ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში გარდაცვლილი ექსპრემიერის ძმამ, გოგოლა ჟვანიამ გახმაურებული საქმის კიდევ რამდენიმე დეტალზე ისაუბრა. მისი თქმით, პიროვნება, რომელმაც დაინახა, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გვამები შემთხვევის ადგილზე მიიტანეს პროკურატურამ უკვე დაკითხა.
"მოწმეს, ვინც ცხედრების შეტანა დაინახა, ჩვენება მიცემული აქვს. მან დაინახა, რომ სადარბაზოს მიადგა შავი ჯიპი და იქიდან გადმოასვენეს ზურა და რაულ უსუპოვი", - აცხადებს გოგლა ჟვანია.
რაულ უსუპოვის მამის განმარტებით, სწორედ ცხედრების გადაადგილების დროს გაძვრა ფეხსაცმელი მის შვილს.
"ერთი ეუბნეოდა მეორეს დარჩა ფეხსამელიო, მაგრამ ვერ მოასწრეს ფეხსაცმლის აღება", - განაცხადა უსუპოვმა.
იხილეთ ასევე: "რამდენჯერმე ფარულად დამირეკეს და მითხრეს, რომ საბურთალოს 53- ში..." - უსუპოვის მამა სკანდალური საქმის დეტალებზე