მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჩვენებას აძლევს სასამართლოს გათავისუფლების მოლოდინში გიგი უგულავა
რა ჩვენებას აძლევს სასამართლოს გათავისუფლების მოლოდინში გიგი უგულავა

10 წელი მე პრაქ­ტი­კუ­ლად ქვე­ყა­ნას ვმარ­თავ­დი და ქვეყ­ნი­დან წას­ვლა რომ მდო­მო­და, ისე წა­ვი­დო­დი, რე­პუ­ტა­ცი­ას არ შე­ვი­ლა­ხავ­დი, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფილ­მა მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

უგუ­ლა­ვას თქმით, მის მი­მართ 2012 წლის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს. "რო­დე­საც ბრა­ლი წა­მი­ყე­ნეს, ეს იყო პირ­და­პი­რი შე­დე­გი მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რეპ­ლი­კი­სა ჩემი მი­სა­მარ­თით, რომ და­მეც­ვა სუ­ბორ­დი­ნა­ცია. რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და დამ­თავ­რდა იმით, რომ ბრა­ლი წა­მი­ყე­ნეს "თბილ­სერ­ვისჯ­გუ­ფი­სა" და "იმე­დის" ეპი­ზოდ­ზე. როცა პრო­კუ­რო­რი სა­უბ­რობს ჩემს ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ყვე­ლა თქვე­ნი ბრალ­დე­ბა, ბა­ტო­ნე­ბო, ჩემს მი­მართ არ გუ­ლის­ხმობს თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბას, მე მე­და­ვე­ბით გაფ­ლან­გვას", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის ყო­ფილ­მა მერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც და­ი­წყო მზა­დე­ბა მე­რო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, მან შეგ­ნე­ბუ­ლად გა­და­წყვი­ტა მე­რო­ბის კან­დი­და­ტი არ ყო­ფი­ლი­ყო. "სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა მას შემ­დეგ, რაც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­დატს თბი­ლის­ში გა­უ­ჭირ­და. ვი­ღა­ცამ თქვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­არ­წმუ­ნა იმა­ში, რომ მე ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვას ვა­პი­რებ­დი. ალ­ბათ ეს ვა­რა­უ­დი იმის შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც მე პას­პორ­ტი გა­მი­უქ­მეს და თა­ვი­დან შე­ვი­ტა­ნე პას­პორ­ტი ყვე­ლა სა­ელ­ჩო­ში. რო­გორც ჩანს, მე ვი­ყა­ვი მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ და ეს გა­რე­მო­ე­ბა აღიქ­ვეს ისე, რომ მე ქვეყ­ნი­დან წას­ვლას ვა­პი­რებ­დი", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

ასე­ვე იხი­ლეთ: "უგუ­ლა­ვას პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ შე­საძ­ლოა, არე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს" - პრო­კუ­რო­რი მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­ზე

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რა ჩვენებას აძლევს სასამართლოს გათავისუფლების მოლოდინში გიგი უგულავა

რა ჩვენებას აძლევს სასამართლოს გათავისუფლების მოლოდინში გიგი უგულავა

10 წელი მე პრაქტიკულად ქვეყანას ვმართავდი და ქვეყნიდან წასვლა რომ მდომოდა, ისე წავიდოდი, რეპუტაციას არ შევილახავდი, - ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

უგულავას თქმით, მის მიმართ 2012 წლის შემდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. "როდესაც ბრალი წამიყენეს, ეს იყო პირდაპირი შედეგი მთავრობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის რეპლიკისა ჩემი მისამართით, რომ დამეცვა სუბორდინაცია. რამდენიმე დღეში დაიწყო გამოძიება და დამთავრდა იმით, რომ ბრალი წამიყენეს "თბილსერვისჯგუფისა" და "იმედის" ეპიზოდზე. როცა პროკურორი საუბრობს ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე ყველა თქვენი ბრალდება, ბატონებო, ჩემს მიმართ არ გულისხმობს თანხების მითვისებას, მე მედავებით გაფლანგვას", - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა.

მისივე თქმით, როდესაც დაიწყო მზადება მერობის არჩევნებისთვის, მან შეგნებულად გადაწყვიტა მერობის კანდიდატი არ ყოფილიყო. "სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო კანდიდატს თბილისში გაუჭირდა. ვიღაცამ თქვენი ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმაში, რომ მე ქვეყნიდან გაქცევას ვაპირებდი. ალბათ ეს ვარაუდი იმის შემდეგ გაჩნდა, რაც მე პასპორტი გამიუქმეს და თავიდან შევიტანე პასპორტი ყველა საელჩოში. როგორც ჩანს, მე ვიყავი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და ეს გარემოება აღიქვეს ისე, რომ მე ქვეყნიდან წასვლას ვაპირებდი", - განაცხადა უგულავამ.

ასევე იხილეთ: "უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებამ შესაძლოა, არეულობა გამოიწვიოს" - პროკურორი მოსალოდნელ საფრთხეებზე

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ