პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შარვალი აიწია და რამდენიმე წუთში ბეტონზე სახით დაეცა" - სერგო თეთრაძის წამების შემზარავი დეტალები და საქმის ახალი გარემოებები
"შარვალი აიწია და რამდენიმე წუთში ბეტონზე სახით დაეცა" - სერგო თეთრაძის წამების შემზარავი დეტალები და საქმის ახალი გარემოებები

გა­ნახ­ლე­ბა| ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი ბაჩო ახა­ლა­ი­ას წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც მისი თქმით, "იმედ­მა" დაბ­ლო­კა

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი პოლ­კოვ­ნიკ სერ­გო თეთ­რა­ძის საქ­მე­ზე ამ კვი­რა­ში ხმა­უ­რით და­ი­წყო. თეთ­რა­ძის მე­უღ­ლის და­კი­თხვა ახ­ლა­ი­ას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის პრო­ტეს­ტის ფონ­ზე გა­ი­მარ­თა. რა მოხ­და 2011 წლის 23 სექ­ტემ­ბერს გლ­და­ნის ცი­ხე­ში? თეთ­რა­ძის საქ­მე­ში ახალ გა­რე­მო­ე­ბებს სი­უ­ჟე­ტი "იმე­დი კვი­რამ" მი­უძრვნა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, 4 წლის წინ 57 წლის თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი სერ­გო თეთ­რა­ძე სას­ტი­კაც აწა­მეს. "იმე­დის კვი­რამ" მო­ი­პო­ვა იმ პა­ტიმ­რის აღი­ა­რე­ბი­თი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც სერ­გო თეთ­რა­ძის წა­მე­ბა­სა და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­შია მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი. ინ­ტერ­ვი­უ­ში პა­ტი­მა­რი წა­მე­ბის შემ­ზა­რავ დე­ტა­ლებს აღ­წერს.

"შარ­ვა­ლი ჩავ­ხა­დეთ, მე და­ვი­ჭი­რე და მე­ო­რეს ვე­უბ­ნე­ბო­დი მიდი გა­ა­კე­თე-მეთ­ქი რამე, მე მე­ჭი­რა ტრუ­სი­კჩახ­დი­ლი. ინ­სცე­ნი­რე­ბა უნ­დო­დათ, თან იღებ­დნენ ვი­დე­ო­კა­მე­რით ამას. ამ ამ­ბის მერე, ხელი გა­ვუშ­ვი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ადგა, შარ­ვა­ლი აი­წია, სკამ­ზე დაჯ­და და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გად­მო­ვარ­და და ბე­ტონ­ზე სა­ხით და­ე­ცა. ცუ­დად გახ­და", - ყვე­ბა პა­ტი­მა­რი.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში კი­დევ ერთი პა­ტი­მა­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ორი­ვე მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს და საქ­მე­ში მათი ჩვე­ნე­ბე­ბია. ჩვე­ნე­ბი­ბის მი­ხედ­ვით, ისი­ნი იყ­ვნენ ე.წ. აბსლუ­გის მუშა პა­ტიმ­რე­ბი. ამა­ვე დროს ირი­ცხე­ბოდ­ნენ ე.წ. ქათ­მე­ში, სა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის პა­ტიმ­რე­ბი არი­ან. გლ­და­ნის ცი­ხის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მათ აი­ძუ­ლებ­და, აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით, პა­ტიმ­რებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა მო­ეხ­დი­ნათ. სერ­გო თეთ­რა­ძის შემ­თხვე­ვა­შიც ეს გეგ­მა იყო.

"ისე­თი ნა­წა­მე­ბი იყო, რომ იმას აღარც უნ­დო­და ხე­ლის ხლე­ბა. მე არ მი­წა­მე­ბია, კი მოვ­ცხე ერთი 4-5-ჯერ. და­ვარ­ტყი სა­ხე­ში, მხარ­ში, ბე­ჭებ­ში. არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა რომ მქო­ნო­და, სა­ე­თოდ არ და­ვუ­შა­ვებ­დი არა­ფერს. ენით ვერ აგიღ­წერ ისე­თე­ბი ხდე­ბო­და. მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბო­და იმ დღე­ში მე აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და ვი­ნუჟ­დე­ნი გა­ვა­კე­თე, რა უნდა მექ­ნა", - აცხა­დებს პა­ტი­მა­რი.

ეს სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტი გლ­და­ნის ცი­ხე­ში 2011 წლის 23 სექ­ტმე­ბერს ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კის შე­სახ­ლე­ბი­დან მე­ხუ­თე დღეს მოხ­და. 20 წუთ­ში სერ­გო თეთ­რა­ძე საკ­ნი­დან უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­კა­ცით გა­იყ­ვა­ნეს.

"ჩა­მო­დის სა­პყრო­ბი­ლის დი­რექ­ტო­რი, მე­ძა­ხის მე და მარ­თმევს ვი­დე­ო­კა­მე­რას, ვი­დე­ო­კა­მე­რა ინა­ხე­ბო­და ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­რი­გის ოთახ­ში და ხდე­ბო­და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა", - იხ­სე­ნებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ლადო ბე­დუ­კა­ძე.

ლადო ბე­დუ­კა­ძე პირ­ვე­ლი იყო, ვინც 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უშუ­ა­ლოდ გლ­და­ნის ცი­ხე­ში თეთ­რა­ძის წა­მე­ბის ფაქ­ტი გა­ახ­მა­უ­რა. თუმ­ცა მა­ნამ­დე თეთ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში პოლ­კოვ­ნი­კის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას პარ­ტი­ამ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

"როცა ყვი­რი­ლის ხმე­ბი გა­ვი­გე, ჩა­მო­ვე­დი კა­რან­ტინ­ში. კა­რან­ტი­ნის კარი და­კე­ტი­ლი იყო, გად­მო­ღე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ ე.წ. კარ­მუშ­კა და თავ­და­პირ­ვე­ლად კარ­მუშ­კი­დან იღებ­და, თუ არ ვცდე­ბი, ოლეგ ფა­ცა­ცია, რაც შიგ­ნით ხდე­ბო­და. შემ­დეგ იღე­ბა საკ­ნის კარი და გა­და­ღე­ბას იწყებს დი­რექ­ტო­რი მუ­ხა­ძე. უც­ბად წყდე­ბა გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი ამ კა­ცის და სა­პყრო­ბი­ლის დი­რექ­ტო­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ ექი­მი გა­მო­ვი­ძა­ხო. ამ­ბობს: "მგო­ნი მოკ­ვდა" და იგი­ნე­ბა", - ყვე­ბა ბე­დუ­კა­ძე.

ბე­დუ­კა­ძის მტკი­ცე­ბით, წა­მე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ცი­ხის დი­რექ­ტორ­მა სერ­გო თეთ­რა­ძე ცი­ხი­დან თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში უკა­ნო­ნოდ გა­იყ­ვა­ნა. სა­ი­და­ნაც უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სერ­გო თეთ­რა­ძე მან ჩა­ი­ბა­რა.

"თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­თი­შეს ყვე­ლა კა­მე­რა, რო­მე­ლიც საპრყრო­ბი­ლე­დან ამ ადა­მი­ა­ნის გაყ­ვა­ნას აფიქ­სი­რებ­და. გა­ი­ყავ­ნეს ყო­ველ­გვა­რი აღ­რი­ცხვის გა­რე­შე - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში. ამის ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს მე მაძ­ლევს ის ფაქ­ტი, რომ გაყ­ვა­ნი­სას დი­რექ­ტო­რი მუ­ხა­ძე ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რი­სას ახ­სე­ნებ­და შეფს: "შეფ მოვ­დი­ვართ, გა­მოვ­დი­ვართ", - აცხა­დებს ბე­დუ­კა­ძე.

კა­რან­ტინ­ში მდე­ბა­რე სა­კა­ნი, სა­დაც თეთ­რა­ძე აწა­მეს, კარ­გად ჩანს მო­პირ­და­პი­რედ მდე­ბა­რე პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის 70-ე საკ­ნი­დან. ამ საკ­ნის ორი პა­ტი­მა­რი კახა ხა­ინ­დრა­ვა და ლე­ვან სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ თეთ­რა­ძის წა­მე­ბა სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ი­ნა­ხეს.

"ვხე­დავ­დით, რომ და­ცე­მის შემ­დეგ ქათ­მე­ბი წა­მო­ა­ყე­ნებ­დნენ და გა­ნაგ­რძობ­დნენ მათ ცე­მას. სა­შინ­ლად მოქ­მე­დებ­და ამ პი­რის ღმუ­ი­ლი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ერთ-ერთი პა­ტიმ­რის ჩვე­ნე­ბა­ში.

საქ­მე­ში გლ­და­ნის ცხი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა, სა­დაც დაფ­ქ­სი­რე­ბუ­ლია, რომ გლ­და­ნის ცი­ხე­ში თეთ­რა­ძე 19 სექ­ტემ­ბერს უკვე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე თეთ­რა­ძემ ად­ვო­კატს უთრა, რომ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში მე­გის ქარ­და­ვამ და ბაჩო ახა­ლა­ი­ამ პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბით აწა­მეს. თა­მარ იე­სეშ­ვილ­მა პა­ტი­მარს და­კა­ვე­ბი­დან მე­ო­რე დღეს დი­ღომ­ში დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მი­აგ­ნო.

"სერ­გო თეთ­რა­ძე იყო სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ფეხ­ზე ძვლის იდგა თვა­ლებ­თან და ცხვირ­თან და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ჰქონ­და. თვა­ლე­ბი ჩა­წით­ლე­ბუ­ლი და ცხვი­რი გა­ტე­ხი­ლი. ცხვი­რი მას შე­სი­ე­ბუ­ლი ჰქონ­და და ხში­რად ხელს იკი­დებ­და. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ცხვი­რი უყან­ყა­ლებ­და. მი­თხრა, რომ მთე­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში აწა­მებ­და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ამ­ბობ­და რომ ვი­ცა­ნი მხო­ლოდ ბაჩო ახა­ლა­ია და მე­გის ქარ­და­ვაო. ისი­ნი უშუ­ა­ლოდ მა­წა­მებ­დნე­ნო, მი­თხრა ასე­ვე, რომ თავ­ზე ცე­ლოფ­ნის პარ­კი ჩა­მო­აც­ვეს და იმი­ტომ უჭირ­და სუნ­თქვა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია თეთ­რა­ძის ად­ვო­კა­ტის თა­მარ იე­სეშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­ში.

ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტი, მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი:

"მისი ჩვე­ნე­ბა ირი­ბი ხა­სი­ა­თის ჩვე­ნე­ბაა, რო­მე­ლიც სხვა პი­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ემ­ყა­რე­ბა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­უშ­ვებ­ლად სცნო ირი­ბი ჩვე­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა", - აცხა­დებს ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტი იე­სეშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სერ­გო თეთ­რა­ძეს გული აწუ­ხებ­და და 2010 წელს კარ­დი­ო­ლოგ­თა­ნაც არის ნამ­ყო­ფი. ფო­ტო­ებ­ზე არ­სე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბებს კი ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი გვა­მურ ლა­ქებს უწო­დებს.

"რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გუ­ლით გარ­და­იც­ვლე­ბა, მას გვა­მუ­რი ლა­ქე­ბი უფრო მკვეთ­რად აქვს წარ­მო­ჩი­ნე­ბუ­ლი - რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უფრო მე­ტად შა­ვია. შე­იძ­ლე­ბა მთლი­ა­ნად გა­შა­ვე­ბუ­ლი­ყო გვა­მი, რაც ცე­მას­თან კი არა, მის გუ­ლით გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მე მაქვს დას­კვნა, რო­მელ­საც მა­ლავს დღე­ვან­დე­ლი პო­რო­კუ­რა­ტუ­რა, სა­დაც წე­რია, რომ თეთ­რა­ძის მი­მართ ად­გი­ლი არ ჰქო­ნია სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას", - აცხა­დებს ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი.

ბაჩო ახ­ლა­ი­ამ "იმე­დის კვი­რის" შე­კი­თხვებს ცი­ხი­დან უპა­სუ­ხა:

"ახლა ყვე­ლამ იცის - რო­გორც ჩანს - მას გული გა­უს­კდა და ამი­ტომ დად­გა სიკ­ვდი­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს ვერ­სია გა­და­ა­მოწ­მა, ჩა­ა­ტა­რა ექსგუ­მა­ცია, და­მა­ტე­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზა და დად­გინ­და, რომ სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს იყო. ხოლო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა სა­ერ­თოდ გა­მო­ი­რი­ცხა. და ახლა ჩემ­თვის სრუ­ლი­ად აუხ­სნე­ლია, რა­ტომ აყე­ნე­ბენ ადა­მი­ანს ისეთ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, რომ მის­თვის არა­ვის მი­უ­ყე­ნე­ბია სი­ცო­ცხლე­ში. ამი­ტო­მაც მო­ი­ტა­ნეს ახლა რა­ღაც ცე­ლოფ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის სმე­ნია. თუ არ არის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, რამე მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი ჯა­ლა­თო­ბა მა­ინც უნდა ამ­ტკი­ცონ".

ექსგუ­მა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტე­ბის და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცენ­ტრის "ვექ­ტო­რის" ერ­თობ­ლი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტარ­და. მათი დას­კვნე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. "ვექ­ტო­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ­ბობს, რომ თა­ვის დრო­ზე გულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­დე­ბუ­ლი სამ­ხა­რა­უ­ლის დას­კვნის გა­და­მოწ­მე­ბა ახლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვით სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რომ თეთ­რა­ძის ში­ნა­გა­ნი ნა­წი­ლა­კე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა, რაც კვლე­ვი­სათ­ვის მთა­ვა­რია. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა თეთ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სხვა ვერ­სი­ას არ გა­მო­რი­ცხავს.

ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი:

"არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ქალა-ტვი­ნის ტრავ­მას გა­მო­ეწ­ვია თეთ­რა­ძის კრი­ტი­კუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა".

რაც შე­ე­ხე­ბა ექსგუ­მა­ცი­ის შემ­დეგ სამ­ხა­რა­უ­ლის დას­კვნა­ში გა­კე­თე­ბულ ჩა­ნა­წერს, რომ უკა­ნა ტა­ნის გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბა არ აღ­მოჩ­ნდა, გე­ჯა­ძი­სათ­ვის გა­უ­გე­ბა­რია, სა­ი­დან და­ად­გი­ნეს, რო­დე­საც ცხე­და­რი უკვე ლპო­ბა­ში იყო წა­სუ­ლი. გე­ჯა­ძის დას­კვნა­ში წე­რია, რომ ამ სა­კი­თხის დად­გე­ნა ლპო­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის გამო შე­უძ­ლე­ბა­ლია.

"სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ტკი­ცე­ბენ ამას, ჩემ­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­უ­გე­ბა­რია. რა­მე­თუ თეთ­რა­ძის გვა­მის პი­რა­დი სა­ექ­სპერ­ტო გა­მოკ­ვლე­ვის დას­კვნა­ში ინ­ფორ­მა­ცია - გა­მო­იკ­ვლია ექ­სპერ­ტმა უკა­ნა ტა­ნის მი­და­მო გა­რეგ­ნუ­ლად, თუ არ გა­მო­იკ­ვლია - არ ფი­გუ­რი­რებს. გვა­მის ექ­სპერ­ტი­ზის გა­მოკ­ვლე­ვის არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს ნე­ბის­მი­ე­რი ექ­სპერ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია აღ­წე­როს არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა და­ზი­ა­ნე­ბა. და მათ შო­რის და­ა­ფიქ­სი­როს გა­რე­თა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და ასე­ვე უკა­ნა ტა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა", - აცხა­დებს ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძე.

სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ძველ დას­კვნა­ში, სა­დაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად გუ­ლია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თეთ­რა­ძის სა­ხე­ზე ძი­რი­თა­დი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, გარ­და წარბთან ერთი და­ზი­ა­ნე­ბი­სა, სა­ერ­თოდ არ ფიქ­სირ­დე­ბა. ექსგუ­მა­ცი­ამ კი და­ა­დას­ტუ­რა, რომ თეთ­რა­ძეს ცხვი­რი ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი, რაც სამ­ხა­რა­უ­ლის მა­შინ­დელ ექ­სპერ­ტებს რა­ტომ­რაც გა­მორ­ჩათ.

"გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ლპო­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი­სა, ცხვი­რის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბის სა­ხით. რაც ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ვე­ლა­დი ექ­სპერ­ტი­ზის დროს დად­გე­ნი­ლი და გა­მო­ტა­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა", - აცხა­დებს გე­ჯა­ძე.

ჯარ­ჯი წიკ­ლა­უ­რი, სპი­კე­რი პრო­კუ­რო­რი:

"სერ­გო თეთ­რა­ძე­სა და მის ად­ვო­კატს შო­რის სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი ცალ­სა­ხად და­დას­ტურ­და ექსგუ­მა­ცი­ით, რო­დე­საც სერ­გო თეთ­რა­ძეს გვამს და­უ­დას­ტურ­და ცხვი­რის ორ­მხრი­ვი მო­ტე­ხი­ლო­ბა".

"იმე­დის კვი­რა" გარ­დაც­ვლი­ლი პოლ­კოვ­ნი­კის მე­უღ­ლეს, ნანა თეთ­რა­ძეს ესა­უბ­რა:

"ახა­ლა­ი­ას თემა არ­სა­ი­დან არ მო­სუ­ლა - პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, როცა აიყ­ვა­ნეს ჩემი ქმა­რი ვი­ცო­დი, რომ მას უშუ­ა­ლოდ აწა­მებ­და ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია. პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ცე­ლო­ფანს ჩემს მე­უღ­ლეს ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბით და მო­ნა­წი­ლე­ო­ბით აც­მევ­დნენ".

თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნიკ­მა სერ­გო თეთ­რა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 25 წელი იმ­სა­ხუ­რა. იყო აფხა­ზე­თი­სა და ავ­ღა­ნე­თის ომე­ბის ვე­ტე­რა­ნი. ბო­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შობ­და. სა­მა­სა­ხუ­რი 2007 წელს და­ტო­ვა და და­კა­ვე­ბამ­დე პენ­სი­ა­ში 4 წლის გა­სუ­ლი იყო.

"სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ას ჰქონ­და რა­ღა­ცა ინე­ტერ­სი ოფი­ცერ ლონ­და­რი­ძეს­თან და მა­გის ტე­ლე­ფონ­ში, საქ­მის გა­სამ­ყა­რებ­ლად, ნა­ხეს რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის გვა­რი, მათ შო­რის იყო გე­ნე­რა­ლი ნა­ი­რაშ­ვი­ლი, პოლ­კოვ­ნი­კი სერ­გო თეთ­რა­ძე, კი­დევ ვი­ღა­ცა მე­სა­მე პი­როვ­ნე­ბა. გა­მო­კი­თხეს ინ­ფორ­მა­ცია ამ სამ­ხედ­რო პი­რებ­ზე და ნა­ი­რაშ­ვი­ლი არ­მოჩ­ნდა მაგ დროს ინ­გლის­ში, ლონ­დოდნ­ში და ასე ამ სი­ა­ში, საქ­მის გა­სამ­ყა­რებ­ლად, გა­მოჩ­ნდა სერ­გო თეთ­რა­ძე", - აცხა­დებს ნანა თეთ­რა­ძე.

და­ვით ლონ­და­რი­ძე, ჯა­შუ­შო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი:

"ტვინ­ში მაქვს 4 სის­ხლჩაქ­ცე­ვა. ამ­ჟა­მად ორი დამ­რჩა. რომ და­მა­კა­ვეს, სა­ნამ არ მა­ღი­ა­რე­ბი­ნეს ის სი­სუ­ლე­ლე..."

და­კა­ვე­ბის შემ­დეგ და­ვით ლონ­და­რი­ძე ახლა ტრავ­მი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა და­კა­ვე­ბამ­დე იგი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დი ოფი­ცე­რი იყო. ყვე­ლა­ფე­რი 2014 წლის 11 სექ­ტემ­ბერს მისი და­კა­ვე­ბით და­ი­წყო. და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი კი ლონ­და­რი­ძის სტუ­დენ­ტო­ბის მე­გობ­რის ბე­ლო­რუ­სის მო­ქა­ლა­ქის, ედუ­არდ ტო­მა­შუ­კის სა­ტა­ლე­ფო­ნო ზარი გახ­და. ტო­მა­შუ­კი თბი­ლის­ში ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით ჩა­მო­ვი­და და და­ვით ლონ­და­რი­ძეს და­უ­რე­კა. ვი­ნა­ი­დან სამ­ხედ­რო­ებს უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან კონ­ტაქ­ტი ეკ­რძა­ლე­ბო­დათ, ლონ­და­რი­ძემ მას შეხ­ვედ­რა­ზე უარი უთხრა.

"მას ტე­ლე­ფონ­ში ვუ­თხა­რი, იმ ბე­ლო­რუსს რომ ვერ შეგ­ხვდე­ბი-მეთ­ქი, რომ ვერ მიხ­ვდა ეს 37 რას ნიშ­ნავ­და. ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში 37 წე­ლია-მეთ­ქი", - იხ­სე­ნებს ლონ­და­რი­ძე.

იგი ამ­ბობს, რომ მისი ტე­ლე­ფო­ნი უკა­ნო­ნოდ ის­მი­ნე­ბო­და. სა­ტა­ე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შემ­დეგ კი და­ა­კა­ვეს და და­ი­წყეს ე.წ. საქ­მის შე­კერ­ვა. ლონ­და­რი­ძის მტკი­ცე­ბით, ამ პრო­ცესს უშუ­ა­ლოდ თავ­დაც­ვის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. წა­მე­ბის შე­დე­გად იძუ­ლე­ბუ­ლი იყო არარ­სე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ეღი­ა­რე­ბი­ნა და შემ­თხვე­ვით შერ­ჩე­უ­ლი პი­რე­ბიც და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა.

"ქარ­და­ვა ყვე­ლა ნო­მერ­ზე მე­კი­თხე­ბო­და ეს ვი­ნაა, ა-დან და­წყე­ბუ­ლი ზეტ-ამდე ყვე­ლას ნო­მერს მე­კი­თხე­ბო­და. პირ­ვე­ლად მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, აარ­ჩია რამ­დე­ნი­მე, მათ შო­რის იყო თეთ­რა­ძე. რო­დე­საც იყო სა­უ­ბა­რი, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მე ვუ­თხა­რი - ოღონდ ეგ არა, ყვე­ლა­ფერს ვა­ღი­ა­რებ-მეთ­ქი", - აცხა­დებს ლონ­და­რი­ძე.

ჯარ­ჯი წიკ­ლა­უ­რი, სპი­კე­რი პრო­კუ­რო­რი:

"მხო­ლოდ ლონ­და­რი­ძე არ იყოს საკ­მა­რი­სი და გა­და­წყვი­ტეს, რომ ლონ­და­რი­ძეს და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა თა­ნამ­ზა­რახვე­ლად მათ მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი პირი. ამის მი­ზა­ნი იყო ის, რომ მათ წარ­მო­ე­ჩი­ნათ თით­ქოს­და გა­მო­ავ­ლი­ნეს ჯა­შუ­შუ­რი ქსე­ლი და სწო­რედ ამის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ, რომ კი­დევ სხვა­დას­ხვა პი­რე­ბი ჩა­ერ­თი­ოთ ლონ­და­რი­ძეს­თან ერ­თად ამ ე.წ. სქე­მა­ში".

თეთ­რა­ძის ბი­ნა­ში სწო­რედ ლონ­და­რი­ძის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ვიდ­ნენ. ბი­ნა­ში მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თის ჩა­დე­ბის ფაქტს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ხე­ილ კუ­ჭუ­ხი­ძე ადას­ტუ­რებს:

"მე ფლეშ­კა დავ­დე აბა­ზა­ნა­ში კა­რებ­თან, მა­გი­და­ზე თუ სა­რე­ცხ მან­ქა­ნა­ზე ზუს­ტად არ მახ­სოვს. ჯერ არ ვი­ყა­ვი გა­მო­სუ­ლი სა­დარ­ბა­ზო­დან, რომ გა­ვი­გო­ნე ქა­ლის ხმა "ეს ფლეშ­კა თქვენ არ მო­ი­ტა­ნე­თო".

ლონ­და­რი­ძის ჩვე­ნე­ბით­ვე და­ა­კა­ვეს თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი სერ­გეი ჩაპ­ლი­გი­ნი, რო­მე­ლიც 25 წლის წინ თბი­ლი­სის სა­არ­ტი­ლე­რიო სას­წავ­ლე­ბელ "ტა­ო­ში" ლონ­და­რი­ძის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. პე­და­გო­გის კონ­ტაქ­ტიც ტე­ლე­ფონ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

სერ­გეი ჩაპ­ლი­გი­ნი, ჯა­შუ­შო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი:

"ბაჩო ახა­ლა­ი­ამ პირ­ვე­ლი რაც თქვა - შენ საბ­ჭო­თა არ­მი­ა­ში მა­ხუ­რობ­დი და ჯა­შუ­ში ხარო. იქ ყვე­ლა და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლე­ბი იყა­ვი­თო. თქვა, კარ­გი გა­მომ­ძიბ­ლე­ბი გვყავს, ისი­ნი დაგ­კი­თხა­ვე­ნო. იმე­დი მაქვს აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას მის­ცე­მო. ახ­ლა­ი­ას და ქარ­და­ვას ხელი არ და­უ­კა­რე­ბი­ათ ჩემ­თვის, მაგ­რამ მათი ხალ­ხი ამ საქ­მით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი და მცე­მეს".

ჩაპ­ლი­გი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ცე­მის შემ­დეგ, რო­დე­საც უკვე ოჯა­ხით და­ე­მუქრნენ, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და არარ­სე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ეღი­ა­რე­ბი­ნა.

"მე­გის ქარ­და­ვამ და ვი­ღაც გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა თქვეს, რად­გან ეს მე­თო­დი შენ­ზე არ ჭრი­სო, გა­ვაგ­ზავ­ნით ორ ოპე­რა­ტი­ულ ჯგუფს - ერთი მო­იყ­ვანს შენს ცოლს, მე­ო­რე შენს შვილ­სო და ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან და­ჭე­რი­ლე­ბი, რო­გორც ჯა­შუ­შო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბიო", - იხ­სე­ნებს ჩაპ­ლი­გი­ნი.

თეთ­რა­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ამ კვი­რა­ში ხმა­უ­რით და­ი­წყო.

მაგ­და კოტ­რი­კა­ძე, თეთ­რა­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი:

"მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­დნენ ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა მო­ეხ­დი­ნათ ნანა თეთ­რა­ძე­ზე".

შე­გახ­სე­ნებთ, თეთ­რა­ძის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი 9 პი­რის მი­მართ გა­მო­ი­ტა­ნა. მათ შო­რის გლ­და­ნის ცი­ხის დი­რექ­ტო­რის, ახ­ლექ­სან­დრე მუ­ხა­ძი­სა და მე­გის ქარ­და­ვას მი­მართ. და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ახა­ლა­ი­ას 9-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­ე­ბი:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"შარვალი აიწია და რამდენიმე წუთში ბეტონზე სახით დაეცა" - სერგო თეთრაძის წამების შემზარავი დეტალები და საქმის ახალი გარემოებები

"შარვალი აიწია და რამდენიმე წუთში ბეტონზე სახით დაეცა" - სერგო თეთრაძის წამების შემზარავი დეტალები და საქმის ახალი გარემოებები

განახლება| ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას წერილს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, "იმედმა" დაბლოკა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე ამ კვირაში ხმაურით დაიწყო. თეთრაძის მეუღლის დაკითხვა ახლაიას გულშემატკივრების პროტესტის ფონზე გაიმართა. რა მოხდა 2011 წლის 23 სექტემბერს გლდანის ციხეში? თეთრაძის საქმეში ახალ გარემოებებს სიუჟეტი "იმედი კვირამ" მიუძრვნა.

ოფიციალური გამოძიების თანახმად, 4 წლის წინ 57 წლის თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე სასტიკაც აწამეს. "იმედის კვირამ" მოიპოვა იმ პატიმრის აღიარებითი ინტერვიუ, რომელიც სერგო თეთრაძის წამებასა და სექსუალურ ძალადობაშია მსჯავრდადებული. ინტერვიუში პატიმარი წამების შემზარავ დეტალებს აღწერს.

"შარვალი ჩავხადეთ, მე დავიჭირე და მეორეს ვეუბნებოდი მიდი გააკეთე-მეთქი რამე, მე მეჭირა ტრუსიკჩახდილი. ინსცენირება უნდოდათ, თან იღებდნენ ვიდეოკამერით ამას. ამ ამბის მერე, ხელი გავუშვი, ჩვეულებრივად ადგა, შარვალი აიწია, სკამზე დაჯდა და რამდენიმე წუთში გადმოვარდა და ბეტონზე სახით დაეცა. ცუდად გახდა", - ყვება პატიმარი.

საქმის მასალების მიხედვით, სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი პატიმარი მონაწილეობდა. ორივე მსჯავრდადებული დანაშაულს აღიარებს და საქმეში მათი ჩვენებებია. ჩვენებიბის მიხედვით, ისინი იყვნენ ე.წ. აბსლუგის მუშა პატიმრები. ამავე დროს ირიცხებოდნენ ე.წ. ქათმეში, სადაც განსხვავებული ორიენტაციის პატიმრები არიან. გლდანის ციხის მაშინდელი ხელმძღვანელობა მათ აიძულებდა, აღიარებითი ჩვენებების გამოძალვის მიზნით, პატიმრებზე სექსუალური ძალადობა მოეხდინათ. სერგო თეთრაძის შემთხვევაშიც ეს გეგმა იყო.

"ისეთი ნაწამები იყო, რომ იმას აღარც უნდოდა ხელის ხლება. მე არ მიწამებია, კი მოვცხე ერთი 4-5-ჯერ. დავარტყი სახეში, მხარში, ბეჭებში. არჩევანის უფლება რომ მქონოდა, საეთოდ არ დავუშავებდი არაფერს. ენით ვერ აგიღწერ ისეთები ხდებოდა. მაგრამ შეიძლებოდა იმ დღეში მე აღმოვჩენილიყავი და ვინუჟდენი გავაკეთე, რა უნდა მექნა", - აცხადებს პატიმარი.

ეს საზარელი ფაქტი გლდანის ციხეში 2011 წლის 23 სექტმებერს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული თადარიგის პოლკოვნიკის შესახლებიდან მეხუთე დღეს მოხდა. 20 წუთში სერგო თეთრაძე საკნიდან უგონო მდგომარეობაში საკაცით გაიყვანეს.

"ჩამოდის საპყრობილის დირექტორი, მეძახის მე და მართმევს ვიდეოკამერას, ვიდეოკამერა ინახებოდა ოპერატიული მორიგის ოთახში და ხდებოდა მსგავსი ფაქტების დაფიქსირება", - იხსენებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ლადო ბედუკაძე.

ლადო ბედუკაძე პირველი იყო, ვინც 2012 წლის არჩევნების შემდეგ უშუალოდ გლდანის ციხეში თეთრაძის წამების ფაქტი გაახმაურა. თუმცა მანამდე თეთრაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში პოლკოვნიკის წამების ამსახველი მასალა ირაკლი ალასანიას პარტიამ გაასაჯაროვა.

"როცა ყვირილის ხმები გავიგე, ჩამოვედი კარანტინში. კარანტინის კარი დაკეტილი იყო, გადმოღებული იყო მხოლოდ ე.წ. კარმუშკა და თავდაპირველად კარმუშკიდან იღებდა, თუ არ ვცდები, ოლეგ ფაცაცია, რაც შიგნით ხდებოდა. შემდეგ იღება საკნის კარი და გადაღებას იწყებს დირექტორი მუხაძე. უცბად წყდება განწირული ყვირილი ამ კაცის და საპყრობილის დირექტორი მეუბნება, რომ ექიმი გამოვიძახო. ამბობს: "მგონი მოკვდა" და იგინება", - ყვება ბედუკაძე.

ბედუკაძის მტკიცებით, წამებამდე რამდენიმე საათით ადრე ციხის დირექტორმა სერგო თეთრაძე ციხიდან თავდაცვის სამინისტროში უკანონოდ გაიყვანა. საიდანაც უკან დაბრუნებული სერგო თეთრაძე მან ჩაიბარა.

"თანამშრომლებმა გათიშეს ყველა კამერა, რომელიც საპრყრობილედან ამ ადამიანის გაყვანას აფიქსირებდა. გაიყავნეს ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე - თავდაცვის სამინისტროს შენობაში. ამის ვარაუდის საფუძველს მე მაძლევს ის ფაქტი, რომ გაყვანისას დირექტორი მუხაძე ტელეფონით საუბრისას ახსენებდა შეფს: "შეფ მოვდივართ, გამოვდივართ", - აცხადებს ბედუკაძე.

კარანტინში მდებარე საკანი, სადაც თეთრაძე აწამეს, კარგად ჩანს მოპირდაპირედ მდებარე პირველი კორპუსის 70-ე საკნიდან. ამ საკნის ორი პატიმარი კახა ხაინდრავა და ლევან სულაქველიძე ამტკიცებენ, რომ თეთრაძის წამება საკუთარი თვალით დაინახეს.

"ვხედავდით, რომ დაცემის შემდეგ ქათმები წამოაყენებდნენ და განაგრძობდნენ მათ ცემას. საშინლად მოქმედებდა ამ პირის ღმუილი", - აღნიშნულია ერთ-ერთი პატიმრის ჩვენებაში.

საქმეში გლდანის ცხიდან ამოღებული ინფორმაციაა, სადაც დაფქსირებულია, რომ გლდანის ციხეში თეთრაძე 19 სექტემბერს უკვე დაზიანებებით შეიყვანეს. გარდაცვალებამდე თეთრაძემ ადვოკატს უთრა, რომ სამხედრო პოლიციაში მეგის ქარდავამ და ბაჩო ახალაიამ პოლიეთილენის პარკებით აწამეს. თამარ იესეშვილმა პატიმარს დაკავებიდან მეორე დღეს დიღომში დროებითი მოთავსების იზოლატორში მიაგნო.

"სერგო თეთრაძე იყო საშინელ მდგომარეობაში, ფეხზე ძვლის იდგა თვალებთან და ცხვირთან დალურჯებული ჰქონდა. თვალები ჩაწითლებული და ცხვირი გატეხილი. ცხვირი მას შესიებული ჰქონდა და ხშირად ხელს იკიდებდა. მეუბნებოდა, რომ ცხვირი უყანყალებდა. მითხრა, რომ მთელი დღე-ღამის განმავლობაში სამხედრო პოლიციაში აწამებდა ბევრი ადამიანი, ამბობდა რომ ვიცანი მხოლოდ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავაო. ისინი უშუალოდ მაწამებდნენო, მითხრა ასევე, რომ თავზე ცელოფნის პარკი ჩამოაცვეს და იმიტომ უჭირდა სუნთქვა", - აღნიშნულია თეთრაძის ადვოკატის თამარ იესეშვილის ჩვენებაში.

ახალაიას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი:

"მისი ჩვენება ირიბი ხასიათის ჩვენებაა, რომელიც სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ემყარება. საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო ირიბი ჩვენების არსებობა", - აცხადებს ახალაიას ადვოკატი იესეშვილის ჩვენების შესახებ.

ახალაიას ადვოკატები ამბობენ, რომ სერგო თეთრაძეს გული აწუხებდა და 2010 წელს კარდიოლოგთანაც არის ნამყოფი. ფოტოებზე არსებულ დაზიანებებს კი ველიჯანაშვილი გვამურ ლაქებს უწოდებს.

"როდესაც ადამიანი გულით გარდაიცვლება, მას გვამური ლაქები უფრო მკვეთრად აქვს წარმოჩინებული - რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად შავია. შეიძლება მთლიანად გაშავებულიყო გვამი, რაც ცემასთან კი არა, მის გულით გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული. მე მაქვს დასკვნა, რომელსაც მალავს დღევანდელი პოროკურატურა, სადაც წერია, რომ თეთრაძის მიმართ ადგილი არ ჰქონია სექსუალურ ძალადობას", - აცხადებს ველიჯანაშვილი.

ბაჩო ახლაიამ "იმედის კვირის" შეკითხვებს ციხიდან უპასუხა:

"ახლა ყველამ იცის - როგორც ჩანს - მას გული გაუსკდა და ამიტომ დადგა სიკვდილი. ხელისუფლებამ ეს ვერსია გადაამოწმა, ჩაატარა ექსგუმაცია, დამატებითი ექსპერტიზა და დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს იყო. ხოლო გაუპატიურება საერთოდ გამოირიცხა. და ახლა ჩემთვის სრულიად აუხსნელია, რატომ აყენებენ ადამიანს ისეთ შეურაცხყოფას, როგორც აღმოჩნდა, რომ მისთვის არავის მიუყენებია სიცოცხლეში. ამიტომაც მოიტანეს ახლა რაღაც ცელოფნები, რომელიც ამ წლების განმავლობაში არავის სმენია. თუ არ არის გაუპატიურება, რამე მიახლოვებული ჯალათობა მაინც უნდა ამტკიცონ".

ექსგუმაცია ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამხარაულის ექსპერტების და დამოუკიდებელი ცენტრის "ვექტორის" ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა. მათი დასკვნები განსხვავებულია. "ვექტორის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ თავის დროზე გულთან დაკავშირებით დადებული სამხარაულის დასკვნის გადამოწმება ახლა შეუძლებელია, ვინაიდან პროცედურების დარღვევით სამხარაულის ბიურომ თეთრაძის შინაგანი ნაწილაკები გაანადგურა, რაც კვლევისათვის მთავარია. დამოუკიდებელი ექსპერტიზა თეთრაძის გარდაცვალების სხვა ვერსიას არ გამორიცხავს.

ალექსანდრე გეჯაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი:

"არ არის გამორიცხული ქალა-ტვინის ტრავმას გამოეწვია თეთრაძის კრიტიკული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება".

რაც შეეხება ექსგუმაციის შემდეგ სამხარაულის დასკვნაში გაკეთებულ ჩანაწერს, რომ უკანა ტანის გამოკვლევის შედეგად დაზიანება არ აღმოჩნდა, გეჯაძისათვის გაუგებარია, საიდან დაადგინეს, როდესაც ცხედარი უკვე ლპობაში იყო წასული. გეჯაძის დასკვნაში წერია, რომ ამ საკითხის დადგენა ლპობითი პროცესების გამო შეუძლებალია.

"საინტერესოა, თუ რის საფუძველზე ამტკიცებენ ამას, ჩემთვის ყველანაირად გაუგებარია. რამეთუ თეთრაძის გვამის პირადი საექსპერტო გამოკვლევის დასკვნაში ინფორმაცია - გამოიკვლია ექსპერტმა უკანა ტანის მიდამო გარეგნულად, თუ არ გამოიკვლია - არ ფიგურირებს. გვამის ექსპერტიზის გამოკვლევის არსებული სტანდარტის გათვალისწინებით, დათვალიერების დროს ნებისმიერი ექსპერტი ვალდებულია აღწეროს არსებული ყველა დაზიანება. და მათ შორის დააფიქსიროს გარეთა სასქესო ორგანოებისა და ასევე უკანა ტანის მდგომარეობა", - აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე.

სამხარაულის ექსპერტიზის ძველ დასკვნაში, სადაც გარდაცვალების მიზეზად გულია დასახელებული თეთრაძის სახეზე ძირითადი დაზიანებები, გარდა წარბთან ერთი დაზიანებისა, საერთოდ არ ფიქსირდება. ექსგუმაციამ კი დაადასტურა, რომ თეთრაძეს ცხვირი ჰქონდა მოტეხილი, რაც სამხარაულის მაშინდელ ექსპერტებს რატომრაც გამორჩათ.

"გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა ახლად აღმოჩენილი გარემოება, მიუხედავად ლპობითი პროცესებისა, ცხვირის ძვლების მოტეხილობის სახით. რაც ბუნებრივია, პირველადი ექსპერტიზის დროს დადგენილი და გამოტანილი არ ყოფილა", - აცხადებს გეჯაძე.

ჯარჯი წიკლაური, სპიკერი პროკურორი:

"სერგო თეთრაძესა და მის ადვოკატს შორის საუბრის შინაარსი ცალსახად დადასტურდა ექსგუმაციით, როდესაც სერგო თეთრაძეს გვამს დაუდასტურდა ცხვირის ორმხრივი მოტეხილობა".

"იმედის კვირა" გარდაცვლილი პოლკოვნიკის მეუღლეს, ნანა თეთრაძეს ესაუბრა:

"ახალაიას თემა არსაიდან არ მოსულა - პირველივე დღიდან, როცა აიყვანეს ჩემი ქმარი ვიცოდი, რომ მას უშუალოდ აწამებდა ბაჩანა ახალაია. პოლიეთილენის ცელოფანს ჩემს მეუღლეს ბაჩანა ახალაიას ბრძანებით და მონაწილეობით აცმევდნენ".

თადარიგის პოლკოვნიკმა სერგო თეთრაძემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 25 წელი იმსახურა. იყო აფხაზეთისა და ავღანეთის ომების ვეტერანი. ბოლოს თავდაცვის სამინისტროში დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშობდა. სამასახური 2007 წელს დატოვა და დაკავებამდე პენსიაში 4 წლის გასული იყო.

"სამხედრო პოლიციას ჰქონდა რაღაცა ინეტერსი ოფიცერ ლონდარიძესთან და მაგის ტელეფონში, საქმის გასამყარებლად, ნახეს რამდენიმე მაღალჩინოსნის გვარი, მათ შორის იყო გენერალი ნაირაშვილი, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, კიდევ ვიღაცა მესამე პიროვნება. გამოკითხეს ინფორმაცია ამ სამხედრო პირებზე და ნაირაშვილი არმოჩნდა მაგ დროს ინგლისში, ლონდოდნში და ასე ამ სიაში, საქმის გასამყარებლად, გამოჩნდა სერგო თეთრაძე", - აცხადებს ნანა თეთრაძე.

დავით ლონდარიძე, ჯაშუშობის საქმეზე დაკავებული:

"ტვინში მაქვს 4 სისხლჩაქცევა. ამჟამად ორი დამრჩა. რომ დამაკავეს, სანამ არ მაღიარებინეს ის სისულელე..."

დაკავების შემდეგ დავით ლონდარიძე ახლა ტრავმირებულია, თუმცა დაკავებამდე იგი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი ოფიცერი იყო. ყველაფერი 2014 წლის 11 სექტემბერს მისი დაკავებით დაიწყო. დაკავების საფუძველი კი ლონდარიძის სტუდენტობის მეგობრის ბელორუსის მოქალაქის, ედუარდ ტომაშუკის სატალეფონო ზარი გახდა. ტომაშუკი თბილისში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა და დავით ლონდარიძეს დაურეკა. ვინაიდან სამხედროებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კონტაქტი ეკრძალებოდათ, ლონდარიძემ მას შეხვედრაზე უარი უთხრა.

"მას ტელეფონში ვუთხარი, იმ ბელორუსს რომ ვერ შეგხვდები-მეთქი, რომ ვერ მიხვდა ეს 37 რას ნიშნავდა. ახლა საქართველოში 37 წელია-მეთქი", - იხსენებს ლონდარიძე.

იგი ამბობს, რომ მისი ტელეფონი უკანონოდ ისმინებოდა. სატაელეფონო საუბრის შემდეგ კი დააკავეს და დაიწყეს ე.წ. საქმის შეკერვა. ლონდარიძის მტკიცებით, ამ პროცესს უშუალოდ თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. წამების შედეგად იძულებული იყო არარსებული დანაშაული ეღიარებინა და შემთხვევით შერჩეული პირებიც დაესახელებინა.

"ქარდავა ყველა ნომერზე მეკითხებოდა ეს ვინაა, ა-დან დაწყებული ზეტ-ამდე ყველას ნომერს მეკითხებოდა. პირველად მაღალჩინოსნებს, აარჩია რამდენიმე, მათ შორის იყო თეთრაძე. როდესაც იყო საუბარი, რომ სექსუალური ძალადობა გამოეყენებინათ, მე ვუთხარი - ოღონდ ეგ არა, ყველაფერს ვაღიარებ-მეთქი", - აცხადებს ლონდარიძე.

ჯარჯი წიკლაური, სპიკერი პროკურორი:

"მხოლოდ ლონდარიძე არ იყოს საკმარისი და გადაწყვიტეს, რომ ლონდარიძეს დაესახელებინა თანამზარახველად მათ მიერ მითითებული პირი. ამის მიზანი იყო ის, რომ მათ წარმოეჩინათ თითქოსდა გამოავლინეს ჯაშუშური ქსელი და სწორედ ამისთვის სჭირდებოდათ, რომ კიდევ სხვადასხვა პირები ჩაერთიოთ ლონდარიძესთან ერთად ამ ე.წ. სქემაში".

თეთრაძის ბინაში სწორედ ლონდარიძის ჩვენების საფუძველზე შევიდნენ. ბინაში მეხსიერების ბარათის ჩადების ფაქტს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი მიხეილ კუჭუხიძე ადასტურებს:

"მე ფლეშკა დავდე აბაზანაში კარებთან, მაგიდაზე თუ სარეცხ მანქანაზე ზუსტად არ მახსოვს. ჯერ არ ვიყავი გამოსული სადარბაზოდან, რომ გავიგონე ქალის ხმა "ეს ფლეშკა თქვენ არ მოიტანეთო".

ლონდარიძის ჩვენებითვე დააკავეს თბილისში მცხოვრები სერგეი ჩაპლიგინი, რომელიც 25 წლის წინ თბილისის საარტილერიო სასწავლებელ "ტაოში" ლონდარიძის მასწავლებელი იყო. პედაგოგის კონტაქტიც ტელეფონში აღმოაჩინეს.

სერგეი ჩაპლიგინი, ჯაშუშობის საქმეზე დაკავებული:

"ბაჩო ახალაიამ პირველი რაც თქვა - შენ საბჭოთა არმიაში მახურობდი და ჯაშუში ხარო. იქ ყველა დავერბოვკებულები იყავითო. თქვა, კარგი გამომძიბლები გვყავს, ისინი დაგკითხავენო. იმედი მაქვს აღიარებით ჩვენებას მისცემო. ახლაიას და ქარდავას ხელი არ დაუკარებიათ ჩემთვის, მაგრამ მათი ხალხი ამ საქმით იყვნენ დაკავებული და მცემეს".

ჩაპლიგინის განცხადებით, ცემის შემდეგ, როდესაც უკვე ოჯახით დაემუქრნენ, იძულებული გახდა არარსებული დანაშაული ეღიარებინა.

"მეგის ქარდავამ და ვიღაც გამომძიებლებმა თქვეს, რადგან ეს მეთოდი შენზე არ ჭრისო, გავაგზავნით ორ ოპერატიულ ჯგუფს - ერთი მოიყვანს შენს ცოლს, მეორე შენს შვილსო და ისინი იქნებიან დაჭერილები, როგორც ჯაშუშობაში თანამონაწილეებიო", - იხსენებს ჩაპლიგინი.

თეთრაძის სასამართლო პროცესი ამ კვირაში ხმაურით დაიწყო.

მაგდა კოტრიკაძე, თეთრაძის ოჯახის ადვოკატი:

"მაქსიმალურად ცდილობდნენ ბაჩანა ახალაიას მხარდამჭერები, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ ნანა თეთრაძეზე".

შეგახსენებთ, თეთრაძის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 9 პირის მიმართ გამოიტანა. მათ შორის გლდანის ციხის დირექტორის, ახლექსანდრე მუხაძისა და მეგის ქარდავას მიმართ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ახალაიას 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იხილეთ ვიდეოები:

"კიბეებზე ჩარბენის ხმამ გამაღვიძა, ეტყობა, მკვლელი გარბოდა. ვიღაც ყვიროდა, ხანძარია, გარეთ გადითო, აფეთქების საშიშროება იყო" - რას ყვებიან მეზობლები თემქაზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

"დათოს ორსული მეუღლე დარჩა... უქმეებზე სულ ტაძარში დადიოდნენ" - ვინ იყო 31 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში თანასოფლელმა მოკლა

მკვლელობა ქობულეთში - თანასოფლელების დაპირისპირების შედეგად მამაკაცია მოკლული