საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი მიცვალებული იქეთ ეგდო, მეორე აქეთ" - თვითმხილველები გორში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალებზე
"ერთი მიცვალებული იქეთ ეგდო, მეორე აქეთ" - თვითმხილველები გორში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალებზე

წუ­ხელ გორ­ში შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და: 50 წლის მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე და მისი მე­ო­რე ქმა­რი სა­ნა­დი­რო თო­ფით მოკ­ლა. რო­გორც AMBEBI.GE-ს კო­რეს­პონ­დენ­ტი გო­რი­დან იუ­წყე­ბა, მა­მა­კა­ცი ცოლს წლე­ბის წინ და­შორ­და, რის შემ­დე­გაც ქალი მე­ო­რედ გა­თხოვ­და და პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სას შე­ძე­ნილ შვი­ლებ­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობ­და.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს ის­რა­ელ­ში 25 წლის შვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც გუ­შინ გვი­ან ღა­მით ჩა­მო­ას­ვე­ნეს გორ­ში. სწო­რედ ამ დროს მოხ­და კორ­პუ­სის ეზო­ში ორ­მა­გი მკვლე­ლო­ბა. აი, რას ყვე­ბი­ან PALITRANEWS-თან სა­უბ­რი­სას თვითმხილ­ვე­ლე­ბი:

"ტკა­ცუ­ნი გა­ვი­გე. ჯერ მე­გო­ნა "ხლა­პუშ­კას" ის­როდ­ნენ ბავ­შვე­ბი, გად­მო­ვი­ხე­დე და ხალ­ხი ირე­ო­და, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ერთი იქეთ მხა­რეს ეგდო, მე­ო­რე აქეთ", - ყვე­ბა ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლის თქმით: "ეს ქალი ძა­ლი­ან კარგ მა­მა­კაც­ზე იყო გა­თხო­ვი­ლი. შვი­ლი მო­უკ­ვდა ის­რა­ელ­ში, ჩა­მო­ას­ვე­ნეს და პირ­ველ­მა ქმარ­მა მან­ქა­ნა­ში­ვე ეს­რო­ლა ჯერ ქალს, მერე - კაცს".

მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა მი­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ეჭ­ვმი­ტა­ნილს ეძე­ბენ. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ვი­დეო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან

"ერთი მიცვალებული იქეთ ეგდო, მეორე აქეთ" - თვითმხილველები გორში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალებზე

"ერთი მიცვალებული იქეთ ეგდო, მეორე აქეთ" - თვითმხილველები გორში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალებზე

წუხელ გორში შემზარავი მკვლელობა მოხდა: 50 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეორე ქმარი სანადირო თოფით მოკლა. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი გორიდან იუწყება, მამაკაცი ცოლს წლების წინ დაშორდა, რის შემდეგაც ქალი მეორედ გათხოვდა და პირველი ქორწინებისას შეძენილ შვილებთან ერთად ისრაელში ცხოვრობდა.

მეზობლების ინფორმაციით, ქალს ისრაელში 25 წლის შვილი გარდაეცვალა, რომელიც გუშინ გვიან ღამით ჩამოასვენეს გორში. სწორედ ამ დროს მოხდა კორპუსის ეზოში ორმაგი მკვლელობა. აი, რას ყვებიან PALITRANEWS-თან საუბრისას თვითმხილველები:

"ტკაცუნი გავიგე. ჯერ მეგონა "ხლაპუშკას" ისროდნენ ბავშვები, გადმოვიხედე და ხალხი ირეოდა, მიცვალებული ერთი იქეთ მხარეს ეგდო, მეორე აქეთ", - ყვება ერთ-ერთი მეზობელი.

კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით: "ეს ქალი ძალიან კარგ მამაკაცზე იყო გათხოვილი. შვილი მოუკვდა ისრაელში, ჩამოასვენეს და პირველმა ქმარმა მანქანაშივე ესროლა ჯერ ქალს, მერე - კაცს".

მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მიმალვა მოახერხა. სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ