საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!
რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო სამ­ხა­რეო პრო­კუ­რო­რის, ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვაა, რო­მელ­მაც 17 იან­ვარს, პო­ლი­ცი­ის მიერ მისი დევ­ნის ოპე­რა­ცი­ი­სას, თავი მო­იკ­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, პრო­კუ­რო­რი, რომ­ლიც ში­ნი­დან 13 იან­ვარს გა­ვი­და სახ­ლი­დან და შინ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, 16 იან­ვარს თბი­ლის­ში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს.

იხი­ლეთ ვი­დეო| ვინ იყო ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა? - აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შე, რომ­ლის სა­ხე­ლი სხვა მკვლე­ლო­ბებ­შიც ფი­გუ­რი­რებს?

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე უწყე­ბის სა­ზო­გა­დო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გა­ნა­ცხა­და, ბინა, რო­მელ­შიც იპო­ვეს ქი­რი­ას ცხე­და­რი, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ვახ­ტანგ ქი­რი­ას გვა­მის და­ნა­წევ­რე­ბის სა­წყი­სი ეტა­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კვა­ლი ემ­ჩნე­ო­და. შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ვახ­ტანგ ქი­რი­ას და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ნა­თე­სა­უ­რი და საკ­მა­ოდ ახლო კავ­ში­რი ჰქონ­დათ და ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ვახ­ტანგ ქი­რი­ას სამ­სა­ხუ­რებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან კავ­შირ­ში არ არის. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ვახ­ტანგ ქი­რი­ას ცხე­და­რი ზუგ­დიდ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში უკვე გა­და­ას­ვე­ნეს. მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მის­მა ძმამ, ელ­დარ ქი­რი­ამ: "ზუს­ტად ვე­რა­ფერს გე­ტყვით, გა­მო­ძე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მო­ტი­ვიც მა­შინ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და სხვა დე­ტა­ლე­ბიც".

"კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქივ­ში ვი­პო­ვეთ სტა­ტია, რო­მე­ლიც ორ ძა­ლი­ან გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბას შე­ე­ხე­ბა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას, რო­გორც აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შის გვარ-სა­ხე­ლიც იყო ნახ­სე­ნე­ბი.

2009 წლის 13 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და, - 67 წლის თა­მაზ ნი­ნუა თა­ვი­სი­ვე ბი­ნა­ში, მე­უღ­ლეს­თან, 64 წლის ეთერ ნი­ნუ­ას­თან ერ­თად, მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. ცოლ-ქმარს ჭრი­ლო­ბე­ბი თა­ვის არე­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჰქონ­დათ მი­ყე­ნე­ბუ­ლი.ეთერ ნი­ნუა სა­ძი­ნე­ბელ­ში იპო­ვეს, ხოლო თა­მაზ ნი­ნუა სა­ვარ­ძელ­ში იყო ჩა­ცხრი­ლუ­ლი.

თა­მაზ ნი­ნუა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და. თუმ­ცა სკან­და­ლებ­სა და შავ-ბნელ საქ­მე­ებ­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა გახ­ვე­უ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან ცხა­დი იყო ერთი რამ, მკვლელს ნი­ნუ­ე­ბი იც­ნობ­დნენ, სკა­უ­თა­რი ხე­ლით გა­უ­ღეს კარი და სახ­ლშიც შე­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც ჩანს, მკვლელ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მოს­პო­ბა­ზეც იფიქ­რა. რო­გორც წესი, და­ნა­შა­უ­ლის გა­სახ­სნე­ლად ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი გზა, ცხელ კვალ­ზე მა­ძე­ბა­რი ძაღ­ლის მეშ­ვე­ო­ბით გას­ვლაა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ძაღ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლოვ­ნებ­მა ვე­ღარ შეძ­ლეს, რად­გან ცხედ­რე­ბის ირ­გვლივ, სა­ვარ­ძლებ­ზე, კომ­პი­უ­ტერ­თან, ერთი სი­ტყვით, ყველ­გან, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და დამ­ნა­შა­ვეს შე­ხე­ბა ჰქო­ნო­და, დაფ­ქუ­ლი წი­წა­კა იყო მოყ­რი­ლი, ამ გზით კი კვა­ლი გაქ­რა... გა­მო­ძი­ე­ბამ მკვლე­ლო­ბის ია­რაღს ვერ მი­აგ­ნო, თუმ­ცა საქ­მე­ში დევს ორი მას­რა, რო­მელბ­ზეც ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და. ამო­ღე­ბუ­ლი მას­რე­ბი უიშ­ვი­ა­თე­სი მო­დე­ლის უხმო რე­ვოლ­ვერს ეკუთ­ვნო­და.

მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, კერ­ძოდ, 27 ნო­ემ­ბერს, ძა­ლოვ­ნებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, 60 წლის თა­მაზ გო­გია ცოლ-ქმრის მკვლე­ლო­ბა­ში იყო მხი­ლე­ბუ­ლი. გო­გი­ას მე­გობ­რი­სა და მისი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა დღემ­დე არ უღი­ა­რე­ბია.

გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ: ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!

რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც 17 იანვარს, პოლიციის მიერ მისი დევნის ოპერაციისას, თავი მოიკლა.

შეგახსენებთ, პროკურორი, რომლიც შინიდან 13 იანვარს გავიდა სახლიდან და შინ აღარ დაბრუნებულა, 16 იანვარს თბილისში მოკლული იპოვეს.

იხილეთ ვიდეო| ვინ იყო ბიძინა კუჭავა? - აზარტული მოთამაშე, რომლის სახელი სხვა მკვლელობებშიც ფიგურირებს?

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, ბინა, რომელშიც იპოვეს ქირიას ცხედარი, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული. მისივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. შსს ინფორმაციითვე, ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა მისმა ძმამ, ელდარ ქირიამ: "ზუსტად ვერაფერს გეტყვით, გამოძება მიმდინარეობს და მოტივიც მაშინ გამოიკვეთება და სხვა დეტალებიც".

"კვირის პალიტრის" არქივში ვიპოვეთ სტატია, რომელიც ორ ძალიან გახმაურებულ მკვლელობას შეეხება, რომელთაგან ერთ-ერთის სასამართლო პროცესზე ბიძინა კუჭავას, როგორც აზარტული მოთამაშის გვარ-სახელიც იყო ნახსენები.

2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში მკვლელობა მოხდა, - 67 წლის თამაზ ნინუა თავისივე ბინაში, მეუღლესთან, 64 წლის ეთერ ნინუასთან ერთად, მოკლული იპოვეს. ცოლ-ქმარს ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.ეთერ ნინუა საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული.

თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. თუმცა სკანდალებსა და შავ-ბნელ საქმეებში არასოდეს ყოფილა გახვეული. გამოძიების დაწყებიდან ცხადი იყო ერთი რამ, მკვლელს ნინუები იცნობდნენ, სკაუთარი ხელით გაუღეს კარი და სახლშიც შეიყვანეს.

როგორც ჩანს, მკვლელმა მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა. როგორც წესი, დანაშაულის გასახსნელად ყველაზე ეფექტიანი გზა, ცხელ კვალზე მაძებარი ძაღლის მეშვეობით გასვლაა. ამ შემთხვევაში ძაღლის გამოყენება ძალოვნებმა ვეღარ შეძლეს, რადგან ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, ამ გზით კი კვალი გაქრა... გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომელბზეც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნოდა.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 27 ნოემბერს, ძალოვნებმა განაცხადეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი, 60 წლის თამაზ გოგია ცოლ-ქმრის მკვლელობაში იყო მხილებული. გოგიას მეგობრისა და მისი მეუღლის მკვლელობა დღემდე არ უღიარებია.

გაგრძელება

იხილეთ: ვახტანგ ქირიას მკვლელობის ყველა დეტალი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ