პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაციის უცნობი დეტალები: მოხდა თუ არა სროლა აბულაძის დაკავებისას და რითი იყო შეიარაღებული საშიში დამნაშავე
სპეცოპერაციის უცნობი დეტალები: მოხდა თუ არა სროლა აბულაძის დაკავებისას და რითი იყო შეიარაღებული საშიში დამნაშავე

ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა შალ­ვა აბუ­ლა­ძემ და­კა­ვე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას მან გაქ­ცე­ვა სცა­და.

ბორ­ჯო­მის რა­ი­ონ სო­ფელ არ­და­გან­ში მდე­ბა­რე აბუ­ლა­ძე­ე­ბის ერთ-ერთ მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლს, რო­მელ­შიც აბუ­ლა­ძე იმა­ლე­ბო­და, ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ის, ტელ­კომ­პა­ნია "ბორ­ჯო­მის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ტყვი­ის ნაკ­ვა­ლე­ვი აღე­ნიშ­ნე­ბა.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| სახ­ლი, სა­დაც აბუ­ლა­ძე იმა­ლე­ბო­და

მარ­თა­ლია, შსს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე იუ­წყე­ბა და პო­ლი­ცი­ის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ზე სა­უბ­რობს, თუმ­ცა უწყე­ბას სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას სრო­ლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უთ­ქვამს.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| შალ­ვა აბუ­ლა­ძის და­კა­ვე­ბის ფოტო და ვი­დე­ო­კად­რე­ბი

ვრცელ­დე­ბა კი­დევ ერთი ფოტო, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას, და­კა­ვე­ბის მო­მენტს ასა­ხავს. ფო­ტო­ზე აბუ­ლა­ძეს ტან­საც­მე­ლი და­ხე­უ­ლი აქვს. მთლი­ა­ნო­ბა­ში, იმ კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, რაც და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და, შალ­ვა აბუ­ლა­ძეს სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­სა და ორის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულ შალ­ვა აბუ­ლა­ძეს 16-დან 20 წლამ­დე თვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სახ­ლი­დან, სა­დაც შალ­ვა აბუ­ლა­ძე იმა­ლე­ბო­და, 2 პის­ტო­ლე­ტი და 1 ხელ­ყუმ­ბა­რა ამო­ი­ღეს.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| შალ­ვა აბუ­ლა­ძის და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი კად­რე­ბი

და­კა­ვე­ბუ­ლის გად­მოყ­ვა­ნა თბი­ლის­ში ვერ­ტმფრე­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და. შალ­ვა აბუ­ლა­ძის ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ჩარ­თუ­ლი იყო შსს-ს სხვა­დას­ხვა ქვე­და­ნა­ყო­ფი. ძებ­ნა-და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ასე­ვე ჩარ­თუ­ლი იყო შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნე­ბი.

და­კა­ვე­ბუ­ლი შალ­ვა აბუ­ლა­ძე იძებ­ნე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის – შსს-ს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბელ გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვი­ლის და შსს-ს ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს მე-8 გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბელ ბექა მარ­გიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბელ გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის და ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს მე-8 გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბელ ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვი­ლის დაჭ­რის ფაქ­ტზე.

თე­მის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი ნა­ხეთ თეგ­ზე #შალ­ვა აბუ­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

სპეცოპერაციის უცნობი დეტალები: მოხდა თუ არა სროლა აბულაძის დაკავებისას და რითი იყო შეიარაღებული საშიში დამნაშავე

სპეცოპერაციის უცნობი დეტალები: მოხდა თუ არა სროლა აბულაძის დაკავებისას და რითი იყო შეიარაღებული საშიში დამნაშავე

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა შალვა აბულაძემ დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. შსს-ს ინფორმაციით, დაკავების სპეცოპერაციისას მან გაქცევა სცადა.

ბორჯომის რაიონ სოფელ არდაგანში მდებარე აბულაძეების ერთ-ერთ მიტოვებულ სახლს, რომელშიც აბულაძე იმალებოდა, ადგილობრივი ტელევიზიის, ტელკომპანია "ბორჯომის" მიერ გავრცელებულ კადრებში ტყვიის ნაკვალევი აღენიშნება.

დაგაინტერესებთ| სახლი, სადაც აბულაძე იმალებოდა

მართალია, შსს სპეცოპერაციის დეტალებზე იუწყება და პოლიციის მკვლელობაში ბრალდებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევაზე საუბრობს, თუმცა უწყებას სპეცოპერაციისას სროლის შესახებ არაფერი უთქვამს.

დაგაინტერესებთ| შალვა აბულაძის დაკავების ფოტო და ვიდეოკადრები

ვრცელდება კიდევ ერთი ფოტო, რომელიც უშუალოდ სპეცოპერაციისას, დაკავების მომენტს ასახავს. ფოტოზე აბულაძეს ტანსაცმელი დახეული აქვს. მთლიანობაში, იმ კადრების მიხედვით, რაც დაკავების შემდეგ გავრცელდა, შალვა აბულაძეს სხეულის დაზიანებები არ აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს.

დაგაინტერესებთ| შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაციის პირველი კადრები

დაკავებულის გადმოყვანა თბილისში ვერტმფრენით განხორციელდა. შალვა აბულაძის ძებნის ოპერაციაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.

დაკავებული შალვა აბულაძე იძებნებოდა პოლიციელების – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის და შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი მახარაშვილის და ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ფაქტზე.

თემის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ნახეთ თეგზე #შალვა აბულაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ