პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26 მაისს დაღუპული პოლიციელის დედა ბესელიას, კაკაბაძეს და კობახიძეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს
26 მაისს დაღუპული პოლიციელის დედა ბესელიას, კაკაბაძეს და კობახიძეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს

2011 წლის 26 მა­ი­სის ღა­მეს გარ­დაც­ვლი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის, ვლა­დი­მერ მა­სუ­რაშ­ვი­ლის დედა, ანა აზ­ნა­უ­რაშ­ვი­ლი დე­პუ­ტა­ტებს ეკა ბე­სე­ლი­ას და მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძეს, ასე­ვე უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ნანა კა­კა­ბა­ძეს მისი შვი­ლის მკვლე­ლის პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სიით ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბის­თვის ქრთა­მის აღე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც ანა აზ­ნა­უ­რაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ბე­სე­ლი­ას და კა­კა­ბა­ძის მიერ ქრთა­მის აღე­ბის შე­სა­ხებ მან იცო­და, თუმ­ცა იმის შე­სა­ხებ, რომ კო­ბა­ხი­ძე­მაც "მო­ით­ბო ხელი" მისი შვი­ლის მკვლე­ლის ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბა­ზე, ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო.

"4 წელ­ზე მეტი გა­ვი­და იმ ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი ღა­მი­დან, როცა ჩემს თვალ­წინ ტე­ლე­ვი­ზი­ით მა­ყუ­რე­ბი­ნეს რო­გორ მოკ­ლეს ჩემი შვი­ლი. ათა­სი, ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის თვალ­წინ. ყვე­ლამ ნათ­ლად და­ი­ნა­ხა რო­გორ გა­დას­რი­სა ბურ­ჯა­ნა­ძის ერთ-ერ­თმა მან­ქა­ნამ ჩემი შვი­ლი, რო­მელ­შიც რო­გორც თვი­თონ აღი­ა­რა იჯდა ალექ­სან­დრე ბი­ბი­ლუ­რი. მან გა­ი­ტა­ნა ჩემი შვი­ლი. უკი­დუ­რე­სად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის თავ­ზე ალექ­სან­დრე ბი­ბი­ლურ­მა აიღო. მე რამ­დე­ნად ვე­თან­ხმე­ბი ამას ეს სხვა სა­კი­თხია, თუმ­ცა რად­გან მან გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა, ამი­ტომ ის უნდა და­ი­სა­ჯოს და ეს ადა­მი­ა­ნი უნდა იჯ­დეს ცი­ხე­ში. მას 8 წელი მი­ე­სა­ჯა. ასე­ვე 5 წელი პი­რო­ბი­თი და მინ­დო­და, რომ ბო­ლომ­დე მჯდა­რი­ყო ცი­ხე­ში. თუ მერე სხვა სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ო­და ეს უკვე სხვა სა­კი­თხი იყო", - გა­ნა­ცხა­და ანა აზ­ნა­უ­რაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო აზ­ნა­უ­რაშ­ვი­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც კი გა­ი­გო, რომ პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სია შედ­გა, მა­შინ­ვე მი­მარ­თა მთა­ვარ პრო­კუ­რორს. ასე­ვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­საც შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ ალექ­სან­დრე ბი­ბი­ლუ­რი იყო მკვლე­ლი და ის ცი­ხი­დან არ უნდა გა­მო­ეშ­ვათ, თუმ­ცა რო­გორც აზ­ნა­უ­რაშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბა მას ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მი­აქ­ცია, არც ერ­თმა პარ­ლა­მენ­ტარ­მა, არც მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა.

"ამ ყვე­ლაფ­რის მერე ამ ზნე­და­ცე­მულ­მა ხალ­ხმა, რომ­ლებ­საც სძლია სი­ხარ­ბემ გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს და ბი­ბი­ლუ­რი ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვეს. ამ სამ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, ბე­სე­ლი­ამ, კა­კა­ბა­ძემ და კო­ბა­ხი­ძემ არ იღო ყუ­რად ჩემი, შვილმკვდა­რი დე­დის თხოვ­ნა და პი­რი­ქით, მას­ხა­რად ამიგ­დეს. მე ვარ პო­ლი­ცი­ე­ლის დედა და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ვე­უბ­ნე­ბი, ჩემი შვი­ლი მოკ­ლეს და ჩემი შვი­ლის მკვლე­ლის ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბას ასე არ დავ­ტო­ვებ. ამ­დე­ნი ხანი ჩუ­მად იმი­ტომ ვი­ყა­ვი, რომ მხა­რი არა­ვინ ამი­ბა, ვე­რა­ვინ და­მიდ­გა გვერ­დში. თან ჯან­მრთე­ლო­ბა შე­მერ­ყა, ახლა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა გმი­რუ­ლად წა­მო­წია წინ ეს სა­კი­თხი და მე მათ ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვუდ­გე­ბი გვერ­დში. არ მე­ში­ნია სიკ­ვდი­ლის, არ მე­ში­ნია სის­ხლის, სი­ცო­ცხლის ფა­სად და­ვუდ­გე­ბი წინ ამ საქ­მეს", - აღ­ნიშ­ნა ანა აზ­ნა­უ­რაშ­ვილ­მა.

მა­სუ­რაშ­ვი­ლის დედა მი­მარ­თავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით უსუ­ფაშ­ვილს და სთხოვს, რომ აღ­კვე­თონ ეს ყვე­ლა­ფე­რი და უსა­მარ­თლოდ ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი ისევ უკან შე­აბ­რუ­ნონ. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ გა­და­უ­ხა­და ქრთა­მი ბე­სე­ლი­ას და აქვს თუ არა მას კონ­კრე­ტუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ქრთა­მი აი­ღეს დე­პუ­ტა­ტებ­მა, აზ­ნა­უ­რაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია. რა თქმა უნდა, ის პი­რა­დად არ დას­წრე­ბია ქრთა­მის აღე­ბის ფაქტს, თუმ­ცა, აზ­ნა­უ­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მან და მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ კარ­გად იცის, რომ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის პარ­ტი­ის ყვე­ლა წევ­რის ცი­ხი­დან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სიით ფული თა­ვად ბურ­ჯა­ნა­ძის პარ­ტი­ამ გა­და­ი­ხა­და.

"არ შე­იძ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში ის­ხდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფუ­ლის ფა­სად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ და ეშ­მაკ­საც კი მიჰ­ყი­დი­ან სულს", - გა­ნა­ცხა­და ანა აზ­ნა­უ­რაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

აზ­ნა­უ­რაშ­ვილ­თან ერ­თად დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა რე­ფორ­მი­რე­ბის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, ზვი­ად კუპ­რა­ვამ, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე გარ­დაც­ვლი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის დე­დის გან­ცხა­დე­ბებს ცი­ლის­წა­მე­ბად აფა­სებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

26 მაისს დაღუპული პოლიციელის დედა ბესელიას, კაკაბაძეს და კობახიძეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს

26 მაისს დაღუპული პოლიციელის დედა ბესელიას, კაკაბაძეს და კობახიძეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს

2011 წლის 26 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედა, ანა აზნაურაშვილი დეპუტატებს ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს, ასევე უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს მისი შვილის მკვლელის პოლიტპატიმართა სიით ციხიდან გამოშვებისთვის ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.

როგორც ანა აზნაურაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბესელიას და კაკაბაძის მიერ ქრთამის აღების შესახებ მან იცოდა, თუმცა იმის შესახებ, რომ კობახიძემაც "მოითბო ხელი" მისი შვილის მკვლელის ციხიდან გამოშვებაზე, ოდნავ მოგვიანებით გაიგო.

"4 წელზე მეტი გავიდა იმ ავადსახსენებელი ღამიდან, როცა ჩემს თვალწინ ტელევიზიით მაყურებინეს როგორ მოკლეს ჩემი შვილი. ათასი, ათიათასობით ადამიანის თვალწინ. ყველამ ნათლად დაინახა როგორ გადასრისა ბურჯანაძის ერთ-ერთმა მანქანამ ჩემი შვილი, რომელშიც როგორც თვითონ აღიარა იჯდა ალექსანდრე ბიბილური. მან გაიტანა ჩემი შვილი. უკიდურესად მძიმე დაზიანებები მიიღო. ყველაფერი თავის თავზე ალექსანდრე ბიბილურმა აიღო. მე რამდენად ვეთანხმები ამას ეს სხვა საკითხია, თუმცა რადგან მან განაცხადა, რომ მკვლელობა ჩაიდინა, ამიტომ ის უნდა დაისაჯოს და ეს ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში. მას 8 წელი მიესაჯა. ასევე 5 წელი პირობითი და მინდოდა, რომ ბოლომდე მჯდარიყო ციხეში. თუ მერე სხვა სიმართლე გაირკვეოდა ეს უკვე სხვა საკითხი იყო", - განაცხადა ანა აზნაურაშვილმა.

იხილეთ ვიდეო აზნაურაშვილის პრესკონფერენციიდან

მისივე თქმით, როგორც კი გაიგო, რომ პოლიტპატიმართა სია შედგა, მაშინვე მიმართა მთავარ პროკურორს. ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსაც შეატყობინა, რომ ალექსანდრე ბიბილური იყო მკვლელი და ის ციხიდან არ უნდა გამოეშვათ, თუმცა როგორც აზნაურაშვილი ირწმუნება მას ყურადღება არავინ მიაქცია, არც ერთმა პარლამენტარმა, არც მთავარმა პროკურორმა.

"ამ ყველაფრის მერე ამ ზნედაცემულმა ხალხმა, რომლებსაც სძლია სიხარბემ გამორჩენის მიზნით ეს ყველაფერი გააკეთეს და ბიბილური ციხიდან გამოუშვეს. ამ სამმა ქალბატონმა, ბესელიამ, კაკაბაძემ და კობახიძემ არ იღო ყურად ჩემი, შვილმკვდარი დედის თხოვნა და პირიქით, მასხარად ამიგდეს. მე ვარ პოლიციელის დედა და მთელ საქართველოს ვეუბნები, ჩემი შვილი მოკლეს და ჩემი შვილის მკვლელის ციხიდან გამოშვებას ასე არ დავტოვებ. ამდენი ხანი ჩუმად იმიტომ ვიყავი, რომ მხარი არავინ ამიბა, ვერავინ დამიდგა გვერდში. თან ჯანმრთელობა შემერყა, ახლა რამდენიმე ადამიანმა გმირულად წამოწია წინ ეს საკითხი და მე მათ ყველანაირად დავუდგები გვერდში. არ მეშინია სიკვდილის, არ მეშინია სისხლის, სიცოცხლის ფასად დავუდგები წინ ამ საქმეს", - აღნიშნა ანა აზნაურაშვილმა.

მასურაშვილის დედა მიმართავს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილს და სთხოვს, რომ აღკვეთონ ეს ყველაფერი და უსამართლოდ ციხიდან გამოშვებული ხალხი ისევ უკან შეაბრუნონ. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ გადაუხადა ქრთამი ბესელიას და აქვს თუ არა მას კონკრეტულად დასაბუთებულად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქრთამი აიღეს დეპუტატებმა, აზნაურაშვილი აღნიშნავს, რომ ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. რა თქმა უნდა, ის პირადად არ დასწრებია ქრთამის აღების ფაქტს, თუმცა, აზნაურაშვილი აცხადებს, რომ მან და მთელმა საქართველომ კარგად იცის, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიის ყველა წევრის ციხიდან გასათავისუფლებლად პოლიტპატიმართა სიით ფული თავად ბურჯანაძის პარტიამ გადაიხადა.

"არ შეიძლება პარლამენტში ისხდნენ ადამიანები, რომლებიც ფულის ფასად ყველაფერს გააკეთებენ და ეშმაკსაც კი მიჰყიდიან სულს", - განაცხადა ანა აზნაურაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

აზნაურაშვილთან ერთად დღეს განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე წაიკითხეთ: მანანა კობახიძე გარდაცვლილი პოლიციელის დედის განცხადებებს ცილისწამებად აფასებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ