პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინულ პორტალზე მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა
უკრაინულ პორტალზე მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა

უკ­რა­ი­ნულ პორ­ტალ­ზე "kievnews.in.ua" კი­დევ ერთი ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია მა­მა­კა­ცის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი.

აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ოს­თან ერ­თად ვებგ­ვერ­დზე გა­მო­ტა­ნი­ლია გა­სულ დღე­ებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბიც. რო­გორც უკ­რა­ი­ნულ პორ­ტა­ლი წერს, ეს ვი­დეო გა­და­ღე­ბუ­ლია პირ­და­პირ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის­გან ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, თუმ­ცა წყა­რო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი არ არის. უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ი­ტი აცხა­დებს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ფორ­მა­ტო­რე­ბის გუნდს ასე­თი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბი­სა და წა­მე­ბის ფაქ­ტე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ პრაქ­ტი­კად ჰქონ­და ქცე­უ­ლი. ვი­დე­ოს ბო­ლო­ში ის­მის სა­უ­ბა­რი მეგ­რულ დი­ა­ლექ­ტზე. კად­რე­ბი უმ­ძი­მე­სი სა­ნა­ხა­ვია, ამი­ტომ ვი­დე­ო­მა­სა­ლას შეგ­ნე­ბუ­ლად არ გთა­ვა­ზობთ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ასე­ვე, უკ­რა­ი­ნულ­მა ვებ-გვერდმა "ტუბე.უა"-მ, სა­თა­უ­რით, "რო­გორ აწა­მე­ბენ რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით", სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მეგ­რე­ლო­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში, წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლია მა­მა­კაც­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი, რის შემ­დე­გაც იგი გა­მომ­ძი­ე­ბელს ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. ვი­დეო სრულ­დე­ბა ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, გივი თარ­გა­მა­ძის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი­სა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბით, წარ­წე­რით, "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გი". ვებ-გვერდს არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი წყა­რო, რო­მელ­მაც ვი­დე­ო­მა­სა­ლა მი­ა­წო­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­მეგ­რე­ლოს სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლა­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­სა­ლის ნა­წი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებს, არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ გა­აც­ნო, რის შემ­დე­გაც აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რით, სა­ჯა­როდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. უც­ნო­ბია, უკ­რა­ი­ნულ პორ­ტალ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა, წარ­მო­ად­გენს თუ არა სა­მეგ­რე­ლოს სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლავ­ში აღ­მო­ჩე­ნილ ჩა­ნა­წერს.

უკრაინულ პორტალზე მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა

უკრაინულ პორტალზე მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა

უკრაინულ პორტალზე "kievnews.in.ua" კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ასახულია მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი რამდენიმე ეპიზოდი.

აღნიშნულ ვიდეოსთან ერთად ვებგვერდზე გამოტანილია გასულ დღეებში გამოქვეყნებული ვიდეოებიც. როგორც უკრაინულ პორტალი წერს, ეს ვიდეო გადაღებულია პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ეჭვმიტანილისგან ჩვენების მიღების მიზნით, თუმცა წყარო დასახელებული არ არის. უკრაინული საიტი აცხადებს, რომ სააკაშვილის რეფორმატორების გუნდს ასეთი არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტები ჩვეულებრივ პრაქტიკად ჰქონდა ქცეული. ვიდეოს ბოლოში ისმის საუბარი მეგრულ დიალექტზე. კადრები უმძიმესი სანახავია, ამიტომ ვიდეომასალას შეგნებულად არ გთავაზობთ.

რამდენიმე დღის წინ, ასევე, უკრაინულმა ვებ-გვერდმა "ტუბე.უა"-მ, სათაურით, "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით, წარწერით, "სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი". ვებ-გვერდს არ აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები სპეციალური დანადგარით, საჯაროდ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა. უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა, წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ