მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა ჩემი ვალი აქვსო" - 2007 წელს თბილისში მომხდარ მკვლელობაში კუჭავას ბრალეულობაზე ღიად საუბრობენ
"სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა ჩემი ვალი აქვსო" - 2007 წელს თბილისში მომხდარ მკვლელობაში კუჭავას ბრალეულობაზე ღიად საუბრობენ

2007 წელს მოკ­ლუ­ლი გოჩა მა­ღალ­და­ძის ახ­ლობ­ლე­ბი საქ­მე­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე ღიად ალა­პა­რაკ­დნენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­დეგ, რომ კუ­ჭა­ვას გვა­რი, შე­საძ­ლოა, ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბის გარ­და, კი­დევ ერთ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­დეს, ambebi.ge მა­ღალ­და­ძის მე­გო­ბარს, მა­მუ­კა გუ­გე­შაშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც 2007 წელს, მცხე­თის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა გა­იხ­სე­ნა და დარ­წმუ­ნე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი გოჩა მა­ღალ­და­ძის მკვლე­ლო­ბის უკან სწო­რედ კუ­ჭა­ვა დგას.

იხი­ლეთ ვი­დეო

გუ­გე­შაშ­ვი­ლის თქმით, გოჩა მა­ღალ­და­ძე იმ წლებ­ში კა­ზი­ნო "ფორ­ტუ­ნას" მფლო­ბე­ლი იყო, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა კი "ას­ტო­რია პა­ლა­სის". რო­გორც გუ­გე­შაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს: "ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი მო­ი­გო კუ­ჭა­ვამ მა­ღალ­და­ძის კა­ზი­ნო­ში, შემ­დეგ კი სხვა­დას­ხვა სა­მო­რი­ნე­ებ­ში დიდი თან­ხე­ბი წა­უ­გია. ბო­ლოს კი, რაც უკვე გო­ჩას­გან ვი­ცო­დი, 100 ათა­სი ითხო­ვა, რომ წა­სუ­ლი­ყო და ეთა­მა­შა, ეს ფული კი არ და­უბ­რუ­ნა. გოჩა სა­ნამ ცო­ცხა­ლი იყო, ამ­ბობ­და კუ­ჭა­ვას ჩემი ვალი აქ­ვსო. 2007 წლის 9 მა­ისს მოხ­და ეს შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა, მა­შინ ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც და­კი­თხვებ­ზეც და­ყავ­დათ, იყო ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა".

ამ საქ­მე­ში კუ­ჭა­ვას გვარ­მა ჯერ კი­დევ 2009 წელს მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­იჟ­ღე­რა: კერ­ძოდ, თბი­ლის­ში მოკ­ლუ­ლი 67 წლის თა­მაზ ნი­ნუ­ა­სა და მისი 64 წლის მე­უღ­ლის ეთერ ნი­ნუ­ას­თან მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­ცეს­ზე. სა­სა­მარ­თლო­ში ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ ვაჟა ნუ­ცუ­ბი­ძემ და­კი­თხვის დროს მა­ღალ­და­ძის მკვლე­ლო­ბა გა­იხ­სე­ნა: "გოჩა მა­ღალ­და­ძე მო­თა­მა­შე იყო. ამ ვი­თა­რე­ბა­ში გა­ვი­ცა­ნი და საქ­მე­შიც ერ­თად ვი­ყა­ვით. კა­ზი­ნო ჰქონ­და გუ­გუ­ლას­თან ერ­თად.... ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას 50.000 დო­ლა­რი და მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას 69. 000 მო­უ­გო. ჟორ­და­ნი­ამ შე­მოთ­ვა­ლა, რომ თურ­ქე­თის ვალ­ში "გა­ა­რას­ხო­და". კუ­ჭა­ვა და­ი­კარ­გა, მერე თქვა, რომ ისევ ითა­მა­შა გო­ჩას­თან და მო­უ­გო. ეს რომ ასე ყო­ფი­ლი­ყო, მე­ცო­დი­ნე­ბო­და. კუ­ჭა­ვას ეს ფული მი­სა­ტა­ნი აქვს მის ოჯახ­ში... 2007 წლის მა­ის­ში გოჩა ვა­კე­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მოკ­ლუ­ლი ვი­პო­ვე...

მე­უღ­ლე ეძებ­და, ჯერ კა­ზი­ნო "აჭა­რა­ში", მერე მის ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მი­ვე­დი, შემ­თხვე­ვით ხელი გავ­კა­რი კა­რებს და გა­ი­ღო. სა­ა­ბა­ზა­ნოს­თან გოჩა და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ეგდო, თა­ვი­დან მკვლე­ლო­ბა­ზე არც მი­ფიქ­რია, ვი­ფიქ­რე, თავი რა­ღა­ცას და­არ­ტყა-მეთ­ქი. მერე შევ­ნიშ­ნე, რომ სა­ფეთ­ქელ­თან ჰქონ­და წერ­ტი­ლი. ცოლს და ყვე­ლა ახ­ლო­ბელს და­ვუ­რე­კე. გოჩა მო­თა­მა­შე იყო, მაგ­რამ არა­ვინ გა­უმ­წა­რე­ბია. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. დღემ­დე სულ მა­გას ვფიქ­რობ, ვინ მოკ­ლა, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქო­ნო­და. სა­მო­რი­ნე­ე­ბი რომ და­ი­ხუ­რა, მერე "მა­ზავ­ში­კობ­და". დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ მოკ­ლეს,"- გა­ნა­ცხა­და ნუ­ცუ­ბი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რა აკავ­ში­რებ­და აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შის მკვლე­ლო­ბას­თან პრო­კუ­რო­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას?!

ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი მო­ი­გო კუ­ჭა­ვამ მა­ღალ­და­ძის კა­ზი­ნო­ში
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა ჩემი ვალი აქვსო" - 2007 წელს თბილისში მომხდარ მკვლელობაში კუჭავას ბრალეულობაზე ღიად საუბრობენ

"სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა ჩემი ვალი აქვსო" - 2007 წელს თბილისში მომხდარ მკვლელობაში კუჭავას ბრალეულობაზე ღიად საუბრობენ

2007 წელს მოკლული გოჩა მაღალდაძის ახლობლები საქმეში "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ბრალეულობაზე ღიად ალაპარაკდნენ. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ კუჭავას გვარი, შესაძლოა, ვახტანგ ქირიას მკვლელობის გარდა, კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებდეს, ambebi.ge მაღალდაძის მეგობარს, მამუკა გუგეშაშვილს ესაუბრა, რომელმაც 2007 წელს, მცხეთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გაიხსენა და დარწმუნებით აღნიშნა, რომ ბიზნესმენი გოჩა მაღალდაძის მკვლელობის უკან სწორედ კუჭავა დგას.

იხილეთ ვიდეო

გუგეშაშვილის თქმით, გოჩა მაღალდაძე იმ წლებში კაზინო "ფორტუნას" მფლობელი იყო, ბიძინა კუჭავა კი "ასტორია პალასის". როგორც გუგეშაშვილი იხსენებს: "ნახევარი მილიონი მოიგო კუჭავამ მაღალდაძის კაზინოში, შემდეგ კი სხვადასხვა სამორინეებში დიდი თანხები წაუგია. ბოლოს კი, რაც უკვე გოჩასგან ვიცოდი, 100 ათასი ითხოვა, რომ წასულიყო და ეთამაშა, ეს ფული კი არ დაუბრუნა. გოჩა სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა კუჭავას ჩემი ვალი აქვსო. 2007 წლის 9 მაისს მოხდა ეს შემზარავი მკვლელობა, მაშინ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც დაკითხვებზეც დაყავდათ, იყო ბიძინა კუჭავა".

ამ საქმეში კუჭავას გვარმა ჯერ კიდევ 2009 წელს მიმდინარე სასამართლო პროცესზე გაიჟღერა: კერძოდ, თბილისში მოკლული 67 წლის თამაზ ნინუასა და მისი 64 წლის მეუღლის ეთერ ნინუასთან მკვლელობის საქმის პროცესზე. სასამართლოში ერთ-ერთმა მოქალაქემ ვაჟა ნუცუბიძემ დაკითხვის დროს მაღალდაძის მკვლელობა გაიხსენა: "გოჩა მაღალდაძე მოთამაშე იყო. ამ ვითარებაში გავიცანი და საქმეშიც ერთად ვიყავით. კაზინო ჰქონდა გუგულასთან ერთად.... ბიძინა კუჭავას 50.000 დოლარი და მერაბ ჟორდანიას 69. 000 მოუგო. ჟორდანიამ შემოთვალა, რომ თურქეთის ვალში "გაარასხოდა". კუჭავა დაიკარგა, მერე თქვა, რომ ისევ ითამაშა გოჩასთან და მოუგო. ეს რომ ასე ყოფილიყო, მეცოდინებოდა. კუჭავას ეს ფული მისატანი აქვს მის ოჯახში... 2007 წლის მაისში გოჩა ვაკეში, ნაქირავებ ბინაში მოკლული ვიპოვე...

მეუღლე ეძებდა, ჯერ კაზინო "აჭარაში", მერე მის ნაქირავებ ბინაში მივედი, შემთხვევით ხელი გავკარი კარებს და გაიღო. სააბაზანოსთან გოჩა დასისხლიანებული ეგდო, თავიდან მკვლელობაზე არც მიფიქრია, ვიფიქრე, თავი რაღაცას დაარტყა-მეთქი. მერე შევნიშნე, რომ საფეთქელთან ჰქონდა წერტილი. ცოლს და ყველა ახლობელს დავურეკე. გოჩა მოთამაშე იყო, მაგრამ არავინ გაუმწარებია. ძალიან კარგი ადამიანი იყო. დღემდე სულ მაგას ვფიქრობ, ვინ მოკლა, ვერ წარმოვიდგენ ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. სამორინეები რომ დაიხურა, მერე "მაზავშიკობდა". დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს,"- განაცხადა ნუცუბიძემ სასამართლო პროცესზე.

ასევე წაიკითხეთ: რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!

ნახევარი მილიონი მოიგო კუჭავამ მაღალდაძის კაზინოში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ