"პროფილისთვის" ცნობილი გახდა მაგდა პაპიძის ქმარ-შვილის მკვლელობის რამდენიმე შემზარავი დეტალი. კულუარული ინფორმაცია მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით "პროფილს" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
წყაროს ინფორმაციით, მკვლელობის ღამეს მაგდა პაპიძე სახლში მარტო არ იმყოფებოდა. სამსახურიდან მოულოდნელად დაბრუნებულ მეუღლეს სახლში უცხო მამაკაცი დახვდა, რომელმაც სახლიდან გაქცევა მოასწრო. "პროფილის" ჟურნალიტის თქმით, ცნობილია მესამე პირის ვინაობა, რომელიც თვეზე მეტია ცხოვრობს მონასტერში. (მისი სახელის და გვარის დასახელება შეგნებულად არ ხდება).
"პროფილის"დაზუსტებული ინფორმაციით, მან სამართალდამცველებს უკვე მისცა ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
წყარო ჰყვება, რომ მაგდა პაპიძეს ქმრის ცხედარი სახლიდან მარტო არ გაუტანია. სახლიდან რამდენიმე მეტრში, ნაგვის ურნასთან მან დაინახა მამაკაცი, რომელიც ურნაში ეძებდა საკვებს და სახლიდან ნარჩენების გატანის სანაცვლოდ დაპირდა 60 ლარს. როგორც წყაროს გადმოცემით ირკვევა, მამაკაცს არ ქონდა ინფორმაცია, რა სახის ნარჩენების გატანას სთხოვდა მას უცნობი ქალბატონი. როცა მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ შავ პოლიეთილენის პარკში გახვეული იყო ცხედარი, სადარბაზოსთან დააგდო და გაიქცა.
ასევე იხილეთ: "კალიცო ხელზე ეკეთა" - რას ამბობს ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის მაზლი მკვლელობის ვერსიებზე
ინფორმაცია კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით "რუსთავი2"-ის გადაცემა "პროფილში" გავიდა.