სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბინა, სადაც, სავარაუდოდ, პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოაჩინეს ქირავდებოდა
ბინა, სადაც, სავარაუდოდ, პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოაჩინეს ქირავდებოდა

ვაჟა-ფშა­ვე­ლას მე-7 კვარტლის 24-ე კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბი, სა­დაც ცოტა ხნის წინ მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, აცხა­დე­ბენ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა მათ ბი­ნებს ამოწ­მე­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კა­მე­რებ­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულს პი­რად სა­უბ­რებ­ში ამ­ბო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნას, სა­დაც ცხე­და­რი იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბინა ქი­რავ­დე­ბო­და ხოლ­მე. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ვახ­ტანგ ქი­რი­ას ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი. ად­გილ­ზე პო­ლი­ცია და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, ასე­ვე მი­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ შს მი­ნის­ტი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი შო­თა­ძე.

გარ­დაც­ვლი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი ვახ­ტანგ ქი­რი­აა. სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის უფ­როს პრო­კუ­რორს ვახ­ტანგ ქი­რი­ას რამ­დე­ნი­მე დღეა ვერ პო­უ­ლო­ბენ. ქი­რია სახ­ლი­დან გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მისი ტე­ლე­ფო­ნი კი რუს­თავ­ში, ქუ­ჩა­ში იპო­ვეს, მაგ­რამ თა­ვად არ­სად ჩანს. ასე­ვე ვერ აგ­ნე­ბენ ქი­რი­ას ავ­ტო­მო­ბილს. პრო­კუ­რო­რის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ერთ-ერთ ვერ­სი­ად მისი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა. კერ­ძოდ, ქი­რია ზუგ­დი­დის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და და მას ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ება­რა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი დღის წინ მას უც­ნობ­მა პი­რებ­მა და­უ­რე­კეს, იგი სახ­ლი­დან გა­ვი­და, მან მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს მხო­ლოდ ერთხელ უპა­სუ­ხა, ხოლო შინ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გუ­შინ გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი პრო­კუ­რო­რი ვახ­ტანგ ქი­რია თით­ქმის ორი დღეა არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა სამ­სა­ხურ­ში და არც ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტზე გა­სუ­ლა. მი­სი­ვე თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ბინა, სადაც, სავარაუდოდ, პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოაჩინეს ქირავდებოდა

ბინა, სადაც, სავარაუდოდ, პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოაჩინეს ქირავდებოდა

ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის მცხოვრებლები, სადაც ცოტა ხნის წინ მამაკაცის ცხედარი იქნა აღმოჩენილი, აცხადებენ, რომ სამართალდამცველები რამდენიმე დღეა მათ ბინებს ამოწმებენ. ადგილობრივები კამერებთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღნიშნულს პირად საუბრებში ამბობენ.

რაც შეეხება პირველ სართულზე მდებარე ბინას, სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბინა ქირავდებოდა ხოლმე. შემთხვევის ადგილზე, სადაც გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, ვახტანგ ქირიას ახლობლები არიან შეკრებილები. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, ასევე მისულები იყვნენ შს მინისტი გიორგი მღებრიშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

გარდაცვლილი, სავარაუდოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირიაა. სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს. პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ განუცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია თითქმის ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან კონტაქტზე გასულა. მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ