პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მიზანი არ იყო საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა" - რა დეტალებს იხსენებს ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი
"ჩემი მიზანი არ იყო საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა" - რა დეტალებს იხსენებს ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი

თე­მის გა­ნახ­ლე­ბა| გოგ­ლა ჟვა­ნი­ას პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი კობა ხარ­ში­ლა­ძის სკან­და­ლურ ჩვე­ნე­ბა­ზე

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დაც­ვის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის კობა ხარ­ში­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჟვა­ნი­ას რომ 5 წუთი მა­ინც ჰქო­ნო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მსგავს სიკ­ვდილს არ ისურ­ვებ­და. მი­სი­ვე თქმით, იმ ბი­ნა­ში, სა­დაც ჟვა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, იგი რაულ უსუ­პოვ­თან ერ­თად შიშ­ვე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო­ში შე­სა­ვა­ლი სი­ტყვის დროს ბრალ­დე­ბულ­მა კობა ხარ­ში­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ პა­ტი­ე­ბას სთხოვს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სულს. კობა ხარ­ში­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ჟვა­ნი­ას რომ 5 წუთი მა­ინც ჰქო­ნო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მსგავს სიკ­ვდილს არ ისურ­ვებ­და.

"2005 წლის 2 თე­ბერ­ვალს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე იყო. მი­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში, შემ­დეგ წა­მო­ვე­დი. და­ახ­ლო­ე­ბით ოთხის ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბო­და და­მი­რე­კა ძა­ძა­მი­ამ და მი­თხრა, რომ რა­ღაც წეს­რიგ­ში არ იყო. 10 წუთ­ში გლ­და­ნი­დან სა­ბურ­თა­ლო­ზე გა­ვე­დი, მი­ვე­დი იმ ბი­ნა­ში, სახ­ლში შეს­ვლა ვერ მო­ვა­ხერ­ხე და გი­სო­სე­ბი­დან შე­ვე­დი. სა­ვარ­ძელ­ზე იჯდა ზურა, ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, პულ­სი გა­ვუ­სინ­ჯეთ, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა ჩა­ვუ­ტა­რეთ, ად­გილ­ზე რა­ი­მე ძა­ლა­დო­ბის ნი­შა­ნი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. და­ვი­წყეთ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, ფაქ­ტი იყო ის, რომ ზურა გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

ძა­ლი­ან მძი­მე იყო სუ­რა­თი, რაც ვნა­ხეთ. ზუ­რას არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ ჰქო­ნო­და ასეთ სიკ­ვდილს არ ისურ­ვებ­და, 5 წუ­თის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ ჰქო­ნო­და, სუ­რათს აუ­ცი­ლებ­ლად შეც­ვლი­და. სუ­რა­თი იყო ასე­თი: უსუ­პო­ვი და ჟვა­ნია ბი­ნა­ში შიშ­ვლე­ბი იყ­ვნენ, ჩა­ვაც­ვით, გავ­წმინ­დეთ, მო­ვი­ქე­ცით ისე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მო­იქ­ცე­ო­და. შემ­დეგ უსუ­პო­ვი მან­ქა­ნა­ში ჩავ­სვით, თუმ­ცა შემ­დეგ მივ­ხვდით, რომ აბ­სურ­დუ­ლი იქ­ნე­ბო­და ზურა უცხო სახ­ლში ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ ენა­ხათ და უსუ­პო­ვი კვლავ შე­ვიყ­ვა­ნეთ ბი­ნა­ში. ამ პრო­ცეს­ში და­რე­კი­ლი მქონ­და ბა­რა­მი­ძეს­თან, შემ­დეგ და­ვუ­რე­კე პრე­ზი­დენტს. როცა მო­ვიდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, ის სუ­რა­თი რაც ვნა­ხეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის. ჩემი მი­ზა­ნი არ იყო სა­ჯა­როდ მეთ­ქვა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მა­პა­ტი­ოს ზუ­რას სულ­მა", - გა­ნა­ცხა­და კობა ხარ­ში­ლა­ძემ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ აქამ­დე არც მას და არც ძა­ძა­მი­ას არა­ვი­თა­რი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ და არც ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში არ უსა­უბ­რი­ათ. 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც ხარ­ში­ლა­ძე ამ­ბობს, ეს თემა გა­მო­ი­ყე­ნეს არა­ერ­თხელ, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის­თვის.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის გულ­წრფე­ლო­ბა­ში მარ­ტი­ვად დარ­წმუნ­დე­ბით. მათ საქ­მე­ში არ ჩა­დეს FBI-ს დას­კვნა და ჩა­დეს ჰა­კიმ ფა­შას ვი­დეო, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ და­ძა­ბა. რა­ტომ არ სურ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ საქ­მე­ზე სა­უ­ბა­რი, ამა­ზე არ­სე­ბობს და­მა­ჯა­რე­ბე­ლი პა­სუ­ხე­ბი. შემ­დეგ კი სცე­ნა­ზე გა­მო­ვი­და დიდი პო­ლი­ტი­კო­სი გოგ­ლა ჟვა­ნია, რო­მელ­მაც და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რომ მისი ძმა მოკ­ლეს, სამი წლის შემ­დეგ კი იგი პარ­ლა­მენ­ტში მო­ვი­და. შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და არ შე­უძ­ლი­ათ გან­სა­ზღვრონ პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. არ შე­იძ­ლე­ბა ნა­ხევ­რად სი­მარ­თლის თქმა, ამით ადა­მი­ა­ნებს სი­მარ­თლეს ვერ გა­ა­გე­ბი­ნებ", - გა­ნა­ცხა­და კობა ხარ­ში­ლა­ძემ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე.

მისი თქმით, მას და ძა­ძა­მი­ას ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ სი­ბინ­ძუ­რეს აბ­რა­ლე­ბენ, მათ შო­რის იმას, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია გა­ძარ­ცვეს და მას უღა­ლა­ტეს. კობა ხარ­ში­ლა­ძემ­დე შე­სა­ვა­ლი სი­ტყვით სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­სდგა ჟვა­ნი­ას დაც­ვის ცვლის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მი­ხე­ილ ძა­ძა­მია, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ის და კობა ხარ­ში­ლა­ძე, ღმერ­თის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ქვეყ­ნის წი­ნა­შე სუფ­თა ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. პრო­ცე­სი შე­სა­ვა­ლი სი­ტყვე­ბის შემ­დეგ გა­და­ი­დო და 14 ივ­ლისს, 11:00 სა­ათ­ზე გაგ­რძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ჩემი მიზანი არ იყო საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა" - რა დეტალებს იხსენებს ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი

"ჩემი მიზანი არ იყო საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა" - რა დეტალებს იხსენებს ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი

თემის განახლება| გოგლა ჟვანიას პირველი კომენტარი კობა ხარშილაძის სკანდალურ ჩვენებაზე

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძის განცხადებით, ჟვანიას რომ 5 წუთი მაინც ჰქონოდა შესაძლებლობა, მსგავს სიკვდილს არ ისურვებდა. მისივე თქმით, იმ ბინაში, სადაც ჟვანია გარდაცვლილი აღმოაჩინეს, იგი რაულ უსუპოვთან ერთად შიშველი იმყოფებოდა. ამის შესახებ სასამართლოში შესავალი სიტყვის დროს ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პატიებას სთხოვს ზურაბ ჟვანიას სულს. კობა ხარშილაძემ აღნიშნა, რომ ჟვანიას რომ 5 წუთი მაინც ჰქონოდა შესაძლებლობა, მსგავს სიკვდილს არ ისურვებდა.

"2005 წლის 2 თებერვალს ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. მივედი სამსახურში, შემდეგ წამოვედი. დაახლოებით ოთხის ნახევარი იქნებოდა დამირეკა ძაძამიამ და მითხრა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. 10 წუთში გლდანიდან საბურთალოზე გავედი, მივედი იმ ბინაში, სახლში შესვლა ვერ მოვახერხე და გისოსებიდან შევედი. სავარძელზე იჯდა ზურა, ჩამოვიყვანეთ, პულსი გავუსინჯეთ, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, ადგილზე რაიმე ძალადობის ნიშანი არ შეინიშნებოდა. დავიწყეთ სიტუაციის გაანალიზება, ფაქტი იყო ის, რომ ზურა გარდაცვლილი იყო.

ძალიან მძიმე იყო სურათი, რაც ვნახეთ. ზურას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა, 5 წუთის საშუალება რომ ჰქონოდა, სურათს აუცილებლად შეცვლიდა. სურათი იყო ასეთი: უსუპოვი და ჟვანია ბინაში შიშვლები იყვნენ, ჩავაცვით, გავწმინდეთ, მოვიქეცით ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი მოიქცეოდა. შემდეგ უსუპოვი მანქანაში ჩავსვით, თუმცა შემდეგ მივხვდით, რომ აბსურდული იქნებოდა ზურა უცხო სახლში ასეთ მდგომარეობაში რომ ენახათ და უსუპოვი კვლავ შევიყვანეთ ბინაში. ამ პროცესში დარეკილი მქონდა ბარამიძესთან, შემდეგ დავურეკე პრეზიდენტს. როცა მოვიდნენ სამართალდამცველები, ის სურათი რაც ვნახეთ, საზოგადოებამ იცის. ჩემი მიზანი არ იყო საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქამდე არც მას და არც ძაძამიას არავითარი საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ და არც ერთ ინტერვიუში არ უსაუბრიათ. 10 წლის განმავლობაში, როგორც ხარშილაძე ამბობს, ეს თემა გამოიყენეს არაერთხელ, მათ შორის პოლიტიკური დივიდენდებისთვის.

"პროკურატურის გულწრფელობაში მარტივად დარწმუნდებით. მათ საქმეში არ ჩადეს FBI-ს დასკვნა და ჩადეს ჰაკიმ ფაშას ვიდეო, რომელმაც საზოგადოება კიდევ ერთხელ დაძაბა. რატომ არ სურდა წინა ხელისუფლებას ამ საქმეზე საუბარი, ამაზე არსებობს დამაჯარებელი პასუხები. შემდეგ კი სცენაზე გამოვიდა დიდი პოლიტიკოსი გოგლა ჟვანია, რომელმაც დაიწყო საუბარი, რომ მისი ძმა მოკლეს, სამი წლის შემდეგ კი იგი პარლამენტში მოვიდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პროკურატურაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან არაპროფესიონალები და არ შეუძლიათ განსაზღვრონ პირის ბრალეულობა, თუმცა ამ ყველაფერს პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებენ. არ შეიძლება ნახევრად სიმართლის თქმა, ამით ადამიანებს სიმართლეს ვერ გააგებინებ", - განაცხადა კობა ხარშილაძემ ნაფიცი მსაჯულების წინაშე.

მისი თქმით, მას და ძაძამიას ამ ხნის განმავლობაში უამრავ სიბინძურეს აბრალებენ, მათ შორის იმას, რომ ზურაბ ჟვანია გაძარცვეს და მას უღალატეს. კობა ხარშილაძემდე შესავალი სიტყვით სასამართლოს წინაშე წარსდგა ჟვანიას დაცვის ცვლის ყოფილი უფროსი მიხეილ ძაძამია, რომელმაც აღნიშნა, რომ ის და კობა ხარშილაძე, ღმერთის, საზოგადოების და ქვეყნის წინაშე სუფთა ადამიანები არიან. პროცესი შესავალი სიტყვების შემდეგ გადაიდო და 14 ივლისს, 11:00 საათზე გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ