პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა აბულაძის დაკავების ყველა დეტალი: შსს-ს განცხადება სპეცოპერაციის შესახებ
შალვა აბულაძის დაკავების ყველა დეტალი: შსს-ს განცხადება სპეცოპერაციის შესახებ

შსს-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი და სა­გან­გე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი, ბორ­ჯომ­ში მცხოვ­რე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის, მოს­პო­ბის მცდე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის ძებ­ნი­ლი, შალ­ვა აბუ­ლა­ძე და­ა­კა­ვეს.

მი­ღე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე დღეს დი­ლით, გამ­თე­ნი­ი­სას, ძებ­ნი­ლი შალ­ვა აბუ­ლა­ძის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­და­გან­ში ჩა­ტარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცია. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად შსს-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი და სა­გან­გე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ძებ­ნი­ლი შალ­ვა აბუ­ლა­ძე და­ა­კა­ვეს.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| შალ­ვა აბუ­ლა­ძის და­კა­ვე­ბის ფოტო და ვი­დე­ო­კად­რე­ბი

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სახ­ლი­დან, სა­დაც შალ­ვა აბუ­ლა­ძე იმა­ლე­ბო­და, 2 პის­ტო­ლე­ტი და 1 ხელ­ყუმ­ბა­რა ამო­ი­ღეს. და­კა­ვე­ბუ­ლის გად­მოყ­ვა­ნა თბი­ლის­ში ვერ­ტმფრე­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და. შალ­ვა აბუ­ლა­ძის ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ჩარ­თუ­ლი იყო შსს-ს სხვა­დას­ხვა ქვე­და­ნა­ყო­ფი. ძებ­ნა-და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ასე­ვე ჩარ­თუ­ლი იყო შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნე­ბი.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| სახ­ლი, სა­დაც აბუ­ლა­ძე იმა­ლე­ბო­და

და­კა­ვე­ბუ­ლი შალ­ვა აბუ­ლა­ძე იძებ­ნე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის - შსს-ს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბელ გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვი­ლის და შსს-ს ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს მე-8 გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბელ ბექა მარ­გიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბელ გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის და ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს მე-8 გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბელ ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვი­ლის დაჭ­რის ფაქ­ტზე.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| შალ­ვა აბუ­ლა­ძის და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი კად­რე­ბი

შალ­ვა აბუ­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით, რაც პო­ლი­ცი­ე­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას, მოს­პო­ბის მცდე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრალ­დე­ბა 16-20 წლამ­დე თვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ შალ­ვა აბუ­ლა­ძეს ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­უ­ყე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, 19,353-ე პრი­მა მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი­თა და 236-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს პო­ლი­ცი­ე­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის:

თე­მის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი ნა­ხეთ თეგ­ზე #შალ­ვა აბუ­ლა­ძე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

შალვა აბულაძის დაკავების ყველა დეტალი: შსს-ს განცხადება სპეცოპერაციის შესახებ

შალვა აბულაძის დაკავების ყველა დეტალი: შსს-ს განცხადება სპეცოპერაციის შესახებ

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ბორჯომში მცხოვრები, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის, მოსპობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი, შალვა აბულაძე დააკავეს.

მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დღეს დილით, გამთენიისას, ძებნილი შალვა აბულაძის დაკავების მიზნით, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში ჩატარდა სპეციალური ოპერაცია. სპეცოპერაციის შედეგად შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძებნილი შალვა აბულაძე დააკავეს.

დაგაინტერესებთ| შალვა აბულაძის დაკავების ფოტო და ვიდეოკადრები

სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. დაკავებულის გადმოყვანა თბილისში ვერტმფრენით განხორციელდა. შალვა აბულაძის ძებნის ოპერაციაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.

დაგაინტერესებთ| სახლი, სადაც აბულაძე იმალებოდა

დაკავებული შალვა აბულაძე იძებნებოდა პოლიციელების - შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის და შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი მახარაშვილის და ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ფაქტზე.

დაგაინტერესებთ| შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაციის პირველი კადრები

შალვა აბულაძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ დაიწყო საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, 19,353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.

მეტი ინფორმაციისთვის:

თემის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ნახეთ თეგზე #შალვა აბულაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ