პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ის საგანგებო განცხადება - რა რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე
სუს-ის საგანგებო განცხადება - რა რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს მი­მარ­თა, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ასე­ვე მოხ­დე­ბა მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნა, ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა და და­ი­კი­თხე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი პირი.

"გუ­შინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, პატ­რია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგა ბო­კე­რი­ას და ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნი­კო­ლოზ გვა­რა­მი­ას ფა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი. გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პა­რა­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ამა წლის 24 ოქ­ტომ­ბერს უკვე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 315-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს შეთ­ქმუ­ლე­ბას სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად ან ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ასე­ვე მოხ­დე­ბა მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნა, ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, და­ი­კი­თხე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი პირი, რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის, ისე ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა უკვე მი­მარ­თა უკ­რა­ი­ნის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის­თვის, შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით. საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით აც­ნო­ბებს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იზო­რი­ამ.

რე­დაქ­ცია| თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სტა­ტია ნა­ხეთ თეგ­ზე #სკან­და­ლუ­რი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი

იხი­ლეთ ასე­ვე|შო­კის­მომ­გვრე­ლი ჩა­ნა­წე­რი: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას რე­ვო­ლუ­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს?

თუ გა­ის­ვრი­ან, გა­ის­რო­ლონ" - უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ი­ტის მტკი­ცე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლი-ბო­კე­რია გა­დატ­რი­ა­ლე­ბას გეგ­მა­ვენ

ნიკა გვა­რა­მი­ას რე­აქ­ცი­ე­ბი Facebook-ზე სკან­და­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რის შემ­დეგ

"რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ვნე­ბე­ბი შე­ი­ნა­ხოს და სა­კუ­თა­რი სის­ხლი დაღ­ვა­როს" - რა ხდე­ბო­და FB-ზე სკან­და­ლუ­რი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
მკითხველის რჩევით

სუს-ის საგანგებო განცხადება - რა რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე

სუს-ის საგანგებო განცხადება - რა რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის უკრაინის შესაბამის სამსახურებს მიმართა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი.

"გუშინ მედიაში გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, პატრია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას ფარული სატელეფონო ჩანაწერები. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარატამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ამა წლის 24 ოქტომბერს უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით უკვე ჩატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას დამატებით აცნობებს", - განაცხადა ლევან იზორიამ.

რედაქცია| თემასთან დაკავშირებული ყველა სტატია ნახეთ თეგზე #სკანდალური აუდიო ჩანაწერი

იხილეთ ასევე|შოკისმომგვრელი ჩანაწერი: მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას რევოლუციისკენ მოუწოდებს?

თუ გაისვრიან, გაისროლონ" - უკრაინული საიტის მტკიცებით, სააკაშვილი-ბოკერია გადატრიალებას გეგმავენ

ნიკა გვარამიას რეაქციები Facebook-ზე სკანდალური ჩანაწერის შემდეგ

"რევოლუციური ვნებები შეინახოს და საკუთარი სისხლი დაღვაროს" - რა ხდებოდა FB-ზე სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ