სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ ქირიას მკვლელობა მის სამსახურობრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის - საზარელი მკვლელობის დეტალები
ვახტანგ ქირიას მკვლელობა მის სამსახურობრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის - საზარელი მკვლელობის დეტალები

შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბა მის სამ­სა­ხუ­რობ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან კავ­შირ­ში არ არის. და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ შსს-ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე უწყე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­ძღვა­ნელ­მა თეა პერ­ტა­ი­ამ ისა­უბ­რა.

შსს-ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას "ამ­ბე­ბი.გე" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2016 წლის 15 იან­ვარს შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის უფ­რო­სი პრო­კუ­რო­რის, ვახ­ტანგ ქი­რი­ას თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 143-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2016 წლის 13 იან­ვარს, და­ახ­ლო­ე­ბით, 16:15 სა­ათ­ზე, ვახ­ტანგ ქი­რია სახ­ლი­დან გა­ვი­და და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის უც­ნო­ბი იყო. გა­მორ­თუ­ლი იყო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, არ ჩან­და მისი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა და ვერ ხერ­ხდე­ბო­და მას­თან და­კავ­ში­რე­ბა. გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ამო­ღე­ბულ იქნა კვა­ლის ასა­რე­ვად, ქა­ლაქ რუს­თავ­ში გა­დაგ­დე­ბუ­ლი, ვახ­ტანგ ქი­რი­ას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი. დად­გე­ნი­ლი იქნა ვახ­ტანგ ქი­რი­ას ავ­ტო­მან­ქა­ნის ბოლო გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც მოძ­რა­ობ­და თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რის მე-7 კვარტლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. იმ დრო­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ჯე­რებ­ლად და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ზუს­ტი ად­გი­ლის და­სად­გე­ნად პო­ლი­ცი­ის მიერ გა­და­მოწ­მდა მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, იქ არ­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი და მოხ­და მა­ცხოვ­რე­ბელ­თა გა­მო­კი­თხვა.

გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ვახ­ტანგ ქი­რი­ას ცხე­და­რი აღ­მო­ჩე­ნილ იქნა თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, მე-7 კვარტლის 24-ე კორ­პუ­სის ერთ-ერთ და­კე­ტილ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში. მას სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი, ხოლო თა­ვის არე­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი. შემ­თხვე­ვის ად­გილს ემ­ჩნე­ო­და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბის კვა­ლიც, კერ­ძოდ, სის­ხლის კვა­ლის მო­სას­პო­ბად აბა­ზა­ნა­ში და­მაგ­რე­ბუ­ლი იყო მა­სის ასა­წე­ვად სა­ჭი­რო ე.წ. ტალი, ხოლო ვახ­ტანგ ქი­რი­ას სხე­ულს ემ­ჩნე­ო­და მისი და­ნა­წევ­რე­ბის სა­წყი­სი ეტა­პი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კვა­ლი. აქვე იყო ე.წ. ბალ­გარ­კა, რო­მელ­საც ასე­ვე ემ­ჩნე­ო­და სა­ვა­რა­უ­დოდ ადა­მი­ა­ნის სის­ხლის კვა­ლი და მო­ცუ­ლო­ბით დიდი საგ­ნის გა­და­სა­ტა­ნად სა­ჭი­რო გორ­გო­ლა­ჭე­ბი­ა­ნი ჩან­თა.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე საქ­მე გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და სსკ-ის 108-ე მუხ­ლით, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ბინა, რო­მელ­შიც ვახ­ტანგ ქი­რი­ას ცხე­და­რი აღ­მოჩ­ნდა, ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და 1962 წელს და­ბა­დე­ბულ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას და იქ არ­სე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნივ­თე­ბიც შე­ძე­ნი­ლი იყო მის მი­ერ­ვე, ე.წ. ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­ძი­ე­ბას შე­ექ­მნა რა მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი იყო ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას მიერ, და­ნა­შა­უ­ლის სხვა კვა­ლის მოს­პო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და საქ­მე­ზე სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით და­ი­წყო აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ამ უკა­ნას­კნე­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბი­სათ­ვის.

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შე­სა­ბა­მი­სი ორი­ენ­ტი­რე­ბი და­ეგ­ზავ­ნა სა­პატ­რუ­ლო და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა და­ნა­ყოფს. მი­თი­თე­ბულ პრო­ცეს­ში მი­ღე­ბულ იქნა ოპე­რა­ტი­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა, ორ პირ­თან ერ­თად, "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და სა­ბურ­თა­ლო­დან ორ­თა­ჭა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ხსე­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ა­ჩე­რა სა­პატ­რუ­ლო და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟებ­მა. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ ამო­ი­ღო მას­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და თა­ვის არე­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ერთი გას­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ტა­ნი­სა­მო­სის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ადა­მი­ა­ნის სის­ხლით დას­ვრი­ლი, ვახ­ტანგ ქი­რი­ას კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის ტექ­ნი­კუ­რი პას­პორ­ტი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და სამი მო­ბი­ლუ­რი, ასე­ვე, სხვა ნივ­თე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ვახ­ტანგ ქი­რი­ა­სა და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას აკავ­ში­რებ­დათ ნა­თე­სა­უ­რი და საკ­მა­ოდ ახლო კავ­ში­რი და ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი შე­ხე­ბა­ში არ არის ვახ­ტანგ ქი­რი­ას სამ­სა­ხუ­რებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან. საქ­მე­ზე ბი­ო­ლო­გი­უ­რი და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად და ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სად­გე­ნად გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით ვაც­ნო­ბებთ", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხ­ლეთ ასე­ვე: "მო­ტი­ვი არ იყო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი" - პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას ცხე­და­რი ზუგ­დიდ­ში გა­და­ას­ვე­ნეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ვახტანგ ქირიას მკვლელობა მის სამსახურობრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის - საზარელი მკვლელობის დეტალები

ვახტანგ ქირიას მკვლელობა მის სამსახურობრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის - საზარელი მკვლელობის დეტალები

შსს-ის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობა მის სამსახურობრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის. დანაშაულის დეტალების შესახებ შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელძღვანელმა თეა პერტაიამ ისაუბრა.

შსს-ში გაკეთებულ განცხადებას "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 15 იანვარს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით, 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა კვალის ასარევად, ქალაქ რუსთავში გადაგდებული, ვახტანგ ქირიას მობილური ტელეფონი. დადგენილი იქნა ვახტანგ ქირიას ავტომანქანის ბოლო გადაადგილების მარშრუტი, რომელიც მოძრაობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის შესაჯერებლად და დანაშაულის ჩადენის ზუსტი ადგილის დასადგენად პოლიციის მიერ გადამოწმდა მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები და მოხდა მაცხოვრებელთა გამოკითხვა.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩენილ იქნა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში. მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც, კერძოდ, სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი, ხოლო ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. აქვე იყო ე.წ. ბალგარკა, რომელსაც ასევე ემჩნეოდა სავარაუდოდ ადამიანის სისხლის კვალი და მოცულობით დიდი საგნის გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა.

ზემოხსენებულის აღმოჩენისთანავე საქმე გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პარალელურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ინფორმაციის გადაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერვე, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე დღით ადრე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა მაღალი ალბათობა იმისა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდან აცილებისა და საქმეზე სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით დაიწყო აქტიური მოქმედებები ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავებისათვის.

ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ორიენტირები დაეგზავნა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის აბსოლუტურად ყველა დანაყოფს. მითითებულ პროცესში მიღებულ იქნა ოპერატიული შეტყობინება, რომ ბიძინა კუჭავა, ორ პირთან ერთად, "მერსედესის" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით. რამდენიმე წუთში ხსენებული ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებმა. პოლიციელების დანახვისთანავე ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა. ბიძინა კუჭავას ტანისამოსის ჩხრეკისას ამოღებული იქნა, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლით დასვრილი, ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელთათმანები და სამი მობილური, ასევე, სხვა ნივთები.

გამოძიებით დგინდება, რომ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან. საქმეზე ბიოლოგიური და სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად გრძელდება გამოძიება. შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ", - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო

იხლეთ ასევე: "მოტივი არ იყო სამსახურებრივი" - პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ