პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხარშილაძე: ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა
ხარშილაძე: ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ დიდი ხა­ნია ვი­ცო­დი და მის­გან შე­თა­ვა­ზე­ბაც მქონ­და, - ამის შე­სა­ხებ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა კობა ხარ­ში­ლა­ძემ დღეს ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით და­კი­თხვის დროს გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხარ­ში­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ამ შე­თა­ვა­ზე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რი­დან იმ მო­ტი­ვით არ წა­მო­ვი­და, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მას­ზე ბევ­რი ამა­გი ჰქონ­და. "ზუ­რას ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ დიდი ხა­ნია ვი­ცო­დი, რა არის და­სა­მა­ლი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც მქონ­და", - გა­ნა­ცხა­და კობა ხარ­ში­ლა­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში მყო­ფი ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ას მხრი­დან მისი მი­სა­მარ­თით რეპ­ლი­კე­ბი მოჰ­ყვა, რა­ზეც მო­სა­მარ­თლემ დარ­ბა­ზი გა­აფრ­თხი­ლა, რომ გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრო­ცესს და­ხუ­რავ­და.

კობა ხარ­ში­ლა­ძეს ად­ვო­კატ­მა ჰკი­თხა, თუკი შე­თა­ვა­ზე­ბა იყო ჟვა­ნი­ას მხრი­დან, რა­ტომ დარ­ჩა დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში. "18 წლის გლ­და­ნე­ლი ბიჭი ვი­ყა­ვი. ზუ­რამ მი­თხრა, იმე­დია, არ შე­გა­ში­ნეო და სი­სუ­ლე­ლეს არ იზა­მო. ორი-სამი დღის შემ­დეგ კვლავ მკი­თხა, შე­ვიც­ვა­ლე თუ არა აზრი და ვუ­თხა­რი რომ არ შე­მიც­ვლია", - გა­ნა­ცხა­და კობა ხარ­ში­ლა­ძემ (იხი­ლეთ ვი­დეო)

მისი თქმით, ამ პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა სურ­და, თუმ­ცა ვერ მო­ა­ხერ­ხა და შემ­დეგ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ აკა­დე­მი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და­რე­კა, რის შემ­დე­გაც მან პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში შეძ­ლო ჩა­ბა­რე­ბა. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხარ­ში­ლა­ძე აცხა­დებს, რომ გარ­კვე­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­და და სამ­სა­ხუ­რი­დან ვერ წა­მო­ვი­დო­და.

რო­გორც კობა ხარ­ში­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში სურ­დათ, რომ მას ჩვე­ნე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ე­ცა, თუმ­ცა ამას ვერ გა­ა­კე­თებ­და.

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხელი ვინ­მე­ზე გა­მეშ­ვი­რა, უნ­დო­დათ მი­შას­თვის გა­დაბ­რა­ლე­ბა, თუმ­ცა ხელს ვერ გა­ვიშ­ვერ­დი ვინ­მეს­კენ, მა­შინ რო­დე­საც არა­ფე­რი არ ხდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კობა ხარ­ში­ლა­ძემ.

მან გა­იხ­სე­ნა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეც.

"2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს, გამ­თე­ნი­ი­სას, ოთხის ნა­ხე­ვარ­ზე და­მი­რე­კა ძა­ძა­მი­ამ და მი­თხრა, რომ მგო­ნი უბე­დუ­რე­ბაა, ზუ­რას ვერ ვა­გო­ნე­ბო. წა­ვე­დი ამ ბი­ნა­ში, ფან­ჯა­რა­ზე ავე­დი და სწო­რედ ფან­ჯრი­დან შე­ვე­დი ბი­ნა­ში. და­ვი­ნა­ხე ზურა იჯდა სა­ვარ­ძელ­ზე და მარ­ცხნივ ჰქონ­და თავი გა­და­წე­უ­ლი. და­ვუ­ძა­ხე რამ­დენ­ჯერ­მე, არ მი­პა­სუ­ხა, შემ­დეგ ჟა­ლუ­ზი მოვხსე­ნი, შე­ვე­დი. ზურა ია­ტაკ­ზე და­ვაწ­ვი­ნე, პულ­სი გა­ვუ­სინ­ჯე, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვაც ჩა­ვუ­ტა­რე, თუმ­ცა რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია. უსუ­პოვ­თა­ნაც მი­ვე­დი, ისიც გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ორი­ვე შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დამ­ხვდნენ. ამის შემ­დეგ გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს და­ვუ­რე­კე. ისე მო­ვი­ქე­ცი, რო­გორც ყვე­ლა მო­იქ­ცე­ო­და, ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბა. და­ვუ­რე­კე ბა­რა­მი­ძეს, რო­მელ­საც ეძი­ნა. თა­ვი­დან არ და­მი­ჯე­რა რაც ვუ­თხა­რი. შემ­დეგ მი­თხრა, პრე­ზი­დენ­ტმა უნდა იცო­დეს ამის შე­სა­ხებ. და­ვუ­კავ­შირ­დი პრე­ზი­დენტს და ვუ­თხა­რი რაც მოხ­და. იქი­დან იყო სი­ჩუ­მე, შემ­დეგ კი მი­თხრა, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი მი­ხე­დავ­და ამ საქ­მეს", - გა­ნა­ცხა­და კობა ხარ­ში­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ზუ­რაბ ჟვა­ნია კონ­სპი­რა­ცი­ულ შეხ­ვედ­რებ­ზე ხში­რად და­დი­ო­და, ნა­წი­ლი საქ­მი­ა­ნი იყო, ნა­წი­ლი კი, პი­რა­დი. დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი ბი­ნის სა­დარ­ბა­ზოს­თან არ ჩერ­დე­ბოდ­ნენ, რათა ეჭვი არ გა­მო­ეწ­ვი­ათ მე­ზობ­ლებ­ში.

კობა ხარ­ში­ლა­ძის და­კი­თხვა ად­ვო­კა­ტებ­მა და­ას­რუ­ლეს. გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ მას შე­კი­თხვებს საქ­მის პრო­კუ­რო­რე­ბი და­უს­ვა­მენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ხარშილაძე: ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა

ხარშილაძე: ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა

ზურაბ ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი და მისგან შეთავაზებაც მქონდა, - ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ დღეს ბრალდებულის სტატუსით დაკითხვის დროს განაცხადა.

როგორც ხარშილაძემ აღნიშნა, ამ შეთავაზების შემდეგ სამსახურიდან იმ მოტივით არ წამოვიდა, რომ ზურაბ ჟვანიას მასზე ბევრი ამაგი ჰქონდა. "ზურას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

აღნიშნულ განცხადებას სასამართლოს დარბაზში მყოფი ხათუნა ხოფერიას მხრიდან მისი მისამართით რეპლიკები მოჰყვა, რაზეც მოსამართლემ დარბაზი გააფრთხილა, რომ განმეორების შემთხვევაში პროცესს დახურავდა.

კობა ხარშილაძეს ადვოკატმა ჰკითხა, თუკი შეთავაზება იყო ჟვანიას მხრიდან, რატომ დარჩა დაცვის სამსახურში. "18 წლის გლდანელი ბიჭი ვიყავი. ზურამ მითხრა, იმედია, არ შეგაშინეო და სისულელეს არ იზამო. ორი-სამი დღის შემდეგ კვლავ მკითხა, შევიცვალე თუ არა აზრი და ვუთხარი რომ არ შემიცვლია", - განაცხადა კობა ხარშილაძემ (იხილეთ ვიდეო)

მისი თქმით, ამ პერიოდში პოლიციის აკადემიაში ჩაბარება სურდა, თუმცა ვერ მოახერხა და შემდეგ ზურაბ ჟვანიამ აკადემიის ხელმძღვანელობასთან დარეკა, რის შემდეგაც მან პოლიციის აკადემიაში შეძლო ჩაბარება. სწორედ აქედან გამომდინარე, ხარშილაძე აცხადებს, რომ გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობდა და სამსახურიდან ვერ წამოვიდოდა.

როგორც კობა ხარშილაძემ აღნიშნა, ახალი გამოძიების პირობებში სურდათ, რომ მას ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიეცა, თუმცა ამას ვერ გააკეთებდა.

"როგორ შეიძლება ხელი ვინმეზე გამეშვირა, უნდოდათ მიშასთვის გადაბრალება, თუმცა ხელს ვერ გავიშვერდი ვინმესკენ, მაშინ როდესაც არაფერი არ ხდება", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

მან გაიხსენა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეც.

"2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას, ოთხის ნახევარზე დამირეკა ძაძამიამ და მითხრა, რომ მგონი უბედურებაა, ზურას ვერ ვაგონებო. წავედი ამ ბინაში, ფანჯარაზე ავედი და სწორედ ფანჯრიდან შევედი ბინაში. დავინახე ზურა იჯდა სავარძელზე და მარცხნივ ჰქონდა თავი გადაწეული. დავუძახე რამდენჯერმე, არ მიპასუხა, შემდეგ ჟალუზი მოვხსენი, შევედი. ზურა იატაკზე დავაწვინე, პულსი გავუსინჯე, ხელოვნური სუნთქვაც ჩავუტარე, თუმცა რეაქცია არ ჰქონია. უსუპოვთანაც მივედი, ისიც გარდაცვლილი იყო, ორივე შიშველ მდგომარეობაში დამხვდნენ. ამის შემდეგ გიორგი ბარამიძეს დავურეკე. ისე მოვიქეცი, როგორც ყველა მოიქცეოდა, ამას განსაკუთრებული ერთგულება არ სჭირდება. დავურეკე ბარამიძეს, რომელსაც ეძინა. თავიდან არ დამიჯერა რაც ვუთხარი. შემდეგ მითხრა, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. დავუკავშირდი პრეზიდენტს და ვუთხარი რაც მოხდა. იქიდან იყო სიჩუმე, შემდეგ კი მითხრა, რომ მერაბიშვილი მიხედავდა ამ საქმეს", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანია კონსპირაციულ შეხვედრებზე ხშირად დადიოდა, ნაწილი საქმიანი იყო, ნაწილი კი, პირადი. დაცვის წარმომადგენლები კონსპირაციული ბინის სადარბაზოსთან არ ჩერდებოდნენ, რათა ეჭვი არ გამოეწვიათ მეზობლებში.

კობა ხარშილაძის დაკითხვა ადვოკატებმა დაასრულეს. გამოცხადებული შესვენების შემდეგ მას შეკითხვებს საქმის პროკურორები დაუსვამენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ