კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასიებულები იყვნენ ორივე ცემისგან" - არტურ ოგანეზოვის მამა პრემიერს, პრეზიდენტს, პროკურატურას და შს სამინისტროს მიმართავს
"გასიებულები იყვნენ ორივე ცემისგან" - არტურ ოგანეზოვის მამა პრემიერს, პრეზიდენტს, პროკურატურას და შს სამინისტროს მიმართავს

პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არ­ტურ ოგა­ნე­ზო­ვის მამა პრე­მი­ერს, პრე­ზი­დენტს, პრო­კუ­რა­ტუ­რას და შს სა­მი­ნის­ტროს მისი შვი­ლის საქ­მის ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს. რო­გორც ვლა­დი­მერ ოგა­ნე­ზოვ­მა გა­ნა­ცხა­და, 4 აპ­რილს, რო­დე­საც მისი შვი­ლი და­ა­კა­ვეს, იგი იმ­ყო­ფე­ბო­და ძვე­ლი თბი­ლი­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც არ­ტურ ოგა­ნე­ზო­ვის გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი ეს­მო­და. შემ­დგომ კი, რო­გორც მამა იხ­სე­ნებს, მისი შვი­ლი და მისი მე­გო­ბა­რი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ნა­წა­მე­ბი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს.

"ვერ ვი­ცა­ნი ჩემი შვი­ლი, დღეს კი პრო­კუ­რო­რე­ბი სა­დის­ტებს ხელს აფა­რე­ბენ და მფარ­ვე­ლო­ბენ. ვთხოვ ღა­რი­ბაშ­ვილს, მარ­გვე­ლაშ­ვილს, შს სა­მი­ნის­ტროს და პრო­კუ­რა­ტუ­რას, საქ­მე სა­მარ­თლი­ა­ნად გა­მო­ი­ძი­ონ და ვი­საც რა ეკუთ­ვნის, და­ი­სა­ჯოს. თუნ­დაც ჩემი შვი­ლი იყოს დამ­ნა­შა­ვე, შე­სა­ბა­მი­სად და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ სა­დის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ა­ში არი­ან და ახალ­გაზ­რდებს აწა­მე­ბენ, გა­რეთ არ უნდა და­დი­ოდ­ნენ. გა­სი­ე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ორი­ვე ცე­მის­გან, გა­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ჰქონ­დათ სა­ხე­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ ოგა­ნე­ზოვ­მა.

ის დღეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხუ­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის ჩვე­ნე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. კერ­ძოდ, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა რო­მე­ლიც ოგა­ნე­ზო­ვი­სა და ბა­ბა­ი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კი­თხეს, გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე ახალ­გაზ­რდე­ბი ჩხუ­ბობ­დნენ, რა დრო­საც პოლ­ცია ად­გილ­ზე მი­ვი­და და ოგა­ნე­ზოვ­მა მას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. დე­ტა­ლე­ბი კი, რა ად­გი­ლებ­ში ჰქონ­დათ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლებს, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა დე­ტა­ლუ­რად ვერ გა­იხ­სე­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლის მამა აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ცრუ­ო­ბენ, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ მოვ­ლე­ნე­ბი არ ახ­სოვთ.

არ­ტურ ოგა­ნე­ზო­ვი და ფი­ლი­პე ბა­ბა­ი­ა­ნი პო­ლი­ცი­ას ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მა­ჯის სა­ა­თის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი აქვთ თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბი­ან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე, კლუბ "ნა­ინ­თან" და შემ­დგომ ძვე­ლი თბი­ლი­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გასიებულები იყვნენ ორივე ცემისგან" - არტურ ოგანეზოვის მამა პრემიერს, პრეზიდენტს, პროკურატურას და შს სამინისტროს მიმართავს

"გასიებულები იყვნენ ორივე ცემისგან" - არტურ ოგანეზოვის მამა პრემიერს, პრეზიდენტს, პროკურატურას და შს სამინისტროს მიმართავს

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული არტურ ოგანეზოვის მამა პრემიერს, პრეზიდენტს, პროკურატურას და შს სამინისტროს მისი შვილის საქმის ობიექტურად გამოძიების თხოვნით მიმართავს. როგორც ვლადიმერ ოგანეზოვმა განაცხადა, 4 აპრილს, როდესაც მისი შვილი დააკავეს, იგი იმყოფებოდა ძველი თბილისის განყოფილებაში, სადაც არტურ ოგანეზოვის განწირული ყვირილი ესმოდა. შემდგომ კი, როგორც მამა იხსენებს, მისი შვილი და მისი მეგობარი განყოფილებიდან ნაწამები ჩამოიყვანეს.

"ვერ ვიცანი ჩემი შვილი, დღეს კი პროკურორები სადისტებს ხელს აფარებენ და მფარველობენ. ვთხოვ ღარიბაშვილს, მარგველაშვილს, შს სამინისტროს და პროკურატურას, საქმე სამართლიანად გამოიძიონ და ვისაც რა ეკუთვნის, დაისაჯოს. თუნდაც ჩემი შვილი იყოს დამნაშავე, შესაბამისად დაისაჯოს, მაგრამ სადისტები, რომლებიც პოლიციაში არიან და ახალგაზრდებს აწამებენ, გარეთ არ უნდა დადიოდნენ. გასიებულები იყვნენ ორივე ცემისგან, გაშავებულები ჰქონდათ სახეები", - განაცხადა ვლადიმერ ოგანეზოვმა.

ის დღეს საქალაქო სასამართლოში დაკითხული გამომძიებლის ჩვენებასაც გამოეხმაურა. კერძოდ, გამომძიებელმა რომელიც ოგანეზოვისა და ბაბაიანის საქმეზე დაკითხეს, განაცხადა, რომ ევროპის მოედანზე ახალგაზრდები ჩხუბობდნენ, რა დროსაც პოლცია ადგილზე მივიდა და ოგანეზოვმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დეტალები კი, რა ადგილებში ჰქონდათ დაზიანებები ბრალდებულებს, გამომძიებელმა გიორგი ლიპარტელიანმა დეტალურად ვერ გაიხსენა. ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხული პოლიციელები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ მოვლენები არ ახსოვთ.

არტურ ოგანეზოვი და ფილიპე ბაბაიანი პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ. ბრალდებულების ინფორმაციით, მათ მაჯის საათის მეშვეობით გადაღებული აქვთ თუ როგორ უსწორდებიან პოლიციელები ევროპის მოედანზე, კლუბ "ნაინთან" და შემდგომ ძველი თბილისის განყოფილებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ