პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 33 წლის "კანონიერი ქურდი" ლავას ოღლი, რომელიც "სპორტსმენი კრიმინალებით" აჭარის გაკონტროლებას ცდილობს
ვინ არის 33 წლის "კანონიერი ქურდი" ლავას ოღლი, რომელიც "სპორტსმენი კრიმინალებით" აჭარის გაკონტროლებას ცდილობს

მინ­დია გო­რა­ძის, იგი­ვე "ლა­ვას ოღ­ლის" "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად კურ­თხე­ვა" 2013 წელს მოხ­და. მისი სა­ხე­ლი უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბა­თუმ­ში, აქ­ტუ­ა­ლუ­რი სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან ხდე­ბა, თუმ­ცა მისი კრი­მი­ნა­ლუ­რი "ბეგ­რა­უნ­დი" ბევ­რად "მდი­და­რია". ლა­ვას ოღ­ლი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის გზე­ბი პირ­ვე­ლად 2006 წელს გა­და­იკ­ვე­თა, რო­დე­საც ის 2006 წელს ბან­დი­ტიზ­მის მუხ­ლით გა­სა­მარ­თლდა.

მინ­დია გო­რა­ძემ ქვე­ყა­ნა 2012 წელს და­ტო­ვა და იმ პე­რი­ო­დი­დან მის­თვის ახალ ას­პა­რე­ზად ოდე­სა იქცა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მე­ლი "ქურ­დი" ოდე­სა­ში ბი­ნის ქურ­დებს აკონ­ტრო­ლებ­და. მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ქურ­დე­ბის ძარ­ცვის მე­თო­დი კი საკ­მა­ოდ დახ­ვე­წი­ლი იყო, - ისი­ნი სახ­ლებ­ში შეღ­წე­ვას ალ­პი­ნის­ტე­ბის მო­წყო­ბი­ლე­ბე­ბით ახერ­ხებ­დნენ, თუმ­ცა ლა­ვას ოღ­ლის უკ­რა­ი­ნუ­ლი ზე­ო­ბის პე­რი­ო­დი მა­ლე­ვე დას­რულ­და. ის უკ­რა­ი­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პირ­ვე­ლად 2013-ში, მე­ო­რედ კი 2014 წელს და­ა­კა­ვეს და ორი­ვე ჯერ­ზე ლა­ვას ოღ­ლიმ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან ღიად გა­ნა­ცხა­და, რომ დიახ, ის კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია.

უკ­რა­ი­ნი­დან დე­პორ­ტი­რე­ბის შემ­დეგ ლა­ვას ოღლი თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და, თუმ­ცა, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, მან სა­ქარ­თვე­ლო­ში შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ნე­ბარ­თვით შე­მო­აღ­წია, რა­საც ქვეყ­ნის ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბა არ ადას­ტუ­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მინ­დია გო­რა­ძის გავ­ლე­ნას ბა­თუმ­ში, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მან რა­მაზ დე­ვა­ძეს ქა­ლაქ­ში "სპორ­ტსმენ კრი­მი­ნალ­თა" ჯგუ­ფის შექ­მნა და­ა­ვა­ლა.

გახ­და თუ არა ბა­თუ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" ცენ­ტრი, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია იმის მი­ხედ­ვით, თუ ვინ გპა­სუ­ხობთ. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი­თხავთ, ისი­ნი უარ­ყო­ფენ, ხოლო თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და­უს­ვამთ იგი­ვე შე­კი­თხვას, გი­პა­სუ­ხე­ბენ, რომ ქვეყ­ნის ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში კრი­მი­ნა­ლე­ბი და პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყველ­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბით გივი თარ­გა­მა­ძე გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც სწო­რედ მის გან­ცხა­დე­ბებს უკავ­ში­რებს ბა­თუმ­ში ორი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­დაწ­ვის ფაქტს. თარ­გა­მა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო ჯავრს მის მე­გობ­რებ­ზე იყ­რის, რაც მის­თვის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი მე­სი­ჯია.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­ვას ოღლი ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნას, მას იქ ჩას­ვლა 2017 წლამ­დე აკ­რძა­ლუ­ლი აქვს.

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| lenta.ru ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის საფ­ლა­ვებს აქ­ვეყ­ნებს (+19 ფოტო)

AMBEBI.GE

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

ვინ არის 33 წლის "კანონიერი ქურდი" ლავას ოღლი, რომელიც "სპორტსმენი კრიმინალებით" აჭარის გაკონტროლებას ცდილობს

ვინ არის 33 წლის "კანონიერი ქურდი" ლავას ოღლი, რომელიც "სპორტსმენი კრიმინალებით" აჭარის გაკონტროლებას ცდილობს

მინდია გორაძის, იგივე "ლავას ოღლის" "კანონიერ ქურდად კურთხევა" 2013 წელს მოხდა. მისი სახელი უკრაინასა და საქართველოში, განსაკუთრებით კი ბათუმში, აქტუალური სწორედ ამ პერიოდიდან ხდება, თუმცა მისი კრიმინალური "ბეგრაუნდი" ბევრად "მდიდარია". ლავას ოღლისა და სამართალდამცავების გზები პირველად 2006 წელს გადაიკვეთა, როდესაც ის 2006 წელს ბანდიტიზმის მუხლით გასამართლდა.

მინდია გორაძემ ქვეყანა 2012 წელს დატოვა და იმ პერიოდიდან მისთვის ახალ ასპარეზად ოდესა იქცა. არსებული ინფორმაციით, ბათუმელი "ქურდი" ოდესაში ბინის ქურდებს აკონტროლებდა. მის მიერ კონტროლირებადი ქურდების ძარცვის მეთოდი კი საკმაოდ დახვეწილი იყო, - ისინი სახლებში შეღწევას ალპინისტების მოწყობილებებით ახერხებდნენ, თუმცა ლავას ოღლის უკრაინული ზეობის პერიოდი მალევე დასრულდა. ის უკრაინელმა სამართალდამცავებმა პირველად 2013-ში, მეორედ კი 2014 წელს დააკავეს და ორივე ჯერზე ლავას ოღლიმ სამართალდამცავებთან ღიად განაცხადა, რომ დიახ, ის კანონიერი ქურდია.

უკრაინიდან დეპორტირების შემდეგ ლავას ოღლი თურქეთში გადავიდა, თუმცა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ირწმუნებიან, მან საქართველოში შსს-ს მაღალჩინოსნის ნებართვით შემოაღწია, რასაც ქვეყნის ძალოვანი უწყება არ ადასტურებს.

რაც შეეხება მინდია გორაძის გავლენას ბათუმში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან რამაზ დევაძეს ქალაქში "სპორტსმენ კრიმინალთა" ჯგუფის შექმნა დაავალა.

გახდა თუ არა ბათუმი საქართველოში "ქურდული სამყაროს" ცენტრი, ამ კითხვაზე პასუხი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ ვინ გპასუხობთ. თუ ხელისუფლებას კითხავთ, ისინი უარყოფენ, ხოლო თუ "ნაციონალურ მოძრაობას" დაუსვამთ იგივე შეკითხვას, გიპასუხებენ, რომ ქვეყნის ზღვისპირა ქალაქში კრიმინალები და პოლიციის წარმომადგენლები შეხმატკბილებულები არიან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტიიდან ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ყველზე ხმაურიანი განცხადებებით გივი თარგამაძე გამოირჩევა, რომელიც სწორედ მის განცხადებებს უკავშირებს ბათუმში ორი ავტომობილის გადაწვის ფაქტს. თარგამაძე მიიჩნევს, რომ ქურდული სამყარო ჯავრს მის მეგობრებზე იყრის, რაც მისთვის გამაფრთხილებელი მესიჯია.

ბოლო ინფორმაციით, ლავას ოღლი ამჟამად თურქეთში იმყოფება, რაც შეეხება უკრაინას, მას იქ  ჩასვლა 2017 წლამდე აკრძალული აქვს.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ| lenta.ru ქართველი კანონიერი ქურდების საფლავებს აქვეყნებს (+19 ფოტო)

AMBEBI.GE

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

მარნეულში, ნაცნობი ქალისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გადაღების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან