სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტიკი დანაშაულები საქართველოში, რომელიც ქალებმა ჩაიდინეს
სასტიკი დანაშაულები საქართველოში, რომელიც ქალებმა ჩაიდინეს

ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფე­მი­ცი­დის ფაქ­ტე­ბის სიმ­რავ­ლემ შე­მაშ­ფო­თე­ბელ ნიშ­ნულს მი­აღ­წია. მხო­ლოდ 2013 წელს 21 ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. მათი დიდი ნა­წი­ლი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის, მე­უღ­ლის ან საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის მსხვერ­პლი გახ­და. თუმ­ცა, ასე­ვე და­ფიქ­სირ­და შემ­თხვე­ვე­ბიც, როცა მსხვერ­პლი თა­ვად გახ­და მო­ძა­ლა­დე. ბოლო წლებ­ში, ქა­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის მი­ზე­ზი, ძი­რი­თა­დად, სწო­რედ მა­მა­კა­ცის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბაა. ამ­ჯე­რად, იმ ქა­ლებს გა­გახ­სე­ნებთ, რომ­ლებ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კის და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჩა­ი­დი­ნეს:

ქა­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ერთ-ერთი ბოლო მკვლე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 15 დე­კემ­ბერს ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე მოხ­და. ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე 37 წლის ხა­თუ­ნა ბ-მ მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი მოკ­ლა. ისი­ნი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას ქალ­მა 41 წლის მა­მა­კაცს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ა­კა­ვეს და ნივთმტკი­ცე­ბად დანა ამო­ი­ღეს, რომ­ლი­თაც მა­მა­კა­ცი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა.

2005 წლის 3 ნო­ემ­ბერს კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლა­მის­ყა­ნა­ში შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 41 წლის ირმა ნა­დი­რა­ძემ თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი, რეზო თხი­ლიშ­ვი­ლი ქმრის პის­ტო­ლე­ტით ლა­მის­ყა­ნის მინ­დვ­რებ­ში მოკ­ლა. რო­გორც ნა­დი­რა­ძის ად­ვო­კა­ტი ფრი­დონ მაღ­რა­ძე ამ­ბობს, ქა­ლის თქმით, მას თხი­ლიშ­ვი­ლის გარ­და, კი­დევ ერთი საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და, პრო­ფე­სი­ით - ექი­მი, უნ­დო­და, ქმარს გას­ცი­ლე­ბო­და და ექიმს გაჰ­ყო­ლო­და, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბობ­და: "ამის უფ­ლე­ბას რეზო არ მაძ­ლევ­და, ვერ ვი­შო­რებ­დიო" - ამი­ტომ ჩა­უჯ­და მას მან­ქა­ნა­ში, მი­იყ­ვა­ნა სო­ფელ­ში ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც ხალ­ხი არ იყო და თავ­ში ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი მან­ქა­ნას ბენ­ზი­ნი გა­დას­ხა, ცე­ცხლი წა­უ­კი­და და დაწ­ვა. მკვლე­ლო­ბა 9 წლის შემ­დეგ, 2014 წელს გა­იხ­სნა.

2011 წელს მარ­ნე­ულ­ში სა­კუ­თა­რი ქმრის მკვლე­ლი ფ. ა. და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი ე. გ. და­ა­კა­ვეს. აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ში, ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სცა­და და­ნა­შა­უ­ლი თვით­მკვლე­ლო­ბის იმი­ტა­ცი­ით და­ე­ფა­რა. ფ. ა-მ მე­უღ­ლეს დიდი ოდე­ნო­ბით სა­მე­დი­ცი­ნო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­ა­ღე­ბი­ნა, და­ა­ძი­ნა და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი კაცი სა­კუ­თა­რი საყ­ვარ­ლის ე. გ-ს დახ­მა­რე­ბით გა­და­იყ­ვა­ნა სახ­ლის უკან მდე­ბა­რე პი­რუ­ტყვის სად­გომ­ში, სა­დაც თოკ­ზე ჩა­მო­კი­დეს.

ქმრის მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დის სას­ჯელს ნინო ხა­ბე­იშ­ვი­ლიც. მას გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, 2011 წლის 11 დე­კემ­ბერს, მან მე­უღ­ლეს - მა­მუ­კა ცერ­ცვა­ძეს გულ­მკერ­დის არე­ში და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. გო­გო­ნამ არც და­კა­ვე­ბის დროს აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და ამ დრომ­დე არ აღი­ა­რებს: "გა­დაბ­მუ­ლად სვამ­და. იმ დღე­საც მთვრა­ლი იყო და ჩხუ­ბი უმი­ზე­ზოდ და­ი­წყო. ხელ­ში დანა ეჭი­რა. და­ვუსხლტდი, მაგ­რამ ჩემ­თვის თმის დაგ­ლე­ჯა მა­ინც მო­ას­წრო. რო­გორც კი გა­ვე­რი­დე, მა­შინ­ვე დავ­რე­კე პო­ლი­ცი­ა­ში, - და­მეხ­მა­რეთ-მეთ­ქი. ეს ზარი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია. ამ დროს ქმარ­მა და­მი­ძა­ხა. მის­კენ რომ შევტრი­ალ­დი, და­ვი­ნა­ხე, სის­ხლი­ა­ნი იყო". და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში 21 წლის ნი­ნოს ერთი შვი­ლი უკვე ჰყავ­და, მე­ო­რე­ზე კი ორ­სუ­ლად იყო.

ქმრის მკვლე­ლო­ბის­თვის 2012 წლი­დან იხ­დის სას­ჯელს ნა­თე­ლა გ. ექ­ვსი შვი­ლის დედა ყვე­ბა, რომ ნას­ვამ ქმარს ფე­ხე­ბი შე­უკ­რა და ოთახ­ში ჩა­კე­ტა, რად­გან მა­მა­კა­ცი შვი­ლებს ემუქ­რე­ბო­და. "რომ დათ­ვრე­ბო­და, ყვე­ლას გვცემ­და. ბევ­რჯერ უბ­ნის რწუ­ნე­ბუ­ლი და სო­ფე­ლი ჩა­რე­უ­ლა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ყვე­ლა­ფერ­ზე შე­ეძ­ლო ეჩხუ­ბა. რამ­დენ­ჯერ გა­მომ­კი­დე­ბია ცე­ლით მო­საკ­ლა­ვად... მაგ­რამ მე არ მო­მიკ­ლავს. ბავ­შვებს გა­მო­ე­კი­და ლან­ძღვა-გი­ნე­ბით, უნდა ეცე­მა. შე­მე­შინ­და მათ­თვის არა­ფე­რი და­ე­შა­ვე­ბი­ნა და ოთა­ხის კარი ჩა­ვუ­კე­ტე... ყუ­რა­დღე­ბა ვერ მი­ვაქ­ციე, რო­გორც ჩანს ცუ­დად გახ­და, გული აე­რია და გა­ი­გუ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მკვლე­ლო­ბა­ში დამ­დეს ბრა­ლი, არ ვა­ღი­ა­რებ და­ნა­შა­ულს, მაგ­რამ მა­ინც გა­მა­სა­მარ­თლეს". 38 წლის ქალ­მა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ცი­ხე­ში შე­ი­ტყო, რომ მე­ექ­ვსე შვილს ელო­დე­ბო­და. ახლა გო­გო­ნა ცი­ხე­ში დე­დას­თან იზ­რდე­ბა. ნა­თე­ლა გ-ს სამი წელი დარ­ჩა მო­სახ­დე­ლი.

2014 წლის მარ­ტში, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შუ­ლა­ვერ­ში 50 წლამ­დე ასა­კის ქალ­მა გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის გვა­მი დაწ­ვა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაცს, მას­თან ყოფ­ნის დროს გული გა­უს­კდა. ქალს შე­ე­შინ­და, რომ მკვლე­ლო­ბას და­აბ­რა­ლებ­დნენ, ამი­ტომ მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი გა­რეთ გა­ი­ტა­ნა და დაწ­ვა. ქალ­ბა­ტო­ნი და­ა­კა­ვეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და 2011 წელს მი­საქ­ცი­ელ­ში - დე­დამ მცი­რე­წლო­ვან შვილს თავი შე­შის ნაჭ­რით გა­უ­ჩე­ხა. მაია გელ­დი­აშ­ვილს სამი შვი­ლი ჰყავ­და, უფ­რო­სი ვაჟი 5 წლის შაკო დე­დას შე­შით ცე­მის დროს შე­მო­აკ­ვდა. ქალი და­ა­კა­ვეს, მან სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. "ბავ­შვს მა­ნამ­დე ვცემ­დი ხოლ­მე, სა­ნამ გო­ნე­ბას არ და­კარ­გავ­და. ამ­ჯე­რა­დაც ასე იყო, შე­შის ნა­პო­ბი გა­თიშ­ვამ­დე ვურ­ტყი, მერე ია­ტაკ­ზე მთე­ლი ძა­ლით და­ვა­ხეთ­ქე. როცა და­ვეჭ­ვდი, რომ გონს ვე­ღარ მო­ვი­დო­და, ვცა­დე ენა ამო­მე­წია. კბი­ლე­ბი ხელს მიშ­ლი­და, ამი­ტომ კოვ­ზით ჩა­ვუმტვრიე", - აცხა­დებ­და დედა. მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მაია გელ­დი­აშ­ვი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გა­ა­სა­მარ­თლა - სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით, რაც 5 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. გან­სას­ჯელს ფსი­ქი­ატ­რი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და, რომ­ლის დას­კვნით, მაია გელ­დი­აშ­ვი­ლი ფსი­ქი­კუ­რად შე­უ­რა­ცხა­დი იყო და სა­სა­მარ­თლოს­თვის სწო­რი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა არ შე­ეძ­ლო. 2013 წელს მაია გელ­დი­აშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­ი­წყა­ლა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

სასტიკი დანაშაულები საქართველოში, რომელიც ქალებმა ჩაიდინეს

სასტიკი დანაშაულები საქართველოში, რომელიც ქალებმა ჩაიდინეს

ბოლო წლების მანძილზე, საქართველოში ფემიციდის ფაქტების სიმრავლემ შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. მხოლოდ 2013 წელს 21 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა. მათი დიდი ნაწილი ოჯახური ძალადობის, მეუღლის ან საყვარელი მამაკაცის მსხვერპლი გახდა. თუმცა, ასევე დაფიქსირდა შემთხვევებიც, როცა მსხვერპლი თავად გახდა მოძალადე. ბოლო წლებში, ქალების მიერ ჩადენილი მკვლელობების მიზეზი, ძირითადად, სწორედ მამაკაცის მხრიდან ძალადობაა. ამჯერად, იმ ქალებს გაგახსენებთ, რომლებმაც განსაკუთრებული სისასტიკის დანაშაულები ჩაიდინეს:

ქალის მიერ ჩადენილი ერთ-ერთი ბოლო მკვლელობა რამდენიმე დღის წინ, 15 დეკემბერს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 37 წლის ხათუნა ბ-მ მეგობარი მამაკაცი მოკლა. ისინი ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდნენ, ურთიერთშელაპარაკებისას ქალმა 41 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ეჭვმიტანილი რამდენიმე წუთში დააკავეს და ნივთმტკიცებად დანა ამოიღეს, რომლითაც მამაკაცი სასიკვდილოდ გაიმეტა.

2005 წლის 3 ნოემბერს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 41 წლის ირმა ნადირაძემ თავისი მეგობარი მამაკაცი, რეზო თხილიშვილი ქმრის პისტოლეტით ლამისყანის მინდვრებში მოკლა. როგორც ნადირაძის ადვოკატი ფრიდონ მაღრაძე ამბობს, ქალის თქმით, მას თხილიშვილის გარდა, კიდევ ერთი საყვარელი ჰყავდა, პროფესიით - ექიმი, უნდოდა, ქმარს გასცილებოდა და ექიმს გაჰყოლოდა, მაგრამ როგორც ამბობდა: "ამის უფლებას რეზო არ მაძლევდა, ვერ ვიშორებდიო" - ამიტომ ჩაუჯდა მას მანქანაში, მიიყვანა სოფელში ისეთ ადგილას, სადაც ხალხი არ იყო და თავში ესროლა, შემდეგ კი მანქანას ბენზინი გადასხა, ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. მკვლელობა 9 წლის შემდეგ, 2014 წელს გაიხსნა.

2011 წელს მარნეულში საკუთარი ქმრის მკვლელი ფ. ა. და მისი თანამზრახველი ე. გ. დააკავეს. აღიარებით ჩვენებაში, ბრალდებულმა განაცხადა, რომ სცადა დანაშაული თვითმკვლელობის იმიტაციით დაეფარა. ფ. ა-მ მეუღლეს დიდი ოდენობით სამედიცინო მედიკამენტები მიაღებინა, დააძინა და უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი საკუთარი საყვარლის ე. გ-ს დახმარებით გადაიყვანა სახლის უკან მდებარე პირუტყვის სადგომში, სადაც თოკზე ჩამოკიდეს.

ქმრის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს ნინო ხაბეიშვილიც. მას გორის რაიონულმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მტკიცებით, 2011 წლის 11 დეკემბერს, მან მეუღლეს - მამუკა ცერცვაძეს გულმკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გოგონამ არც დაკავების დროს აღიარა დანაშაული და ამ დრომდე არ აღიარებს: "გადაბმულად სვამდა. იმ დღესაც მთვრალი იყო და ჩხუბი უმიზეზოდ დაიწყო. ხელში დანა ეჭირა. დავუსხლტდი, მაგრამ ჩემთვის თმის დაგლეჯა მაინც მოასწრო. როგორც კი გავერიდე, მაშინვე დავრეკე პოლიციაში, - დამეხმარეთ-მეთქი. ეს ზარი დაფიქსირებულია. ამ დროს ქმარმა დამიძახა. მისკენ რომ შევტრიალდი, დავინახე, სისხლიანი იყო". დაკავების მომენტში 21 წლის ნინოს ერთი შვილი უკვე ჰყავდა, მეორეზე კი ორსულად იყო.

ქმრის მკვლელობისთვის 2012 წლიდან იხდის სასჯელს ნათელა გ. ექვსი შვილის დედა ყვება, რომ ნასვამ ქმარს ფეხები შეუკრა და ოთახში ჩაკეტა, რადგან მამაკაცი შვილებს ემუქრებოდა. "რომ დათვრებოდა, ყველას გვცემდა. ბევრჯერ უბნის რწუნებული და სოფელი ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში. ყველაფერზე შეეძლო ეჩხუბა. რამდენჯერ გამომკიდებია ცელით მოსაკლავად... მაგრამ მე არ მომიკლავს. ბავშვებს გამოეკიდა ლანძღვა-გინებით, უნდა ეცემა. შემეშინდა მათთვის არაფერი დაეშავებინა და ოთახის კარი ჩავუკეტე... ყურადღება ვერ მივაქციე, როგორც ჩანს ცუდად გახდა, გული აერია და გაიგუდა. ამის მიუხედავად, მკვლელობაში დამდეს ბრალი, არ ვაღიარებ დანაშაულს, მაგრამ მაინც გამასამართლეს". 38 წლის ქალმა დაკავების შემდეგ, ციხეში შეიტყო, რომ მეექვსე შვილს ელოდებოდა. ახლა გოგონა ციხეში დედასთან იზრდება. ნათელა გ-ს სამი წელი დარჩა მოსახდელი.

2014 წლის მარტში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში 50 წლამდე ასაკის ქალმა გარდაცვლილი მეგობრის გვამი დაწვა. ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცს, მასთან ყოფნის დროს გული გაუსკდა. ქალს შეეშინდა, რომ მკვლელობას დააბრალებდნენ, ამიტომ მამაკაცის ცხედარი გარეთ გაიტანა და დაწვა. ქალბატონი დააკავეს მიცვალებულისადმი უპატივცემულობის ბრალდებით.

ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მკვლელობა მოხდა 2011 წელს მისაქციელში - დედამ მცირეწლოვან შვილს თავი შეშის ნაჭრით გაუჩეხა. მაია გელდიაშვილს სამი შვილი ჰყავდა, უფროსი ვაჟი 5 წლის შაკო დედას შეშით ცემის დროს შემოაკვდა. ქალი დააკავეს, მან საკუთარი დანაშაული აღიარა. "ბავშვს მანამდე ვცემდი ხოლმე, სანამ გონებას არ დაკარგავდა. ამჯერადაც ასე იყო, შეშის ნაპობი გათიშვამდე ვურტყი, მერე იატაკზე მთელი ძალით დავახეთქე. როცა დავეჭვდი, რომ გონს ვეღარ მოვიდოდა, ვცადე ენა ამომეწია. კბილები ხელს მიშლიდა, ამიტომ კოვზით ჩავუმტვრიე", - აცხადებდა დედა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მაია გელდიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. განსასჯელს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის დასკვნით, მაია გელდიაშვილი ფსიქიკურად შეურაცხადი იყო და სასამართლოსთვის სწორი ჩვენების მიცემა არ შეეძლო. 2013 წელს მაია გელდიაშვილი პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ