მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალეკო ელისაშვილის კომენტარი დაკითხვაზე შესვლამდე
ალეკო ელისაშვილის კომენტარი დაკითხვაზე შესვლამდე

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­კი­თხვა ელი­საშ­ვი­ლის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ფულს იღებს.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე შეს­ვლამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­უ­ბა­რია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე, რო­მე­ლიც მას­ზე შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, კონ­კრე­ტუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბის მო­თხოვ­ნით ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­და.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნულ პო­ლი­ტი­კო­სებს "ბე-ს" სა­ხით 200 000 დო­ლა­რი ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბის შემ­დეგ კი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უნდა მი­ე­ღოთ.

"ამის შე­სა­ხებ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე გი­ორ­გი ბა­დაშ­ვილს, თუმ­ცა ბა­დაშ­ვილ­მა ყური არ შე­ი­ბერ­ტყა. ამ სა­კი­თხზე ვე­სა­უბ­რე მის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი გო­გა­ძე­საც, ასე­ვე პრე­ზი­დენტს, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მელ­საც უშუ­ა­ლოდ ევა­ლე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცველ უწყე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, გარ­და ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­სა და თინა ხი­და­შელს", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან გა­მო­ძი­ე­ბა ეფექ­ტუ­რად წა­რი­მარ­თე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სა­ხე­ლებს და გვა­რებს გა­ა­სა­ჯა­რო­ებს.

"მე წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ვუ­თხა­რი სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას და ვა­პი­რებ დღე­საც გა­ვი­მე­ო­რეო მათი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი, ვინც ფულს იხ­დი­და, ვის­შიც ფულს იხ­დიდ­ნენ და ვინც ფულს იღებ­და. კი­დევ ერ­თმა ადა­მი­ან­მა და­მი­დას­ტუ­რა, რომ მზად არის ჩვე­ნე­ბა მის­ცეს", - აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, იგი­ვე ტი­პის ზე­წო­ლა ახლა შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მოქ­მედ თავ­მჯდო­მა­რე, ზვი­ად ქო­რი­ძე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ალეკო ელისაშვილის კომენტარი დაკითხვაზე შესვლამდე

ალეკო ელისაშვილის კომენტარი დაკითხვაზე შესვლამდე

საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

დაკითხვა ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას უკავშირდება იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ფულს იღებს.

როგორც ელისაშვილმა პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია "ქართული ოცნების" რამდენიმე მაღალჩინოსანზე, რომელიც მასზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით ზეწოლას ახორციელებდა.

მისივე მტკიცებით, აღნიშნულ პოლიტიკოსებს "ბე-ს" სახით 200 000 დოლარი ჰქონდათ აღებული, კონკრეტული პატიმრების შეწყალების შემდეგ კი ნახევარი მილიონი დოლარი უნდა მიეღოთ.

"ამის შესახებ წელიწადნახევრის წინ ინფორმაცია მივაწოდე გიორგი ბადაშვილს, თუმცა ბადაშვილმა ყური არ შეიბერტყა. ამ საკითხზე ვესაუბრე მის მოადგილე გიორგი გოგაძესაც, ასევე პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელსაც უშუალოდ ევალება სამართალდამცველ უწყებებთან ურთიერთობა, გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და თინა ხიდაშელს", - განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც მან განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის მხრიდან გამოძიება ეფექტურად წარიმართება, აღნიშნული მაღალჩინოსნების სახელებს და გვარებს გაასაჯაროებს.

"მე წელიწადნახევრის წინ ვუთხარი სახელი და გვარები პროკურატურას და ვაპირებ დღესაც გავიმეორეო მათი სახელები და გვარები, ვინც ფულს იხდიდა, ვისშიც ფულს იხდიდნენ და ვინც ფულს იღებდა. კიდევ ერთმა ადამიანმა დამიდასტურა, რომ მზად არის ჩვენება მისცეს", - აღნიშნა ელისაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, იგივე ტიპის ზეწოლა ახლა შეწყალების კომისიის მოქმედ თავმჯდომარე, ზვიად ქორიძეზე მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ