მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ 250 კაცთან ერთად დავბრუნდები" - რას ითხოვს ხელისუფლებისგან ბიზნესმენი, რომელმაც დღეს ყვარელში სააკაშვილის სახლში შეჭრა სცადა
"აქ 250 კაცთან ერთად დავბრუნდები" - რას ითხოვს ხელისუფლებისგან ბიზნესმენი, რომელმაც დღეს ყვარელში სააკაშვილის სახლში შეჭრა სცადა

დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლურ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა, ყო­ფი­ლი ხე­ლი­უფ­ლე­ბის დროს, ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ვის ხუთი საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. თუმ­ცა იმ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თა სა­კუთ­რე­ბის ხელ­ყო­ფაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­და, ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან დი­დია.

სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ცდი­ლობს ბიზ­ნეს­მე­ნი ვა­ლე­რი შო­ში­აშ­ვი­ლი. ამის­თვის მან უჩე­უ­ლო ფორ­მა აირ­ჩია - ყვა­რელ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კუთ­ვნილ სახ­ლთან მი­ვი­და და მისი და­კა­ვე­ბა სცა­და. მას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს, რა­საც ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. შო­ში­აშ­ვი­ლის ის­ტო­რია, რო­გორც თვი­თონ ირ­წმუ­ნე­ბა, ასე­თია - სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, 2012 წელს ბიზ­ნეს­მენს, და­კა­ვე­ბის მუ­ქა­რით, 8 000 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი გრე­მის კულ­ტუ­რის სახ­ლი 700 000 ლა­რად და­უს­წრებ­ლად შე­ა­ძე­ნი­ნეს. შო­ში­აშ­ვი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­შინ­დელ გა­მომ­ძი­ე­ბელს, ამ­ჟა­მად კი ად­ვო­კატ ბექა ბა­სი­ა­ლი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებს. ბიზ­ნეს­მე­ნი ექს-პრე­ზი­დენ­ტის ქო­ნე­ბის და­კა­ვე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას ცდი­ლობს.

"ქრო­ნი­კის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მე­ნი და მისი თან­ხმლე­ბი პი­რე­ბი ამ დრომ­დე ყვა­რელ­ში, ექს-პრე­ზი­დენ­ტის სახ­ლთან რჩე­ბი­ან. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შო­ში­აშ­ვილ­მა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა სცა­და სახ­ლში შეს­ვლა, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს უხ­მა­უ­როდ არ ჩა­უვ­ლია, რად­გან პრე­ზი­დენ­ტის მომ­ხრე­ებ­მა შო­ში­აშ­ვილს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. რა არის ბიზ­ნეს­მე­ნის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა და რო­დის გაჩ­ნდა სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლის და­კა­ვე­ბის იდეა? შე­კი­თხვებს "ქრო­ნი­კას­თან" სა­უ­ბარ­ში თა­ვად ბიზ­ნეს­მენ­მა უპა­სუ­ხა:

"2012 წლის ნო­ემ­რის თვი­დან მე და თქვენ გა­ვა­კე­თეთ პირ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ მოხ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან ჩემი ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვა. მას შემ­დეგ ჩა­ტარ­და უამ­რა­ვი გა­მო­ძი­ე­ბა, ვგუ­ლის­ხმობ, ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას, რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, ჩემს გან­ცხა­დე­ბას მათი მხრი­დან არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. სწო­რედ ამან გამ­ხა­და იძუ­ლე­ბუ­ლი, რომ პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რე­სი ფორ­მის­თვის მი­მე­მარ­თა. ეს არის ჩემი გაფრ­თხი­ლე­ბა - დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვაფრ­თხი­ლებ, ხვა­ლამ­დე თუ არ შემ­ხვდე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ან ამე­რი­კის ელჩი, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი, მე პა­რას­კევს დავ­ბრუნ­დე­ბი აქ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ჩემს კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­დნენ - იმ 250 კაც­თან და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ულუკ­მა­პუ­როდ და­ტო­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის ბან­დი­ტურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ. თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ სახ­ლში სა­ა­კაშ­ვი­ლის ზონ­დერ ბრი­გა­დამ არ შე­მიშ­ვა - მე აქ დღეს ხელ­სი­უფ­ლე­ბის გა­საფრ­თხი­ლებ­ლად მო­ვე­დი, რომ მო­ე­გოს გონს და და­ი­წყოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ორ ზონ­დერს - შაქ­რო ტერ­ტე­რაშ­ვილ­სა და გი­ორ­გი ბოტ­კო­ველს, რას წარ­მო­ად­გე­ნენ, მთელ­მა კა­ხეთ­მა იცის. სა­მარ­ცხვი­ნოა მათ­ზე სა­უ­ბა­რი, ისი­ნი იდ­გნენ აქ და რა­ღაც პრო­ვო­კა­ცი­ას აწყობ­დნენ. მე და ჩემი ოჯა­ხის არ­ცერ­თი წევ­რი არ წა­მო­ვე­გე­ბით ამ პრო­ვო­კა­ცი­ას. დღეს ჩემი ოჯა­ხი ცხოვ­რობს და­ყა­და­ღე­ბულ სახ­ლში და ჩემი ქო­ნე­ბა არის მთლი­ა­ნად და­ყა­და­ღე­ბუ­ლი. მე მო­ვი­თხოვ, რომ ყა­და­ღა მო­ეხ­სნას ჩემს ქო­ნე­ბას, გი­რავ­ნო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. მივ­მარ­თავ ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ, ბა­ტონ მი­შას - მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გრე­მის კულ­ტუ­რის სახ­ლი შე­ფა­სე­ბუ­ლი იყო 700 000 ლა­რად და აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბა 100 000 ლა­რად მე ვუც­ვლი აღ­ნიშ­ნულ ქო­ნე­ბას გრე­მის კულ­ტუ­რის სახ­ლში", - გა­ნა­ცხა­და ვა­ლე­რი შო­ში­აშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტი ბექა ბა­სი­ა­ლა­ია ბიზ­ნეს­მე­ნის ბრალ­დე­ბას "კუ­რი­ერ­თან" სა­უ­ბარ­ში უარ­ყოფს.

"ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბლე­ფი, ეს არის ტყუ­ი­ლი, მისი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხელი ერთი დღით არა­ვის არ შე­უშ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, რა ზე­წო­ლა­ზეა სა­უ­ბა­რი", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ექს-პრე­ზი­დენ­ტის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი. უც­ნო­ბია, და­ტო­ვეს თუ არა მათ უკვე ტე­რი­ტო­რია, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ არ წა­ვი­დოდ­ნენ, ვიდ­რე შო­ში­აშ­ვი­ლი არ და­ტო­ვებ­და იქა­უ­რო­ბას.

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბიზ­ნეს­მე­ნის უკან სუს-ი დგას. მისი თქმით, თუ ვა­ლე­რი შო­ში­აშ­ვილს რა­ი­მე ტი­პის პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას უნდა მი­მარ­თოს და შემ­დეგ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

"ჩვე­ნი სა­მარ­ცხვი­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლე­მაც დევ­ნი­ლად აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­ზე თავ­დას­ხმის­თვის ასეთ გზებს მი­მარ­თავს. ამ შო­უ­ებს დგამს ნაც­ვლად იმი­სა, რომ ეკო­ნო­მი­კას მი­ხე­დოს ან ლა­რის გაქ­ცე­ულ კურსს. ყო­ველ­თვის უნ­დათ, რომ ყუ­რა­დღე­ბა სა­ნა­ხა­ო­ბა­ზე გა­და­ი­ტა­ნონ", - გა­ნუ­ცხა­და "ქრო­ნი­კას" ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ვის ხუთ საქ­მეს გახ­სნი­ლად აცხა­დებს. უწყე­ბა­ში დღეს მხო­ლოდ ერთ ბრალ­დე­ბულ­ზე ისა­უბ­რეს, ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა კუ­დის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან კონ­სტან­ტი­ნე არ­ჩა­ი­ას. ოთხ და­ზა­რა­ლე­ბულს კი სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა უკან და­უბ­რუნ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"აქ 250 კაცთან ერთად დავბრუნდები" - რას ითხოვს ხელისუფლებისგან ბიზნესმენი, რომელმაც დღეს ყვარელში სააკაშვილის სახლში შეჭრა სცადა

"აქ 250 კაცთან ერთად დავბრუნდები" - რას ითხოვს ხელისუფლებისგან ბიზნესმენი, რომელმაც დღეს ყვარელში სააკაშვილის სახლში შეჭრა სცადა

დღეს პროკურატურის სპეციალურმა დეპარტამენტმა, ყოფილი ხელიუფლების დროს, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ხუთი საქმე გახსნილად გამოაცხადა. თუმცა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა საკუთრების ხელყოფაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მოხდა, ჯერ კიდევ ძალიან დიდია.

სამართლიანობის აღდგენას ინდივიდუალურად ცდილობს ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი. ამისთვის მან უჩეულო ფორმა აირჩია - ყვარელში მიხეილ სააკაშვილის კუთვნილ სახლთან მივიდა და მისი დაკავება სცადა. მას ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა. შოშიაშვილის ისტორია, როგორც თვითონ ირწმუნება, ასეთია - სააკაშვილის მმართველობის დროს, 2012 წელს ბიზნესმენს, დაკავების მუქარით, 8 000 დოლარად ღირებული გრემის კულტურის სახლი 700 000 ლარად დაუსწრებლად შეაძენინეს. შოშიაშვილი მთავარი პროკურატურის მაშინდელ გამომძიებელს, ამჟამად კი ადვოკატ ბექა ბასიალიას ადანაშაულებს. ბიზნესმენი ექს-პრეზიდენტის ქონების დაკავებით პროკურატურის ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

"ქრონიკის" ინფორმაციით, ბიზნესმენი და მისი თანხმლები პირები ამ დრომდე ყვარელში, ექს-პრეზიდენტის სახლთან რჩებიან. დღის განმავლობაში შოშიაშვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა სცადა სახლში შესვლა, თუმცა ამ ყველაფერს უხმაუროდ არ ჩაუვლია, რადგან  პრეზიდენტის მომხრეებმა შოშიაშვილს ამის საშუალება არ მისცეს. რა არის ბიზნესმენის მთავარი მოთხოვნა და როდის გაჩნდა სააკაშვილის სახლის დაკავების იდეა? შეკითხვებს "ქრონიკასთან" საუბარში თავად ბიზნესმენმა უპასუხა:

"2012 წლის ნოემრის თვიდან მე და თქვენ გავაკეთეთ პირველი სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩემი ქონების წართმევა. მას შემდეგ ჩატარდა უამრავი გამოძიება, ვგულისხმობ, ჟურნალისტურ გამოძიებას, რაც შეეხება პროკურატურას და სამართალდამცავებს, ჩემს განცხადებას მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. სწორედ ამან გამხადა იძულებული, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიმემართა. ეს არის ჩემი გაფრთხილება - დღევანდელ ხელისუფლებას ვაფრთხილებ, ხვალამდე თუ არ შემხვდება პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი ან ამერიკის ელჩი, რომელიმე მათგანი, მე პარასკევს დავბრუნდები აქ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩემს კომპანიაში მუშაობდნენ - იმ 250 კაცთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებიც ულუკმაპუროდ დატოვა სააკაშვილის ბანდიტურმა დაჯგუფებამ. თქვენ აღნიშნეთ, რომ სახლში სააკაშვილის ზონდერ ბრიგადამ არ შემიშვა - მე აქ დღეს ხელსიუფლების გასაფრთხილებლად მოვედი, რომ მოეგოს გონს და დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. რაც შეეხება იმ ორ ზონდერს - შაქრო ტერტერაშვილსა და გიორგი ბოტკოველს, რას წარმოადგენენ, მთელმა კახეთმა იცის. სამარცხვინოა მათზე საუბარი, ისინი იდგნენ აქ და რაღაც პროვოკაციას აწყობდნენ. მე და ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ წამოვეგებით ამ პროვოკაციას. დღეს ჩემი ოჯახი ცხოვრობს დაყადაღებულ სახლში და ჩემი ქონება არის მთლიანად დაყადაღებული. მე მოვითხოვ, რომ ყადაღა მოეხსნას ჩემს ქონებას, გირავნობისგან გათავისუფლდეს. მივმართავ ოდესის გუბერნატორ, ბატონ მიშას - მისი ხელისუფლების მიერ გრემის კულტურის სახლი შეფასებული იყო 700 000 ლარად და აღნიშნული ქონება 100 000 ლარად მე ვუცვლი აღნიშნულ ქონებას გრემის კულტურის სახლში", - განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.

ადვოკატი ბექა ბასიალაია ბიზნესმენის ბრალდებას "კურიერთან" საუბარში უარყოფს.

"ეს არის აბსოლუტური ბლეფი, ეს არის ტყუილი, მისი საქმიანობისთვის ხელი ერთი დღით არავის არ შეუშლია, შესაბამისად, რა ზეწოლაზეა საუბარი", - აცხადებს ადვოკატი.

დღის განმავლობაში ექს-პრეზიდენტის სახლში იმყოფებოდნენ დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი. უცნობია, დატოვეს თუ არა მათ უკვე ტერიტორია, ვინაიდან ისინი აცხადებდნენ, რომ არ წავიდოდნენ, ვიდრე შოშიაშვილი არ დატოვებდა იქაურობას.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ბიზნესმენის უკან სუს-ი დგას. მისი თქმით, თუ ვალერი შოშიაშვილს რაიმე ტიპის პრეტენზიები აქვს, მთავარ პროკურატურას უნდა მიმართოს და შემდეგ ბიძინა ივანიშვილს.

"ჩვენი სამარცხვინო ხელისუფლება, რომლემაც დევნილად აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისთვის ასეთ გზებს მიმართავს. ამ შოუებს დგამს ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკას მიხედოს ან ლარის გაქცეულ კურსს. ყოველთვის უნდათ, რომ ყურადღება სანახაობაზე გადაიტანონ", - განუცხადა "ქრონიკას" ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ხუთ საქმეს გახსნილად აცხადებს. უწყებაში დღეს მხოლოდ ერთ ბრალდებულზე ისაუბრეს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა კუდის ყოფილ მაღალჩინოსან კონსტანტინე არჩაიას. ოთხ დაზარალებულს კი სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონება უკან დაუბრუნდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ