კახა კუკავა დაიჭირეს

კახა კუკავა დაიჭირეს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს, დღეს, კახა კუკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში პირად საქმეზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას "თავს დაესხა" ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი.

"შსს-ს თანამშრომლებმა ინციდენტის შემდეგ, გაუგებარი მიზეზით კახა კუკავა დააკავეს. ის ამ დრომდე რჩება პატიმრობაში.

"თავისუფალი საქართველო" მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პარტიის ლიდერი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთოს განმარტებები ინციდენტთან დაკავშირებით", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: შსს-ს კომენტარი კახა კუკავას დააკავების შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ