პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს - პროკურატურა
მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს - პროკურატურა

მაგ­და პა­პი­ძის ად­ვო­კა­ტი აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ჩი­ნე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს, - ამის შე­სა­ხებ ად­კო­ვატ­მა ხა­თუ­ნა ჩხა­ი­ძემ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მაგ­და პა­პი­ძე უდა­ნა­შა­უ­ლოა და ამის შე­სა­ხებ მან პრო­ცეს­ზეც ისა­უბ­რა. "პა­პი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ის უდა­ნა­შა­უ­ლოა. მაგ­დამ ისიც გა­ნა­ცხა­და, თუ რა­ტომ გა­და­აგ­დო ურო - იმი­ტომ, რომ მას ქმრის ეში­ნო­და. მან ეს სა­სა­მარ­თლო­ზე ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, ჩვე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ მაგ­და პა­პი­ძე ვერ მო­ახ­დენ­და გავ­ლე­ნას ვე­რა­ნა­ი­რად გა­მო­ძი­ე­ბა­ზე. მაგ­და პა­პი­ძეს ასე­ვე სურ­და თა­ვი­სი ქმრი­სა და შვი­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე დას­წრე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მაგ­და პა­პი­ძის ად­ვო­კატ­მა ხა­თუ­ნა ჩხა­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რეს, პრო­კუ­რო­რის თქმით, გა­და­მოწ­მდე­ბა ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბულ­მა მაგ­და პა­პი­ძემ გუ­შინ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­კე­თა. კერ­ძოდ, მის წა­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

VIDEO| "ჩემი ქმა­რი პა­თო­ლო­გი იყო, სხვა მა­მა­კა­ცი შე­მიყ­ვარ­და" - მაგ­და პა­პი­ძემ ჩვე­ნე­ბა მის­ცა

რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­გო­ბარ მა­მა­კაცს, ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილს, პრო­კუ­რო­რის, ელე­ნე ჩხე­ი­ძის თქმით, ის არ მო­ნა­წი­ლე­ობს და­ნა­შა­ულ­ში. თუმ­ცა საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლია. ამას­თან, პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა ნივთმტკი­ცე­ბა ამო­ღე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ დას­მულ შე­კი­თხვას, რომ ბუნ­კე­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ასე­ვე მაგ­და პა­პი­ძის შვი­ლის ფო­ტო­ე­ბიც, პრო­კუ­რორ­მა ელე­ნე ჩხე­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ნაგ­ვის ბუნ­კე­რი­დან მარ­თლაც ამო­ღე­ბუ­ლია ფო­ტო­ე­ბი, თუმ­ცა დად­გინ­დე­ბა, თუ ვისი ფო­ტო­ე­ბია ამო­ღე­ბუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გუ­შინ კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა მო­ტივ­ზე. ელე­ნე ჩხე­ი­ძის თქმით, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი იყო ის, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძე ვერ იტან­და მე­უღ­ლეს და მას­თან ჰქონ­და კონ­ფლიქ­ტი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს - პროკურატურა

მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს - პროკურატურა

მაგდა პაპიძის ადვოკატი აღმკვეთი ღონისძიების განჩინების გასაჩივრებას აპირებს, - ამის შესახებ ადკოვატმა ხათუნა ჩხაიძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მაგდა პაპიძე უდანაშაულოა და ამის შესახებ მან პროცესზეც ისაუბრა. "პაპიძემ განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა. მაგდამ ისიც განაცხადა, თუ რატომ გადააგდო ურო - იმიტომ, რომ მას ქმრის ეშინოდა. მან ეს სასამართლოზე ნათლად განაცხადა. რაც შეეხება ჩვენს შუამდგომლობას, ჩვენი შუამდგომლობა განპირობებული იყო იმით, რომ მაგდა პაპიძე ვერ მოახდენდა გავლენას ვერანაირად გამოძიებაზე. მაგდა პაპიძეს ასევე სურდა თავისი ქმრისა და შვილის დაკრძალვაზე დასწრება", - განაცხადა მაგდა პაპიძის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის თქმით, გადამოწმდება ის განცხადებები, რომელიც ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა. კერძოდ, მის წამებასთან დაკავშირებით.

VIDEO| "ჩემი ქმარი პათოლოგი იყო, სხვა მამაკაცი შემიყვარდა” - მაგდა პაპიძემ ჩვენება მისცა

რაც შეეხება მის მეგობარ მამაკაცს, ოთარ ბერძენიშვილს, პროკურორის, ელენე ჩხეიძის თქმით, ის არ მონაწილეობს დანაშაულში. თუმცა საქმეზე დაკითხულია. ამასთან, პროკურორმა განაცხადა, რომ ყველა ნივთმტკიცება ამოღებულია გამოძიების მიერ და დანიშნულია ექსპერტიზა.

ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომ ბუნკერიდან ამოღებულია ასევე მაგდა პაპიძის შვილის ფოტოებიც, პროკურორმა ელენე ჩხეიძემ განაცხადა, რომ ნაგვის ბუნკერიდან მართლაც ამოღებულია ფოტოები, თუმცა დადგინდება, თუ ვისი ფოტოებია ამოღებული.

პროკურატურამ გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა მოტივზე. ელენე ჩხეიძის თქმით, მკვლელობის მოტივი იყო ის, რომ ბრალდებული მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს და მასთან ჰქონდა კონფლიქტი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ