საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება მაგდა პაპიძე მკვლელობის ღამის შესახებ- ჩვენების დეტალები
რას ჰყვება მაგდა პაპიძე მკვლელობის ღამის შესახებ- ჩვენების დეტალები

შვი­ლი­სა და მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა მაგ­და პა­პი­ძემ სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა მის­ცა. რო­გორც პა­პი­ძემ პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, მას მე­უღ­ლეს­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. "19-ში ჩემ­მა შვილ­მა, თორ­ნი­კემ სთხო­ვა მე­უღ­ლეს, ომარს, გა­სუ­ლიყ­ვნენ გა­რეთ ხა­ჭა­პუ­რის საჭ­მე­ლად. ისი­ნი გა­რეთ გა­ვიდ­ნენ ძა­ლი­ან თხლად ჩაც­მუ­ლე­ბი. რო­დე­საც და­აგ­ვი­ა­ნეს, მე დე­დამ­თილს, ლი­ლის ვთხო­ვე, და­ე­რე­კა ომარ­თან, მე არ და­ვუ­რე­კე ომარს, რად­გან მას­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. თუმ­ცა ომარს ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და. ეს ჩვენ არ გაგ­ვკვირ­ვე­ბია, რად­გან მისი ტე­ლე­ფო­ნი ხში­რად ჯდე­ბო­და ხოლ­მე. ამას­თან, მე ვი­ცო­დი, რომ ისი­ნი მან­ქა­ნით ვერ წა­ვი­დოდ­ნენ, რად­გა­ნაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ომარ­მა გან­მი­ცხა­და, რომ ის მან­ქა­ნით უბ­ნი­დან ვერ გა­ვი­დო­და, ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბის დას­მა კი კვლავ ამიკ­რძა­ლა. მე დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და იმ ღა­მით ჩა­მე­ძი­ნა ლო­დინ­ში. 3 იყო და­წყე­ბუ­ლი, რო­დე­საც გა­ვიღ­ვი­ძე და გა­დავ­წყვი­ტე სა­ძებ­ნე­ლად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. გა­რეთ გა­ვე­დი, სა­დარ­ბა­ზო­დან გა­სას­ვლელ­ში ვიწ­რო ად­გი­ლია, სა­დაც ფეხი წა­მოვ­კა­რი რა­ღა­ცას და და­ვე­ცი. შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მე ომარ­ზე და­ვე­ცი. ამის შემ­დეგ, მე­გო­ნა, რომ ის მთვრა­ლი იყო და წა­იქ­ცა. ხში­რად იყო ხოლ­მე, რომ ნას­ვა­მი ბრუნ­დე­ბო­და სახ­ლში. მე სის­ხლი არ და­მი­ნა­ხავს. არ მი­ფიქ­რია, რომ მე­უღ­ლე და ჩემი შვი­ლი ცო­ცხლე­ბი არ იყ­ვნენ. ამის შემ­დეგ წა­ვე­დი მან­ქა­ნის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად, რად­გან მინ­დო­და ჩემი შვი­ლი და მე­უღ­ლე მან­ქა­ნა­ში ჩა­მეს­ვა. მან­ქა­ნა­ში ვერ ჩავ­სვი და ამის შემ­დეგ და­ვი­წყე ყვი­რი­ლი. რის შემ­დე­გაც ჩემი დე­დამ­თი­ლი ლილი და მე­ზობ­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ. ამის შემ­დეგ მე ჩემი შვი­ლი და მე­უღ­ლე არ მი­ნა­ხავს და პო­ლი­ცი­ა­ში მი­თხრეს, რომ ორი­ვე მე მოვ­კა­ლი და ბრა­ლი მქონ­და წარ­დგე­ნი­ლი. ამას მე არ ვა­ღი­ა­რებ", - გა­ნა­ცხა­და პრო­ცეს­ზე მაგ­და პა­პი­ძემ.

ამას­თან, ბრალ­დე­ბუ­ლი პრო­ცეს­ზე ყვე­ბა, რომ 19 დე­კემ­ბრამ­დე, მისი ქმრი­სა და შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მის­მა მე­უღ­ლემ გა­და­წყვი­ტა ურო ეყი­და, რათა გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ეწარ­მო­ე­ბი­ნა. რო­გორც მაგ­და პა­პი­ძე სა­სა­მარ­თლო­ზე ყვე­ბა, მან მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გო, რომ მე­უღ­ლე და მისი შვი­ლი უგო­ნოდ იყ­ვნენ, პირ­ვე­ლად ურო იმი­ტომ გა­და­აგ­დო ნაგ­ვის ურ­ნა­ში, რომ შე­ე­შინ­და, რად­გა­ნაც მისი მე­უღ­ლე ომა­რი ხში­რად ემუქ­რე­ბო­და მას.

"ერთ დღეს, ომარ­მა მე წა­მიყ­ვა­ნა ისე, რომ არ მი­თხრა, სად მივ­ყავ­დი. გა­ა­ჩე­რა ტაქ­სი და ამიყ­ვა­ნა ჯვარ­ზე. შემ­დეგ იქ ფე­ხის წვე­რებ­ზე და­მა­ყე­ნა და ცი­ნი­კუ­რად რა­ღაც კი­თხვებს მის­ვამ­და. ამის შე­სა­ხებ მე ჩემს მე­გო­ბარს, ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილს მო­ვუ­ყე­ვი. რო­დე­საც ომა­რი სვამ­და, აგ­რე­სი­უ­ლი იყო და სწო­რედ ამი­ტომ შე­მე­შინ­და, რო­დე­საც წაქ­ცე­უ­ლი და­ვი­ნა­ხე, ვი­ფიქ­რე, ნას­ვა­მი იყო და მე გა­დავ­წყვი­ტე აღ­ნიშ­ნუ­ლი ურო გა­და­მეგ­დო", - გა­ნა­ცხა­და მაგ­და პა­პი­ძემ.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის თქმით, გარ­დაც­ვლილ ომარ ქა­ფი­აშ­ვილს თა­ვის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა ბლაგ­ვი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა, რაც შე­საძ­ლოა სწო­რედ ურო­თი იყოს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, პრო­კუ­რო­რი და­ინ­ტე­რეს­და თუ რა­ტომ გა­და­აგ­დო ბრალ­დე­ბულ­მა მაგ­და პა­პი­ძემ პირ­ველ რიგ­ში ურო. ასე­ვე პრო­კუ­რო­რი და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა­ტომ იყო ოთა­ხი სის­ხლი­ა­ნი. მაგ­და პა­პი­ძემ პრო­კუ­რო­რის კი­თხვებ­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ოთა­ხი იმი­ტომ გა­სის­ხლი­ან­და, რომ ის ოთახ­ში მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბის ასა­ღე­ბად ავი­და, რად­გან მისი უგო­ნოდ მყო­ფი მე­უღ­ლე და შვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ეყ­ვა­ნა.

მო­სა­მარ­თლე არ­სენ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა ად­გილ­ზე თათ­ბი­რით და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და მაგ­და პა­პი­ძეს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე იხი­ლეთ: "პო­ლი­ცი­ა­ში მთე­ლი ღამე და დღი­სით მცემ­დნენ... მცე­მეს სა­ხე­ში და თავ­ში" - მაგ­და პა­პი­ძის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი სა­სა­მარ­თლო­დან

რას ჰყვება მაგდა პაპიძე მკვლელობის ღამის შესახებ- ჩვენების დეტალები

რას ჰყვება მაგდა პაპიძე მკვლელობის ღამის შესახებ- ჩვენების დეტალები

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლოს ჩვენება მისცა. როგორც პაპიძემ პროცესზე განაცხადა, მას მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. "19-ში ჩემმა შვილმა, თორნიკემ სთხოვა მეუღლეს, ომარს, გასულიყვნენ გარეთ ხაჭაპურის საჭმელად. ისინი გარეთ გავიდნენ ძალიან თხლად ჩაცმულები. როდესაც დააგვიანეს, მე დედამთილს, ლილის ვთხოვე, დაერეკა ომართან, მე არ დავურეკე ომარს, რადგან მასთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. თუმცა ომარს ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ეს ჩვენ არ გაგვკვირვებია, რადგან მისი ტელეფონი ხშირად ჯდებოდა ხოლმე. ამასთან, მე ვიცოდი, რომ ისინი მანქანით ვერ წავიდოდნენ, რადგანაც რამდენიმე დღის წინ ომარმა განმიცხადა, რომ ის მანქანით უბნიდან ვერ გავიდოდა, ზედმეტი კითხვების დასმა კი კვლავ ამიკრძალა. მე დაღლილი ვიყავი და იმ ღამით ჩამეძინა ლოდინში. 3 იყო დაწყებული, როდესაც გავიღვიძე და გადავწყვიტე საძებნელად წავსულიყავი. გარეთ გავედი, სადარბაზოდან გასასვლელში ვიწრო ადგილია, სადაც ფეხი წამოვკარი რაღაცას და დავეცი. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მე ომარზე დავეცი. ამის შემდეგ, მეგონა, რომ ის მთვრალი იყო და წაიქცა. ხშირად იყო ხოლმე, რომ ნასვამი ბრუნდებოდა სახლში. მე სისხლი არ დამინახავს. არ მიფიქრია, რომ მეუღლე და ჩემი შვილი ცოცხლები არ იყვნენ. ამის შემდეგ წავედი მანქანის გადასაყენებლად, რადგან მინდოდა ჩემი შვილი და მეუღლე მანქანაში ჩამესვა. მანქანაში ვერ ჩავსვი და ამის შემდეგ დავიწყე ყვირილი. რის შემდეგაც ჩემი დედამთილი ლილი და მეზობლები გამოვიდნენ. ამის შემდეგ მე ჩემი შვილი და მეუღლე არ მინახავს და პოლიციაში მითხრეს, რომ ორივე მე მოვკალი და ბრალი მქონდა წარდგენილი. ამას მე არ ვაღიარებ", - განაცხადა პროცესზე მაგდა პაპიძემ.

ამასთან, ბრალდებული პროცესზე ყვება, რომ 19 დეკემბრამდე, მისი ქმრისა და შვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა მეუღლემ გადაწყვიტა ურო ეყიდა, რათა გარკვეული სამუშაოები ეწარმოებინა. როგორც მაგდა პაპიძე სასამართლოზე ყვება, მან მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მეუღლე და მისი შვილი უგონოდ იყვნენ, პირველად ურო იმიტომ გადააგდო ნაგვის ურნაში, რომ შეეშინდა, რადგანაც მისი მეუღლე ომარი ხშირად ემუქრებოდა მას.

"ერთ დღეს, ომარმა მე წამიყვანა ისე, რომ არ მითხრა, სად მივყავდი. გააჩერა ტაქსი და ამიყვანა ჯვარზე. შემდეგ იქ ფეხის წვერებზე დამაყენა და ცინიკურად რაღაც კითხვებს მისვამდა. ამის შესახებ მე ჩემს მეგობარს, ოთარ ბერძენიშვილს მოვუყევი. როდესაც ომარი სვამდა, აგრესიული იყო და სწორედ ამიტომ შემეშინდა, როდესაც წაქცეული დავინახე, ვიფიქრე, ნასვამი იყო და მე გადავწყვიტე აღნიშნული ურო გადამეგდო", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

საქმის პროკურორის თქმით, გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილს თავის არეში აღენიშნება ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა, რაც შესაძლოა სწორედ უროთი იყოს მიყენებული. სწორედ ამიტომ, პროკურორი დაინტერესდა თუ რატომ გადააგდო ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ პირველ რიგში ურო. ასევე პროკურორი დაინტერესდა, თუ რატომ იყო ოთახი სისხლიანი. მაგდა პაპიძემ პროკურორის კითხვებზე განაცხადა, რომ ოთახი იმიტომ გასისხლიანდა, რომ ის ოთახში მანქანის გასაღების ასაღებად ავიდა, რადგან მისი უგონოდ მყოფი მეუღლე და შვილი საავადმყოფოში გადაეყვანა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ადგილზე თათბირით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მაგდა პაპიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: "პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემდნენ... მცემეს სახეში და თავში" - მაგდა პაპიძის პირველი კომენტარი სასამართლოდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ