პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებს გოგლა ჟვანია ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას
როგორ აფასებს გოგლა ჟვანია ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას

ნა­ფი­ცებ­მა მი­ი­ღეს ადეკ­ვა­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და იმე­დი მაქვს, ზუ­რას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძმამ, გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი კობა ხარ­ში­ლა­ძი­სა და მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას მი­მართ მის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

"ვე­ლო­დი გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ ვერ­დიქტს, რად­გან კარ­გად ვიც­ნობ საქ­მის მა­სა­ლებს. ეს არ იყო ძი­რი­თა­დი საქ­მე. ზუ­რას სიკ­ვდი­ლის დამ­დგე­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბის საქ­მე ძი­ე­ბა­შია. მარ­თა­ლია, დაც­ვამ ყვე­ლა­ნა­ი­რად სცა­და აქეთ­კენ გა­და­ე­ტა­ნა აქ­ცენ­ტე­ბი, რე­ა­ლუ­რად ეს იყო მხო­ლოდ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი გულ­გრი­ლო­ბის შე­სა­ხებ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა მი­ი­ღეს ადეკ­ვა­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, - გა­ნა­ცხა­და გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას, გოგ­ლა ჟვა­ნი­ას თქმით, მთა­ვარ საქ­მე­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"იმე­დი მაქვს, სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბა მთა­ვარ საქ­მე­ში", - გა­ნა­ცხა­და გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ.

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დაც­ვის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, კობა ხარ­ში­ლა­ძი­სა და დაც­ვის ცვლის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი დად­გა. ამ წუ­თებ­ში მსა­ჯუ­ლე­ბი მსჯე­ლო­ბენ დამ­ძიმ­დე­ბა თუ არა სას­ჯე­ლი ხარ­ში­ლა­ძი­სა და ძა­ძა­მი­ას მი­მართ. ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცია 21:00 სა­ათ­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რის შემ­დე­გაც მო­სა­მარ­თლე ეკა არე­ში­ძემ სას­ჯე­ლი უნდა გან­სა­ზღვროს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

როგორ აფასებს გოგლა ჟვანია ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას

როგორ აფასებს გოგლა ჟვანია ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას

ნაფიცებმა მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, ზურას გარდაცვალების საქმეზე სერიოზული სიახლეები იქნება, - ამის შესახებ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის შემდეგ ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, გამამტყუნებელი ვერდიქტი კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ მისთვის მოსალოდნელი იყო.

"ველოდი გამამტყუნებელ ვერდიქტს, რადგან კარგად ვიცნობ საქმის მასალებს. ეს არ იყო ძირითადი საქმე. ზურას სიკვდილის დამდგენი გარემოებების საქმე ძიებაშია. მართალია, დაცვამ ყველანაირად სცადა აქეთკენ გადაეტანა აქცენტები, რეალურად ეს იყო მხოლოდ ამ ადამიანების მიერ გამოჩენილი გულგრილობის შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, გოგლა ჟვანიას თქმით, მთავარ საქმეში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს.

"იმედი მაქვს, სერიოზული სიახლეები იქნება მთავარ საქმეში", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძისა და დაცვის ცვლის ყოფილი უფროსის, მიხეილ ძაძამიას მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი დადგა. ამ წუთებში მსაჯულები მსჯელობენ დამძიმდება თუ არა სასჯელი ხარშილაძისა და ძაძამიას მიმართ. ნაფიცი მსაჯულების რეკომენდაცია 21:00 საათზე გახდება ცნობილი, რის შემდეგაც მოსამართლე ეკა არეშიძემ სასჯელი უნდა განსაზღვროს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ