პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით "კოკაინის საქმეზე" დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის შესახებ: "წარმოდგენილი იყო, როგორც ნარკოდილერი და ამორალური ქალბატონი"
რა ვიცით "კოკაინის საქმეზე" დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის შესახებ: "წარმოდგენილი იყო, როგორც ნარკოდილერი და ამორალური ქალბატონი"

ფა­რუ­ლი ვი­დეო| "კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე" და­კა­ვე­ბუ­ლი ნა­ტა­ლია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის კი­ლერ­თან სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი - "არაფ­რის ხა­ლი­სი არ მაქ, სა­ნამ მის სის­ხლს არ დავ­ლევ..."

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე, რო­მელ­ზეც შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს მას­ზე ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მეა.

რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რა" წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ე.წ.კო­კა­ი­ნის საქ­მის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი ქა­ლის, ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის­თა­ნა­ვე მისი პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში ჩას­მით შე­ე­ცა­და. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ალე­კო ელი­საშ­ვილს ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის საქ­მის დაძ­ვრას და­ჟი­ნე­ბით სთხოვ­ნენ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე და ეკა ბე­სე­ლია.

"ჩვენ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ იმის და­სად­გე­ნად, თუ ვინ იყო ის პა­ტი­მა­რი, რომ­ლის შე­წყა­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ლა­მის ორ მი­ლი­ო­ნამ­დე დო­ლარს იხ­დიდ­ნენ და რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ახ­დენ­დნენ ზე­წო­ლას შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მა­შინ­დელ თავ­მჯდო­მა­რე­ზე. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მელ­მაც ამ ეტაპ­ზე ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა არ­ჩია, კვა­ლი ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მემ­დე მი­დის.

ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მის მთა­ვა­რი გფი­გუ­რან­ტი ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი ქა­ლის, ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის­თა­ნა­ვე მისი პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში ჩას­მით შე­ე­ცა­და", - იუ­წყე­ბა გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა".

დე­ტა­ლე­ბი| "კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბას ელი­საშ­ვი­ლის­გან ბე­სე­ლია და კო­ბა­ხი­ძე ითხოვ­დნენ?!" - ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა

AMBEBI.GE ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ნარ­კო­დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლი 2011 წელს ტე­ლე­სე­რი­ალ "დე­ტექ­ტი­ვე­ბის" შემ­ქმნე­ლებს უჩი­ო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლი "რუს­თა­ვი 2"-ზე გა­დი­ო­და და სცე­ნა­რის­ტებს სე­რი­ა­ლის­თვის მა­სა­ლებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აძ­ლევ­და.

ლალი აფ­ცი­ა­ლუ­რი, ად­ვო­კა­ტი: "სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში გა­ვი­და სე­რი­ალ "დე­ტექ­ტი­ვე­ბის" სე­რია ნარ­კოტ­რან­ზი­ტის შე­სა­ხებ. მას­ში ერთ-ერთი გმი­რი, რომ­ლის პრო­ტო­ტი­პიც ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლია, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო, რო­გორც ნარ­კო­დი­ლე­რი და ამო­რა­ლუ­რი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ შვილ­საც კი რთავს ამ საქ­მე­ში. შსს-ს მა­სა­ლებ­ში ეს ასე არ არის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, რომ ზა­უ­ტაშ­ვი­ლის ამ მხრივ წარ­მო­ჩე­ნა ვი­ღა­ცის ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია. ეს არის ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის შემ­ლახ­ვე­ლი. ამის გამო უკვე მზად­დე­ბა სარ­ჩე­ლი, რო­მელ­საც სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს შე­ვი­ტანთ სა­სა­მარ­თლო­ში. მსა­ხი­ო­ბებ­თან პრე­ტენ­ზია არ გვაქვს. ნარ­კოტ­რა­ფი­კის საქ­მე 17-ტო­მი­ა­ნია და 2 ინ­სტან­ცია აქვს გავ­ლი­ლი".

გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე", 2011 წელი

ლაშა ცე­რი­აშ­ვი­ლი, სე­რი­ალ "დე­ტექ­ტი­ვე­ბის" რე­ჟი­სო­რი:

"ეს არის რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზე დაყ­რდო­ბი­ლი ის­ტო­რია. სე­რი­ალ­ში არის, ასე ვთქვათ, ლი­რი­კუ­ლი გა­დახ­ვე­ვე­ბი, თუმ­ცა ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლი ჩვენ არ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, რო­გორც მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის და ამო­რა­ლუ­რი ქალ­ბა­ტო­ნი. უბ­რა­ლოდ, სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით მას ჰყავს საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბა და ამა­ში თუ ხე­დავს რა­მეს ამო­რა­ლურს, არ ვიცი. ეს ძა­ლი­ან გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მეა და ამი­ტომ გა­და­ღე­ბი­სას ბევ­რი პი­კან­ტუ­რი დე­ტა­ლი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ.

სუ­რა­თის ბო­ლოს მი­ვუ­თი­თეთ, რომ ამ­ბა­ვი რე­ა­ლურ მოვ­ლე­ნებ­ზეა აგე­ბუ­ლი და მისი ერთ-ერთი გმი­რის ლორა ჯა­მას­პიშ­ვი­ლის პრო­ტო­ტი­პი ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლია. ის, თუ რა ბედი ეწია ნარ­კო­კარ­ტე­ლის რე­ა­ლურ წევ­რებს და, ასე­ვე, მთე­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, თა­ვის დრო­ზე ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ით იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ტომ მი­ჩი­ვის ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლი, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია".

გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე", 2011 წელი

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლი 2010 წლის ზა­ფხულს მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. მას­თან ერ­თად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­პა­ტიმ­რეს კი­დევ ოთხი ადა­მი­ა­ნი: მევ­ლუდ სვა­ნი­ძე, რო­მან მუ­სე­მი­ა­ნი, გი­ორ­გი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი და თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი კო­ლუმ­ბი­ი­დან, პე­რუ­დან და პა­ნა­მი­დან რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებ­დნენ ჯარ­თში და­მა­ლულ დიდი ოდე­ნო­ბით კო­კა­ინს ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე გა­სა­ტა­ნად და ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი იყო კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი შაქ­რო კა­ლა­შო­ვი.

სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად პო­ლი­ცი­ამ 60 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის კო­კა­ი­ნი ამო­ი­ღო, და­კა­ვე­ბუ­ლებს კი სა­სა­მარ­თლომ 30-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რა ვიცით "კოკაინის საქმეზე" დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის შესახებ: "წარმოდგენილი იყო, როგორც ნარკოდილერი და ამორალური ქალბატონი"

რა ვიცით "კოკაინის საქმეზე" დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის შესახებ: "წარმოდგენილი იყო, როგორც ნარკოდილერი და ამორალური ქალბატონი"

ფარული ვიდეო| "კოკაინის საქმეზე" დაკავებული ნატალია ზაუტაშვილის კილერთან საუბრის ჩანაწერი - "არაფრის ხალისი არ მაქ, სანამ მის სისხლს არ დავლევ..."

გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა.

როგორც "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა. გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

"ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ იმის დასადგენად, თუ ვინ იყო ის პატიმარი, რომლის შეწყალების სანაცვლოდ ლამის ორ მილიონამდე დოლარს იხდიდნენ და რომელი პოლიტიკოსები ახდენდნენ ზეწოლას შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეზე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელმაც ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, კვალი ე.წ. კოკაინის საქმემდე მიდის.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი გფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა", - იუწყება გაზეთი "კვირის პალიტრა".

დეტალები| "კოკაინის საქმეზე გასამართლებულის შეწყალებას ელისაშვილისგან ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ?!" - ჟურნალისტური გამოძიება

AMBEBI.GE ანასტასია ზაუტაშვილის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებით დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, ნარკოდაჯგუფების წევრობის ბრალდებით გასამართლებული ანასტასია ზაუტაშვილი 2011 წელს ტელესერიალ "დეტექტივების" შემქმნელებს უჩიოდა. აღნიშნული ტელესერიალი "რუსთავი 2"-ზე გადიოდა და სცენარისტებს სერიალისთვის მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აძლევდა.

ლალი აფციალური, ადვოკატი: "სატელევიზიო ეთერში გავიდა სერიალ "დეტექტივების" სერია ნარკოტრანზიტის შესახებ. მასში ერთ-ერთი გმირი, რომლის პროტოტიპიც ანასტასია ზაუტაშვილია, წარმოდგენილი იყო, როგორც ნარკოდილერი და ამორალური ქალბატონი, რომელიც საკუთარ შვილსაც კი რთავს ამ საქმეში. შსს-ს მასალებში ეს ასე არ არის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ზაუტაშვილის ამ მხრივ წარმოჩენა ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია. ეს არის ღირსებისა და პატივის შემლახველი. ამის გამო უკვე მზადდება სარჩელი, რომელსაც სექტემბრის ბოლოს შევიტანთ სასამართლოში. მსახიობებთან პრეტენზია არ გვაქვს. ნარკოტრაფიკის საქმე 17-ტომიანია და 2 ინსტანცია აქვს გავლილი".

გაზეთი "ყველა სიახლე", 2011 წელი

ლაშა ცერიაშვილი, სერიალ "დეტექტივების" რეჟისორი:

"ეს არის რეალურ ამბავზე დაყრდობილი ისტორია. სერიალში არის, ასე ვთქვათ, ლირიკული გადახვევები, თუმცა ანასტასია ზაუტაშვილი ჩვენ არ წარმოგვიდგენია, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის და ამორალური ქალბატონი. უბრალოდ, სიუჟეტის მიხედვით მას ჰყავს საყვარელი მამაკაცი, რომელსაც წლების განმავლობაში ხვდება და ამაში თუ ხედავს რამეს ამორალურს, არ ვიცი. ეს ძალიან გახმაურებული საქმეა და ამიტომ გადაღებისას ბევრი პიკანტური დეტალი გავითვალისწინეთ.

სურათის ბოლოს მივუთითეთ, რომ ამბავი რეალურ მოვლენებზეა აგებული და მისი ერთ-ერთი გმირის ლორა ჯამასპიშვილის პროტოტიპი ანასტასია ზაუტაშვილია. ის, თუ რა ბედი ეწია ნარკოკარტელის რეალურ წევრებს და, ასევე, მთელი დოკუმენტური მასალა, თავის დროზე ყველა ტელევიზიით იყო ნაჩვენები. აქედან გამომდინარე, რატომ მიჩივის ანასტასია ზაუტაშვილი, ჩემთვის გაუგებარია".

გაზეთი "ყველა სიახლე", 2011 წელი

შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზაუტაშვილი 2010 წლის ზაფხულს მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მასთან ერთად სამართალდამცავებმა დააპატიმრეს კიდევ ოთხი ადამიანი: მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი კოლუმბიიდან, პერუდან და პანამიდან რეგულარულად იღებდნენ ჯართში დამალულ დიდი ოდენობით კოკაინს ევროპის ბაზარზე გასატანად და ამ საქმეში ჩართული იყო კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი.

სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ 60 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღო, დაკავებულებს კი სასამართლომ 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შსს ზუგდიდში დავით შენგელიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად ახალგაზდა მამაკაცი დააკავეს

ვინ არის ის 6 პირი, რომელიც "ტოიოტა ქამრიში" იჯდა და ვისთვისაც ბრალის დამძიმებას შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს?