"მწერებს ჭამდა, საძინებელი ციხეს უგავდა და ბრეივიკის წიგნს კითხულობდა" - აბულაძის უცნაური ცხოვრების წესი და გაუხმაურებელი პირადი ისტორიები

"მწერებს ჭამდა, საძინებელი ციხეს უგავდა და ბრეივიკის წიგნს კითხულობდა" - აბულაძის უცნაური ცხოვრების წესი და გაუხმაურებელი პირადი ისტორიები

"შალვა აბულაძეს უცნაური საძინებელი ჰქონდა, ამბობენ რომ ციხის საკანს ჰგავდა მისი საძინებელი. ასევე კითხულობდა ლიტერატურას მკვლელებზე. ხასიათიც უცნაური ჰქონდა, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს ინფორმაცია წყარომ აცნობა.

"როცა აბულაძე ციხიდან გამოვიდა, მან ხაზარაძეს სახლი დაუცხრილა და აქცია მოუწყო -სახლთან კუბო მიუტანა, რითაც უნდოდა ხაზარაძისთვის ეცნობებინა, რომ მისი მოკვლა შეუძლია, მაგრამ არ კლავს.

აბულაძე ციხიდან გამოსვლის შემდეგ უცნაურად ცხოვრობდა. ამბობდა, დასასვენებლად მივდივარო და 2 კვირა ტყეში მიდიოდა ზურგჩანთით. საკვებიც არ მიჰქონდა. ამბობდა, რომ მწერებით და კენკრით იკვებებოდა. რთულ პირობებში ატარებდა დღეებს და შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.

ვიცი, რომ საძინებელი ოთახიც უცნაური ჰქონდა, ამბობენ რომ ციხის საკანს ჰგავდა მისი საძინებელი. ასევე კითხულობდა ლიტერატურას მკვლელებზე. ხასიათიც უცნაური ჰქონდა", - ყვება წყარო.

ბორჯომში პოლიციელის მკვლელობის შემდეგ აბულაძე იძებნებოდა და ახლობლებლებმა ამ პერიოდზე არაფერი იციან. 4 აპრილს კი, ვარკეთილში პოლიციელი ბექა მარგიშვილი მოკლეს, მკვლელი გაიქცა და ჩანთა დაუვარდა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ჩანთაში ტანსაცმლის და პარიკის გადა, აღმოაჩინეს ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის წიგნი, რომელსაც აბულაძე კითხულობდა.

"მკვლელებზე უამრავი ლიტერატურა აქვს წაკითხული. ასევე ფლობს უამრავ ინფორმაციას, რის გამოც სპეცოპერაციის დროს ვერ მოკლავდნენ. გამოძიების ინტერესებშიც შედის, რომ შალვა აბულაძე ალაპარაკდეს", - ამბობს წყარო.

ის ასევე ყვება, რომ დაკავებამდე ბრალდებულს მეგობარი ქალი ჰყავდა, რომელიც მისგან სავარაუდოდ ბავშვს ელოდება.

ლანა გვენეტაძე

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ| შალვა აბულაძის ორსული საცოლის პირველი კომენტარი

იხილეთ ვიდეო:

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ