პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურის მტკიცებით, არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს
პროკურატურის მტკიცებით, არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს

ბრალ­დე­ბის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს ვი­დეო, თუ რო­გორ ყრის მე­უღ­ლი­სა და შვი­ლი­ის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძე სის­ხლი­ან ტი­ლო­ებს. ამის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბის მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ისა­უბ­რა, სა­დაც მო­სა­მარ­თლემ პა­პი­ძეს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ამას­თან, პრო­კუ­რო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­პი­ძემ მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ სახ­ლი­დან შვი­ლის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბიც გა­და­ყა­რა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ პა­პი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა და მე­გო­ბარ­მა მა­მა­კაც­მა მის­ცა, რო­მე­ლიც მისი მე­ზო­ბე­ლია.

VIDEO| "რომ დამ­ჩე­ხონ, მა­ინც არ ვა­ღი­ა­რებ" - მაგ­და პა­პი­ძის ცრემ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლო­ზე

თა­ვად პა­პი­ძე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მე­უღ­ლე და შვი­ლი სახ­ლი­დან ღა­მის 11 სა­ათ­ზე გა­ვიდ­ნენ და შინ დაბ­რუ­ნე­ბა და­აგ­ვი­ან­დათ. მი­სი­ვე თქმით, ის შე­ე­ცა­და, მე­უღ­ლეს ტე­ლე­ფონ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე და­კავ­ში­რე­ბო­და. თუმ­ცა, ამ­ბობს, რომ მის ქმარს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­და. ბრალ­დე­ბუ­ლის მტკი­ცე­ბით, მას ჩა­ე­ძი­ნა და ღა­მის 3 სა­ათ­ზე გა­მოღ­ვი­ძე­ბუ­ლი სახ­ლი­დან ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ძებ­ნე­ლად წა­ვი­და. თუმ­ცა, სახ­ლი­დან გა­მოს­ვლი­სას კარ­თან მოკ­ლუ­ლი მე­უღ­ლე ნახა, შვი­ლი კი გა­გუ­დუ­ლი დახ­ვდა.

ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძე მე­უღ­ლეს­თან ცუდ ურ­თი­ერ­თო­ბა­საც ადას­ტუ­რებს და ამ­ბობს, რომ მისი 27 წლის ქმა­რი პა­თო­ლო­გი იყო და მას სულ ეჩხუ­ბე­ბო­და.

მაგ­და პა­პი­ძის მტკი­ცე­ბით, მას მე­უღ­ლის მი­მართ ზი­ზღი მას შემ­დეგ გა­უჩ­ნდა, რაც სხვა მა­მა­კა­ცი შე­უყ­ვარ­და.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბე­ბი აქვს პო­ლი­ცი­ის მი­მარ­თაც. მისი მტკი­ცე­ბით, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მას პო­ლი­ცი­ამ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ამას­თან, პა­პი­ძე აცხა­დებს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­თაც ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ტკი­ცებს, რომ 5 წლის ბავ­შვი გა­გუ­დუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პროკურატურის მტკიცებით, არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს

პროკურატურის მტკიცებით, არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს

ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მეუღლისა და შვილიის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს. ამის შესახებ ბრალდების მხარის წარმომადგენელმა დღევანდელ პროცესზე ისაუბრა, სადაც მოსამართლემ პაპიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, პროკურორების ინფორმაციით, პაპიძემ მკვლელობის შემდეგ სახლიდან შვილის ფოტოსურათებიც გადაყარა. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისი ოჯახის წევრებმა და მეგობარმა მამაკაცმა მისცა, რომელიც მისი მეზობელია.

VIDEO| "რომ დამჩეხონ, მაინც არ ვაღიარებ" - მაგდა პაპიძის ცრემლები სასამართლოზე

თავად პაპიძე ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. ბრალდებულმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე და შვილი სახლიდან ღამის 11 საათზე გავიდნენ და შინ დაბრუნება დააგვიანდათ. მისივე თქმით, ის შეეცადა, მეუღლეს ტელეფონზე რამდენჯერმე დაკავშირებოდა. თუმცა, ამბობს, რომ მის ქმარს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ბრალდებულის მტკიცებით, მას ჩაეძინა და ღამის 3 საათზე გამოღვიძებული სახლიდან ოჯახის წევრების საძებნელად წავიდა. თუმცა, სახლიდან გამოსვლისას კართან მოკლული მეუღლე ნახა, შვილი კი გაგუდული დახვდა.

ბრალდებული მაგდა პაპიძე მეუღლესთან ცუდ ურთიერთობასაც ადასტურებს და ამბობს, რომ მისი 27 წლის ქმარი პათოლოგი იყო და მას სულ ეჩხუბებოდა.

მაგდა პაპიძის მტკიცებით, მას მეუღლის მიმართ ზიზღი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სხვა მამაკაცი შეუყვარდა.

დაკავებულს ბრალდებები აქვს პოლიციის მიმართაც. მისი მტკიცებით, დაკავების შემდეგ მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, პაპიძე აცხადებს, რომ პოლიციელები მას გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 5 წლის ბავშვი გაგუდულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ