საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყელები უნდა დაგვეჭრა პატიმრებისთვის? მაშინ დაეკონკრეტებინათ, რა უნდოდათ" - სკანდალური შინაარსის მიმოწერის სრული ვერსია
"ყელები უნდა დაგვეჭრა პატიმრებისთვის? მაშინ დაეკონკრეტებინათ, რა უნდოდათ" - სკანდალური შინაარსის მიმოწერის სრული ვერსია

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "ეკა კვე­სი­ტა­ძის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი" მა­ყუ­რე­ბელს წა­რუდ­გი­ნეს დი­ა­ლო­გი, რო­მელ­შიც, გა­და­ცე­მის მტკი­ცე­ბით, ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე­სა და "ობი­ექ­ტი­ვის" ყო­ფილ ჟურ­ნა­ლისტ და ამ­ჟა­მად ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს ნინო ჯღარ­კა­ვას შო­რის სა­უ­ბა­რია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ბე­დუ­კა­ძეც და ნინო ჯღარ­კა­ვაც რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნე­ბენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და ფულს, რო­მე­ლიც ახლა უკვე ყო­ფილ პრე­მი­ერს კად­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ უნდა გა­და­ე­ხა­და. ჯღარ­კა­ვა წერს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კად­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო და ის ამას არ ელო­და, რა­ზეც ბე­დუ­კა­ძე ბრაზ­დე­ბა და წერს, რომ რა­ზეც შე­თან­ხმდნენ ის იყო.

ეკა კვე­სი­ტა­ძის გა­და­ცე­მას მა­ყუ­რებ­ლის­თვის არ წა­რუდ­გე­ნია ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მე­ლიც მი­მო­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბას ადას­ტუ­რებს, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ცე­მუ­ლი დი­ა­ლო­გის სან­დო­ო­ბა ეჭვქვეშ დგას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვიდ­რე აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­ვი­დო­და, ნინო ჯღარ­კა­ვამ პრეს­კონ­ცე­რენ­ცია გა­მარ­თა, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ გა­და­ცე­მა­ში მო­ცე­მუ­ლი "სქ­რი­ნე­ბი" ფო­ტო­შო­ფია და სიც­რუ­ეა. ამას­თან, ნინო ჯღარ­კა­ვა აცხა­დებს, რომ ის არ იც­ნობ­და ლადო ბე­დუ­კა­ძეს და შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მას­თან მი­მო­წე­რა ჰქო­ნო­და.

AMBEBI.GE უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შეს­თა­ვა­ზებს მხა­რე­თა კო­მენ­ტა­რებს აღ­ნიშ­ნუ­ლი დი­ა­ლო­გის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­ნამ­დე კი გთა­ვა­ზობთ დი­ა­ლოგს, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა "გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა და რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბა ამ დრო­ი­სათ­ვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

***

ნინო ჯღარ­კა­ვა: ლადო, გა­ვარ­კვიე ყვე­ლა­ფე­რი, რაც მთხო­ვე. ირ­მამ ბო­დი­ში მო­გი­ხა­და. მარ­თლა ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია და ამ დღე­ებ­ში და­ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი აუ­ცი­ლებ­ლა­დო. დღეს დი­ლით ჩვე­ნი კაცი გა­ვაგ­ზავ­ნე თურ­ქეთ­შო/ შენს ცოლს ნა­ხავს და გა­დას­ცემს თან­ხას. 27 000-ს. ეს დრო­ე­ბით ეყო­ფათ და მალე ვი­ზებ­საც გა­ვა­კე­თებთ. შენ არა­ფერ­ზე ინერ­ვი­უ­ლო.

ლადო ბე­დუ­კა­ძე: ხომ არ იცით, და­ახ­ლო­ე­ბით რო­დის იქ­ნე­ბა მზად ვი­ზე­ბი? ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ.

27 000 რა­ტომ? ეს არ ყო­ფი­ლა ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა. უთხა­რი რა, და­მი­კავ­შირ­დეს ირმა. მე რო­გორც ვხე­დავ, ამ ამ­ბავ­ზე ვი­ღა­ცე­ბი ყვავს ხარ­შა­ვენ და უკვე მაგ­რად ყარს.

ნინო ჯღარ­კა­ვა: რას გუ­ლის­ხმობ? თუ ირ­მა­ზე ფიქ­რობ, ცდე­ბი ლადო, ჩემო კარ­გო. 27 000 სწო­რე­დაც რომ ირ­მას ხე­ლი­დან გა­ვი­და. იცი, რომ ბი­ძი­ნას ჯერ ერთი კა­პი­კიც კი არ გა­და­უხ­დია?

ლადო ბე­დუ­კა­ძე: ეს ჩემი საქ­მე არ არის. მე ჩემი მი­სა­ღე­ბი უნდა მი­ვი­ღო. ვხე­დავ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე არ მი­დის, რო­გორც მო­ლა­პა­რა­კე­ბა გვქონ­და. ნინო, უთხა­რი, რომ კონ­ტაქ­ტზე გა­მო­ვი­დეს ირმა. მე ფო­ფხა­ძე და ბლი­ა­და­ძე შუ­ა­მავ­ლე­ბად არ მჭირ­დე­ბა.

ნინო ჯღარ­კა­ვა: მა­გათ­ზე ად­რე­ვე გი­თხა­რი, თავი შორს და­ი­ჭი­რე-თქო.

ლადო ბე­დუ­კა­ძე: ასეც ვა­კე­თებ. ზედ­მე­ტი ხალ­ხი არ მჭირ­დე­ბა. ისი­ნი ამ საქ­მი­დან კა­პიკს ვერ მი­ი­ღე­ბენ. დარ­მა­ვოი ფული მი­უნ­დათ ბი­ჭებს. ირ­მამ რაც უნდა გა­და­უ­ხა­დოს თა­ვი­სი სჩო­რი­დან. ბი­ძი­ნა რა­საც მის­ცემს, ის პი­რა­დად მე მე­კუთ­ვნის და პროს­ტა ისე არ გა­მა­კე­თე­ბი­ნონ ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­დეს. ამა­ზე წამ­სვე­ლე­ლი ვარ, და­სა­კარ­გი აღა­რა­ფე­რი მაქვს.

ნინო ჯღარ­კა­ვა: ხომ არ გა­გიჟ­დი? მა­გით შენ რამ­დე­ნი­მე კაცს კი არა, სა­ერ­თოდ ყვე­ლას დაგვღუ­პავ და და­ღუ­პავ სა­ქარ­თვე­ლოს. ეს ამ­ბა­ვი რომ გას­კდეს, იცო­დე, ნა­ცხრო­ვა ცი­ხე­ე­ბი­დან არ გა­მოგ­ვა­ყო­ფი­ნებს თავს. ცოტა და­ფიქ­რდი, რა! რო­გორ ფიქ­რობ, ივა­ნიშ­ვი­ლი მაგ ფულს გა­ექ­ცე­ვა? რას პა­ნი­კობ, მიგ­ვაყ­ვა­ნი­ნე საქ­მე ბო­ლომ­დე ძმაო. ასე ხომ არ შე­იძ­ლე­ბა?

ლადო ბე­დუ­კა­ძე: ფაქ­ტია, რომ მა­გა­თი მხრი­დან არ­ცერ­თი და­ნა­პი­რე­ბი არ სრულ­დე­ბა. ვი­ზე­ბი დღემ­დე ვერ გა­ა­კე­თეთ და ჩემი ოჯა­ხი ისევ თურ­ქეთ­შია. ეს გა­უჭრ­და ბი­ჭი­ნას? ირმა რა­ტომ არა­ფერს ეუბ­ნე­ბა?

ნინო ჯღარ­კა­ვა: ლადო, არ ხარ მარ­თა­ლი. ჩვენ ჯი­ბე­ში ხე­ლებ­ჩა­ლა­გე­ბუ­ლე­ბი არ ვართ. სხვა­თა­შო­რის, ბი­ძი­ნამ რომ ნახა, იცი რა თქვა? ეს ის კად­რე­ბი არ არის, რა­საც ვე­ლო­დე­ბო­დი­თო.

ლადო ბე­დუ­კა­ძე: მა­გას *იგ ხომ არ აქვს? აბა, რას ელო­დე­ბო­და? ყე­ლე­ბი უნდა დაგ­ვეჭ­რა პა­ტიმ­რე­ბის­თვის? ამა­ზე დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვე­ბო­და თუ რა? რაც გვქონ­და და­გეგ­მი­ლი, ის გა­კეთ­და. მა­შინ უფრო მე­ტად უნდა და­ე­კონ­რე­ტე­ბი­ნათ, რა უნ­დო­დათ.

ნინო ჯღარ­კა­ვა: არ ვიცი, არ ვიცი. მოკ­ლედ, სიკ­ვდი­ლი მინ­და, ისეთ დღე­ში ვარ. შენ კი არა, მგო­ნი მალე მეც დავ­კრგავ ფეხს და გა­მო­ვიქ­ცე­ვი ამ ჯო­ჯო­ხე­თი­დან.

ლადო ბე­დუ­კა­ძე: მე თუ წა­მო­ვე­დი, რა და­ვი­ჭი­რე? ამ­ხე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უდევს წინ ჩემს ად­ვო­კატს და იმის პი­რო­ბა­საც ვერ მაძ­ლევს, რომ პო­ლი­ტი­კურს მი­ვი­ღებ. კა­რო­ჩე, ეს ფო­ფხა­ძე რა­ღა­ცას მა­ბო­ლებს და ამათ ცოტა ხან­ში მო­ვუვ­ლი. მა­გა­რი ვი­თხე­ბი შე­მომ­ტე­ნეთ...

sponsored by ContentRoom

"ყელები უნდა დაგვეჭრა პატიმრებისთვის? მაშინ დაეკონკრეტებინათ, რა უნდოდათ" - სკანდალური შინაარსის მიმოწერის სრული ვერსია

"ყელები უნდა დაგვეჭრა პატიმრებისთვის? მაშინ დაეკონკრეტებინათ, რა უნდოდათ" - სკანდალური შინაარსის მიმოწერის სრული ვერსია

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები" მაყურებელს წარუდგინეს დიალოგი, რომელშიც, გადაცემის მტკიცებით, ვლადიმერ ბედუკაძესა და "ობიექტივის" ყოფილ ჟურნალისტ და ამჟამად ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნინო ჯღარკავას შორის საუბარია წარმოდგენილი.

ბედუკაძეც და ნინო ჯღარკავაც რამდენჯერმე ახსენებენ ბიძინა ივანიშვილს და ფულს, რომელიც ახლა უკვე ყოფილ პრემიერს კადრების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა. ჯღარკავა წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი კადრებით უკმაყოფილო იყო და ის ამას არ ელოდა, რაზეც ბედუკაძე ბრაზდება და წერს, რომ რაზეც შეთანხმდნენ ის იყო.

ეკა კვესიტაძის გადაცემას მაყურებლისთვის არ წარუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიმოწერის ავთენტურობას ადასტურებს, შესაბამისად, მოცემული დიალოგის სანდოობა ეჭვქვეშ დგას.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე აღნიშნული გადაცემა ეთერში გავიდოდა, ნინო ჯღარკავამ პრესკონცერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ გადაცემაში მოცემული "სქრინები" ფოტოშოფია და სიცრუეა. ამასთან, ნინო ჯღარკავა აცხადებს, რომ ის არ იცნობდა ლადო ბედუკაძეს და შეუძლებელი იყო მასთან მიმოწერა ჰქონოდა.

AMBEBI.GE უახლოეს მომავალში შესთავაზებს მხარეთა კომენტარებს აღნიშნული დიალოგის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მანამდე კი გთავაზობთ დიალოგს, რომელიც გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გამოქვეყნდა და რომლის ავთენტურობა ამ დროისათვის დადასტურებული არ არის.

***

ნინო ჯღარკავა: ლადო, გავარკვიე ყველაფერი, რაც მთხოვე. ირმამ ბოდიში მოგიხადა. მართლა ძალიან დაკავებულია და ამ დღეებში დავეკონტაქტები აუცილებლადო. დღეს დილით ჩვენი კაცი გავაგზავნე თურქეთშო/ შენს ცოლს ნახავს და გადასცემს თანხას. 27 000-ს. ეს დროებით ეყოფათ და მალე  ვიზებსაც გავაკეთებთ. შენ არაფერზე ინერვიულო.

ლადო ბედუკაძე: ხომ არ იცით, დაახლოებით როდის იქნება მზად ვიზები? ძალიან ვნერვიულობ.

27 000 რატომ? ეს არ ყოფილა ჩვენი მოლაპარაკება. უთხარი რა, დამიკავშირდეს ირმა. მე როგორც ვხედავ, ამ ამბავზე ვიღაცები ყვავს ხარშავენ და უკვე მაგრად ყარს.

ნინო ჯღარკავა: რას გულისხმობ? თუ ირმაზე ფიქრობ, ცდები ლადო, ჩემო კარგო. 27 000 სწორედაც რომ ირმას ხელიდან გავიდა. იცი, რომ ბიძინას ჯერ ერთი კაპიკიც კი არ გადაუხდია?

ლადო ბედუკაძე: ეს ჩემი საქმე არ არის. მე ჩემი მისაღები უნდა მივიღო. ვხედავ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მოლაპარაკება გვქონდა. ნინო, უთხარი, რომ კონტაქტზე გამოვიდეს ირმა. მე ფოფხაძე და ბლიადაძე შუამავლებად არ მჭირდება.

ნინო ჯღარკავა: მაგათზე ადრევე გითხარი, თავი შორს დაიჭირე-თქო.

ლადო ბედუკაძე: ასეც ვაკეთებ. ზედმეტი ხალხი არ მჭირდება. ისინი  ამ საქმიდან კაპიკს ვერ მიიღებენ. დარმავოი ფული მიუნდათ ბიჭებს. ირმამ რაც უნდა გადაუხადოს თავისი სჩორიდან. ბიძინა რასაც მისცემს, ის პირადად მე მეკუთვნის და პროსტა ისე არ გამაკეთებინონ ყველაფერი ნათელი გახდეს. ამაზე წამსველელი ვარ, დასაკარგი აღარაფერი მაქვს.

ნინო ჯღარკავა: ხომ არ გაგიჟდი? მაგით შენ რამდენიმე კაცს კი არა, საერთოდ ყველას დაგვღუპავ და დაღუპავ საქართველოს. ეს ამბავი რომ გასკდეს, იცოდე, ნაცხროვა ციხეებიდან არ გამოგვაყოფინებს თავს. ცოტა დაფიქრდი, რა! როგორ ფიქრობ, ივანიშვილი მაგ ფულს გაექცევა? რას პანიკობ, მიგვაყვანინე საქმე ბოლომდე ძმაო. ასე ხომ არ შეიძლება?

ლადო ბედუკაძე: ფაქტია, რომ მაგათი მხრიდან არცერთი დანაპირები არ სრულდება. ვიზები დღემდე ვერ გააკეთეთ და ჩემი ოჯახი ისევ თურქეთშია. ეს გაუჭრდა ბიჭინას? ირმა რატომ არაფერს ეუბნება?

ნინო ჯღარკავა: ლადო, არ ხარ მართალი. ჩვენ ჯიბეში ხელებჩალაგებულები არ ვართ. სხვათაშორის, ბიძინამ რომ ნახა, იცი რა თქვა? ეს ის კადრები არ არის, რასაც ველოდებოდითო.

ლადო ბედუკაძე: მაგას *იგ ხომ არ აქვს? აბა, რას ელოდებოდა? ყელები უნდა დაგვეჭრა პატიმრებისთვის? ამაზე დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა თუ რა? რაც გვქონდა დაგეგმილი, ის გაკეთდა. მაშინ უფრო მეტად უნდა დაეკონრეტებინათ, რა უნდოდათ.

ნინო ჯღარკავა: არ ვიცი, არ ვიცი. მოკლედ, სიკვდილი მინდა, ისეთ დღეში ვარ. შენ კი არა, მგონი მალე მეც დავკრგავ ფეხს და გამოვიქცევი ამ ჯოჯოხეთიდან.

ლადო ბედუკაძე: მე თუ წამოვედი, რა დავიჭირე? ამხელა მტკიცებულება უდევს წინ ჩემს ადვოკატს და იმის პირობასაც ვერ მაძლევს, რომ პოლიტიკურს მივიღებ. კაროჩე, ეს ფოფხაძე რაღაცას მაბოლებს და ამათ ცოტა ხანში მოვუვლი. მაგარი ვითხები შემომტენეთ...

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ