სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოკაინის საქმეზე" მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილი პირველად ალაპარაკდა
"კოკაინის საქმეზე" მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილი პირველად ალაპარაკდა

"მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტი იყო და მას არას­დროს უთხო­ვია ფული, არც შეგ­ვი­თა­ვა­ზე­ბია არა­ფე­რი" - ამის შე­სა­ხებ ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის შვილ­მა ლაშა ორ­ბე­ლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

ლაშა ორ­ბე­ლა­ძე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მისი სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამ­ბობს, რომ მას ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის მხრი­დან დე­დის შე­წყა­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ქრთა­მის აღე­ბა­ზე არა­ვის­თან უსა­უბ­რია.

იხი­ლეთ ვი­დეო

"სი­სუ­ლე­ლეა ეს ყვე­ლა­ფე­რი. არა­ვის­თან არა­ფე­რი არ მი­სა­უბ­რია. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ დე­და­ჩე­მის სა­ხე­ლით "ოდ­ნოკ­ლას­ნი­კე­ბი" გახ­სნა ვი­ღა­ცამ და იქაც არის მი­მო­წე­რე­ბი. არ ვიცი რა ხდე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აკე­თე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს, სხვამ ვინ უნდა გა­ა­კე­თოს", - გა­ნა­ცხა­და ლაშა ორ­ბე­ლა­ძემ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის მი­მართ გავ­რცე­ლე­ბულ ბრალ­დე­ბა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე" და­უს­წრებ­ლად მსჯავ­რდე­ბულ­მა ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა მათ 200 ათა­სი გა­და­უ­ხა­და ზა­უ­ტაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ. "ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ჩემი ოჯა­ხის წევ­რია. ქრთა­მის აღე­ბა და 200 ათა­სის გა­დახ­და სი­სუ­ლე­ლეა. ასე­თი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. რო­დე­საც მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტი იყო, მას არც არას­დროს უთხო­ვია ფული და არც შეგ­ვი­თა­ვა­ზე­ბია არა­ფე­რი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დით, რომ გა­მარ­თლე­ბუ­ლიყ­ვნენ და ისე გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ დე­და­ჩე­მი და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი. ფულ­ზე არას­დროს ყო­ფი­ლა ლა­პა­რა­კი. შე­წყა­ლე­ბა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ უარი მო­უ­ვი­დათ", - გა­ნა­ცხა­და ლაშა ორ­ბე­ლა­ძემ.

მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის შვი­ლი ლაშა ორ­ბე­ლა­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბე­ლო­რუს­ში იმ­ყო­ფე­ბა, ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის­თვის ქრთა­მის გა­დახ­დას ადას­ტუ­რებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე დე­კემ­ბერ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. საქ­მე სწო­რედ პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბას შე­ე­ხე­ბა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის კი­ლერ­თან სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი - "არაფ­რის ხა­ლი­სი არ მაქ, სა­ნამ მის სის­ხლს არ დავ­ლევ..."

"კო­კა­ი­ნის საქ­მი­დან" გამ­ქრა­ლი 1 700 000 ევრო: "წა­ი­ღო დათა ახა­ლა­ი­ამ ბედ­ნი­ე­რად ეს ფული და კა­ციშ­ვილ­მა არ მო­ი­კი­თხა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"კოკაინის საქმეზე" მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილი პირველად ალაპარაკდა

"კოკაინის საქმეზე" მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილი პირველად ალაპარაკდა

"მანანა კობახიძე ჩვენი ადვოკატი იყო და მას არასდროს უთხოვია ფული, არც შეგვითავაზებია არაფერი" - ამის შესახებ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილმა ლაშა ორბელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ლაშა ორბელაძე კატეგორიულად უარყოფს მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მხრიდან დედის შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაზე არავისთან უსაუბრია.

იხილეთ ვიდეო

"სისულელეა ეს ყველაფერი. არავისთან არაფერი არ მისაუბრია. რამდენიმე ხნის წინ დედაჩემის სახელით "ოდნოკლასნიკები" გახსნა ვიღაცამ და იქაც არის მიმოწერები. არ ვიცი რა ხდება. "ნაციონალები" აკეთებენ ამ ყველაფერს, სხვამ ვინ უნდა გააკეთოს", - განაცხადა ლაშა ორბელაძემ.

მან ასევე ისაუბრა ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მიმართ გავრცელებულ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, "კოკაინის საქმეზე" დაუსწრებლად მსჯავრდებულმა ნუგზარ ბოჭორიშვილმა მათ 200 ათასი გადაუხადა ზაუტაშვილის შეწყალების სანაცვლოდ. "ნუგზარ ბოჭორიშვილი ჩემი ოჯახის წევრია. ქრთამის აღება და 200 ათასის გადახდა სისულელეა. ასეთი არაფერი ყოფილა. როდესაც მანანა კობახიძე ჩვენი ადვოკატი იყო, მას არც არასდროს უთხოვია ფული და არც შეგვითავაზებია არაფერი. ყოველთვის ვცდილობდით, რომ გამართლებულიყვნენ და ისე გამოსულიყვნენ დედაჩემი და სხვა ბრალდებულები. ფულზე არასდროს ყოფილა ლაპარაკი. შეწყალებაზე რამდენჯერმე შევიტანეთ განცხადება, მაგრამ უარი მოუვიდათ", - განაცხადა ლაშა ორბელაძემ.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილის შვილი ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს. როგორც ცნობილია, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციის საფუძველზე დეკემბერში პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. საქმე სწორედ პატიმრების შეწყალებას შეეხება.

ასევე წაიკითხეთ:

ანასტასია ზაუტაშვილის კილერთან საუბრის ჩანაწერი - "არაფრის ხალისი არ მაქ, სანამ მის სისხლს არ დავლევ..."

"კოკაინის საქმიდან" გამქრალი 1 700 000 ევრო: "წაიღო დათა ახალაიამ ბედნიერად ეს ფული და კაციშვილმა არ მოიკითხა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ