ძის მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცის ჩვე­ნე­ბით, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა პა­პი­ძის გან­წყო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დე­დის - და­რე­ჯან(ლილი) მინ­დი­კა­უ­რის, მისი მე­ზობ­ლე­ბის ირი­ნა და ალა მარ­ქა­რო­ვე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით, მო­ბი­ლუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რის შე­სა­ხებ ამო­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით (გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ჯა­როვ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ნა­წი­ლი), და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით დგინ­დე­ბა, რომ მაგ­და პა­პი­ძემ ჩა­ი­დი­ნა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

იხი­ლეთ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ - ჩა­ნა­წე­რი მაგ­და პა­პი­ძის დღი­უ­რი­დან: "ტან­საც­მე­ლი გა­უმ­ზა­დო ორი­ვეს. სი­დე­ნი­ებს გა­და­ვა­ფა­რო შავი პარ­კე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის ახალ დეტალებს ამჟღავნებს

პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის ახალ დეტალებს ამჟღავნებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომელიც მაგდა პაპიძის საქმეზე ახალ დეტალებს შეეხება. განცხადებასთან ერთად, პროკურატურა ფოტო-ვიდეომასალასა და ჩვენებებს ავრცელებს. განცხადებას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ მაგდა პაპიძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ.

2015 წლის 20 დეკემბერს, მაგდა პაპიძე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის გამო. ბრალდების თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ, თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის - უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი - 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.

იხილეთ ვიდეო| როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მაგდა პაპიძე უროთი ხელში შვილთან ერთად - პროკურატურა ვიდეომასალას აქვეყნებს

შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების მიერ ქ.თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს წინ ნანახი იქნა ომარ ქაფიაშვილისა და თორნიკე ქაფიაშვილის გვამები. ომარ და თორნიკე ქაფიაშვილებს ტანთ ეცვათ ზამთრის სეზონისთვის შეუფერებლად. კერძოდ: ომარ ქაფიაშვილს ეცვა მხოლოდ სპორტული შარვალი, მაისური და წინდები, ხოლო თორნიკე ქაფიაშვილს მოკლესახელოებიანი მაისური, რეიტუზი და სპორტული შარვალი. ომარ ქაფიაშვილის გვამს ზურგზე აღენიშნებოდა სხეულის იატაკზე გათრევისათვის დამახასიათებელი კვალი. მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელ ოთახში, ანუ მკვლელობის უშუალო ადგილას, სისხლის კვალის წაშლის მიზნით გაწმენდილი იყო იატაკი და ავეჯი. სისხლის ლაქების აღმოსაჩენად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც იატაკზე, ოთახში არსებულ კარადაზე, მაგიდაზე, ტუმბოზე, საწოლზე, დივანზე და ოთახის კედლებზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლის მრავალი კვალი. სისხლის კვალი ასევე აღმოჩნდა ამავე ოთახიდან დერეფანში გასასვლელი კარის ჩარჩოზე და დერეფანში ქაფიაშვილის გვამის აღმოჩენის ადგილამდე, რაც მოწმობს იმას, რომ გვამის აღმოჩენის ადგილამდე ომარ ქაფიაშვილის სხეული გადაადგილებულია ოთახიდან და არა დერეფნიდან, როგორც ამას მაგდა პაპიძე უთითებს. ომარ ქაფიაშვილის სისხლი ასევე აღმოჩნდა მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა მარჯვენა საბურავზე და წინა მარჯვენა კარის კარნიზზე, რაც თავის მხრივ მოწმობს, რომ ბრალდებული ეცადა გვამის ავტომანქანაში ჩადებას, თუმცა ვერ შეძლო. სწორედ ამ გამოუვალი მდგომარეობის გამო დაიწყო მაგდა პაპიძემ ყვირილი და თითქოსდა "საშველად" მოუხმო მეზობლებსა და დედამთილს.

გამოძიების მიერ საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი - დიდი ზომის ჩაქუჩი, ე.წ. ურო. დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უროს სხვადასხვა ნაწილზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლი, ხოლო უროს ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ მაგდა პაპიძის ბიოლოგიური მასალა - დნმ, (იხ. ექსპერტიზის დასკვნა) რაც ადასტურებს, რომ ურო სწორედ მაგდა პაპიძემ ჩაარტყა თავში მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, რაზეც ასევე მიუთითებს ნაგვის ურნიდან ამოღებული ომარ ქაფიაშვილის სისხლით გაჟღენთილი ბალიში. ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთმტკიცებებიც: ომარ ქაფიაშვილის სისხლით დასვრილი ზეწარი, პირსახოცი, სხვადასხვა საოჯახო ნივთი, ტანსაცმელი, მუყაოს კოლოფები, წიგნები და რვეულები, ანუ ყველა ის ნივთი, რომელიც ოთახში ომარ ქაფიაშვილის მკვლელობის დროს დაისვარა სისხლით. აღნიშნული ნივთები, კვალის წაშლის მიზნით, სანაგვე ურნაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ გადაყარა.

გამოძიების დაწყებიდან მალევე დადგინდა, რომ დანაშაულის იარაღი - ურო მაგდა პაპიძემ მაღაზიაში სწორედ დანაშაულის ჩადენის დღეს შეიძინა, რასაც ადასტურებს როგორც მაღაზიის გამყიდველის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, ასევე ამოღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მაგდა პაპიძე უროთი ხელში შვილთან - 5 წლის თორნიკესთან ერთად.

მეუღლისა და შვილის მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მაგდა პაპიძე შეეცადა კვალის წაშლას, კერძოდ, გაწმინდა იატაკი, ავეჯი, ნაგვის ურნაში გადაყარა სისხლიანი ნივთები და გვერდით მცხოვრები დედამთილის საცხოვრებელ ოთახში არსებულ სარეცხის მანქანაში გარეცხა სისხლით დასვრილი იმ დივანის გადასაფარებელი, რომელზეც თავში უროს ჩარტყმით მოკლა მწოლიარე მეუღლე. აღნიშნული გარემოება დადგენილია დედამთილის დარეჯან(ლილი) მინდიკაურის ჩვენებებით და მასთან სტუმრად მყოფი მოწმეების - ირინა მარქაროვის და ალა მარქაროვის ჩვენებებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ პაპიძემ დედამთილის ოთახიდან რამდენჯერმე გაიტანა "ტოლჩით" წყალი, ხოლო შემდეგ სარეცხის მანქანაში ორჯერ გარეცხა სარეცხი, მათ შორის დივანის გადასაფარებელი, რა დროსაც წყალმა ფერი იცვალა და გახდა მოვარდისფრო-მოწითალო ფერის.

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს გამოძიების მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ამოღებული მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერი, რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ. დღიურში მაგდა პაპიძეს გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი:

"ურო (ნაჭრით გახვეული), პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული. პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად. წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი. ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ. ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი. დიდი პარკები"

ხსენებული ჩანაწერის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მაგდა პაპიძეს წინასწარ ჰქონდა განზრახული მეუღლისა და შვილის მკვლელობა, გეგმავდა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული და წაეშალა დანაშაულის კვალი.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ "ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობითა და ქალას ღრუში სისხლჩაქცევით. გვამს ზურგზე აღენიშნებოდა თრევის შედეგად განვითარებული ნაჭდევები". რაც შეეხება 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილს, მისი სიკვდილის მიზეზია "ასფიქსია, რომელიც გამოწვეულია ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვით", ანუ გაგუდვით. მაგდა პაპიძისათვის ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შერაცხადი და არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში.

ის ფაქტი, რომ მაგდა პაპიძემ მეუღლე მათსავე საცხოვრებელ ოთახში მოკლა, ასევე დადასტურებულია ომარ ქაფიაშვილის დედის დარეჯან (ლილი) მინდიკაურის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, საღამოს, როდესაც შევიდა შვილის ოთახში, ომარ ქაფიაშვილს ეღვიძა და იწვა დივანზე. აღნიშნული ოთახის დათვალიერებისას, მითითებული დივანის ქვედა სათავსოდან და მისი ზედაპირიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ომარ ქაფიაშვილის სისხლის ლაქები.

უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ მკვლელობის დღეს, გვიან ღამით, როდესაც დედამთილმა დარეჯან(ლილი) მინდიკაურმა მობილური ტელეფონის საშუალებით მაგდა პაპიძესთან მოიკითხა შვილი და შვილიშვილი, ბრალდებულმა მას განუცხადა, რომ ისინი უკვე მოდიოდნენ სახლში, არ ენერვიულა და დაეძინა. სატელეფონო კავშირის დროისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მამა-შვილის სიკვდილის დროის შედარებისას აშკარაა, რომ მაგდა პაპიძეს მეუღლე და შვილი ამ დროს უკვე მოკლული ჰყავდა.

მაგდა პაპიძის დის - ლანა პაპიძის ჩვენებით დადგენილია, რომ მაგდა პაპიძეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და ბოლო პერიოდში უკიდურესად აგრესიულად იყო განწყობილი მეუღლის - ომარ ქაფიაშვილის მიმართ. მისივე ჩვენებით, მკვლელობამდე რამოდენიმე დღით ადრე მაგდამ სთხოვა ჩაქუჩი.მაგდა პაპიძის დედის - ლიანა შამუგიას ჩვენებით, მათი სიძე - ომარ ქაფიაშვილი იყო მოსიყვარულე მამა და მეუღლე, მოკრძალებული, მშვიდი, გაწონასწორებული და რელიგიური ადამიანი, ხოლო თავად მაგდა ბოლო პერიოდში ნეგატიურად იყო განწყობილი მეუღლის მიმართ.

ამდენად, შემთხვევის ადგილის - მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელი ოთახის დათვალიერებით, სადაც აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის დიდი რაოდენობით სისხლის კვალი; ამოღებული ნივთმტკიცებებით: ურო, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩენილია მხოლოდ მაგდა პაპიძის დნმ-ის კვალი; გარდაცვლილის სისხლით დასვრილი სხვადასხვა საოჯახო ნივთები, ზეწრები, სისხლიანი ნაჭრები და ბალიში; სამეურნეო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაგდა პაპიძე შვილთან ერთად და ხელში უჭირავს ურო; სამეურნეო მაღაზიის თანამშრომლის დაკითხვისა და ამოცნობის ოქმებით, რა დროსაც მაგდა პაპიძე ამოიცნო როგორც პირი, რომელმაც ურო შეიძინა; მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერით, საიდანაც დასტურდება მეუღლისა და შვილის მკვლელობის განზრახვა; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რითაც დადგენილია ომარ და თორნიკე ქაფიაშვილის სიკვდილის დრო და მიზეზი; მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცის ჩვენებით, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა პაპიძის განწყობებთან დაკავშირებით, ომარ ქაფიაშვილის დედის - დარეჯან(ლილი) მინდიკაურის, მისი მეზობლების ირინა და ალა მარქაროვების ჩვენებებით, მობილური სატელეფონო კავშირის შესახებ ამოღებული ინფორმაციით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით (გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საჯაროვდება მტკიცებულებათა ნაწილი), დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დგინდება, რომ მაგდა პაპიძემ ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლისა და შვილის განზრახ მკვლელობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება და საბოლოო შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

იხილეთ შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალა

ასევე წაიკითხეთ -  ჩანაწერი მაგდა პაპიძის დღიურიდან: "ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. სიდენიებს გადავაფარო შავი პარკები"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ