პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა შესაძლოა კულტურის სამინისტროს 24 კაციანი კომისიით დაინტერესდეს - რა კავშირშია კომისია ჯოკია ბოდოკიას საქმესთან
პროკურატურა შესაძლოა კულტურის სამინისტროს 24 კაციანი კომისიით დაინტერესდეს - რა კავშირშია კომისია ჯოკია ბოდოკიას საქმესთან

შე­საძ­ლოა პრო­კუ­რა­ტუ­რა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს 24 კა­ცი­ა­ნი კო­მი­სი­ით და­ინ­ტე­რეს­დეს, რო­მე­ლიც მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მამ­დე მი­წის კულ­ტუ­რულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას სწავ­ლობს. რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სის, ჯო­კია ბო­დო­კი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცეს­ზე საქ­მის პრო­კუ­რო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, ბო­დო­კია შპს "და­რი­ო­უ­შის" ხელ­მძღვა­ნელ­თან, ნა­თია მა­ხა­რაშ­ვილ­თან სა­უბ­რი­სას ახ­სე­ნებს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბულ კო­მი­სი­ას და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით ჰპირ­დე­ბა აღ­ნიშ­ნულ კო­მი­სი­ას­თან მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა­ზე საქ­მის მოგ­ვა­რე­ბას.

პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პრო­კუ­რორს ჰკი­თხეს, შე­საძ­ლოა თუ არა და­ინ­ტე­რეს­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს 24 კა­ცი­ა­ნი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი­თაც, თუმ­ცა პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ თე­მა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ისა­უბ­რებს.

24 კა­ცი­ა­ნი კო­მი­სი­ის ირ­გვლივ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შე­კი­თხვე­ბი და­უს­ვეს ბო­დო­კი­ას ად­ვო­კატ­საც. რო­გორც გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში სხვა პი­რებს არ ახ­სე­ნებს. "ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გა­მო­რი­ცხავს სხვა პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პროკურატურა შესაძლოა კულტურის სამინისტროს 24 კაციანი კომისიით დაინტერესდეს - რა კავშირშია კომისია ჯოკია ბოდოკიას საქმესთან

პროკურატურა შესაძლოა კულტურის სამინისტროს 24 კაციანი კომისიით დაინტერესდეს - რა კავშირშია კომისია ჯოკია ბოდოკიას საქმესთან

შესაძლოა პროკურატურა კულტურის სამინისტროს 24 კაციანი კომისიით დაინტერესდეს, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემამდე მიწის კულტურულ ღირებულებას სწავლობს. როგორც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესზე საქმის პროკურორებმა განაცხადეს, ბოდოკია შპს "დარიოუშის" ხელმძღვანელთან, ნათია მახარაშვილთან საუბრისას ახსენებს კულტურის სამინისტროში არსებულ კომისიას და ფარული ჩანაწერის მიხედვით ჰპირდება აღნიშნულ კომისიასთან მშენებლობის ნებართვაზე საქმის მოგვარებას.

პროცესის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა პროკურორს ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა დაინტერესდეს პროკურატურა კულტურის სამინისტროს 24 კაციანი კომისიის წევრებითაც, თუმცა პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე ჯერჯერობით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

24 კაციანი კომისიის ირგვლივ ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს ბოდოკიას ადვოკატსაც. როგორც გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიცემულ ჩვენებაში სხვა პირებს არ ახსენებს. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამორიცხავს სხვა პირების მონაწილეობას", - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ