შსს-მ გაავცელა კადრები, რომელშიც დეპუტატ კარბელაშვილსა და სამართალდამცავებს შორის დიალოგია წარმოდგენილი.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ 9 აგვისტოს ბორჯომი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას, რომელიც გადაღებულია საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერით და საპატრულო ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორით. ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი საპატრულო ეკიპაჟის წევრებს, ასევე, ისინი ხელს უშლიან პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
გიორგი კარბელაშვილის განცხადებები, თითქოს ის ექვსმა საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და გაიტაცა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გათიშეს და მაისური შემოახიეს, სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ვიდეჩანაწერში ისმის, რომ დეპუტატი ფრაზებს "შენი დედა მოვტყ...თქო, ვინც ეს დაგავალა" რამდენიმეჯერ იმეორებს, ამასთან სამართალდამცავებთან საუბრისას ადასტურებს, რომ ნასვამია.
იხილეთ სტატიის ინგლისური ვერსია + ვიდეო
ასევე იხილეთ| როგორ ეხმაურებიან "ნაციონალები" თანაპარტიელის სკანდალს