მოსახლეობის ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის 29-ში დაჭრილი ქალის შვილმა რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა. ამ წუთებში კორპუსის მე-11 სართულზე, სადაც სავარაუდოდ დაჭრილი ქალი ცხოვრობს, ხმაურია.
ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც დაჭრილის შვილია, გადმოხტომა სცადა, თუმცა სახლში მყოფმა პირებმა, მათ შორის სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. ახალგაზრდა პოლიცის განყოფილებაშია გადაყვანილი.
ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. არსებული ინფორმაციით, შვილმა კამათის შედეგად დედა ყელის არეში დაჭრა.
ასევე იხილეთ: შვილის მიერ დედის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი