პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა: ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია
პროკურატურა: ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც 2015 წლის 28 მარტს მომ­ხდა­რი ბიზ­ნეს­მენ ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს. უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც პრო­კუ­რორ­მა ნინო აღ­ლე­მაშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე წა­ი­კი­თხა:

"მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და შს სა­მი­ნის­ტროს მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი არი­ან: უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 1985 წლის 29 მა­ისს და­ბა­დე­ბუ­ლი ოლეკ­სან­დრ და­მე­ტო­ვი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე, 1973 წლის 04 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ოლეგ დო­ე­ვი.

საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ამო­ღე­ბუ­ლი იქნა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის კუთ­ვნილ 154 სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძა­ზე გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ოდ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შე­მა­ვა­ლი და გა­მა­ვა­ლი ზა­რე­ბის შე­სა­ხებ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის მიერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იქნა ხსე­ნე­ბულ ან­ძებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 26 173 614 ზარი, მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა და ინ­ტერ­ნეტ აქ­ტი­ვო­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლი და გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მათ შო­რის დე­და­ქა­ლაქ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო და კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კუთ­ვნი­ლი გარე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­თა სა­ერ­თო ხან­გრძლი­ვო­ბა აღე­მა­ტე­ბა 4900 სა­ათს. გარ­და ამი­სა, და­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით თვითმხილ­ვე­ლი და გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ის მქო­ნე მოწ­მე, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იქნა დან­მა­შა­ვე პირ­თა ამოც­ნო­ბე­ბი, ჩა­ტარ­და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, ტექ­ნი­კუ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი, ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი იქნა შემ­დე­გი:

იხი­ლეთ ვი­დეო| რო­გორ მიყ­ვე­ბა ხარ­ძი­ანს მკვლე­ლი - პრო­კუ­რა­ტუ­რა ბიზ­ნეს­მე­ნის უკა­ნას­კნე­ლი წუ­თე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს

ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, 2015 წლის 13 იან­ვარს, ოლეკ­სან­დრ და­მე­ტო­ვი და ოლეგ დო­ე­ვი კი­ე­ვი-თბი­ლი­სის რე­ი­სით ჩა­მოფ­რინ­დნენ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში. იმა­ვე დღეს, ოლეკ­სან­დრ და­მე­ტო­ვი დრო­ე­ბით და­ბი­ნავ­და ქ. თბი­ლის­ში, ჯა­ვა­ხე­თის ქუჩა N44-ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "GGS"-ში, ხოლო ოლეგ დო­ე­ვი - ქ.თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლის მა­სივ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში.

2015 წლის 16 იან­ვარს, და­მე­ტოვ­მა და დო­ევ­მა კერ­ძო პი­რი­სა­გან, იქი­რა­ვეს ქ. თბი­ლის­ში, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი ბინა, სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ 2015 წლის 28 მარ­ტამ­დე. 2015 წლის 18 იან­ვარს, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე "ჯორ­და­ნოს" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში ო. და­მე­ტოვ­მა შე­ი­ძი­ნა ორ­მხრი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის ქურ­თუ­კი, რომ­ლის ამობ­რუ­ნე­ბით იც­ვლე­ბო­და ქურ­თუ­კის ფერი. 2015 წლის 4 მარტს, ქ. თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რის ოფის­ში და­მე­ტოვ­მა და დო­ევ­მა ტე­ლე­ფო­ნის სიმ-ბა­რა­თებ­ზე გა­ი­აქ­ტი­უ­რეს ინ­ტერ­ნეტ მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სი.

2015 წლის 15 მარტს, ხსე­ნე­ბულ­მა პი­რებ­მა კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტში, შე­ი­ძი­ნეს "ჰონ­დას" მარ­კის ლურ­ჯი ფე­რის მინი მო­პე­დი და შავი ფე­რის ჩა­ფხუ­ტი. გა­მო­ძი­ე­ბამ დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის მო­პე­დით გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შუ­ტე­ბი 2015 წლის 15 მარ­ტი­დან (მო­პე­დის შე­ძე­ნი­დან) მკვლე­ლო­ბამ­დე, ანუ 2015 წლის 28 მარ­ტამ­დე პე­რი­ოდ­ში. ამ მიზ­ნით გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა გარე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი და დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტე­ბის შეს­წავ­ლის, და­ზუს­ტე­ბი­სა და მისი თვალ­თვა­ლის მიზ­ნით, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­პე­დით მოძ­რა­ო­ბას იწყებ­დნენ მათი დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის სი­ახ­ლო­ვეს, კოს­ტა­ვა­სა და სუ­ლა­კა­უ­რის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე "ხა­ლიკ ბან­კის" ტე­რი­ტო­რი­ი­დან, მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ ვა­რა­ზის ხე­ვის გავ­ლით მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლოს" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის­კენ, სა­დაც მდე­ბა­რე­ობ­და ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის სა­მუ­შაო ოფი­სი და თარ­ხნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის გავ­ლით, მა­რაბ­დის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ხარ­ძი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის­კენ. ასე­ვე, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ პი­რებს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ გა­და­ად­გი­ლე­ბის მე­ო­რე მარ­შრუ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მათი დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ ხვი­ჩი­ას, ბუ­ლა­ჩა­უ­რის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას, თა­მა­რაშ­ვი­ლის, ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და აბა­ში­ძის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით მა­რაბ­დის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის­კენ. ორი­ვე მარ­შრუ­ტის შემ­თხვე­ვა­ში მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი მო­პე­დით გა­და­ად­გი­ლე­ბას ას­რუ­ლებ­დნენ სა­წყის წერ­ტილ­ში - კოს­ტა­ვა­სა და სუ­ლა­კა­უ­რის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე "ხა­ლიკ ბანკთან", სა­დაც მდე­ბა­რე­ობ­და მათ მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ბინა.

მკვლე­ლო­ბის დღეს, 2015 წლის 28 მარტს, 10:32 წუთ­ზე, ოლეკ­სან­დრ და­მე­ტოვ­მა მო­პე­დით მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო კოს­ტა­ვა­სა და სუ­ლა­კა­უ­რის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე "ხა­ლიკ ბან­კის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, ვა­რა­ზის ხე­ვის გავ­ლით ავი­და მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლოს­თან" და თარ­ხნიშ­ვი­ლის, ბარ­ნო­ვი­სა და შატ­ბე­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით გა­ე­მარ­თა მა­რაბ­დის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა­კენ, სა­დაც და­ყოვ­ნდა რა­მო­დე­ნი­მე წა­მით, შემ­დეგ და­ტო­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი და მომ­დევ­ნო ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მოძ­რა­ობ­და მა­რაბ­დის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

იმა­ვე დღეს, 12:20 სა­ათ­ზე, ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­მო­ვი­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან და მი­ვი­და საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლო­ში". შეხ­ვედ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ოლეკ­სან­დრ და­მე­ტო­ვი მო­პე­დით მოძ­რა­ობ­და ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა და სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლოს" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ხარ­ძი­ან­მა სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლოს" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა 13:43 სა­ათ­ზე და თარ­ხნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის გავ­ლით გა­ე­მარ­თა სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა­კენ, რა დრო­საც ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ გარე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ვი­დე­ო­კა­მე­რებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია, თუ რო­გორ მიჰ­ყვე­ბა მო­პე­დით და­მე­ტო­ვი ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის ავ­ტო­მან­ქა­ნას.

მა­რაბ­დის ქუჩა N25-ში, ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლი ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნი შე­ვი­და სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში, სა­დაც მას შეჰ­ყვა ოლეკ­სან­დრ და­მე­ტო­ვი და მა­ყუ­ჩი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სამი გას­რო­ლა, რი­თაც ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ანს მი­ა­ყე­ნა სამი შე­მა­ვა­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა, მათ შო­რის ერთი სა­კონ­ტრო­ლო, თა­ვის არე­ში. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, და­მე­ტო­ვი მო­პე­დის მეშ­ვე­ო­ბით მი­ი­მა­ლა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან. აღ­ნიშ­ნუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა და ჩა­ფხუ­ტი და­ტო­ვა კე­კე­ლი­ძის ქ. N23-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სის ეზო­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ავ­ტო­ფა­რეხ­თან, რუხი ფე­რის ნაჭ­რის ქუდი შე­მო­აგ­დო ავ­ტო­ფა­რე­ხის სა­ხუ­რავ­ზე, შემ­დეგ კი გა­ა­ჩე­რა ტაქ­სი და გა­ე­მარ­თა რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გზა­ში, თა­მარ მე­ფის ხიდ­თან, ტაქ­სის მძღოლს მოთსხო­ვა გა­ჩე­რე­ბა, გა­და­უ­ხა­და მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი, გად­მო­ვი­და ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან, თა­მარ მე­ფის ხი­დი­დან მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­აგ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის მა­ყუ­ჩი­ა­ნი პის­ტო­ლე­ტი, რო­მე­ლიც ნა­პოვ­ნი და ამო­ღე­ბუ­ლი იქნა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ.

ამის შემ­დეგ, ოლეკ­სან­დრ და­მე­ტოვ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ირ­ბი­ნა თა­მარ მე­ფის ხიდ­თან არ­სე­ბუ­ლი კი­ბე­ე­ბი, რა დრო­საც კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით შე­მო­იბ­რუ­ნა ორ­მხრი­ვი, ორ­ფე­რო­ვა­ნი ქურ­თუ­კი და ჩაჯ­და "მერ­სე­დეს ბენც ეს" კლა­სის მარ­კის ტაქსში, რაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იქნა აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბით. ხსე­ნე­ბუ­ლი ტაქ­სით თა­მარ მე­ფის ხი­დი­სა და გმირ­თა მო­ედ­ნის გავ­ლით გა­და­ად­გილ­და კოს­ტა­ვას გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩა­მო­ვი­და "ხა­ლიკ ბანკთან" და ფე­ხით გა­ე­მარ­თა ნა­ქი­რა­ვე­ბი ბი­ნი­სა­კენ. იმა­ვე დღეს, ბი­ნი­დან მათი მო­უ­ლოდ­ნე­ლი წას­ვლის მო­ტი­ვით და­მე­ტო­ვი და­უ­კავ­შირ­და ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს და სას­წრა­ფოდ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად და­ტო­ვა ნა­ქი­რა­ვე­ბი ბინა.

და­ახ­ლო­ე­ბით 15-16 სა­ა­თი­სათ­ვის ოლეკ­სან­დრ და­მე­ტო­ვი და ოლეგ დო­ე­ვი, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე ჩას­ხდნენ "ფოლკს­ვა­გენ ვენ­ტოს" მარ­კის ტაქსში და გა­ე­მარ­თნენ ორ­თა­ჭა­ლა­ში მდე­ბა­რე ავ­ტო­სად­გუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც იქი­რა­ვეს "მერ­სე­დეს ბენც ეს" კლა­სის მარ­კის ტაქ­სი და გა­ემ­გზავრნენ სარფში. იმა­ვე დღეს, მკვლე­ლო­ბი­დან რა­მო­დე­ნი­მე სა­ათ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 21 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე, ოლეკ­სან­დრ და­მე­ტოვ­მა და ოლეგ დო­ევ­მა, სარ­ფის სა­სა­ზღვრო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გავ­ლით, ფე­ხით გა­დაკ­ვე­თეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი და მი­ი­მალ­ნენ.

და­მე­ტო­ვის მიერ კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მი­ტო­ვე­ბუ­ლი მინი მო­პე­დი­დან, ჩა­ფხუ­ტი­დან, ნაქ­სო­ვი ქუ­დი­დან, ასე­ვე პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე და­მე­ტო­ვი­სა და დო­ე­ვის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზით აღ­მოჩ­ნდა ერ­თმა­ნე­თის იდენ­ტუ­რი. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ოლეკ­სან­დრ და­მე­ტოვ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი გად­მოკ­ვე­თა ყალ­ბი პას­პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით და მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ იმა­ვე დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ტო­ვა ქვეყ­ნის ფარ­გლე­ბი. ამ ეტაპ­ზე, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თავს ვი­კა­ვებთ.

ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის ოლეკ­სან­დრ და­მე­ტოვ­სა და ოლეგ დო­ევს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნათ ჯერ კი­დევ 2015 წლის 26 აპ­რილს, კერ­ძოდ: ოლეკ­სან­დრ და­მე­ტოვს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტი­თა და 236-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით, ხოლო ოლეგ დო­ევს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 25,109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით. იმა­ვე დღეს, ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­დათ პა­ტიმ­რო­ბა და მათ მი­მართ გა­მო­ცხად­და შიდა ძებ­ნა, ხოლო 2015 წლის 28 აპ­რილს - სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა.

2016 წლის 12 იან­ვა­რის დად­გე­ნი­ლე­ბით, ოლეკ­სან­დრ და­მე­ტოვს წა­რედ­გი­ნა და­ზუს­ტე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თი­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, 236-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით, 344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­თა და 362-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 16-დან 20-წლამ­დე ვა­დით ან უვა­დოდ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის უკვე ცნო­ბი­ლი იყო დამ­ნა­შა­ვე პირ­თა ვი­ნა­ო­ბა, იმის გამო, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ხელი არ შეშ­ლო­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში, და­ნა­შა­უ­ლის რე­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა­სა და ძებ­ნილ პირ­თა მი­მართ წარ­მო­ე­ბულ და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ არ გა­სა­ჯა­როვ­და საქ­მის დე­ტა­ლე­ბი. თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამ ეტაპ­ზე მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ პირ­თა მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ამო­ი­წუ­რა წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მამ­დე ბრალ­დე­ბუ­ლად ყოფ­ნის 9 თვი­ა­ნი ვადა და საქ­მე არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ეგ­ზავ­ნა სა­სა­მარ­თლოს, პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­აჩ­ნია გა­ა­სა­ჯა­რო­ოს გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი, ვი­ნა­ი­დან საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო­ში უნდა და­ი­წყოს არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა, რაც სა­ჯა­როა ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი­სათ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რებს, მათი მხი­ლე­ბის მიზ­ნით გრძელ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, ხოლო ძებ­ნილ პირ­თა ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

პროკურატურა: ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია

პროკურატურა: ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც 2015 წლის 28 მარტს მომხდარი ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადეს. უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, რომელიც პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ბრიფინგზე წაიკითხა:

"მთავარი პროკურატურისა და შს სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ხარძიანის მკვლელობაში მხილებული არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ამოღებული იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების კუთვნილ 154 სატელეფონო ანძაზე გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდში დაფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ. საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებული იქნა ხსენებულ ანძებზე დაფიქსირებული 26 173 614 ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ინტერნეტ აქტივობა. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებული და გამოკვლეული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში განთავსებული საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა აღემატება 4900 საათს. გარდა ამისა, დაიკითხა ათეულობით თვითმხილველი და გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაციის მქონე მოწმე, ჩატარებული იქნა დანმაშავე პირთა ამოცნობები, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ტექნიკური, ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური ექსპერტიზები. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა შემდეგი:

იხილეთ ვიდეო| როგორ მიყვება ხარძიანს მკვლელი - პროკურატურა ბიზნესმენის უკანასკნელი წუთების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ოლეკსანდრ დამეტოვი და ოლეგ დოევი კიევი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. იმავე დღეს, ოლეკსანდრ დამეტოვი დროებით დაბინავდა ქ. თბილისში, ჯავახეთის ქუჩა N44-ში მდებარე სასტუმრო "GGS"-ში, ხოლო ოლეგ დოევი - ქ.თბილისში, ვარკეთილის მასივში მდებარე ერთ-ერთ ბინაში.

2015 წლის 16 იანვარს, დამეტოვმა და დოევმა კერძო პირისაგან, იქირავეს ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბინა, სადაც ცხოვრობდნენ 2015 წლის 28 მარტამდე. 2015 წლის 18 იანვარს, პეკინის გამზირზე მდებარე "ჯორდანოს" მაღაზიათა ქსელში ო. დამეტოვმა შეიძინა ორმხრივი გამოყენების ქურთუკი, რომლის ამობრუნებით იცვლებოდა ქურთუკის ფერი. 2015 წლის 4 მარტს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მობილური ოპერატორის ოფისში დამეტოვმა და დოევმა ტელეფონის სიმ-ბარათებზე გაიაქტიურეს ინტერნეტ მომსახურების სერვისი.

2015 წლის 15 მარტს, ხსენებულმა პირებმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში, შეიძინეს "ჰონდას" მარკის ლურჯი ფერის მინი მოპედი და შავი ფერის ჩაფხუტი. გამოძიებამ დეტალურად შეისწავლა მკვლელობაში ბრალდებული პირების მოპედით გადაადგილების მარშუტები 2015 წლის 15 მარტიდან (მოპედის შეძენიდან) მკვლელობამდე, ანუ 2015 წლის 28 მარტამდე პერიოდში. ამ მიზნით გამოკვლეული იქნა გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები და დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების მარშრუტების შესწავლის, დაზუსტებისა და მისი თვალთვალის მიზნით, დღის განმავლობაში მოპედით მოძრაობას იწყებდნენ მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის სიახლოვეს, კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე "ხალიკ ბანკის" ტერიტორიიდან, მიემართებოდნენ ვარაზის ხევის გავლით მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც მდებარეობდა ბესარიონ ხარძიანის სამუშაო ოფისი და თარხნიშვილის ქუჩის გავლით, მარაბდის ქუჩაზე მდებარე ხარძიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიისკენ. ასევე, მკვლელობაში ბრალდებულ პირებს შემუშავებული ჰქონდათ გადაადგილების მეორე მარშრუტი, რომლის მიხედვითაც მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილდებოდნენ ხვიჩიას, ბულაჩაურის, ვაჟა-ფშაველას, თამარაშვილის, ჭავჭავაძისა და აბაშიძის ქუჩების გავლით მარაბდის ქუჩაზე მდებარე ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიისკენ. ორივე მარშრუტის შემთხვევაში მკვლელობაში ბრალდებული პირები მოპედით გადაადგილებას ასრულებდნენ საწყის წერტილში - კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე "ხალიკ ბანკთან", სადაც მდებარეობდა მათ მიერ დაქირავებული ბინა.

მკვლელობის დღეს, 2015 წლის 28 მარტს, 10:32 წუთზე, ოლეკსანდრ დამეტოვმა მოპედით მოძრაობა დაიწყო კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე "ხალიკ ბანკის" მიმდებარე ტერიტორიიდან, ვარაზის ხევის გავლით ავიდა მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო "საქართველოსთან" და თარხნიშვილის, ბარნოვისა და შატბერაშვილის ქუჩების გავლით გაემართა მარაბდის ქუჩაზე მდებარე ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლისაკენ, სადაც დაყოვნდა რამოდენიმე წამით, შემდეგ დატოვა აღნიშნული ადგილი და მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მოძრაობდა მარაბდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე.

იმავე დღეს, 12:20 საათზე, ბესარიონ ხარძიანი საკუთარი ავტომანქანით გამოვიდა საცხოვრებელი სახლიდან და მივიდა საქმიან შეხვედრაზე მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო "საქართველოში". შეხვედრის მიმდინარეობის პერიოდში ოლეკსანდრ დამეტოვი მოპედით მოძრაობდა ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლისა და სასტუმრო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიებზე. ხარძიანმა სასტუმრო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორია დატოვა 13:43 საათზე და თარხნიშვილის ქუჩის გავლით გაემართა საკუთარი საცხოვრებელი სახლისაკენ, რა დროსაც ბარნოვის ქუჩაზე არსებულ გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერებზე დაფიქსირებულია, თუ როგორ მიჰყვება მოპედით დამეტოვი ბესარიონ ხარძიანის ავტომანქანას.

მარაბდის ქუჩა N25-ში, ავტომანქანიდან გადმოსული ბესარიონ ხარძიანი შევიდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც მას შეჰყვა ოლეკსანდრ დამეტოვი და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, რითაც ბესარიონ ხარძიანს მიაყენა სამი შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მათ შორის ერთი საკონტროლო, თავის არეში. მკვლელობის შემდეგ, დამეტოვი მოპედის მეშვეობით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და ჩაფხუტი დატოვა კეკელიძის ქ. N23-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსის ეზოში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხთან, რუხი ფერის ნაჭრის ქუდი შემოაგდო ავტოფარეხის სახურავზე, შემდეგ კი გააჩერა ტაქსი და გაემართა რკინიგზის სადგურის მიმართულებით. გზაში, თამარ მეფის ხიდთან, ტაქსის მძღოლს მოთსხოვა გაჩერება, გადაუხადა მგზავრობის საფასური, გადმოვიდა ავტომანქანიდან, თამარ მეფის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადააგდო დანაშაულის ჩადენის იარაღი - "მაკაროვის" სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი, რომელიც ნაპოვნი და ამოღებული იქნა გამოძიების მიერ.

ამის შემდეგ, ოლეკსანდრ დამეტოვმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით ჩაირბინა თამარ მეფის ხიდთან არსებული კიბეები, რა დროსაც კვალის არევის მიზნით შემოიბრუნა ორმხრივი, ორფეროვანი ქურთუკი და ჩაჯდა "მერსედეს ბენც ეს" კლასის მარკის ტაქსში, რაც დაფიქსირებული იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერებით. ხსენებული ტაქსით თამარ მეფის ხიდისა და გმირთა მოედნის გავლით გადაადგილდა კოსტავას გამზირის მიმართულებით, ჩამოვიდა "ხალიკ ბანკთან" და ფეხით გაემართა ნაქირავები ბინისაკენ. იმავე დღეს, ბინიდან მათი მოულოდნელი წასვლის მოტივით დამეტოვი დაუკავშირდა ბინის მეპატრონეს და სასწრაფოდ თანამზრახველთან ერთად დატოვა ნაქირავები ბინა.

დაახლოებით 15-16 საათისათვის ოლეკსანდრ დამეტოვი და ოლეგ დოევი, პეკინის გამზირზე ჩასხდნენ "ფოლკსვაგენ ვენტოს" მარკის ტაქსში და გაემართნენ ორთაჭალაში მდებარე ავტოსადგურის მიმართულებით, სადაც იქირავეს "მერსედეს ბენც ეს" კლასის მარკის ტაქსი და გაემგზავრნენ სარფში. იმავე დღეს, მკვლელობიდან რამოდენიმე საათში, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ოლეკსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, ფეხით გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მიიმალნენ.

დამეტოვის მიერ კეკელიძის ქუჩაზე მიტოვებული მინი მოპედიდან, ჩაფხუტიდან, ნაქსოვი ქუდიდან, ასევე პეკინის ქუჩაზე დამეტოვისა და დოევის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა დნმ-ის ნიმუშები, რომლებიც ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზით აღმოჩნდა ერთმანეთის იდენტური. გამოძიებით დადგენილია, რომ ოლეკსანდრ დამეტოვმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა ყალბი პასპორტის გამოყენებით და მკვლელობის ჩადენის შემდეგ იმავე დოკუმენტის გამოყენებით დატოვა ქვეყნის ფარგლები. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დეტალების გასაჯაროვებაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ.

ჩადენილი დანაშაულისათვის ოლეკსანდრ დამეტოვსა და ოლეგ დოევს ბრალდება წარედგინათ ჯერ კიდევ 2015 წლის 26 აპრილს, კერძოდ: ოლეკსანდრ დამეტოვს წარედგინა ბრალდება ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობისათვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ხოლო ოლეგ დოევს წარედგინა ბრალდება შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით. იმავე დღეს, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და მათ მიმართ გამოცხადდა შიდა ძებნა, ხოლო 2015 წლის 28 აპრილს - საერთაშორისო ძებნა.

2016 წლის 12 იანვარის დადგენილებით, ოლეკსანდრ დამეტოვს წარედგინა დაზუსტებული ბრალდება ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ვადით ან უვადოდ.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, გამოძიებისათვის უკვე ცნობილი იყო დამნაშავე პირთა ვინაობა, იმის გამო, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა მტკიცებულებების მოპოვებაში, დანაშაულის რეალური გარემოებების დადგენასა და ძებნილ პირთა მიმართ წარმოებულ დაკავების ღონისძიებების გატარებაში, პროკურატურის მიერ არ გასაჯაროვდა საქმის დეტალები. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე მკვლელობაში ბრალდებულ პირთა მიმართ გამოძიება დასრულებულია, ამოიწურა წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულად ყოფნის 9 თვიანი ვადა და საქმე არსებითად განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები, ვინაიდან საქმეზე სასამართლოში უნდა დაიწყოს არსებითი განხილვა, რაც საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს, მათი მხილების მიზნით გრძელდება ინტენსიური გამოძიება, ხოლო ძებნილ პირთა ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ