პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს კვლავ არ აღიარებს - რაზე ისაუბრა პაპიძემ ადვოკატთან
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს კვლავ არ აღიარებს - რაზე ისაუბრა პაპიძემ ადვოკატთან

5 წლის შვი­ლი­სა და მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძე ბრალს კვლავ არ აღი­ა­რებს. რო­გორც ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბას­თან პა­პი­ძის ად­ვო­კატ­მა ხა­თუ­ნა ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი აცხა­დებს, რომ მან გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლე და შვი­ლი მას შემ­დეგ ნახა, რაც ოჯა­ხის წევ­რებს და­აგ­ვი­ან­დათ და მათ სა­ძებ­ნე­ლად გა­ვი­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, პა­პი­ძე ამ­ბობს, რომ სახ­ლი­დან გა­სულ­მა მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც სა­დარ­ბა­ზოს­თან ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ცე­მუ­ლი იყო, ფეხი წა­მოკ­რა, ამის შემ­დეგ კი ყვი­რი­ლი და­ი­წყო და მე­ზობ­ლებს დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და. მაგ­და პა­პი­ძის­თვის ბრა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­დგე­ნა ე.წ მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ცნო­ბი­ლია, რომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით, რო­მე­ლიც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დიღ­მის მა­სივ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბის­თვის შსს-მ 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძე და­ა­კა­ვა.

"გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, მე­უღ­ლეს, 1988 წელს და­ბა­დე­ბულ ომარ ქ.-ს ბლაგ­ვი საგ­ნით თა­ვის არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც იგი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­დეგ მაგ­და პ.-მ. გა­გუ­და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. მან კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ცხედ­რე­ბი თა­ვი­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან კორ­პუ­სის წინ ეზო­ში გა­ი­ტა­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს კვლავ არ აღიარებს - რაზე ისაუბრა პაპიძემ ადვოკატთან

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს კვლავ არ აღიარებს - რაზე ისაუბრა პაპიძემ ადვოკატთან

5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ბრალს კვლავ არ აღიარებს. როგორც ე.წ. მოდულის შენობასთან პაპიძის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ განაცხადა, ბრალდებული აცხადებს, რომ მან გარდაცვლილი მეუღლე და შვილი მას შემდეგ ნახა, რაც ოჯახის წევრებს დააგვიანდათ და მათ საძებნელად გავიდა.

ადვოკატის თქმით, პაპიძე ამბობს, რომ სახლიდან გასულმა მეუღლეს, რომელიც სადარბაზოსთან ნასვამ მდგომარეობაში დაცემული იყო, ფეხი წამოკრა, ამის შემდეგ კი ყვირილი დაიწყო და მეზობლებს დახმარებას სთხოვდა. მაგდა პაპიძისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა ე.წ მოდულის შენობაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის შსს-მ 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე დააკავა.

"გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის დღეს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ.-მ. გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"ითქვა, რომ ბიჭებს RGD-ს ტიპის ხელყუმბარა აუფეთქდათ, ზოგი ამბობს იპოვესო, ზოგმა თქვა - თან ჰქონდათო" - რა მოხდა გარდაბანში, სადაც აფეთქებას მოზარდი ემსხვერპლა

მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში მასწავლებელი დააკავეს

"მშობელი არასრულწლოვან შვილს მოწყალების მიღებას და დღეში მისთვის 50 ლარის მიტანას აიძულებდა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა