საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
პროკურატურა ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პრო­კუ­რა­ტუ­რა ლე­ვან ჩა­ჩუ­ას მი­მართ გა­მო­ტა­ნილ გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ში პრო­კუ­რო­მა რე­ვაზ ნა­დი­ომ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს მო­ტი­ვა­ცია, რო­მე­ლიც გა­ა­მარ­თლებს მო­სა­მარ­თლის დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

"არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლოს ზემ­დგო­მი ინ­სტან­ცი­ე­ბი, სა­დაც ბევ­რი მეტი გა­მოც­დი­ლე­ბის მო­სა­მარ­თლე საქ­მი­ა­ნობს. აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვეც­დე­ბით ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ის მარ­თე­ბუ­ლე­ბა და­ვამ­ტკი­ცოთ ზედა ინ­სტან­ცი­ა­ში. არ არ­სე­ბობს მო­ტი­ვა­ცია, რო­მე­ლიც გა­ა­მარ­თლებს სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებთ", - გა­ნა­ცხა­და ნა­დო­იმ.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

"მო­სა­მარ­თლე მგე­ლი­აშ­ვი­ლი არ აღ­მოჩ­ნდა ნე­იტ­რა­ლუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი პირი, რო­მე­ლიც შე­ა­მოწ­მებ­და იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს რაც წარ­ვად­გი­ნეთ სა­სა­მარ­თლო­ში. მას რომ ოე­ბიქ­ტუ­რად შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, დარ­წმუნ­დე­ბო­და ჩა­ჩუ­ას ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ში. მგე­ლი­აშ­ვილ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და არ გა­ი­ზი­ა­რა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა, მოწ­მე­თა, ნე­ი­რო­ქი­რურ­გე­ბის, ექ­სპერ­ტე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, ასე­ვე სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვე­ბი და ჩვენს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი. მან არ გა­ი­ზი­რია ამა­ვე საქ­მე­ზე მეტი გა­მოც­დი­ლე­ბის და მეტი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბის მქო­ნე მო­სა­მარ­თლე­თა მო­საზ­რე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ნა­დო­იმ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლოს გან­მარ­ტე­ბას, ჰა­კიმ ფა­შას სა­ხე­ლით წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც ნა­დოი აღ­ნიშ­ნავს, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია თუ რა შუ­ა­ში იყო ხა­ზის გას­მა ჰა­კიმ ფა­შას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მო­სა­მარ­თლემ ხაზი გა­უს­ვა ჰა­კიმ ფა­შას. ეს ვი­დე­ო­მა­სა­ლა არც გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია რო­გორც ერთ-ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ გვქონ­და ძი­რი­თა­დი ვი­დე­ო­მა­სა­ლა და სწო­რედ ამ ვი­დე­ო­მა­სა­ლას და­ვეყ­რდე­ნით. რა შუ­ა­ში იყო ხა­ზის გას­მა ჰა­კიმ ფა­შას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად გა­უ­გე­ბა­რი იყო", - გა­ნა­ცხა­და რე­ვაზ ნა­დო­იმ.

ექ­სპერტ ლე­ვან ჩა­ჩუ­ას მი­მართ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ში მო­სა­მარ­თლემ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პროკურატურა ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პროკურატურა ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პროკურატურა ლევან ჩაჩუას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზურაბ ჟვანიას საქმეში პროკურომა რევაზ ნადიომ განუცხადა.

მისი თქმით, ბუნებაში არ არსებობს მოტივაცია, რომელიც გაამართლებს მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

"არსებობს სასამართლოს ზემდგომი ინსტანციები, სადაც ბევრი მეტი გამოცდილების მოსამართლე საქმიანობს. აუცილებლად შევეცდებით ჩვენი პოზიციის მართებულება დავამტკიცოთ ზედა ინსტანციაში. არ არსებობს მოტივაცია, რომელიც გაამართლებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ", - განაცხადა ნადოიმ.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

"მოსამართლე მგელიაშვილი არ აღმოჩნდა ნეიტრალური და ობიექტური პირი, რომელიც შეამოწმებდა იმ მტკიცებულებებს რაც წარვადგინეთ სასამართლოში. მას რომ ოებიქტურად შეემოწმებინა მტკიცებულებები, დარწმუნდებოდა ჩაჩუას ბრალეულობაში. მგელიაშვილმა არ გაითვალისწინა და არ გაიზიარა დაზარალებულთა, მოწმეთა, ნეიროქირურგების, ექსპერტების ჩვენებები, ასევე საექსპერტო კვლევები და ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალები. მან არ გაიზირია ამავე საქმეზე მეტი გამოცდილების და მეტი კვალიფიციურობის მქონე მოსამართლეთა მოსაზრებები", - განაცხადა ნადოიმ.

რაც შეეხება სასამართლოს განმარტებას, ჰაკიმ ფაშას სახელით წარმოდგენილი ვიდეომასალასთან დაკავშირებით, როგორც ნადოი აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია თუ რა შუაში იყო ხაზის გასმა ჰაკიმ ფაშასთან დაკავშირებით.

"მოსამართლემ ხაზი გაუსვა ჰაკიმ ფაშას. ეს ვიდეომასალა არც გამოგვიყენებია როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება. ჩვენ გვქონდა ძირითადი ვიდეომასალა და სწორედ ამ ვიდეომასალას დავეყრდენით. რა შუაში იყო ხაზის გასმა ჰაკიმ ფაშასთან დაკავშირებით, ეს ჩემთვის ნამდვილად გაუგებარი იყო", - განაცხადა რევაზ ნადოიმ.

ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ ზურაბ ჟვანიას საქმეში მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ