სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წამებისა და გაუპატიურების ახალი კადრები ვრცელდება
წამებისა და გაუპატიურების ახალი კადრები ვრცელდება

უკ­რა­ი­ნულ პორ­ტალ­ზე "kievnews.in.ua" კი­დევ ერთი ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მიერ მა­მა­კა­ცის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი.

9 წუ­თი­ან ვი­დე­ო­ში ჩანს ნიღ­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცის მიერ ადა­მი­ა­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი პრო­ცე­სი. ვი­დე­ოს ბოლო ნა­წილ­ში ის­მის სა­უ­ბა­რი მეგ­რულ დი­ა­ლექ­ტზე. აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ოს­თან ერ­თად ვებგ­ვერ­დზე გა­მო­ტა­ნი­ლია 17 ოქ­ტომ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოც.

ახ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ მა­სა­ლას აქვს შემ­დეგI ში­ნა­არ­სის მი­ნა­წე­რი:

"რის შე­სა­ხებ დუმს სა­ა­კაშ­ვი­ლი? წა­მე­ბის ახა­ლი ვი­დეო იძუ­ლე­ბით ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გან­თქმუ­ლია "ბრწყინ­ვა­ლედ" გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბით, რო­მელ­მაც თით­ქმის ასი პრო­ცენ­ტით გახ­სნა და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი და არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო თუ არა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც თით­ქოს­და გახ­სნეს, თუ სა­დის­ტის ბოდ­ვაა. მთა­ვა­რია გულ­წრფე­ლი აღი­ა­რე­ბა, რო­მელ­საც "სი­ხა­რუ­ლით იძ­ლე­ო­და" ნე­ბის­მი­ე­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბულ წა­მე­ბის ვი­დე­ო­ში ჩანს გა­და­ტა­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის და მძი­მე წა­მე­ბის შემ­დეგ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი აღი­ა­რებს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­ულს", - წე­რია პორ­ტალ­ზე.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ასე­ვე, უკ­რა­ი­ნულ­მა ვებ-გვერდმა ტუბე.უა-მ სა­თა­უ­რით, "რო­გორ აწა­მე­ბენ რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით", სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მეგ­რე­ლო­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში, წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლია მა­მა­კაც­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი, რის შემ­დე­გაც იგი გა­მომ­ძი­ე­ბელს ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. ვი­დეო სრულ­დე­ბა ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, გივი თარ­გა­მა­ძის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი­სა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბით, წარ­წე­რით, "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გი". ვებ-გვერდს არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი წყა­რო, რო­მელ­მაც ვი­დე­ო­მა­სა­ლა მი­ა­წო­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­მეგ­რე­ლოს სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლა­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­სა­ლის ნა­წი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებს, არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ გა­აც­ნო, რის შემ­დე­გაც აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რით, სა­ჯა­როდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. უც­ნო­ბია, უკ­რა­ი­ნულ პორ­ტალ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა, წარ­მო­ად­გენს თუ არა სა­მეგ­რე­ლოს სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლავ­ში აღ­მო­ჩე­ნილ ჩა­ნა­წერს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

წამებისა და გაუპატიურების ახალი კადრები ვრცელდება

წამებისა და გაუპატიურების ახალი კადრები ვრცელდება

უკრაინულ პორტალზე "kievnews.in.ua" კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ასახულია ერთი კონკრეტული პირის მიერ მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი რამდენიმე ეპიზოდი.

9 წუთიან ვიდეოში ჩანს ნიღბიანი მამაკაცის მიერ ადამიანის გაუპატიურების ამსახველი პროცესი. ვიდეოს ბოლო ნაწილში ისმის საუბარი მეგრულ დიალექტზე. აღნიშნულ ვიდეოსთან ერთად ვებგვერდზე გამოტანილია 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეოც.

ახლად გავრცელებულ მასალას აქვს შემდეგI შინაარსის მინაწერი:

"რის შესახებ დუმს სააკაშვილი? წამების ახალი ვიდეო იძულებით ჩვენების მისაცემად. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი განთქმულია "ბრწყინვალედ" გატარებული რეფორმებით, რომელმაც თითქმის ასი პროცენტით გახსნა დანაშაულებები და არ არის მნიშვნელოვანი, სინამდვილეში იყო თუ არა ჩადენილი დანაშაული, რომელიც თითქოსდა გახსნეს, თუ სადისტის ბოდვაა. მთავარია გულწრფელი აღიარება, რომელსაც "სიხარულით იძლეოდა" ნებისმიერი ეჭვმიტანილი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ წამების ვიდეოში ჩანს გადატანილი სექსუალური ძალადობის და მძიმე წამების შემდეგ ეჭვმიტანილი აღიარებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს", - წერია პორტალზე.

რამდენიმე დღის წინ, ასევე, უკრაინულმა ვებ-გვერდმა ტუბე.უა-მ სათაურით, "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით, წარწერით, "სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი". ვებ-გვერდს არ აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები სპეციალური დანადგარით, საჯაროდ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა. უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა, წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ