პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხარძიანების ბრძოლა დიდი ქონებისთვის და მოკლული ბიზნესმენის პირადი და ბიზნეს-ცხოვრების დეტალები
ხარძიანების ბრძოლა დიდი ქონებისთვის და მოკლული ბიზნესმენის პირადი და ბიზნეს-ცხოვრების დეტალები

ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის გარ­შე­მო გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბიზ­ნეს­მე­ნი 28 მარტს სა­კუ­თარ სახ­ლთან მოკ­ლეს. გუ­შინ "მე­რი­ოტ­ში" ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის პირ­ველ­მა ცოლ­მა და შვი­ლებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს. ბიზ­ნეს­მე­ნის ყო­ფი­ლი ცო­ლის და შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქამ­დე უც­ნო­ბი იყო.

გაჩ­ნდა ვა­რა­უ­დე­ბი, რომ ინგა ბა­ბუ­ა­ძე და მისი შვი­ლე­ბი ხარ­ძი­ა­ნის ქო­ნე­ბის გა­ყო­ფას ითხო­ვენ. ინგა ბა­ბუ­ა­ძემ და ბესო ხარ­ძი­ან­მა 80-იან წლებ­ში იქორ­წი­ნეს, რო­გორც ბა­ბუ­ა­ძემ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, მათ სამი შვი­ლი ჰყავ­დათ, თუმ­ცა ერთი ვაჟი და­ე­ღუ­პათ. ბა­ბუ­ა­ძე აცხა­დებს, რომ მას ხარ­ძი­ა­ნის­გან ერთი თეთ­რიც არ მი­უ­ღია. ბესო ხარ­ძი­ან­მა ინგა ბა­ბუ­ა­ძეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ეკა ნო­ნი­კაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა ქო­ნე­ბას ფლობ­და ბიზ­ნეს­მე­ნი ბესო ხარ­ძი­ა­ნი.

ბიზ­ნეს­მე­ნი 2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის გამო და­ა­კა­ვეს. ცი­ხი­დან მხო­ლოდ 2012 წელს გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ბიზ­ნეს­მე­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ამ პე­რი­ოდ­ში მისი ქო­ნე­ბა სხვებ­მა გა­და­ი­ფორ­მეს. ბესო ხარ­ძი­ა­ნის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა სა­სა­მარ­თლომ 2013 წელს და­ი­წყო; საქ­მე "კუს ტბა კა­ლა­დან" და "კუს ტბა პა­ლა­სი­დან" წი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ეხე­ბო­და.

სა­ჯა­რო რე­ესტრი­დან 2011 წლის აპ­რი­ლის ამო­ნა­წე­რით ირ­კვე­ვა, რომ "კუს ტბა პა­ლას­ში" ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნი 12,5%-ს ფლობ­და. მფლო­ბე­ლებს შო­რის არის მა­რი­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი (რო­მე­ლიც, გია უდე­სი­ა­ნის მიერ 2008 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, უდე­სი­ა­ნის ცო­ლია) 22.5%-იანი წი­ლით და კი­დევ 6 მე­წი­ლე.

ამა­ვე წლის სექ­ტემ­ბრის ამო­ნა­წე­რით კი, ძვე­ლი პარტნი­ო­რე­ბი­დან მხო­ლოდ 2 - ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე და ირმა კე­კე­ლი­ძე არი­ან დარ­ჩე­ნილ­ნი, 55%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი კი პა­ნა­მა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "უოლ­მილ სერ­ვი­სია".

რაც შე­ე­ხე­ბა "კუს ტბა კა­ლას", 2010 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ხარ­ძი­ანს აქ 26,5%-იანი წილი ჰქონ­და, გია უდე­სი­ანს კი - 11,5%; მა­რი­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვილს - 11%. რე­ესტრი­დან 2014 წლის ამო­ნა­წე­რით ახლა მას ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 3 კომ­პა­ნია (მათ შო­რის "უოლ­მილ სერ­ვი­სი") და ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე (7%-იანი წი­ლით) ფლო­ბენ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით დათ­მო­ბა 2011 წლის 20 აპ­რილს გა­ფორმ­და. ხარ­ძი­ან­მა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო მო­ი­გო. ბიზ­ნეს­მე­ნი იმედს გა­მოთ­ქვამ­და, რომ და­კარ­გულ ქო­ნე­ბას და­იბ­რუ­ნებ­და და მის წარ­თმე­ვა­ში გია უდე­სი­ანს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

"იმე­დია ახა­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში დამ­კი­თხა­ვენ. და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვილს, ჩემი ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს, გი­ორ­გი უდე­სი­ან­თან ერ­თად კუს ტბა არა­ბე­ბის­თვის 40 მი­ლი­ო­ნად უნდა მი­ე­ყი­და. ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მაქვს, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე, და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი იყო ჩა­რე­უ­ლი, ამი­ტომ და­მი­ჭი­რეს და გა­და­წყვი­ტეს ჩემი გა­უ­ბე­დუ­რე­ბა".

ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი, გა­და­ცე­მა "დიდი პო­ლი­ტი­კა", 2013 წელი

ბიზ­ნეს­მე­ნი გია უდე­სი­ან­თან ერ­თად ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­ში ვინ­მე ქუ­რას­ბე­დი­ან­საც ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, რო­მე­ლიც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას და­პირ­და, მაგ­რამ ბო­ლოს უარი უთხრა.

რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­და, "კუს ტბა პა­ლა­სის" და "კუს ტბა კა­ლას" გარ­და, სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლოს" მე­პატ­რო­ნეც იყო. მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას ხარ­ძი­ა­ნი ამ­ბობ­და, რომ 2007 წელს სიღ­ნაღ­ში აუქ­ცი­ონ­ში მას იძუ­ლე­ბით მი­ა­ღე­ბი­ნეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და 37 000 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ ავ­ტო­ფა­რეხ­ში ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი გა­და­ახ­დე­ვი­ნეს.

"აუქ­ცი­ონ­ზე, რო­მე­ლიც სიღ­ნაღ­ში 2007 წელს გა­ი­მარ­თა, 37 ათა­სად ღი­რე­ბუ­ლი "გა­რა­ჟი" მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვარ დო­ლა­რად ვი­ყი­დე. სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლოს" მე­პატ­რო­ნე გახ­ლდით. დი­რექ­ტო­რე­ბი და­ი­ჭი­რეს, მათ შო­რის ერთ-ერთი ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის მამა იყო. ასე­თი ზე­წო­ლის

ქვეშ რო­გორ არ უნდა გა­და­მე­ხა­და? რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა?", - იხ­სე­ნებ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ბიზ­ნეს­მე­ნი.

ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი, გა­და­ცე­მა "დიდი პო­ლი­ტი­კა", 2013 წელი

ხარ­ძი­ა­ნის ქო­ნებ­რივ და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ უფ­ლე­ბებს სა­სა­მარ­თლო­ში ად­ვო­კა­ტი ლა­მა­რა კო­ბა­ლა­ძე იცავ­და. ლა­მა­რა კო­ბა­ლა­ძე ხარ­ძი­ა­ნის ქო­ნე­ბა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ოჯა­ხურ და­ვა­ზე Ambebi.ge-სთან სა­უბ­რობს.

Ambebi.ge: რა ქო­ნე­ბას ფლობ­და ბა­ტო­ნი ბესო, ამ­ბო­ბენ, რომ ხარ­ძი­ა­ნის პირ­ვე­ლი ცოლი ქო­ნე­ბის გა­ყო­ფას ითხოვს?

ლა­მა­რა კო­ბა­ლა­ძე: ჯერ ქო­ნე­ბა არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ და რა უნდა გა­ი­ყოს? ჯერ არა­ვინ იცის, ვინ რას ითხოვს. 6 თვე უნდა გა­ვი­დეს და გა­ირ­კვეს, ვის აქვს პრე­ტენ­ზია ქო­ნე­ბა­ზე; მერე უნდა გა­ირ­კვეს, რა დარ­ჩა ბე­სოს სამ­კვიდ­რო, ამის მი­ხედ­ვით გა­ნა­წილ­დე­ბა.

Ambebi.ge: რა ქო­ნე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი?

ლა­მა­რა კო­ბა­ლა­ძე: "კუს ტბა პა­ლას­ში" და "კუს ტბა კა­ლა­ში" ჰქონ­და მას წი­ლე­ბი. ხარ­ძი­ა­ნე­ბის ოჯახს ჰქონ­და 43 პრო­ცენ­ტი, მაგ­რამ თუ სწო­რად მახ­სოვს, ბე­სო­სი იყო ერ­თგან - 12 და მე­ო­რე­გან 17 პრო­ცენ­ტი. მე­უღ­ლის, ძმის და ძმის­შვი­ლის სა­ხელ­ზე იყო და­ნარ­ჩე­ნი, მათ­თან ბე­სოს შვი­ლებს რა ხელი აქვთ?

Ambebi.ge: ბა­ტო­ნი ბესო ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­და, რომ ის გახ­ლდათ სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლოს" მე­პატ­რო­ნე და სიღ­ნაღ­ში ძა­ლით მი­ა­ღე­ბი­ნეს აუქ­ცი­ონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა...

ლა­მა­რა კო­ბა­ლა­ძე: სიღ­ნაღ­ში ასე იყო, ავ­ტო­ფა­რე­ხი შე­ა­ძე­ნი­ნეს, რა­ღაც ნან­გრე­ვე­ბია, რო­მე­ლიც მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი ნამ­დვი­ლად არ ღირს. სა­წყა­ლი ისე გარ­და­იც­ვა­ლა, არც იცო­და ხე­ი­რი­ა­ნად, სად მდე­ბა­რე­ობ­და ეს ავ­ტო­ფა­რე­ხი, არც გა­უ­ფორ­მე­ბია და არც გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. სას­ტუმ­რო "აფხა­ზეთ­ში" ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი ფარ­თი და ესეც სა­ხელ­მწი­ფომ და­ათ­მო­ბი­ნა, აჩუ­ქე­ბი­ნა.

Ambebi.ge: კი­დევ რა ქო­ნე­ბას ფლობ­და ბა­ტო­ნი ბესო?

ლა­მა­რა კო­ბა­ლა­ძე: თუ არ ვცდე­ბი, ახლა ჰქონ­და რა­ღაც შპს, მოქ­მე­დი იყო თუ არა, არ ვიცი. ვიცი ის, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­კის­რეს 300 000 ლარი, აბ­სურ­დუ­ლად მიგ­ვაჩ­ნია ეს ჯა­რი­მა და ალ­ბათ შევ­ძლებთ გა­სა­ჩივ­რე­ბას.

ითხოვს თუ არა სა­კუ­თარ წილს ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის პირ­ვე­ლი ოჯა­ხი, და თუ ითხოვს, რა პრე­ტენ­ზი­ებს გა­მოთ­ქვამს მას­ზე, ამის გა­სარ­კვე­ვად Ambebi.ge ინგა ბა­ბუ­ა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. ბა­ბუ­ა­ძის დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ მის შვილს ღა­მის სამ სა­ა­თამ­დე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კი­თხავ­დნენ, თავს შე­უძ­ლოდ გრძნობს და ლა­პა­რა­კი არ შე­უძ­ლია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ხარძიანების ბრძოლა დიდი ქონებისთვის და მოკლული ბიზნესმენის პირადი და ბიზნეს-ცხოვრების დეტალები

ხარძიანების ბრძოლა დიდი ქონებისთვის და მოკლული ბიზნესმენის პირადი და ბიზნეს-ცხოვრების დეტალები

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის გარშემო გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. ბიზნესმენი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს. გუშინ "მერიოტში" ბესიკ ხარძიანის პირველმა ცოლმა და შვილებმა პრესკონფერენცია გამართეს და სკანდალური განცხადებები გააკეთეს. ბიზნესმენის ყოფილი ცოლის და შვილების შესახებ საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო.

გაჩნდა ვარაუდები, რომ ინგა ბაბუაძე და მისი შვილები ხარძიანის ქონების გაყოფას ითხოვენ. ინგა ბაბუაძემ და ბესო ხარძიანმა 80-იან წლებში იქორწინეს, როგორც ბაბუაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მათ სამი შვილი ჰყავდათ, თუმცა ერთი ვაჟი დაეღუპათ. ბაბუაძე აცხადებს, რომ მას ხარძიანისგან ერთი თეთრიც არ მიუღია. ბესო ხარძიანმა ინგა ბაბუაძესთან დაშორების შემდეგ ეკა ნონიკაშვილზე იქორწინა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ქონებას ფლობდა ბიზნესმენი ბესო ხარძიანი.

ბიზნესმენი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს. ციხიდან მხოლოდ 2012 წელს გათავისუფლდა. ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მისი ქონება სხვებმა გადაიფორმეს. ბესო ხარძიანის საქმის გამოძიება სასამართლომ 2013 წელს დაიწყო; საქმე "კუს ტბა კალადან" და "კუს ტბა პალასიდან" წილების დაბრუნებას ეხებოდა.

საჯარო რეესტრიდან 2011 წლის აპრილის ამონაწერით ირკვევა, რომ "კუს ტბა პალასში" ბესარიონ ხარძიანი 12,5%-ს ფლობდა. მფლობელებს შორის არის მარინა მგალობლიშვილი (რომელიც, გია უდესიანის მიერ 2008 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, უდესიანის ცოლია) 22.5%-იანი წილით და კიდევ 6 მეწილე.

ამავე წლის სექტემბრის ამონაწერით კი, ძველი პარტნიორებიდან მხოლოდ 2 - ვახტანგ კიკაბიძე და ირმა კეკელიძე არიან დარჩენილნი, 55%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში დარეგისტრირებული "უოლმილ სერვისია".

რაც შეეხება "კუს ტბა კალას", 2010 წლის მონაცემებით, ხარძიანს აქ 26,5%-იანი წილი ჰქონდა, გია უდესიანს კი - 11,5%; მარინა მგალობლიშვილს - 11%. რეესტრიდან 2014 წლის ამონაწერით ახლა მას ოფშორში რეგისტრირებული 3 კომპანია (მათ შორის "უოლმილ სერვისი") და ვახტანგ კიკაბიძე (7%-იანი წილით) ფლობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქონების იძულებით დათმობა 2011 წლის 20 აპრილს გაფორმდა. ხარძიანმა პირველი ინსტანციის სასამართლო მოიგო. ბიზნესმენი იმედს გამოთქვამდა, რომ დაკარგულ ქონებას დაიბრუნებდა და მის წართმევაში გია უდესიანს ადანაშაულებდა.

"იმედია ახალი პროკურატურის პირობებში დამკითხავენ. დავით ჩხატარაშვილს, ჩემი ციხეში ყოფნის დროს, გიორგი უდესიანთან ერთად კუს ტბა არაბებისთვის 40 მილიონად უნდა მიეყიდა. ამის მტკიცებულება მაქვს, რომ მთავარი პროკურორის მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი იყო ჩარეული, ამიტომ დამიჭირეს და გადაწყვიტეს ჩემი გაუბედურება".

ბესიკ ხარძიანი, გადაცემა "დიდი პოლიტიკა", 2013 წელი

ბიზნესმენი გია უდესიანთან ერთად ქონების ჩამორთმევაში ვინმე ქურასბედიანსაც ადანაშაულებდა, რომელიც, როგორც თავად ამბობდა,  ქონების დაბრუნებას დაპირდა, მაგრამ ბოლოს უარი უთხრა.

როგორც ბიზნესმენი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, "კუს ტბა პალასის" და "კუს ტბა კალას" გარდა,  სასტუმრო "საქართველოს" მეპატრონეც იყო. მედიასთან საუბრისას ხარძიანი ამბობდა, რომ  2007 წელს სიღნაღში აუქციონში მას იძულებით მიაღებინეს მონაწილეობა და 37 000 დოლარად შეფასებულ ავტოფარეხში ნახევარი მილიონი გადაახდევინეს.

"აუქციონზე, რომელიც სიღნაღში 2007 წელს გაიმართა, 37 ათასად ღირებული "გარაჟი" მილიონნახევარ დოლარად ვიყიდე. სასტუმრო "საქართველოს" მეპატრონე გახლდით. დირექტორები დაიჭირეს, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი გარდაცვლილი მეგობრის მამა იყო. ასეთი ზეწოლის

ქვეშ როგორ არ უნდა გადამეხადა? რა უნდა გამეკეთებინა?", - იხსენებდა გარდაცვალებამდე ბიზნესმენი.

ბესიკ ხარძიანი, გადაცემა "დიდი პოლიტიკა", 2013 წელი

ხარძიანის ქონებრივ დავასთან დაკავშირებულ უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ლამარა კობალაძე იცავდა. ლამარა კობალაძე ხარძიანის ქონებასა და მასთან დაკავშირებულ ოჯახურ დავაზე Ambebi.ge-სთან საუბრობს.

Ambebi.ge: რა ქონებას ფლობდა ბატონი ბესო, ამბობენ, რომ ხარძიანის პირველი ცოლი ქონების გაყოფას ითხოვს?

ლამარა კობალაძე: ჯერ ქონება არ დაუბრუნებიათ და რა უნდა გაიყოს? ჯერ არავინ იცის, ვინ რას ითხოვს. 6 თვე უნდა გავიდეს და გაირკვეს, ვის აქვს პრეტენზია ქონებაზე; მერე უნდა გაირკვეს, რა დარჩა ბესოს სამკვიდრო, ამის მიხედვით განაწილდება.

Ambebi.ge: რა ქონებაზეა საუბარი?

ლამარა კობალაძე: "კუს ტბა პალასში" და "კუს ტბა კალაში" ჰქონდა მას წილები. ხარძიანების ოჯახს ჰქონდა 43 პროცენტი, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, ბესოსი იყო ერთგან - 12 და მეორეგან 17 პროცენტი. მეუღლის, ძმის და ძმისშვილის სახელზე იყო დანარჩენი, მათთან ბესოს შვილებს რა ხელი აქვთ?

Ambebi.ge: ბატონი ბესო ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ის გახლდათ სასტუმრო "საქართველოს" მეპატრონე და სიღნაღში ძალით მიაღებინეს აუქციონში მონაწილეობა...

ლამარა კობალაძე: სიღნაღში ასე იყო, ავტოფარეხი შეაძენინეს, რაღაც ნანგრევებია, რომელიც მილიონნახევარი ნამდვილად არ ღირს. საწყალი ისე გარდაიცვალა, არც იცოდა ხეირიანად, სად მდებარეობდა ეს ავტოფარეხი, არც გაუფორმებია და არც გამოუყენებია. სასტუმრო "აფხაზეთში" ჰქონდა გარკვეული ფართი და ესეც სახელმწიფომ დაათმობინა, აჩუქებინა.

Ambebi.ge: კიდევ რა ქონებას ფლობდა ბატონი ბესო?

ლამარა კობალაძე: თუ არ ვცდები, ახლა ჰქონდა რაღაც შპს, მოქმედი იყო თუ არა, არ ვიცი. ვიცი ის, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე საგადასახადო ვალდებულება დააკისრეს 300 000 ლარი, აბსურდულად მიგვაჩნია ეს ჯარიმა და ალბათ შევძლებთ გასაჩივრებას.

ითხოვს თუ არა საკუთარ წილს ბესიკ ხარძიანის პირველი ოჯახი, და თუ ითხოვს, რა პრეტენზიებს გამოთქვამს მასზე, ამის გასარკვევად Ambebi.ge ინგა ბაბუაძეს დაუკავშირდა. ბაბუაძის დედამ განაცხადა, რომ მის შვილს ღამის სამ საათამდე პროკურატურაში კითხავდნენ, თავს შეუძლოდ გრძნობს და ლაპარაკი არ შეუძლია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"აგიყვან "ვერტალიოტებით" და გაგაფრენ იარაღებით ყელში გარჭობილიო" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის მიმართ დანაშაულს უდესიანს ედავებიან

ბიზნესმენ გია უდესიანს ახალი ბრალი წარედგინა - რა განცხადება გაკთდა გენერალურ პროკურატურაში

სიმთვრალის გამო მეორედ დაჯარიმების შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობა გელით