სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა აბულაძის მეგობარი ამტკიცებს, რომ სპეცოპერაცია დადგმული იყო - ახალი ეჭვები და დამატებითი დეტალები
შალვა აბულაძის მეგობარი ამტკიცებს, რომ სპეცოპერაცია დადგმული იყო - ახალი ეჭვები და დამატებითი დეტალები

ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შალ­ვა აბუ­ლა­ძის ახლო მე­გო­ბა­რი, ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი და­ვით რო­კე­ტიშ­ვი­ლი არ­და­გან­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. რო­კე­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ძებ­ნი­ლი აბუ­ლა­ძე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად არ აუყ­ვა­ნი­ათ, იგი ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ჩა­ბარ­და. რო­კე­ტიშ­ვი­ლის თქმით, ამის თა­ო­ბა­ზე მისი ნაც­ნო­ბი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც სა­უბ­რო­ბენ:

"არა­ნა­ი­რი სპე­ცო­პე­რა­ცია არ ყო­ფი­ლა, შალ­ვამ გა­და­წყვი­ტა, ჩა­ბა­რე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლებს. მისი და­კა­ვე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 2 სა­ა­თის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და სა­მი­ნის­ტრო და­კა­ვე­ბის ად­გილ­ზე, არ­და­გან­ში, მა­ნამ­დე კი, ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ბრალ­დე­ბუ­ლი ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლე­ბიც არი­ან, კარ­გად იმუ­შა­ვეს, არა­და არა­ვის უხ­სე­ნე­ბია, რომ ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ამ აიყ­ვა­ნა ძებ­ნი­ლი, მად­ლო­ბაც კი არ უთ­ქვამთ და პრე­მი­აც არ მი­უ­ცი­ათ. მყავს ნაც­ნო­ბე­ბი და ამა­ზე პი­რა­დი სა­უბ­რი­სას ამ­ბო­ბენ", - აცხა­დებს ბორ­ჯო­მის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი და­ვით რო­კე­ტიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წლის 10 აპ­რილს შსს-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი და სა­გან­გე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი, ბორ­ჯომ­ში მცხოვ­რე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის, მოს­პო­ბის მცდე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის ძებ­ნი­ლი, შალ­ვა აბუ­ლა­ძე და­ა­კა­ვეს.

მი­ღე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გამ­თე­ნი­ი­სას, ძებ­ნი­ლი შალ­ვა აბუ­ლა­ძის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­და­გან­ში ჩა­ტარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცია. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად შსს-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი და სა­გან­გე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ძებ­ნი­ლი შალ­ვა აბუ­ლა­ძე და­ა­კა­ვეს.

ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

შალვა აბულაძის მეგობარი ამტკიცებს, რომ სპეცოპერაცია დადგმული იყო - ახალი ეჭვები და დამატებითი დეტალები

შალვა აბულაძის მეგობარი ამტკიცებს, რომ სპეცოპერაცია დადგმული იყო - ახალი ეჭვები და დამატებითი დეტალები

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის ახლო მეგობარი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით როკეტიშვილი არდაგანში ჩატარებული სპეცოპერაციის დამატებით დეტალებზე საუბრობს. როკეტიშვილის განცხადებით, ძებნილი აბულაძე სპეცოპერაციის შედეგად არ აუყვანიათ, იგი ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებს ჩაბარდა. როკეტიშვილის თქმით, ამის თაობაზე მისი ნაცნობი პოლიციელებიც საუბრობენ:

"არანაირი სპეცოპერაცია არ ყოფილა, შალვამ გადაწყვიტა, ჩაბარებოდა პოლიციელებს. მისი დაკავებიდან დაახლოებით, 2 საათის შემდეგ ჩამოვიდა სამინისტრო დაკავების ადგილზე, არდაგანში, მანამდე კი, ბორჯომის პოლიციის თანამშრომლები და ბრალდებული ერთად იმყოფებოდნენ აღნიშნულ შენობაში. პოლიციელები განაწყენებულებიც არიან, კარგად იმუშავეს, არადა არავის უხსენებია, რომ ბორჯომის პოლიციამ აიყვანა ძებნილი, მადლობაც კი არ უთქვამთ და პრემიაც არ მიუციათ. მყავს ნაცნობები და ამაზე პირადი საუბრისას ამბობენ", - აცხადებს ბორჯომის საკრებულოს წევრი დავით როკეტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის 10 აპრილს შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ბორჯომში მცხოვრები, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის, მოსპობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი, შალვა აბულაძე დააკავეს.

მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამთენიისას, ძებნილი შალვა აბულაძის დაკავების მიზნით, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში ჩატარდა სპეციალური ოპერაცია. სპეცოპერაციის შედეგად შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძებნილი შალვა აბულაძე დააკავეს.

ია თინიკაშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ